You are on page 1of 16

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური კანონის

კონსტიტუციურობის შეფასების პერსპექტივები


(ანალიტიკური რეფერატი)
I
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა
და დამატებების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობის

შეფასების სამართლებრივ შესაძლებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული

პოზიციები აქვთ ბესარიონ ზოიძესა და ქეთევან ერემაძეს. ბესარიონ ზოიძე 1 თუმცა


მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ შეიცავს
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური კანონის
კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილების მარეგლამენტირებელ ნორმას,
აღნიშნავს რომ მსგავსი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ
სამოსამართლეო აქტივიზმის გზით უნდა შექმნას. ქეთევან ერემაძე 2
კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობის კონტროლის
უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კანონმდებლის დუმილის პირობებში,
დაუშვებლად მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითშემოქმედების გზით
გაიფართოვოს უფლებამოსილება და შეაფასოს კონსტიტუციური კანონის
კონსტიტუციურობა.

II
კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის უზენაეს კანონს, რომელიც ქმნის საფუძველსა
და ჩარჩოს სამართლაშემოქმედებისთვის. ქვეყნის უზენაესი კანონი არეგულირებს
სახელმწიფოსა და საზლგადოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებს,
ქმნის და განამტკიცებს ღირებულებათა სისტემას, პრინციპთა ერთობლიობას
1
ზოიძე ბ., კონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების პრობლემები,
საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა N8 (სტატიათა კრებული), თბილისი, 2015
2
ერემაძე ქ., კონსტიტუციური კანონის შეფასების პერსპექტივები, ადამიანის უფლებების და
სამართლის უზენაესობა (სტატიათა კრებული), რედ. კონსტანტინე კორკელია, თბილისი, 2013

1
რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას, მისი განვითარების მიმართულებებს,
ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შინაარს, ინდივიდის ადგილს
საზოგადოებაში. დემოკრატიული და ინდივიდის ღირსებასა და პიროვნულ
თავისუფლებაზე ორიენტირებული კონსტიტუცია ღირსებადაცულ და თავისუფალ
ადამიანს აცხადებს მთავარ მიზნად, ამისთვის განამტკიცებს და იცავს ადამიანის
საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,
სამართლებრივი, დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს.
კონსტიტუციის ყოველი ნორმა და მთლიანად კონსტიტუცია სწორედ ამ პრინციპებს
ეფუძნება და გამოხატავს.
სახელმწიფოში მიღებული ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი უნდა
შეესაბამებოდეს ქვეყნის კონსტიტუციას, რასაც უზრუნველყოფს კონსტიტუციური
კონტროლი. კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანო
საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელიც ნორმატიული აქტების
კონსტიტუციურობის შემოწმებისა და კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში
მათი ძალადაკარგულად ცნობის გზით, უზრუნველყოფს კონსტიტუციის
ქმედითობასა და სიცოცხლისუნარიანობას, ადამიანის უფლებებისა და
კონსტიტუციის ღირებულებების დაცვას.
იერარქიულად კონსტიტუციის ქვემდგომი აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება
და სათანადო საფუძვლის არსებობისას არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის
ძალადაკარგულად აღიარება ფორმალურ სირთულეებს არ წარმოშობს, მაგრამ
მდგომარეობა რამდენადმე რთულდება კონსტიტუციური კანონის შემთხვევაში.
კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კონსტიტუციური
კანონი შესაძლოა ფორმალურად (მიღების პროცედურა) არ შეესაბამებოდეს
კონსტიტუციის მოთხოვნებს ან შინაარსობრივად იყოს გაუცხოებული
კონსტიტუციის ერთიანი სხეულისგან, წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონსტიტუციის
ღირებულებებსა და ძირითად პრინციპებთან. კონსტიტუციური კანონის
ფორმალური კონსტიტუციურობის საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლის

2
უფლებამოსილება დავას არ იწვევს, აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა
შინაარსობრივის კონტროლის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
კონსტიტუციური კანონი მიღების შემდეგ კონსტიტუციის ორგანული ნაწილი ხდება
და მის ნორმებს ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც კონსტიტუციაში უკვე
არსებულს. ამიტომ, კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობის შეფასება
გულისხმობს, კონსტიტუციური ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას. რადგან
ქართული კანონდმებლობა კონსტიტუციური კანონის პრევენციულ კონსტროლს
საერთოდ არ იცნობს, საკითავია, ქართულ სამართლებრივ რეალობაში შესაძლებელია
თუ არა კონსტიტუციური ნორმის კონსტიტუციურობა შეფასდეს.

