You are on page 1of 5

1122 - ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები - ქორწინება წყდება : ერთ-ერთი მეუღლის

გარდაცვალებით, კანონით დადგენილი წესით ერთ-ერტი მეუღლის გარდაცვლილად


გამოცხადებით, როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში , არაა აუცილებელი ქორწინების
შეწყეტის რეგისტრაცია. აუცილებელია მხოლოდ გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ
პირის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტის რეგისტრაცია. ცოცხალ მეუღლეს უფლება
აქვს ხელახლა იქორწინოს. განქორწინება.

1123 - განქორწინების დაუშვებლობა - განქორწინება ხდება სასამართლო წესით, ხოლო 1124-


ე და 1125-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - მოქალაქობრივი მდგომარეობის
რეგისტრაციის ორგანოში. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის
განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე
განქორწინებაზე.

1124 - ქანქორწინების წესი - მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოშ, ერთ


ერთი მეუღლის სცხოვრებელი ადგილის მიხედვით განქორწინება დაიშვება იმ მეუღლეებს
შორის ურთიერთთანხმობით, რომელტაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და შეაქვთ
ერთობლიი განცხადება განქორწინების შესახებ. განცხადებაში მეუღლეები მოვალენი არიან
დაადასტურონ როგორც ურთიერთთანხმობა ასევე ის ფაქტიც, რომ არ ჰყავთ
არასრულწლოანი შვილები. გაქნორწინება შეიძლება მოხდეს ერთ ერთი მეუღლის
დაუსწრებლადაც, თუ მას საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს
მოქალაქობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში და თუ მისი სახელით
წარმოდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის
დასადასტურებლად. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ
განცხადების შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში. (გარდა 1110-ე მუხლის მე3 ნაწილი)
ქორწინება შეწყვეტილად ითვლება მოქალაქობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის
ორგანოში განქორწნიების რეგისტრაციის მომენტიდან.

1125 - განქორწინება ერთ ერთი მეუღლის განცხადებით - მოქალაქეობრივი მდგომარეობის


რეგისტრაციის ორგანოში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირტან
რომელიც: კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად,
სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო აღიარებულია ქმედუუნაროდ, სასამართლოს
მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.

1126 - განქორწინება მეუღლეთა შორის დავის არსებობისას - თუ მეუღლეთა შრის არის დავა,
დავა შეიძლება იყოს როგორ პირადი ისე ქონებრივი ხასითის. აგრეთვე იმ შემთცვევაში როცა
მეუღლეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, განქორწინების საქმეს განიხილავს
სასამრთლო.

1127 - განქორწინების სამეთა განხილვა სასამართლოს მიერ - განქორწინების საქმეებს


სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით რომელიც დადგენილია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა
შესარიგებლად, მას უფლება აქვს გადადოს სამქის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა
შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს რომ მეუღლეთა შემდგომი ერტად
ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული
ზომებისა.
განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია ,
იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილების და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების
დასაცავად.
განქორწინება სასამარტლო წესით უნდა მოხდეს თუ: მეუღლეებს ჰყავთ არასრულწლოვანი
შვლები, ეთ-ერთი მათგანი განქორწინების წინააღმდეგია, მეუღლეებს შორის არსებობს
ქონებრივი დავა. განქორწინების სასამართლო წესიც ორი ეტაპისაგან შედგება. პირველია
სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტა და მეორე - სასამარტლოს
გადაწყვეტილების რეგისტრაცია მმრო-ში.

განცხადება განქორწინების შესახებ სასამაღტლოში მეუღლეებს ან ერთ-ერთ მათგანს


შეაქვს საცხოვრებელი დაგილის მიხედვით. მასში აღნიშნული უნდა იყოს განქორწინების
მიზეზები. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ერთ-ერთი მეუღლე გაქნორწინების წინააღმდეგია
და სასამართლოში განცხადების შეტანაზე უარს ამბობს. მეორე მეუღლის განცხადების
საფუძველზე სასამართლო მაინც განიხილავს საქმეს. (გამონაკლისია 1123-ე მუხლის მე2 ნაწ).

კანონში არ არის ჩამოთვლილი ის მიზეზები, რომელთა არსებობისას სასამართლომ


მეუღლეები უთუოდ უნდა განაქორწინოს. თუმცა სასამართლო ვალდებულია მთელი
სერიოზულობით შეისწავლოს ის მიზეზები, რომლებსაც მეუღლეები განქორწინების
საფუძვლად თვლიან, მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად.

