You are on page 1of 1

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა ამას მოჰყვა სამოქალაქო


დაპირისპირება, ომი აფხაზეთში, საბოლოო ჯამში კი გვაქვს ჩვენი ქვეყნის ორი განუყოფელი
ნაწილის ოკუპაცია სახეზე. 1993 წელს როცა დაიწყო კონსტიტუციაზე მუშაობა დაიწყო
იმდროინდელი კონსტიტუციის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს
კონსტიტუციაში ტერიტოიული მოწყობის საკითხი ღიად უნდა დარჩენილიყო და ამის
ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები
საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით და მათთან კონსულტაციის
საფუძველზე უნდა ჩამოყალიბებულიყო თუ რა ფორმის ტერიტორიული მოწყობა იქნებოდა
ქვეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ
საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი გადაწყდებოდა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ამ ჩანაწერთან მიმართებაშიც
განხორციელდა ცვლილებები, იმიტომ რომ თავიდან საუბარი იყო ორ მნიშვნელოვან
ასპექტზე, რასაც კანონმდებელი უკავშირებდა ტერიტორიული მოწყობის
გადაწყვეტის საკითხს. 1. ეს იყოშესაბამისი პირობების შექმნა საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე და 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება საქართველოში.
ამ ორ მოცემულობას კანონმდებელმა დაუკავშირა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის
საკითხის გადაწყვეტა. 2017 წლის კონსტიტუციური ცვლილებების დროს კიდევ უფრო
დაკონკრეტდა ეს ჩანაწერი და მივუთითეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის შემდეგ გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მოწყობის
საკითხი.

You might also like