III
ბესარიონ ზოიძე3 და ქეთევან ერემაძე კონსტიტუციური ნორმის
კონსტიტუციურობის შეფასების უფლებამოსილების არსებობის საკითხის
გადასაწყვეტად, აუცილებლად მიიჩნევენ, გაირკვეს კონსტიტუციურ ნორმებს შორის
იერარქიას თუ აქვს ადგილი.
ბესარიონ ზოიძე მიუთითებს, რომ კონსტიტუციაში არსებობს ნორმათა ცალკეული
ჯგუფი, რომელიც ქმნის და წარმოადგენს კონსტიტუციის საყრდენს და ცალკეული
ნორმები განსაზღვრულია ამ ნორმებით. კონსტიტუციის ხერხემლად ზოიძე
ადამიანის უფლებათა მარეგლამენტირებელ ნორმებს მიიჩნევს. ზოიძე უთითებს
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებების და
თავისუფლებების, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებების
ცნობისა და დაცვის ვალდებულებას და ხალხსა და სახელმწიფოს ხელისუფლების
განხორციელებისას ზღუდავს ამ უფლებებით. ზოიძე, კონსტიტუციის აღნიშნული
დებულების საფუძველზე, ასაბუთებს, რომ ხალხისა და ხელისუფლების ადამიანის
უფლებებით შეზღუდვის ვალდებულება მოქმედებს საკანონმდებლო ნების

3
იხ. ზოიძე ბ., კონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების პრობლემები,
საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა N8 (სტატიათა კრებული), თბილისი, 2015, გვ.11

3
ფორმირების პროცესშიც, მათ შორის კონსტიტუციური ნორმების შემუშავების
დროსაც. ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაეს
ღირებულებას, ღირებულებითი სისტემის ღერძს, რომელიც კონსტიტუციის ერთიანი
სხეულის რაობას განსაზღვრავს. კონსტიტიციური ნორმას კონსტიტუციის ნაწილად,
არა ფორმალობა, არამედ ღირებულება აქცევს. ზოიძე მიუთითებს, რომ
კონსტიტუციური ნორმა კონსტიტუციის ღირებულებითი სისტემის ნაწილი სწორედ
თავისი კონსტიტუციური ღირებულებით ხდება.
ქეთევან ერემაძე მიუთითებს რა ადამიანის ძირითადი უფლებების დიდ
მნიშვნელობაზე, აღნიშნავს რომ, კონსტიტუცია ადამიანის ძირითადი უფლებებს და
თავისუფლებებს ხელისუფლების მზღუდავ და უშუალოდ მოქმედ სამართლად
აცხადებს და ადამიანის უფლებების პრიმატის უზრუნველსაყოფად განამტკიცებს
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. თუმცა, დასძენს,
რომ კონსტიტუციური პრინციპებისა და ადამიანის უფლებების
მარეგლამენტირებელი ნორმები კონსტიტუციის სხვა ნორმებთან მიმართებით
იერარქიულად მაღალ საფეხურზე არ დგანან. ერემაძე მიუთითებს, რომ
კონსტიტუცია საკმარისად ცხადად არ მიანიშნებს ამ დებულებათა უპირატესი
იურიდიული ძალის შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია არ უთითებს ნორმებზე,
რომელთა კონსტიტუციითვე შეცვლა/დაძლევა აკრძალულია. ავტორს
შესადარებლად მოჰყავს იტალიის, გერმანიის, თურქეთის მაგალითები, რომელთა
კონსტიტუციები შეიცავენ დათქმებს ე.წ მუდმივი/უცვლელი ნორმების შესახებ.
ერემაძის აზრით ადამიანის უფლებათა და ძირითად კონსტიტუციურ პრინციპთა
მარეგლამენტირებელი ნორმები არ არიან იერარქიალდ სხვა კონსტიტუციურ
ნორმებზე მაღლა მდგომნი, რომელთა მიმართაც კონკრეტული ნორმის შესაბამისობა
უნდა შეფასდეს, არამედ ისინი წარმოადგენენ ზოგად დანაწესებს, რომელთა
საფუძველზე და მათთან კავშირში კონკრეტული ნორმა უნდა განიმარტოს.
ისტორიული გამოცდილება, არსებული საერთაშორისო ვითარება და ადგილობრივი
მოცემულობა საზოგადოებას უბიძგებს ჩამოაყალიბოს ის ძირითადი ღირებულებები,

