You are on page 1of 4

საოჯახო სამართალი

Adoption შვილად აყვანა


adultery ადიულტერი, ცოლქმრული ღალატი
affiliation proceeding საქმის განხილვა მამობის დადგენაზე
Alienation of affection ოჯახის დანგრევა. ამ დელიქტზე შეიძლება აღიძვრას მეუღლის მიერ საჩელი მესამე პირის წინააღმდეგ, ვის გამოც, სავარაუდოდ,
მოიშალა ქორწინება. ამგვარი სარჩელისას ტიპურად მოპასუხეა მოღალატე მეუღლის საყვარელი, თუმცა, ასევე შესაძლებელია იყვნენ
- ოჯახის წევრები, კონსულტანტები, თერაპევტები ან სასულიერო პირები, რომელთაც ურჩიეს მეუღლესთან განქორწინება.
Alimony ალიმენტი; რჩენა
annulment of marriage ბათილობა; ბათილად ცნობა. ეს ხორციელდება სასამართლოს ბრძანებით, რომელიც აღადგენს მხარეთა ქორწინებამდელ
მდგომარეობას, თითქოს ის არასოდეს არსებულა. აღნიშნული დასაშვებია სიტუაციებში, როდესაც კონკრეტულმა იურიდიულმა
დაბრკოლებამ ხელი შეუშალა ქორწინების ნამდვილობას.
Antenuptial წინასაქორწინო
antenuptial agreement საქორწინო (პრენუფციალური) შეთანხმება/ ხელშეკრულება, ეს არის დასაქორწინებელ პირებს შორის შეთანხმება, რომელიც
ითვალისწინებს მხარეთა ქონებრივი უფლებების დაყოფას გარდაცვალებით ან განქორწინებით ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში.
arrears დავალიანება, ვალი
bigamy ბიგამია; ორქორწინებულობა
ceremonial marriage ქორწინება რელიგიური /სამოქალაქო ნორმების დაცვით
child abuse სასტიკი მოპყრობა ბავშვთან მიმართ
child stealing ბავშვის მოტაცება
child support შემწეობა ბავშვზე
civil union სამოქალაქო კავშირი
common law marriage დაურეგისტრირებელი ქორწინება, სამოქალაქო ქორწინება
community property მეუღლეთა საერთო ქონება
Condonation პატიება (განს. ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეორისათვის ღალატის პატიება)
Connivance წაქეზება; თავზე ხელის გადასმა; ნებაზე მიშვება, ხელის შეშვება
Consortium კონსორციუმი; ცოლ–ქმრული ერთობა
Criminal conversation დანაშაულებრივი სქესობრივი კავშირი, ღალატი, ეს არის დელიქტის სახე, რომელსაც საფუძვლად ედება ცოლ-ქმრული ღალატი.
Cruelty სისასტიკე, სიმკაცრე, ულმობელობა, შეუბრალებლობა
curtesy ქვრივის უფლება გარდაცვლილი ცოლი ქონებაზე (იმ ქონებაზე, რომელსაც ცოლი მათი ერთობლივი ცხოვრების დროს
ფლობდა)
custody მეურვეობა, მშობლის უფლება ბავშვის ზრუნვაზე, განათლებასა და აღზრდაზე ზედამხედველობის უფლება.
decree  ბრძანებულება, დეკრეტი, ბრძანება; კანონი 2) (ზეპ.) დადგენილება, გადაწყვეტილება; აღზრდა
Desertion ოჯახის მიტოვება
dissolution of marriage ქორწინების შეწყვეტა; საქორწინო ურთიერთობის დასრულება; განქორწინება
divided custody გაყრილ მშობლებს შორის ბავშვზე ზრუნვის გაყოფა (ამ სიტუაციაში ბავშვი ტენისის ბურთის მსგავსად გადადის ერთის
მშობლიდამ მეორეზე)
divorce a vinculo განკარგულება, რომელიც წყვეტს ქორწინებას არასწორი საქციელის გამო.
matrimonii = absolute
divorce
divorce from bed and განცალკევება განქორწინების გარეშე
board
domestic relations საოჯახო ურთიერთობები
Domestic Violence ოჯახური ძალადობა
equitable adoption ბავშვის აყვანა სამართლიანი პირობებით (რომ მაგ: მან შეიძლება მიიღოს მემკვიდრეობა)
equitable distribution სამართლიანი გამოძიება
Ex parte ლათ. სასამართლო მოსმენა მეორე მხარის დასწრების გარეშე.
