You are on page 1of 4

1106 ქორწინების ცნება - ქორწინება ოჯახის შემქნის მიზნით ქალისა და მამაკაცის

ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის


რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში. მხოლოდ სახელმწიფს მირ რეგისრირებული
ქორწინება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. ასეთ რეგისტრაციას კონსტიტუციური ანუ
უფლებაწარმომქმნელი მნიშვნელობა გააჩნია. რეგისტრაცია წარმოადგენს ქორწინების
ერთადერთ დამადასტურებელ საშუალებას.საქართვეოს ტერიტორიაზე სხვა რომელიმე
ორგანოშ , თუნდაც ეკლესიაში რეგისტრირებულ ქორწინებას იურიდიული ძაალა არ გააჩნია.
კანონის ამ მოთხოვნას არ აქვს უკუქცევითი ძალა იმ ქორწინებატა მიამართ , რომელთა
რეგისტრაცია, ადრე არსებული წესებით მიხედვით ხდებოდა ეკლესიებში ან ომის დროს -
სამხედრო ნაწილებში.ასეთ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია ფაქტობრივი საქორწინო
ურთიერთობა , თუ მისი დამადასტურებელი საკმაო საბუთები არსებობს, აღიაროს
კანონიერად. კანონი არ ითვალისწინებს ფაქტობრიც საქორწინო ურთიერთობათა აღიარებას
სასამართლოს მიერ პირის გარადაცვალეის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების
შემთხვევაში, მასთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში ადრე ნამყოფ არც ერთ პირს
უფლება არა აქვს მოითხოვოს მისი აღიარება კანონიერ მეუღლედ და აქედან გამომდინარე,
რომელიმე სამემკვიდრეო ან საპენსიო უფლების განხორციელება...

1107 დაქორწინების პირობები . დაქორწინებისათვის აუცილებელია, საქორწინო ასაკი,


დაქორწინებულ პირთა თანხმობა.

1108 - საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი, გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი


წილის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადენლების
წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანზმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი
წარმომადგენლების უარის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას
დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია
გასცეს სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილება მოქლაქეობრივი მდგომარეობის
რეგისტრაციის ორგანოსათვის ქორწინების რეგისტრაციის საფუძველია. ქორწინების
რეგისტრაციის მომენტდან არასრულწლოვანი მეუღეები სრულ ქმედუნარიანობას იძენენ და
მას ინარჩუნებენ სრულწლოვანებამდე განქორწინების შემთხვევაშიც.

1109 დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა. ნიშნობა. არ წარმოშობს შემდგომში


დაქორწინების ვალდებულებას. რადგან ნიშნობა არ იწვევს მომავალში აუცილებელი
დაქორწინების მოვალეობას იგი არ შეიძლება იძულებითი დაქორწინების შესახებ
სასამართლოსადმი ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების შესახებ
სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი გახდეს. ნიშნობა არავითარ ქონებრივ
ვალდებულებას არ წარმოშობს იმ პირთა შორის, რომელთაც წინასწარი ტანხმობა განაცხადეს
ქორწინებაზე. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში
მხარეებს უკან უბრუნდებათ.

1110 დაქორწინების გაფორმება - ქორწინება ფორმდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის


რეგისტრაციის ორგანოში , რომელსაც განცხადებით უნდა მიმართონ მექორწინეებმა. კანონი
განაცხადების შეტანიდან ქორწინების რეგისტრაციამდე ადგენს ერთთვიან ვადას. ერთთვიან
ვადის გასვლის შემდეგ კანონით დადგენილია ქორწინების რეგისტრაციის შესაძლებლობა.
მექორწინეთა განცხადება ძალაშია ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ორი თვის
განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, ერთთვიანი
ვადა შეიძლება შემცირდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
რა არის პატივსადებ მიზეზი და რამდენით შეიძლება შემცირდეს დადგენილი ვადა , ამას
კანონი არ განსაზღვრავს. მისი განსაზღვრა შედის მოქალაქეობრივი მდგომარეობის
რეგისტრაციის ორგანოს კომპეტენციაში. ერთთვიანი ვადის შემცირება შესაძებელია
ნებისმიერი დროით, ე.ი. ქორწინება შეიძლება გაფორმდეს ერთთვიანი ვადის ნებისმიერ
დღეს, გარდა განცხადების შეტანის დღისა. თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები ,
როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და
სხვა მსავსუ გარემოებები, ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს განცხადების
შეტანის დღესვე.

