You are on page 1of 4

განმარტებითი ბარათი

სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის პროექტზე

ა)ზოგადი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შესახებ

ა.ა) კონსტიტუციის პროექტის მიღების მიზეზი

სამხრეთ ოსეთის დროებითი კონსტიტუციის მიღების მთავარი მიზეზი გასული


საუკუნის დაპირსპირებაა, ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის. საქართველოსა
და სამხრეთ ოსეთს შორის ეთნიკური დაპირსპირება ჯერ კიდევ 1918- 1920 წლებში
დაიწყო. ოსთა აჯანყება, რომელიც ჯერ კიდეც საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მოხდა, ისახავდა მიზანს, რომ მოეპოვებინათ
დამოუკიდებლობა. მხარეებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა
,,ადამონ ნიხასის’’ ლიდერის ალან ჩოჩიევის წერილის გამოქვეყნების შემდგომ,სადაც
იგი ითხოვდა სამხრეთ ოსეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან და
გაერთიანებას ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-შო მაშინ როდესაც ქართული მხარის
მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის სახელწოდებისა და ავტონომიის გაუქმება
წარმოადგენდა. შესაბამისად დროებითი კონსტიტუციის შექმნის მთავარი მიზეზი
წარმოადგენს ერთს- მიიღოს სამხრეთ ოსეთმა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის
სტატუსი, გააჩნდეს კონსტიტუცია და ამ კანონის მეშვეობით ახორციელებდეს,
როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ საქმიანობას.

ა.ბ) დროებითი კონსტიტუციის პროექტის მიზანი

ამ კონსტიტუციაზე დაყრდობით ჩვენ ვიგებთ მიზანს თუ რა არის სამხრეთ


ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი და პოლიტიკური უფლებები
და მოვალეობები, რომლებიც ჩაშლილია თითოეულ მუხლში.

ა) სამხრეთ ოსეთი როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, სამართლებრივი,


სოციალური და ეკონომიკური განვითარება.

ბ) ცნება ავტონომია არ უნდა მივიღოთ და არ გავაიგივოთ საბჭოური გაგების


ავტონომიასთან, არამედ აღვიქვათ თვისება დამოუკიდებლად მოქმედებისა და
გადაწყვატილების მიღებისა, კონსტიტუციით მკვეთრად განსაზღურ ჩარჩოებში.
სამხრეთ ოსეთისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური სტატუსის მინიჭება უნდა
პასუხობდეს ოსი ხალხის კულტურულ- პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ
ეწინააღმდეგებოდეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს სხვა
მოქალაქეების უფლებებს.

ა.გ) სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის პროექტის ძირითადი არსი

წარმოდგენილი კონსტიტუციით მტკიცდება სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური თუ


სამართლებრივი თავისუფლება.

პრეამბულა

ამ კონსტიტუციის პრეამბულა ასახავს კონსტიტუციის მთავარ მიზანს და


განსაზღვრას სამომავლო გეგმას სამხრეთ ოსეთის სამომავლო ტერიტორიული
მოწყობის შესახებ.

თავი პირველი. ზოგადი დებულებები

ამ თავში თავმოყრილია, სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია, მისი მუხლები,


ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. გათვალისწინებულია მოსახლეობის
სამომავლო ურთიერთობის აღდგენა და პოლიტიკური მდგომარეობის
დასტაბილურება.

მუხლი 1

პირველ მუხლში მოცემულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მოწყობის საკითხი,


კონსტიტუცია, შიდა სახელმწიფოებრივი მოწყობა, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები,
ეკონომიკური და საფინანსო სისტემები, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო სიმბოლოები.

მუხლი 2

მეორე მუხლში განხილულია სახელმწიფო სიმბოლოები, რომლებიც წარმოადგენენ


სამხრეთ ოსეთს, ასევე სახელმწიფო ენა და მოსახლეობა. განხილულია სამხრეთ ოსეთის
დედაქალაქი.
მუხლი 3

მესამე მუხლში განხილულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმები,


ჯანსაღი კონკურენცია და მეწარმეებისთვის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან.

თავი მეორე - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები

მუხლი 4

მეოთხე მუხლში განხილულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის


უფლებამოსილებები, კონსტიტუციური შეთანხმებებს და სამართლებრივი აქტების
შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.

თავი მესამე - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები

მუხლი 5

მეხუთე მუხლში განხილულია არჩევნების პრინციპი, არჩევნების პრინციპი არ ეყრდნობა


ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებულობის პრინციპს, პირიქით ის გამოხატავს
თითოეული მოქალაქის ნებას. არჩევნების პერიოდულობა განისაზღვერება სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

თავი მეოთხე - დამოუკიდებელი საფინანსო საბიუჯეტო სისტემა

მუხლი 6

მეექვსე მუხლში განხილულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-


საბიუჯეტო სისტემა, რომლებიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან - გადასახადები და
შენატანები. ასევე განხილულია საკუთრებაში არსებული ქონებიდან მიღებული შემოსავალი.
თავი მეხუთე - უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ფორმირება

მუხლი 7

მეშვიდე მუხლში განხილულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის


უმაღლესუ საბჭოსა და მთავრობის ფორმირება, სადაც განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს
მუშაობის წესი, რომელიც ასევე განსაზღვრულია რეგლამენტით. სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წარმოდგენილია, როგორც უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო. მთავრობის მუშაობასა და მის სტრუქტურას განისაზღვრება
კანონით.

You might also like