family court (ამერ.) საოჯახო საქმეთა სასამართლო (ალიმენტების, ბავშვებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხების და
მისთ. მომრიგებელი კამერა)
foster child შვილობილი; აღზრდილი
foster parent მიმღები ოჯახი
guardian ad litem მზრუნველი - პირი, რომელსაც სასამართლო ნიშნავს ბავშვზე და /ან მის ქონებაზე საზრუნავად, როდესაც ბავშვის მშობლები
გარდაიცვალნენ ან მოკლებულნი არიან მეურვეობის განხორციელების შესაძლებლობას. ტერმინოლოგიურად ამგვარი რეგულირება
განსხვავდება ქართული კანონმდებლობისაგან. კერძოდ, თუ ტერმინები მეურვე/მეურვეობა და მზრუნველი/მზრუნველობა აშშ-ში
ძირითადად განსხვავდება პირთა წრის კუთხით (მეურვე არის მშობელი, ხოლო მზრუნველი სასამართლოს მიერ დანიშნული პირი),
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მათ ყოფს ბავშვის ასაკის მიხედვით. სკ-ის 1276-ის მუხლის თანახმად, მეურვეობა წესდება
ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია, ხოლო 1277-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი ადგენს, რომ მზრუნველობა წესდება
არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე
მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი
უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
HLA testing ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენის ტესტირება - მამობის დასადგენი ტესტი
incompatibility შეუთავსებლობა
irreconcilable differences შეუთავსებელი განსხვავებები - ბრალის გარეშე განქორწინება. მხარეები თანხმდებიან განქორწინების კონკრეტულ საფუძველზე,
როგორც სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების დამაჩქარებელ საშუალებაზე, როდესაც ქორწინება ფაქტობრივად
დასრულებულია მანამდეც.
irremedial breakdown of ქორწინების შეწყვეტა
marriage
joint custody არასრულწლოვან ბავშვებზე ერთობლივი მეურვეობა (გაყრილი ცოლ-ქმრის) (საერთო შეთანხმებით)
juvenile არასრულწლოვანი
juvenile court არასწრულწლოვანთა სასამართლო
juvenile offender არასრულწლოვანი კანონდამრღვევი/ დამნაშავე
Legal separation სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადგენს მხარეთა ქონებრივ უფლებებს მეუღლეთა საქორწინო ურთიერთობებზე გავლენის
მოხდენის გარეშე.
legitimacy ლეგიტიმურობა
loss of consortium ცოლ-ქმრული ცხოვრების ერთობის დანაკარგი
maintenance  რჩენა, ალიმენტი (განქორწინების შემდეგ მეუღლის მიერ გადახდილი)
marital agreement საქორწინო კონტრაქტი
marriage ქორწინება
marriage certificate ქორწინების სერტიფიკატი
marriage license ქორწინების ლიცენზია
merger in judgment განაჩენის გამოტანით გარკვეული მოქმედების მიზეზის აღმოფხვრა
no-fault divorce განქორწინება ბრალდებების გარეშე (მეუღლეების თანხმობით)
partition გაყრა, განცალკევება
paternity მამობა
paternity suit სასამართლო პროცესი მამობის დასადგენად
Permanent Injunction ბრძანება, რომელიც ძალაში რჩება, სანამ მას სასამართლო არ გააუქმებს ახალი ბრძანებით. ხანდახან ასეთი ბრძანებები ძალაში რჩება
სამუდამოდ.
 უვადო სასამართლო აკრძალვა
Preliminary injunction სასამართლოს წინასწარი განჩინება, რომელიც ავალდებულებს მხარეს განახორციელოს გარკვეული მოქმედება ან თავი შეიკავოს
მისგან განსაზღვრული ვადით (ხშირად სამართალწარმოების მიმდინარეობის ვადით).
დროებითი, წინასწარი სასამართლო აკრძალვა
prenuptial agreement ქორწინებამდე დადებული შეთანხმება, ქორწინებამდე დადებული კონტრაქტი (მომავალი მეუღლეების ქონებრივი
ურთიერთობების შესახებ)
Property settlement თანამესაკუთრეთა ან თანამოვალეთა (როგორც არიან, მაგალითად, მეუღლეები ქორწინებისას) შეთანხმება ქონებრივ უფლებებსა და
ვალდებულებებზე, ქონების განაწილებაზე
Reasonable visitation ბავშვთან ურთიერთობის გონივრული პერიოდი, როდესაც ერთ მშობელს ენიჭება ბავშვზე მეურვეობა, მეორე მშობელს, როგორც
წესი, ენიჭება ბავშვთან გონივრული პერიოდით ურთიერთობის უფლება.