4
რაზეც საკუთარ თავს და სახელმწიფოს დააფუძნებს. საზოგადოების საფუძველში
არსებული ღირებულებები ასახვას ჰპოვებს სახელმწიფოს ძორითად კანონში-
კონსტიტუციაში. კონსტიტუცია ასახავს და განამტკიცებს სახელმწიფოსა და
საზოგადოების საფუძველში არსებულ ღიღებულებებს კონსტიტუციური
პრინციპების სახით. კონსტიტუციური პრინციპები არა მხოლოდ დეკლარაციულია
და ასახავს არსებულს, არამედ საორიენტაციო ხასიათისაა და გვიჩვენებს სასურველს.
ძირითად პრინციპებში გამჟღავნებულია სახელმწიფოს არსებობის მიზანი,
ჯერარსული რეალობა, რომლის დადგომისკენ საზოგადოება მიისწრაფვის.
დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში მთავარი მიზანი თავისუფალი
პიროვნებაა.
კონსტიტუცია, თავისი არსით, არის თავისუფლების ერთგვარი მანიფესტაცია. მისი
უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის, როგორც ღირსებადაცული პიროვნების,
მიზნის აღიარება, უზრუნველყოფა. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ
კონსტიტუცია უნდა იყოს ყველაზე ეფექტური და ქმედითი ინსტრუმენტი
სახელმწიფო ხელისუფლების ადამიანის თავისუფლების სამსახურში ჩაყენებისთვის.
იმისათვის, რომ კონსტიტიციამ შეძლოს ატაროს ტვირთი, რა მისიითაც ის
პირველობას იჩემებს ქვეყნის სამართლის ნორმათა იერარქიაში, შედეგად, მიღწეული
იქნას მისი მიზნობრივი ქმედითობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორია
კონსტიტუცია.4
კონსტიტუციის შეფასება კონსტიტუციურ ნორმათა სისტემის გაანალიზების
საფუძველზე ხდება, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ღირებულებათა სისტემას
აქვს, რომელსაც ეფუძნება კონსტიტუცია. სწორად შერჩეული ღირებულებები არის
შანსი ქვეყნის მთავარი კანონის ვარგისიანობისთვის, რადგან, პირველ რიგში, თავად
კონსტიტუცია უნდა შეიქმნას, განივრცოს, განიმარტოს და გამოყენებულ იქნას ამ
ღირებულებების ერთგულებით.5

4
გონაშვილი ვ., ერემაძე ქ., თევდორაშვილი გ., კახიანი გ., კვერენჩხილაძე გ., ჭიღლაძე ნ.,
საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2017, გვ.18
5
იქვე, გვ.18

5
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოთა აღიარებული პრინციპებისა და
საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე შეთანხმებული, ინდივიდის
თავისუფლებასა და კეთილდღებაზე ორიენტირებული სამართლებრივი
სახელმწიფოს არსებობისათვის პრინციპულად მნიშვმელოვანი ღირებულებების
განსამტკიცებლად და კონსტიტუციური ცვლილებებისგან დასაცავად,
აუცილებელია, ფუძემდებლურ ღირებულებათა დაცვის მყარი გარანტიების შექმნა.
კონსტიტუციის საფუძველში არსებული ღირებულებების მატერიალური გამოხატვა
ხშირად კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და კონსტიტუციის ე.წ „მუდმივ“,
„უცვლელ“ დებულებებში ხდება. საკონსტიტუციო ცვლილებების
კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობასა და მასშტაბს ხშირად უკავშირებენ
კონსტიტუციის ფუძემდებლური ე.წ მუდმივი, უცვლელი ნორმების არსებობას,
რომლებიც თავად ძირითადი კანონისთვის ერთგვარი წითელი ზოლის, სამანის
ფუნქციასაც ასრულებს6.
მუდმივი ნორმების არსებობით, კანონმდებელი გამორიცხავს კონსტიტუციაში
უცვლელი ნორმების საწინააღმდეგო, მათთან შეუსაბამო ცვლილებების
განხორციელებას.
კონსტიტუციაში არსებობს დებულებები, რომლებიც იმდენად ფუძემდებლურია და
ზესაკონსტიტუციო ხასიათს ატარებს, რომ თავად კონსტიტუციაში ცვლილებების
განმახორციელებელ პირებსაც ბოჭავს. მაგ., გერმანიის ძირითადი კანონის ავტორებს
სწამდათ, რომ ადამიანის ღირსება და დემოკრატია ისეთი ფასეულობებია,
რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უნდათ ჰქონოდათ კონსტიტუციაში,
შესაბამისად, მათი მომწესრიგებელი ნორმების სტატუსი გერმანიის ძირითად
კანონში ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია, რის გამოც თავისუფლადაა

6
პაპაშვილი თ., გეგენავა დ., კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი- ნორმატიული
მოწესრიგების ხარვეზები და პერსპექტივა, თბილისი, 2015, გვ.61