1111 - ქორწინების რეგისტრაცია - ქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივ


მდგომარეობის ეგისტრაციის ორგანოში დაქორწინებულ პირთა მიერ არჩეული ადგილის
მიხედვით.

1112 - დაქორწინების შესახებ განცხადების შეტანა - დაქორწინების მსურველ პირთ პირადად


შეაქვთ განცხადება მოქალაქეობრიი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში. განცხადებაში
მათ უნდა დაადასტურონ , რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები,
რომლებიც გათვალისწინებულია 1120-ე მუხლით, იცნობენ ერთმანეთის ოჯახურ
მდგოარეობას, აგრეთვე იციან, მერამდენეა თოთოეული მათგანისათვის ეს ქორწინება და
ჰყავთ თუ არა შვილები. ოჯახური მდგომარეობის შესახებ ცოდნაში იგუსლიხმება ის, რომ
მექორწინეებმა იციან ერთმანეთის ოჯახის წევრთა შემადგენლობის, მათი საქმიანობის,
საბინაო და მატერიალური მდგომარეობის შესახებ და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილიდან მხოლოდ 1120-ე მუხლში არსებული გარემოებების დამალვის


შედეგად ბათილდება ქორწიება.

1113 - მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს მოვალეობანი. -


მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო , რომეიც მიიღებს დასაქორწინებელ
პირთა განცხადებას, მოვალეა გააცნოს მათ ქორწინების რეგისრაციის პირობები და წესი,
აგრეთვე განუმარტოს მათ მეოღლეთა და მშობელტა უფლება მოვალეობამი, რომელებიც
გათვალისწინებულია კოდექსით, გააფრთხილონ ისინი , რომ პსუხისმგებელნი არიან
დაქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი ორგანოები მოვალენი არიან დარწმუნდნენ, რომ
დასაქორწინებელ პირთათვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და
რომ მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა.

1114 - ქორწინების რეგისტრაცია მოქალაქობერივი მდგოარეობის რეგისტრაციის ორგანოს


ადგილსამყოფელის გარეთ - დასაქორწინებელ პირთა თხოვნით , თუ პატივსადები მიზეზები
არსებობს, ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის
რეგისტრაციის ორგანოს ადგილსამყოფელის გარეთ. პატივსადებ მიზეზად უპირველეს
ყოვლისა, დასაქორწინებელი პირის ავადმყოფობა უნდა ჩაითვალოს. შესაძლებელია , რომ
ერთ-ერთი მექორწინის მმრო-ში გამოუცხადებლობის მიზეზი მისი დაპატიმრებაც იყოს.

1115 - დაქორწინება საზეიმო ვითარებაში - დასაქორწინებელ პირთა თანხმობით


დაქორწინება ტარდება საზეიმო ვიტარებაში. ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო
ვითარებაში ჩატარება, თუ ამაზე თანახმაა მექორწინენი ევალება მოქალაქეობრივი
მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს. აქ, უპირველეს ყოვლისა იგულისხმება
რეგისტრაციის ჩატარებასაჯაროდ, მოწმეების, მეგობრებისა და ნათესავების თანდასწრებით,
სხვადასხვა სიმბოლიკისა და რიტუალების ფონზე.

1116 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიცემის მოვალეობა -


დასაქორწინებელმა პირებმა ქორწინების რეგისტრაციისას უნდა განაცხადონ, რომ მათ იციან
ერთმანეთის ჯანმრთელობის მგომარეობის შესახებ.
1117 - მოწმეთა მონაწილეობა ქორწინების რეგისტრაცისას - ქორწინების რეგისტრაცია
ხორციელდება ორი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით. ოჯახის წინაშე რაიმე
ოფიციალური ვალდებულება მოწმეებს არ ევალებათ. არც დაქორეინებულები არიან
იურიდიულად ვალდებულნი მოწმეთა წინაშე.

