Professional Documents
Culture Documents
პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და ასევე არაღვიძლ და-
ძმათა შორის, მშვილებელთა და ნაშვულებს შორის. ეს წესები გამოიყეება მაშინაც, როცა
ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვლების შედეგად.
კანონის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია დაქორწინება პირდაპირი ხაზის ყველა
ხარისხის ნათესავებს შორის. რაც შეეხება გვერდით ხაზს . აქ მხოლოდ პირველი ხარისხის
ნათესავებს (დებსა და ძმებს) შორის იკრძალება ქორწინება. ამასთან , მნიშვნელობა არ აქვ
იმას, დები და ძმები ორივე მძობლით არიან ერთნი თუ დედით ან მამით სხვადასხვა.
შვილად აყვანა არ წარმოშობს სისხლით ნათესაურ ურთიერთობას ერთი მხრვ, მშვილებლის
და მეორე მხრივ,ნაშილების ნათესავებს შორის. ამიტომ მათ შორის ქორწინება დასაშვებად
უნდა ჩაითვალოს. კანონი მხოლოდ მშვილებელსა და ნაშვლებს შორის ქორწინებას კრძლავს.
რაც შეეხება გაშვილების ფაქტს, იგი მართალია წყვეტს ნათესაურ ურთიერთობას
გაშვილებულსა და ღვიძლ მშობლებს , აგრთვე წარმოშობით ნათესავებს შორის, მაგრამ ეს
მხოლოდ სამართლებრივი კავშირის შეწყვეტაა, ხოლო სისხლით კაშვირი მათ შორის
კვლავაც რჩება. ამიტომ, კანონის მოთხოვნაა, რომ გაშვილებულსა და მის სიხლით
ნათესავებს შორის ქორწინების შესაძლებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში
იქნეს მიღებული ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა მათ მიმართ მოქმედების
აუცილებლობა. კერძოდ არ შეიძლება გაშვილებული პირი მომავალში დაქორწინდეს თავისი
პირდაპირი ხაზის ნებისმიერი ხარისხის ნათესავზე ან თუნდაც არაღვიძლ დაზე ან ძმაზე,
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ნათესაობაზე დამყარებული სამართლებრივი
ურთიერთობა შეწყვეტლია გაშვილბის მომენტიდან.