6
შესაძლებელი, მათთან შესაბამისობის კუთხით ნებისმიერი საჯარო აქტის, მათ
შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციურობაზე დავა.7
საქართველოს კონსტიტუცია არ უთითებს შიდაკონსტიტუციურ იერარქიაზე.
კონსტიტუციის თითოეული ნორმა თანაბარი იერარქიისაა და თანაბარი
იურიდიული ძალა აქვს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უთითებს ე.წ
„მუდმიბობის“/“უცვლელობის“ პრინციპზე დაფუძნევულ ნორმებზე და არც
იურიდიული ძალის მიხედვით ადგენს კონსტიტუციურ ნორმებს შორის ფორმალურ
იერარქიას. კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმები შესაძლოა განსხვავებულ
ღირებულებებს იცავდნენ, თუმცა ეს მათ იერარქიულ ქვემდებარეობას არ იწვევს.8
საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება და აღიარებს სამართლებრივი,
დემოკრატიული, სოციალური და ადამიანის ძირითადი უფლებებითა და
თავისუფლებებით შეზღუდული სახელმწიფოს პრინციპებს. თუმცა,
საკონსტიტუციო სასამართლო უშუალოდ კონსტიტუციის პრინციპებთან სადავო
ნორმის შესაბამისობაზე არ მსჯელობს, რადგან კონსტიტუციური პრინციპები არ
აყალიბებს ძირითად უფლებებს.9
კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების გამოყენების რესურსი კონსტიტუციურ
მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანია, თუმცა, იმავდროულად, საკონსტიტუციო
სასამართლოს არა აქვს უფლება, კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, მათი
გამოყენებით ძალადაკარგულად კონსტიტუციის ნორმები გამოაცხადოს. ასეთი
უფლებამოსილების ამოკითხვისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ნორმატიული
საფუძველი არ არსებობს.10

7
პაპაშვილი თ., გეგენავა დ., კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი- ნორმატიული
მოწესრიგების ხარვეზები და პერსპექტივა, თბილისი, 2015, გვ.62
8
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის N 1/1/549 განჩინება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები -ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე
საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“, II-11
9
იქვე, II-8
10
იქვე, II-9

7
ბესარიონ ზოიძე თავისი პოზიციის გასამყარებლად, ასევე უთითებს ადამიანის
ძირითადი უფლებების ხასიათზე, რომ ისინი ბუნებითი უფლებებია და არსებობენ
არანორმატიული მოწესრიგების პირობებშიც, პოზიტიური სამართლისგან
დამოუკიდებლად. შესაბამისად, სახელმწიფო ძირითადი უფლებებით იბოჭება,
იმისდა მიუხედავად კონსტიტუციით ან კანონმდებლობით განმტკიცებული არის
თუ არა ისინი, ძირითადი უფლებები წარმოაგენს სახელმწიფოს მოქმედების ზღვარს,
წითელ ხაზს რომელიც ხელისუფლების უფლებამოსილებათა წრეს გარს აკრავს.
ადამიანის ძირითადი უფლებები ადამიანს დაბადებიდან აქვს, მისი ადამიანად
დაბადების ფაქტიდან გამომდინარე. ეს უფლებები პიროვნებასთანაა შეზრდილი და
მასთან ერთად არსებობს, სახელმწიფო ახდენს მათ აღიარებას, რეგლამენტაციას,
ჩამოთვლას, შინაარსის, მოქმედების ფარგლებისა და დიაპაზონის განსაზღვრას.
სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გვაქვს ბუნდოვანი მოცემულობა და მოქმედების
ძალზედ ფართო, თავისუფალი სივრვე. კანონმდებლის მიერ გონივრული, ფრთხილი
და სკურპულოზური კანონშემოქმედებითი პროცესის შედეგად მიღებული ძირითად
უფლებათა ჩამონათვლისა და მათი ფარგლების დადგენის გარეშე, რთულია დადგენა
როგორია არანორმატიული მოცემულობა, რომლითაც ურთიერთობა უნდა
მოწესრიგდეს. როგორც ბატონი ზოიძე მიუთითებს „როცა ჩვენ ვცნობთ რაიმე საგნის
არსებობას, ივარაუდება, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ ყველა იმ თვისება-განზომილებით,
რაც ამ საგნის არსობას (სუბსტანციას) ქმნის. განსაკუთრებით აშკარაა ეს
კონსტიტუციური ფასეულობების მიმართ.“11 კონსტიტუცია ცნობს საერთაშორისოდ
აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზენაესობას,
გამოდის მას აღიარებს ყველა თავისი ნიშან-თვისებით, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევის
გარეშე როგორ დგინდება ნორმატიულ სივრცეს გარშემორტყმული არანორმატიული
მოწესრიგების რაობა, მოქმედების ფარგლები და ნიშან თვისებები?! როგორ
დავადგინოთ რა არის ძირითადი და რა დაქვემდებარებული, როგორია ძირითადის
არსი და თვისებები, ფარგლები?! ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანის საყოველთაოდ
11
ზოიძე ბ., კონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების პრობლემები,
საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა N8 (სტატიათა კრებული), თბილისი, 2015, გვ.4