reconciliation შერიგება, დაზავება
recrimination ურთიერთბრალდებები
same-sex marriage ერთსქესიანი წყვილის ქორწინება
separation განცალკევება
separation agreement განცალკევების შეთანხმება
solemnization of marriage ქორწინების ცერემონია
solemnize საქორწინო ცერემონია; ოჯახის შექმნა
spouse მეუღლე
step-parent დედინაცვალი ან მამინაცვალი
surrogate motherhood სუროგატი დედობა
tenancy by the entirety ქონების გაუყოფელი მფლობელობა ცოლ-ქმარს შორის (გაჩენილი ჩუქების ან ანდერძის შედეგად)
visitation სასამართლოს მიერ ერთ-ერთი მშობლისთვის დატოვებული ბავშვის მონახულების უფლება
void marriage ძალადაკარგული, გაუქმებული ქორწინება
wedlock ცოლქმრობა, მეუღლეობა
Temporary Restraining დროებითი შემაკავებელი ორდერი არის სასამართლოს ბრძანება, რომლითაც დროებით ევალება მხარეს, განახორციელოს მოქმედება
Orders ან თავი შეიკავოს კონკრეტული მოქმედებებისაგან მანამ, სანამ სასამართლო განიხილავს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ
საკითხზე. აქვე უნდა განიმარტოს, რომ შემაკავებელი ორდერის შინაარსი, გარკვეულწილად, ჰგავს მის ქართულ ანალოგს, კერძოდ,
იგი რეგულირებულია კანონით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ და აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შინაარსი. იგი უკავშირდება ოჯახში ძალადობის საკითხს. ამ
კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ
გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის
დაცვის დროებითი ღონისძიებები
Tender years doctrine პრინციპი საოჯახო სამართალში, ივარაუდება, რომ ბავშვის მცირეწლოვნების ასაკში დედას უნდა გააჩნდეს ბავშვზე მეურვეობა. ეს
დოქტრინა ხშირად აქტუალური ხდება განქორწინების პროცესის დაწყებისას; თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი
მცირეწლოვანი აქ გამოყენებულია პირობითად, ვინაიდან ქართული სამართლის მიხედვით იგი აღნიშნავს 7 წლამდე ასაკის პირს,
რაც განსხვავდება tender years-ის ამერიკული შინაარსისაგან (ძირითადად შტატებში ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება, ჩვეულებრივ,
თინეიჯერობის ასაკს მიუღწეველი პირი)
Unclean Hands Doctrine „დასვრილი ხელების დოქტრინა“. ეს სამართლებრივი დოქტრინა წარმოადგენს შესაგებელს მოთხოვნაზე. მის თანახმად,
სასამართლო არ დააკმაყოფილებს მხარის სარჩელს, თუ მან განახორციელა რაიმე არაეთიკური ქმედება დავის საგანთან
მიმართებით. შესაბამისად, თუ მოპასუხე დაამტკიცებს, რომ მოსარჩელეს აქვს „დასვრილი ხელები“, სასარჩელო მოთხოვნა არ
დაკმაყოფილდება.
Uniform Child Custody ბავშვზე მეურვეობის განსჯადობის შესახებ ერთიანი აქტი.
Jurisdiction Act
Uniform Child Custody ბავშვზე მეურვეობის თაობაზე განსჯადობისა და აღსრულების შესახებ ერთიანი აქტი.
Jurisdiction and
Enforcement Act 
Uniform Reciprocal აშშ-ის ერთიანი აქტი მხარდაჭერის ორმხრივი უზრუნველყოფის შესახებ.
Enforcement of Support
Act of the United States
banns of matrimony  დაგეგმილი ქორწინების შესახებ გამოცხადება
breach of promise to დაქორწინების დაპირების დარღვევა
marry 
collusion შეთანხმება, პირის შეკვრა, მორიგება; საიდუმლო მორიგება.
comity ერთი იურისდიქციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღიარება მეორეს მიერ, ორმხრივი აღიარება
სხვადასხვა შტატის მიერ
conjugal ცოლქმრული
copulate დაწყვილება
co-respondent  თანამოპასუხე, თანამსჯავრდებული (ქორწინების გარეშე ინტიმური კავშირის საქმესთან დაკავშირებით)
covenant marriage  ქორწინების ხელშეკრულება
moral turpitude  ამორალურობა; სიმდაბლე, გარყვნილობა; მანკიერება
interlocutory decree  შუალედური დადგენილება
judgment nisi  პირობითი–საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება
limited divorce  მეუღლეების სასამართლო დაშორება
pendente lite  სანამ საქმის გარჩევა მიმდინარეობს სასამართლო გარჩევის პერიოდის განმავლობაში
proxy marriage  ქორწინება, როდესაც ერთ-ერთი მხარის ნაცვლად ხელს აწერს მისი წარმომადგენელი

You might also like