You are on page 1of 1

საკუთრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანივთო-სამართლებრივი უფლებაა, მაგრამ მთელი

რიგი კერძო თუ საჯარო-სამართლებრივი დატვირთვებს გამო, იგი ვალდებყულების


სახითაც გვევლინება. ამ შემთხვევაშ, საკუთრება ავალდებულებს, როგორც უფლება.
ვალდებულება საკუთრების უფლებას სოციალური წესრიგის კალაპოტში აყენებს. იგი იმის
მაუწყებელია, რომ საკუთრება სოციალური ფუნქციის მატარებელია. საკუთრება
ავალდებულებს იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლება, ბოროტად გამოიყენოს თავისი
საკუთრება და ამით სხვებს მიაყენოს ზიანი. თუ ელემენტარული პირადი მოხმარების
საგნები მესაკუთრეს ავალდებულებ ეთიკურ-ზნეობრივი თვალსაზრისით და ზოგჯერ
წმინდა სამართლებრივი აზრითაც, სუბსტანციური საკუთრება, მაგალითად უძრავ ქონებაზე
საკუთრება, ყველაზე მეტად ავალდებულებს მესაკუთრეს. მესაკუთრე უფლებამოსილია
ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრების ობიქეტს კანონისმიერი და
სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. აქვე ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ ამით არ უნდა
ილახებოდეს მეზობლის ან სხვა მესამე პრთა უფლებები და არც უფლების ბოროტად
გამოყენება უნდა წარმოადგენდეს მესაკუთრის მოქმედება. საკუთრება როგორც
ვალდებულება, ჩანს ასევე კოდექსის მიერ სარგებლობის ვადლებულების შემოღებაში.
კოდექსი პირდაპირ გვეუბნება , რომ კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლის
და შენახვის ვალდებულება, თუი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს
საზოგადო ინტერესს. ასე მაგალითად, სასოფლო სამეურნეო მიწის კანონით დაწესებულია,
რომ მიწის მესაკუთრე, რომელიც ზედიზედ ორი წლის განავლობაში არ ამუშავებს მიწას, არ
იხდის მიეათსარგებლობისათვის დადგენილ გადასახადს, არ უძღვება მეურნეობას და ასეთ
შემთზვევაში იჯარით არ გასცემს სხვა პირზე, მის მიმართ გამოყენებული იქნება
საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. თუ მესაკუთრეს არ
შეუძლია თვითონ მოიმოქმედოს რაიმე აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, მას
შეიძლება დაეკისროს შესაბამისი საყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.
იგივე შეიძლება ითქვას ნვთის მოვლისა და შენახვის ვალდებულებაზეც, იმ შემთხვევაში
როდესაც, კულტურული თუ ისტორიული ღირებულების ნივები კერძო პირთა ხელშია, მათ
საკუთრება ავალდებულებს , მიიღონ აუცილებელი ზომები ამ ქონების მოვლა შენახვისთვის.

You might also like