8
აღიარებული უფლებები ძირითადია, მაგალითად საკუთრების უფლება, მაგრამ
როგორია ამ უფლების შინაარსი?! თუ საკონსტიტუციო სასამართლოს
დავუჯერებთ12 საკუთრების უფლების შინაარსი მოიცავს უცოხელთათვის სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონის უფლებასაც,
საკითხის სხვაგვარი მოწესრიგება კი ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა.
კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ საკუთრების უფლების ფარგლები ამ ნაწილში
დაავიწროვა და უცხოელები გამორიცხა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის
რესურსის, საკუთრების უფლების მქონე პირთა კატეგორიიდან, თუმცა დაუშვა
ორგანული კანონით გამონაკლისის დადგენის შესაძლებლობა. ის, რაც
საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო, საკანონმდებლო
ცვლილებების შედეგად კონსტიტუციითვე გახდა დასაშვები. გამოდის, მივიღეთ
პარადოქსული მდგომარეობა, როცა ერთი და იგივე მოწესრიგება
კონსტიტიციურიცაა და არაკონსტიტუციურიც. თუმცა, სასამართლომ
გადაწყვეტილება სწორედ კონსტიტუციის ძველ რედაქციაზე დაყრდნობით, ნორმის
განმარტებით და მისი მოქმედების კონსტიტუციით განსაზღვრული ფარგლების
საფუძველზე მიიღო, რომელიც სწორედ კანონმდებლის მიერ იქნა კონსტიტუციით
განსაზღვრული. კონსტიტუციის ახალი რედაქცია უცხოელთა მიმართ საკუთრების
უფლების ფარგლებს ახლებურად აწესრიგებს და უშვებს მისი დავიწროების
შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მსგავსი საკითხის გადაჭრის
აუცილებლობის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით
ადრინდელისგან განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ
კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე. გამოდის, ადამიანის ძირითადი
უფლებების ფარგლები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კანონდმებლის
შეხედულებებზე, საბოლოო ჯამში ნორმატიულ რეალობაზე.

12
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის № 3/1/512 გადაწყვეტილება
საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ.“

9
საარჩევნო უფლება საყოველთაოა, მისით სარგებლობს სახელმწიფოს ყველა
მოქალაქე. თუმცა, ამ უფლების სუბიექტურ ფარგლებს სწორედ კანონმდებელი
ადგენს კონსტიტუციით და საარჩვენო უფლებით მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან
გამორიცხავს 18 წლამდე ასაკის პირებს, ასევე მოქალაქეებს სასამართლოს განაჩენით
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, ასევე პირებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით
ცნობილ არიან მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის
სამკურნალო დაწესებულებაში. კანონმდებელმა აქაც კონსტიტიციით დაავიწროვა
ძირითადი უფლების ფარგლები, რომ არა მსგავსი ნორმატიული მოწესრიგება
როგორი იქნებოდა არანორმატიული მოწესრიგება და საარჩევნო უფლების ნიშან-
თვისებები, რაც მის ფარგლებს განაპირობებს?! მართალია, ბატონი ზოიძე
მიუთითებს ძირითადი უფლებების არაპოზიტიური ფორმით არსებობისას, მის
სავალდებულო ხასიათზე და ამასთავე უთითებს ძირითადი უფლების
სავალდებულოობაზე კონსესუსის და მიღების შემთხვევაში, ამ უფლების სრული
შინაარსით, მისი ყველა ნიშან-თვისებით მიღებაზე, მაგრამ ზემოთ მოყვანილი
მაგალითები ცხადყოფს, რომ პოზიტიური სამართლის გარეშე არაპოზიტიური
სავალდებულო ნორმების შინაარსის, ნიშან-თვისებებისა და ფარგლების დადგენა
ძალზედ რთულია. გამოდის, აუვილებელია კანონმდებლის ნება კონსტიტუციით
აღიაროს ძირითად უფლებათა და ფუძემდებლურ ღირებულებათა კონსტიტუციური
მნიშვნელობა, განსაზღვროს მათი მოქმედების ფარგლები და მათ დასაცავად
კონსტიტუცური ცვლილებებისგან აღიაროს ისინინ უცვლელ/მუდმივ ნორმებად.
ბესარიონ ზოიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ქართული
კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება შეაფასოს
კონსტიტუციური ნორმების კოსნტიტუციურობა, თუმცა სასამართლომ
სამოსამართლეო აქტივიზმის გზით, თვითონ უნდა დაადგინოს მსგავსი უფლება.
„ყველაზე მეტად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელეწიფება, შეაფასოს
კონსტიტუციურ ღირებულებათა ობიექტურ-სამართლებრივი წესრიგი.

