You are on page 1of 8

 სახელი/გვარი: ლადო ტატუნაშვილი

 ლექტორი: ხათუნა ბურკაძე


 ფაკულტეტი:საერთაშორისო ურთიერთობები Iკურსი
 საგანი: სამართლის საფუძვლები
ქორწინების
შეწყვეტა
 ქორწინების შეწყვეტაზე რომ ვისაუბროთ , პირველ
რიგში აუცილებლად უნდა შევეხოთ ქორწინების
ცნებასა და მის მნიშვნელობას . ქორწინების
მნიშვნელობა და მისი ცნება მოცემული და
სამართლებრივად მოწესრიგებული გვაქვს ,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე -5 წიგნში ,
ეს წიგნი სრულად მოიცავს საოჯახო სამართლებრივ
ურთიერთობებს.
იგი შეიძლება შეწყდეს
გარკვეული პირობების
დადგომის შემთხვევაში ,
რომლებზეც ქვემოთ გვექნება
საუბარი . ქორწინება არ
შეიძლება შემოიფარგლოს
განსაზღვრული ვადით , იგი
მეუღლეთა მუდმივი კავშირია .
დასაქორწინებლად
აუცილებელია ქალისადა
მამაკაცის სრული ქმედ
უნარიანობა ,( პირი ქმედ
უნარიანად ითვლება 18 წლის
ასაკს მიღწეული ), მაგრამ
ამასთანვე არსებობს
გამონალისები , ასევე
აუცილებელია ორივე მხარის
თანხმობა და საკუთარი ნების
გამოხატვა , ამ ყოველივეს არ
გათავალისწინება საფუძვლად
ედება ქორწინების
ბათილობას .
 დადგენილი წესით
გარდაცვლილად
გამოცხადებული ან უგზო -
უკვლოდ დაკარგულად
აღიარებული მეუღლე ,
რომელთანაც ქორწინება
შეწყვეტილი იყო ამ
საფუძველზე , და გაუქმდება
სასამართლოს
გადაწყვეტილება მისი
გარდაცვლილად
გამოცხადების ან უგზო -
უკვლოდ აღიარების შესახებ ,
სააგენტოს ტერიტორიულმა
სამსახურმა ქორწინება
შეიძლება აღადგინოს
მეუღლეთა ერთობლივი
განცხადებით , ხოლო თუ
ისინი სასამართლო წესით
იყვნენ განქორწინებულნი ,
სასამართლო მათი
განცხადებით აუქმებს
გადაწყვეტილებას
განქორწინების შესახებ .
 ქორწინების შეწყვეტა , მისთვის არანაირი შემთხვევისა
და ფაქტის დადგომას მნიშვნელობა არ აქვს ,
ქმრისაგან განსხვავებით . განქორწინება
სასამართლოს წესით უფრო რთულ პროცედურებთანაა
დაკავშირებული , საჭირო ხდება საქმის დეტალური
შესწავლა , მეუღლეთა შორის წარმოშობილი
უთანხმოების შინაარსის გარკვევა , სასამართლო
იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად ;
 განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების
გამოტანისას სასამართლო , როცა აუცილებელია ,
იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და
შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად .
განქორწინების დროს შესაძლებელია სასამართლომ
განიხილოს ერთ - ერთი მეუღლის მიერ
მეორესათვის გადასახდელი სარჩოს საკითხიც .
 თუ ქორწინება კანონის შესაბამისად მოიშლება ანდაც
შეწყდება ამ შემთხვევაში , პირს შეუძლია უკვე კვლავ
იქორწინოს მისთვის სასურველ პირზე . ასევე
შესაძლებელია განქორწინებული პირები ხელახლა
დაქორწინდნენ ამის შეზრუდვას კანონი არ აწესებს
და ზნეობის თვალსაზრისით გამართლებულიცკია .
ქორწინების აღდგენისაგან განსხვავებით , ხელახალი
ქორწინება გულისხმობს ყველა იმ ფორმალური
მოქმედებათა შესრულებას , რაც ქორწინების წესითა
და პირობებითაა განსაზღვრული განქორწინების
შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების
მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქორწინების
შეწყვეთას , ამით მხოლოდ განქორწინებიი პირველი
ეტაპი მთარვრედება.

You might also like