განქორწინების შესახებ საქმე სასამაღტლოში განიხილება საჯაროდ, გარდა გამონაკლისი


შემთხვევებისა, როცა მეუღლეთა თხოვნით , სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია
დახურული სხდომის ჩატარება.

სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ


სასამართლოში.

1128 - გადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი ჩენის შესახებ


- განქორწინების მსურველი მშობლები , ჩვეულებრივი წინასწარ თანხმდებიან იმის თაობაზე,
თუ ვისთან იცხოვრებენ არასრულწლოვანი შვილები და რომელი მშობელი რა ოდენობით
გადაიხდის ალიმენტს. თუ მშობლებს შორის აღნიშნულ საკითხებზე შთანხმება არ არსებობს,
მაშინ სასამართლომ განქორწინების საკითხთან ერთად უნდა განსაზღვროს ბავშვის ამა თუ
იმ მსობლისათვის მიკუთვნებისა და ალიმენტის საკითხი. შვილებტან დაკავშირებული
ყოველგვარი დავის გადაწყვეტისას საქმეში, საჭიროებისამებრ, ჩართულ უნდა იქნეს
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

1129 - გადაწყვეტილების მიღება მეუღლის რჩენის თაობაზე - იმ მეუღლის თხოვნით,


რომელსაც უფლება აქვს მიიღოს სარჩო მეუღლისაგან, აქედან გამომდინარე, იგი უნდა იყოს
შრომისუუნარო და საჭიროებდეს მატერიალურ დახმარებას. სასამართლო ვალდებულია ,
განქორწინების საქმის გადაწყვეტასტან ერთად განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, რაც
უნდა იხადოს მეორე მეუღლემ.

1130 - გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე - მეუღლეების ან


ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის
გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკიტხი, რომელიც წარმოედგენს
მეუღლეთა თანასაკუთრებას. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების
გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად. არამედ ცალკე
წარმოების წესით.

1131 - ბაჟი განქრწინების მოწმობის გაცემისას - განქორწინების მოწმობის გაცემისას,


რომელსაც ახდენს მოქალაქობრივი მდგომარეობის რეგისრაციის ორგანო, დაწესებულია
ბაჟის გადახდა. მისი ოდენობა განისაზღვრება სასამარტლოს მიერ განქორწინების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების დროს (50 დან 200 ლაფამდე). ბაჟი შეიძლება გადახდეს როგორც
ერთ ისე ორივე მეუღლეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განსაზღვროს
თანხის ის ოდენობა, რომელიც თითოეულმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს. რა დროსაც
სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეტა მატერიალურ მდგომარეობას და იმ მეუღლის
ბრალეულ მოქმედებას, რამაც განაპირობა განქორწინება.

1132 - განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება - განქორწინების


შესახებ სასამაღტლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქორწინების
შეწყვეტას. ამით განქორწინების პირველი ეტაპი მტავრდება მხოლოდ. მეორე ეტაპიკი, მმრო-
ში უნდა გაგრძლედეს. ამისათვის საჭიროა რომ ერთ-ერთმა ან ორივე მეუღლემ მიმართოს
მას განქორწინების რეგისტრაციის შესახებ. მიმართვა შეიძლება კანონით განსაზღვრული
სამწლიანი ვადის ფარგლებში. ვადის თავლა იწყება განქორწინების შესახებ სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ,
ხანდაზმულობის გამო, განქორწინების რეგისტრაციის უფლება ისპობა. განქორწინების
რეგსტრაციამდე ქორწინება კვლავ ძალაში რჩება.

1133 ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების უფლება განქორწინებისას - მეუღლეს, რომელმაც


გვარი შეიცვალა დაქორწინების დროს, უფლება აქვს განქორწინების შემდეგ ატაროს იგივე
გვარი, (ამაზე მეორე მეუღლის ნებართვ არ არაის საჭირო) ან მისი მოთხოვნით
დაუბრუნდება ქორწინებამდელი გვარი.

1134 - განცხადება ქორწინებამდელი გვარის დაბრუნებიზ შესახებ - მეულემ რომელსაც სურს


ატაროს ქორწინებამდელი გვარი , ამის შესახებ უნდა განაცხადოს მოქალაქეობრივი
მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დროს.
მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ მმრო-ები აკეთებენ
შესაბამის ჩანაწერს.

1135 - ქორწინებს აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ


დაკარგულად გამცხადებული მეუღლის დაბრუნებისას - თუ გამოჩნდება კანონით
დადგენილიწესით გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარებული მეუღლე, რომელტნაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე, და
გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-
უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისრაციის
ორგანომ ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო
თუკი ისინი განქორწინებულნი იყვნენ სასამაღტლო წესით, სასამართლო მათი განცხადებით
აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

ქორწინება არ შეიძლება აღდგეს თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ


დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე. ასეთ
შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ჯერ განქორწინება და შემდეგ - ყოფილი მეუღლეების
ხელახალი დაქორწინება.