10
სასამართლოსათვის ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ეს წესრიგია ამოსავალი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება უნდა მისცეს
მოცემული წესრიგის დაცვის ინტერესებმა, რაც შეუძლებელია ჩაითვალოს
თვითშემოქმედებად. თუ არ დავუტოვებდით სასამართლოს ამის შესაძლებლობას
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მაშინ კონსტიტუცია დაემსგავსებოდა
მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულ აქტს და შეიქმნებოდა იმის ალბათობა,
რომ სიცოცხლისუუნარო, დრომოჭმული ნორმები გახდეს ადამიანის უფლებების
დაცვისთვის ხელშემშლელი.“13 ავტორი ასევე მიუთითებს საკონსტიტუციო
სასამართლოს უფლებამოსილებაზე შეამოწმოს კონსტიტუციური კანონის
ფორმალური კონსტიტუციურობა და აღნიშნავს, რომ თუ დასაშვებია ფორმალური
კონსტიტუციურობის შემოწმე, განსაკუთრებით დასაშვები უნდა იყოს
შინაარსობრივი კონტროლი, რამეთუ მსგავსი პროცედურა უფრო მაღალი
ღირებულებების დაცვას ემსახურება.
ქეთევან ერემაძე არ უჭერს მხარს სამოსამართლეო აქტივიზმს, კონსტიტუციაში
ნორმათა იერარქიის არ არსებობის (იმ საგნის არ არსებობა, რომელთან ნორმის
შესაბამისობის დადგენაც უნდა მოხდეს) და კანონმდებლის მიერ საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე დუმილის გამო.
სასამართლოს მიერ თვითშემოქმედების გზით უფლებამოსილების გაზრდას და
კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას კანონმდებლის
უფლებამოსილების უზურპაციად და კოსნტიტუციური ფარგლებიდან გასვლად
მიიჩნევს ავტორი. ხოლო, ფორმალური კონსტიტუციურობის კონტროლის
უფლებამოსილების განხილვისას აღნიშნავს, რომ მას წმინდად ტექნიკური ხასიათი
აქვს და არ მოიაზრებს კანონმდებლის უფლებამოსილების ფარგლებში შეჭრას.
საქართველოს პარლამენტი სხვა კონსტიტუციურ ორგანოთა შორის ლეგიტიმაციის
მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ის უშუალოდ მოქალაქეთა მიერ აირჩევა და
უზრუნველყოფილია მოქალქეთა ყველა ჯგუფის წარმომადგენლობითობა
13
ზოიძე ბ., კონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების პრობლემები,
საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა N8 (სტატიათა კრებული), თბილისი, 2015, გვ14

11
პარლამეტში. სწორედ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი არის საფუძველი
პარლამენტისთვის იმ კანონთა შექმნის უფლების მინიჭებისა, რომელთა
საფუძველზეც იმართება სახელმწიფო და ხალხი, წესრიგდება თითოეული
ინდივიდის ცხოვრებისა და ქცევის წესი. საკანონმდებლო ფუქნციის ჯეროვნად
შესრულება და მოქალქეთა ინტერესების მაქსიმალური უზრუნველყოფა მიიღწევა
რთული საკანონმდებლო პროცედურებით. ხოლო, კანონთა აღსრულებისა და
ჯეროვან აღსულებაზე ზედამხედველობის ფუნქცია შესაბასად მთაბრობასა და
სასამართლოს შორის ნაწილდება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების
დანაწილებას და მიზნად ისახავს მისი უზურპაციის პრევენციას. ხელისუფლების
ცალკეული შტოს მხიდან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებიდან გასვლა და
ხელისუფლების სხვა შტოს უფლებამოსილების ფარგლებში უხეში შეჭრა არღვევს
დემოკრატიულ საზოგადოებაში და დემოკრატიული საზლგადოების
შენარჩუნებისთვის არსებულ ბალანსს. კანონმდებელი განსაზღვრავს
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს და ელემენტებს,
რომელთაც საქართველოს კონსტიტუციასა და საკომსტიტუციო სასამართლოს
შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ნუმერუს კლაუზას (დახურულ რიცხვთა)
პრინციპით ჩამოთვლის, ამ უფლებამოსილებებში არ შედის კონსტიტუციური
ნორმის კონსტიტუციურობის შემომწების კომოეტენცია. საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ თვითშემოქედების გზით საკუთარი კომპეტენციის სფეროს
გაფართოება იქნება უხეში შეჭრა კანონმდებლის უფლებამოსილებაში. სასამართლოს
მიერ კანონშემოქმედის მანტიის მოსხმა, თუნდაც კეთილშობილური მიზნით და
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლების პარლამეტის ნების გვერდის ავლით
გაფართოება წარმოშობს ყველა ნორმატიული აქტის, მათ შორის კონსტიტუციის
მოთხოვნათა დაძლევის შესაძლებლობას. ერთი მხრივ, სასამართლო პოზიტიური
კანონშემოქმედების პრეცედენტს შექმნის ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხის
პირობებში და მეორე მხრივ, თვითონვე გაიხსნის გზას კონსტიტუციურ ნორმათა
დაძლევისათვის. კონსტიტუციური ნორმის არაკონსტიტუციურად აღიარება კი

