You are on page 1of 15

საქართველოს

კონსტიტუცია

პრეზენტატორები: მარიამ თოფურია,


მარიამ ტარიელაშვილი
კონსტიტუცია
 ,,კონსტიტუცია“ ლათინურად ნიშნავს დაწესება, დადგენას. კონსტიტუცია
სახელმწიფოს ძირითადი კანონია, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო
ორგანოების ფორმირებისა და საქმიანობის პრინციპებს.
 კონსტიტუცია არ უნდა იყოს ბუნდოვანი და მრავალმხრივი გარჩევის საგანი, ის
უნდა იყოს დაწერილი ისე, რომ არ საჭიროებდეს ცვლილებების შეტანას
საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ამიტომაც, აუცილებელია, კონსტიტუციის
ნორმები იყოს ზოგადი, მას უნდა შეეძლოს მომავალი თაობისათვის მიმართულების
მიცემა.
საქართველოს კონსტიტუცია
 საქართველოში პირველი კონსტიტუციის მიღება სამი წლის განმავლობაში
მიმდინარეობდა (1918-1921 წ).
 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ, დაამტკიცა კონსტიტუცია.
კონსტიტუციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ნოე ჟორდანიამ,
პავლე საყვარელიძემ, სერგი ჯაფარიძემ, გიორგი გვაზავამ, მიხეილ რუსიამ, ლევან
ნათაძემ, იოსებ ბარათაშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, გიორგი ნანეიშვილმა.
 პირველ კონსტიტუციაში სახელმწიფო და ეკლესია
განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი
იყვნენ, კონსტიტუცია აცხადებდა, რომ არც ერთ სარწმუნოებას
არ აქვს უპირატესობა.
 1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ
თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის
დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
 2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით.
კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ
პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა სფეროში.
წითელი არმიის შემოსვლა
 მიღებიდან მეოთხე დღეს,
1921 წლის 25 თებერვალს
საბჭოთა რუსეთის მე-11
წითელმა არმიამ დაიპყრო
საქართველო, ხოლო
ემიგრაციაში მიმავალმა
საქართველოს კანონიერმა
ხელისუფლებამ შეაჩერა
რეალურად ჯერ არ
ამუშავებული პირველი
ქართული კონსტიტუციის
მოქმედება. დაიწყო
საბჭოური კონსტიტუციების
70 წლიანი პერიოდი.
საბჭოური კონსტიტუციები საქართველოში

 გასაბჭოებულ საქართველოში მიღებულია ოთხი კონსტიტუცია -1922, 1927, 1937 და


1978 წელს. ამ დროს მიღებული კონსტიტუციები რუსული კონსტიტუციის
გადმოქართულებული ვარიანტი იყო და არ წარმოადგენდა ქართველი ხალხის ნების
გამოხატვის და მისი რომელიმე დამფუძნებელი ორგანოს სამართალ შემოქმედების
შედეგს.
 ქართველი ხალხისთვის
საქართველოს 1921 წლის
კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმისა,
თუ როგორი უნდა ყოფილიყო
დამოუკიდებელი და დემოკრატიული
საქართველო, რომელსაც საბჭოთა
რეჟიმმა არსებობა არ აცალა.
 1921 წლის კონსტიტუციის
მნიშვნელობა აღიარებულია 1995
წლის ძირითადი კანონით, როგორც
საქართველოს ისტორიულ-
სამართლებრივი მემკვიდრეობა.
საქართველოს მეორე კონსტიტუცია
 993 წლისათვის სახელმწიფო-სამართლებრივ სივრცეში რთული სიტუაცია შეიქმნა.
1921 წლის აღდგენილი კონსტიტუცია, საერთოდ არ შეესაბამებოდა არსებულ
რეალობას. ,,სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ კანონი მხოლოდ ურთიერთობათა
ნაწილს აწესრიგებდა. ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდებოდა, რომელიც
რეალურად იმუშავებდა.
 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს ახალ კონსტიტუციას.
ცვლილებები კონსტიტუციაში
 ახალი კონსტიტუცია ეფუძნება ისეთ
პრინციპებს, როგორებიცაა
სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის
უზენაესობის, ხელისუფლების
დანაწილებისა და სახალხო სუვერენიტეტის
პრინციპები.
 თუ ძველ კონსტიტუციაში 109 მუხლი იყო,
ახალში - 78 მუხლია. ძველში თუ მხოლოდ
თავები იყო დასათაურებული, ახალ
კონსტიტუციაში თითოეულ მუხლს თავისი
სათაური აქვს.
 სისხლის სამართლის კოდექსი კონკრეტულად კრძალავს ღვთისმსახურებაში
ჩარევას, ადამიანის ჩაგვრას რელიგიური კუთვნილების ან მრწამსის გამო და
რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევას.
 სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს
მამაკაცებისა და ქალებისთვის.
 ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
 ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში,
სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.
 პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა,
გარდაკონსტიტუციით ან კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა
საქართველოს კონსტიტუცია თავების
მიხედვით
 კონსტიტუციის შესავალ ნაწილს პრეამბულა
ეწოდება.მოქმედი კონსტიტუცია 11 თავისაგან და 109
მუხლისაგან შესდგება. გააჩნია 2 პრიმა თავი ( 4 და 7)
და შესავალ ნაწილს ჰქვია პრეამბულა
კონსტიტუცია თავების მიხედვით
 თავი პირველი:ზოგადი დებულებები

 თავი მეორე:საქართველოს მოქალაქეობა.ადამიანის ძირითადი


უფლებანი და თავისუფლებანი

 თავი მესამე:საქართველოს პარლამენტი

 თავი მეოთხე:საქართველოს პრეზიდენტი


კონსტიტუცია თავების მიხედვით

 თავი მეოთხე პრიმა:საქართველოს მთავრობა

 თავი მეხუთე:სასამართლო ხელისუფლება

 თავი მეექვსე:სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

 თავი მეშვიდე:სახელმწიფოს დაცვა


კონსტიტუცია თავების მიხედვით

 თავი მეშვიდე(პრიმა):ადგილობრივი
თვითმმართველობა

 თავი მერვე:კონსტიტუციის გადასინჯვა

 თავი მეცხრე:გარდამავალი დებულებები


მადლობა ყურადღებისთვის

You might also like