1118 - საქართველოში უცხოელთა დაქორწინებისათვის აუცილებელია მათი ქვეყნის


სათანადო ორგანოების ცნობა, რომ არ არსებობს ამ ქორწინების დამაბრკოლებელი
გარემოებები. ეს წესი არ გამოიყენება მოქალაქეობის არმქონე პირტა მიმართ ან იმ
სახელმწიფოს ოქალაქეების მიმართ , რომლებიც არ გასცემენ ზემოაღნიშნულ ცნობას.

1119 - რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრება - ქორწინების რეგისტრაციაზე უარი შეიძლება


გამოწვეული იყოს სხვადასხვა საფუძვლით, დაქორწინების წესი და პირობები ბევრ ისეთ
მომეტს შეიცავს, რომელტა მიმართ მოქალაქობრივი მგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს
დამოკიდებულება არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს. მოქალაქეობრივი მდგომარეობის
რეგისრაციის ორგანოს უარი ქორწინების რეგისრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში. სასამართლოში დავის განხილვის შესახებ საკითხის დაყენება შეუძლიათ
დასაქორწინებელ პირებს, მათ მშობლებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და სხვა
დინტერესებულ პირებს. თუ სასამართლომ ჩათვალა რომ ქორწინების ყველა პირობა
დაცულია და მისი დამაბრკოლებელი არც ერთი გარემოაბე არ არსებობს, გამოიტანს
გადაწყვეტილებას ქორწინების რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ.

1120 ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი - ქორწინება რ დაიძვება: იმ პირთა შორის ,


რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ახალი ქორწინება შესაძლებელია
მხოლოდ ადრინდელ მეუღლესტან განქორწინების შემდეგ. ფაქტობრივი საქორწინო
ურთიერთობა ქორწინებისათვის დამაბრკოლებლად არ ითვლება.

პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და ასევე არაღვიძლ და-
ძმათა შორის, მშვილებელთა და ნაშვულებს შორის. ეს წესები გამოიყეება მაშინაც, როცა
ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვლების შედეგად.
კანონის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია დაქორწინება პირდაპირი ხაზის ყველა
ხარისხის ნათესავებს შორის. რაც შეეხება გვერდით ხაზს . აქ მხოლოდ პირველი ხარისხის
ნათესავებს (დებსა და ძმებს) შორის იკრძალება ქორწინება. ამასთან , მნიშვნელობა არ აქვ
იმას, დები და ძმები ორივე მძობლით არიან ერთნი თუ დედით ან მამით სხვადასხვა.
შვილად აყვანა არ წარმოშობს სისხლით ნათესაურ ურთიერთობას ერთი მხრვ, მშვილებლის
და მეორე მხრივ,ნაშილების ნათესავებს შორის. ამიტომ მათ შორის ქორწინება დასაშვებად
უნდა ჩაითვალოს. კანონი მხოლოდ მშვილებელსა და ნაშვლებს შორის ქორწინებას კრძლავს.
რაც შეეხება გაშვილების ფაქტს, იგი მართალია წყვეტს ნათესაურ ურთიერთობას
გაშვილებულსა და ღვიძლ მშობლებს , აგრთვე წარმოშობით ნათესავებს შორის, მაგრამ ეს
მხოლოდ სამართლებრივი კავშირის შეწყვეტაა, ხოლო სისხლით კაშვირი მათ შორის
კვლავაც რჩება. ამიტომ, კანონის მოთხოვნაა, რომ გაშვილებულსა და მის სიხლით
ნათესავებს შორის ქორწინების შესაძლებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში
იქნეს მიღებული ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა მათ მიმართ მოქმედების
აუცილებლობა. კერძოდ არ შეიძლება გაშვილებული პირი მომავალში დაქორწინდეს თავისი
პირდაპირი ხაზის ნებისმიერი ხარისხის ნათესავზე ან თუნდაც არაღვიძლ დაზე ან ძმაზე,
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ნათესაობაზე დამყარებული სამართლებრივი
ურთიერთობა შეწყვეტლია გაშვილბის მომენტიდან.

იმ პირებს შორის, რომელტაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის


გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.
1121 - ხელმეორედ დაქორწინების წესი - ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი
ვალდებულია ქორწინების რეგისტრაციისას წარმოადგინოს მოწმობა წინა ქორწინების
შეწყვეტის შესახებ. თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა, მეორე მეუღლის ახალი
ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია მეუღლის გარდაცვალების მოწმობის
წარდგენა.

You might also like