12
შეიძლება დაეფუძნოს ზოგად პრინციპებს, რომლებიც სასამართლოს მიხედულების
ფართო ფარგლებს უქმნიან. აღნიშნული ვნებს ხელისუფლების დანაწილების
პრინციპს, სამართლებრივ უსაფრთხოებას და საბოლოოდ დემოკრატიას.
ზემოთ აღნიშნულის გამო, საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს
სამოსამართლეო აქტივიზმის გზით საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებაზე.
... საამართლო შებოჭილია კონსტიტუციის ტექსტით, მისთვის კონსტიტუციით
მინიჭებული უფლებამოსილებით, იგი ვერ იქნება იმის შემფასებელი და
განმსაზღვრელი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციური
კანონის მატერიალური შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასებისას,
საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის
ფარგლებში ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ თავად კონსტიტუცია
იძლეოდეს საკმარის საფუძველს როგორც ამ კომპეტენციის ამოკითხვისთვის, ისე
მისი ფარგლების გარკვევისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი
საკითხების გადაწყვეტა პოლიტიკური პროცესის ნაწილია. საქართველოს
კონსტიტუციით ცხადად არის გაწერილი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი
გადასინჯვის წესი, რომლის შეცვლაც ამავე წესით უნდა მოხდეს. ამ არჩევანს,
პოლიტიკური პროცესის შედეგად, აკეთებს ხალხი, როგორც კონსტიტუციის და
ხელისუფლების წყარო. 14
საკონსტიტუციო სასამართლო იერარქიულად ქვემდგომი ნორმატიული აქტის
კონსტიტუციის ნორმასთან შესაბამისობას ადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ საკუთარი კომპეტენციის სხვაგვარი ინტერპრეტირება (ამ კომპეტენციის
საქართველოს კონსტიტუციით გაუთვალისწინებლობის პირობებში) და
კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით კონსტიტუციის ნორმების
ძალადაკარგულად ცნობის უფლებამოსილებით საკუთარი თავის აღჭურვა,

14
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის N 1/1/549 განჩინება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები -ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე
საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“, II-11

