სამოქალაქო სამართლის რეფორმის ერთ-ერტი სერიოზული შედეგი ის არის, რომ
საფუძველი ჩაეყარა საკუთრების ცნების ერთიანობას იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ამ საკუთების სუბიექტი. ამ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს საკუთრების იმ ფორმებზე უარის თქმა, რომელიც საბჭოთა სამართალი ითვალისწნინებდა. საბჭოტა სამარტლით აღიარებული საკუთრების ფორმები, როგორიც იყო სახელმწიფო საკუთრება, საკოლმეურნეო-კორპორაციული საკუთრება, პროფკავშირული საკუთრება - ისტორიას ჩაბარდა. თუკი დღეს ვინმე ლაპარაკობს სახელმწიფო საკუთრებაზე ამითი იგი სახელმწიფოს უფლების რაიმე განსაკუთრებულობას კიარ უსვამს ხაზს, არამედ მხოლოდ იმას, რომე ესა თუ ის ქონება სახელმწიფოს ქონებაა. სახელმწიფო სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურუდიული პირი. ამრიგად სახელმწიფოს უფლებები ამ შემთხვევაში არაფრით არ განსხვავდება კერძო სამართლის სუბიექტთა უფლებებისაგან. საბჭოტა სამართლის პირობებში სახელმწიფო სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდიოდა როგორც კერძო ისე საჯარო უფლებამოსილების სუბიექტი. მაშინ როცა დანარჩენი სუბიექტები მხოლოდ კერძო უფლებამოსილებით იყვნენ აღჭურვილნი. სამოქალაქო კოდექსი საბოლოოდ უარყოფს საკუთრების ფორმებად დაყოფას და მის ერთიან ცნებას განატკიცებს. მოქმედ სამოქალაქო სამართალში გაბატონდა პრინციპი: საკუთრება ერთიანია ყველა მესაკუთრისათვის, ყველა მესაკუთრე თანასწორია საკუთრების წინაშე. სამოქალაქო კოდექსით საფუძველი ჩაეყარა საკუთრების თავისუფლებას, რაც თავის მხრივ საფუძველს წარმოადგენს სახელშეკრულებო თავისუფლებისათვის.
გიორგი ქავთარაძე. ანისის მეფის გაგიკ I-ის ქანდაკების შესახებ, - "საქართველოს ეკლესია გუშინ, დღეს". კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომები. თბილისი, 2016.