1136 - ხელახალი დაქორწინების უფლება - განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ


ხელახლა დაქორწინდნენ. ხელახლა ქორწინება გულისხმობს ყველა იმ ფორმალურ
მოქმედებათა შესრულებას, რაც ქორწინების წესითადა პირობებითაა განსაზღვრული.

1137 - განქორწინების რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - განქორწინების


რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ორივე ან
ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განქორწინების სარეგისტრაციოდ
საჭიროა მეუღლეებმა ან ერთ-ერთმა მათგანმა ამის შესახებ განცხადებით მიმართოს
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს. განცხადებასთან ერთად უნდა
წარდგენილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტლების ასლი განქორწინების შესახებ და ბაჟის
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განქორწინების რეგისტრაციის დღიდან ქორწინება
შეწყვეტილად ითვლება.

1138 - განქორწინების რეგისტრაცია - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე


განქორწინების რეგისტრაციას ახდენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის
ორგანო ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით. მმრო ვალდებულია ამის შესახებ
აცნობოს მეროე მეუღლეს. თუ მისთვის არ არის ვნობილი მეორე მეუღლის ან იმ ორგანოს
მისამართი, რომელმაც მოადინა ქორწინების რეგისტრაცია, მაშინ მისამართის დადგენა სხვა
საშუალებებით არ მოხდება და განქორწინება რეგისტრაციაში გატარედება მეორე
მეუღლისათვის შეტყობინბის გარეშე.

მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში განქორწინებისას, მისი


რეგისტრაცია იმავე ორგანოში ხდება გამარტივებული პროცედურით, ორივე მეუღლის
უშუალო მონაწილეობით. (იხდიან მინიმალურ ბაჟს) ხდება განქორწინების მოწმობის
გაცემა.

1139 - მსჯავრდებულ მეუღლესტან ჰანქორწინების წესი - განსაზღრული


თავისებურებებით ხასიათდება იმ განქორწინებათა რეგისტრაცია, რომლებიც ხდება
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებში ერთ-ერთი მეუღლის
განცხადების საფუძველზე. ასეთ განქორწინებათა საფუძველია ერთ-ერთი მეუღლის
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის
გამო ქმედუუნაროდ ცნობა და პატიმრობა სამ წელზე მეტი ვადით. პირველ ორ
შემთხვევაში საჭიროა სასამართოს გადაწყვეტილება, მესამე შემთხვევაში
სასამართლოს განაჩენი. როცა ერთ-ერთი მეუღლე ითხოვს განქორწიებას
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, მან განცხადებასთან
ერტად უნდა წარადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილების ან განაჩენის სათანადოდ
დამოწმებული ასლი. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულ
მეუღლესთან განქორწინება მარტივად მოხდება და არც არც ამ განქორწინების
რეგისტრაცია იქნება დაკავშირებული რაიმე სირთულესთან. რაც შეეხება ისთ
მეუღლესთან განქორწინებას, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან ,
რომელსაც სასამაღტლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა,
კანონი მათი ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, განსხვავებულ
წესს ადგენს. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ განქორინების
თაობაზე მეორე მეუღლის მიერ შეტანილი განცხადების შესახებ უნდა აცნობოს
ქმედუნაროდ აღიარებული მეუღლის მეურვეს ან პატიმრობაში მყოფ მეუღლეს და
სამი თვის განმავლოაში მისგან უნდა მიიღოს პასუხი შემდეგ კითხვებზე. 1. აქვს თუ
არა დავები ბავშვების ტაობაზე 2. ითხოვს თუ არა წილს მეუღლეთა
თანასაკუთრებიდან და ითხოვს თუ არა ქმედუუნარო მეუღლის მეურვე ალიმენტის
დანიშვნას სამეურვეო პირისათვის. თუ არც ერთ საკითხზე პრეტენზია არ იქნა
გამოთქმული , მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო მოახდენს
განქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში , განქორწინების საქმე სასამართლომ უნდა
განიხილოს.

მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ განქორწინება უნდა


მოქხდინოს არა მარტო მაშინ, როცა მან მიიღო ცნობა იმის შესახებ , რომ დავა არ
არსებობს, არამედ მაშინაც, როცა სამთვიან ვადაში პასუხი საერთოდ არ იქნა
მიღებული. განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია განქორწინების
მოწმობის გაცემა.

You might also like