13
კონსტიტუციის ნებისმიერი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების პოტენციურ
შესაძლებლობას გააჩენდა.15
საკონსტიტუციო სასამართლოს აფასებს კონსტიტუციური კანონის ფორმალურ
კონსტიტუციურობას, მაგრამ ეს წმინდად ტექნიკური ხასიათისაა და არ გულისხმობს
ნორმის შინაარსობრივ შეფასებას. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს დეტალურ და
მკავრ წესს საკანონმდენლო აქტების, მათ შორის კონსტიტუციის მიღებისათვის.
იმისთვის, რომ კონსტიტუციური კანონი კონსტიტუციის ერთიანი სხეულის ნაწილი
გახდეს ის ფორმით უნდა შეესაბამებოდეს მას, მიღებული უნდა იყოს
კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური წესების მკაცრი დაცვით.
კონსტიტუციური კანონის მიღების წესის არსებობის მიზანი სწორედ მისი
შინაარსობრივი შესაბამისობის მიღწევაა კონსტიტუციასთან. კანონის მისაღებად
საჭირო მაღალი ქვორუმი, მეორე მომწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცების
სავალდებულოობა, საერთო სახალხო განხილვისათვის წარდგენის აუცილებლობა
ქმნის ლეგიტიმურ მოლოდინს კონსტიტუციური კანონის შინაარსობრივი
ღირებულებისა და კონსტიტუციურობისა. კანონისთვის დადგენილო ფორმალური
მოთხოვნები განაპირობებს მის საბოლოო გაფორმებას, ხოლო ნორმის გამოხატვის
ფორმა მისი იერარქიის განმსაზღვრელია. სწორედ, კანონით განსაზღვრული
ფორმალობების გავლის შემდეგ ხდება ნორმის ასახვა ფორმაში, ნორმატიულ აქტში,
რომელსაც თავისი, განსაზღვრული იერარქიული ძალა აქვს. ფორმალური წესების
დაუცბელობა მიღებულ მოწესრიგებას ნიშან-თვისებებს უკარგავს და შეუძლებელს
ხდის მის კატეგორიზაცის, შემდეგ კი კატეგორიიდან გამომდინარე იურიდიული
ძალის განსაზღვრას. ფორმალური მოთხოვნების დაუცბელად მიღებული
კონსტიტუციური კანონი, მოკლებულია მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს
და შესაბამისას კონსტიტუციური კანონის ფორმასაც, ის ვერ გახდება კონსტიტუციის
ნაწილი, მასთან ფორმალური შესაბამისობის დადგენის შეუძლებლობის გამო.
15
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის N 1/1/549 განჩინება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები -ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე
საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“, II-9

14
კონსტიტუცია, დეტალურად, ნათლად და არაორაზროვნად ჩამოთვლის
კონსტიტუციური კანონის მისაღებად გასავლელ თითოეულ ნაბიჯს, შესაბამისად,
ფორმალური კონსტიტუციურობის შემოწმებას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს საკუთარ უფლებამოსილებას,
დაადგინოს, რამდენად იყო დაცული კონსტიტუციური კანონის მიღების
კონსტიტუციით გათვალისწინებული წესი. ამის საფუძველს შესაძლოა ქმნიდეს
კონსტიტუციის გადასინჯვის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის არსებობა.
კონსტიტუციაში დადგენილი მოთხოვნების, წესების პატივისცემა, მათი განუხრელი
დაცვა კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფას ემსახურება. სწორედ ამიტომ,
პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა კონსტიტუციით განსაზღვრული
მოთხოვნების დაცვით უნდა წარიმართოს.16

IV
კონსტიტუცია ემყარება საზოგადოებაში შეთანხმებულ ღირებულებათა სისტემას და
ამ ღირებულებებს, მათსავე დასაცავად კონსტიტუციის პრინციპებად აქცევს.
კომსტიტიცის პრინციპები გამოხატავს იმ საფუძველს, რაზეც დაშენებულია
სახელმწიფო, ამასთანავე მიზანს, რომლის მიღწევა/განმტკიცენასაც მიელტვის
საზოგადოება. კანონმდებელი, რომელიც სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთან
შედარებით, საზოგადოების ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა და ლეგიტიმაციის
მაღალი ხარისხით სარგებლობს, მოქალაქეთა შეთანხმებულ ღირებულებებს
კონსტიტუციურ პრინციპებად თარგმნის. კანონმდებელი განსაზღვრას ძირითად
პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებათა კონსტიტუციურ ჩამონათვალსა და
ფარგლებს. ამ ფარგლებში იქმნება კოსტიტუციური ნორმები და მთლიანად
სამართალი. ქვეყანაში მყარდება კონსტიტუციური წესრიგი, რომლის დაცვისა და
შენარჩუნების საქმეში უდიდესი როლი საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს.

16
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის N 1/1/549 განჩინება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები -ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე
საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“, II-16

15
საკონსტიტუციო სასამართლო ძალადაკარგულად აცხადებს არაკონსტიტუციურ
ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს, ხოლო კონსტიტუციურ ნორმებს
კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან კავშირში, კონსტიტუციის სულის
შესაბამისად განმარტავს. საკონსტიტუციო სასამართლოს სასურველია ქონდეს
კომსტიტუციური ნორმის შინაარსობრიბი კონსტიტუციურობის კონსტროლის
უფლება, რაც დღევანდელი კანონმდენლობით არ აქვს. სასამართლოს კომპეტენციის
გაფართოება კანონმდებლის მიერ უნდა მოხდეს კონსტიტუციაში
მუდმივი/უცვლელი ნორმების დამკვიდრებით და საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილებათა გაფართოებით და არა სასამართლო აქტივიზმის გზით.
სხვაგვარად, კონსტიტუციის დაცვის მოტივით, დაირღვევა კონსტიტუცია და მის
მიერ შექმნილი ღირებულებითი წესრიგი.

16

You might also like