You are on page 1of 12

რეფერატი

ბავშვის უფლებათა კოდექსით აღიარებული ბავშვის


განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციისა და
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის


სპეციალობის მე4 კურსის სტუდენტი
ლომთაძე მარი
7 იანვარი, 2022 წელი

1
სარჩევი

შესავალი გვ. 3

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციაში გვ. 3

განათლების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი


დამატებითი ოქმის მეორე მუხლის მიხედვით გვ.5

ბავშვის უფლებათა კოდექსი გვ.10

დასკვნა გვ.11

შესავალი
თანამედროვე, ინფორმაციულ საზოგადოებაში, განათლების უფლება
ერთერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს.
საზოგადოების განვითარების პარალელურად განათლების აუცილებლობა და
მნიშვნელობაც იზრდება. განათლება ბავშვს აძლევს შესაძლებლობას

2
იფუნქციოს და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებაში როგორც ბავშვმა და
მომავალში, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, უზრუნველყოფს ადამიანის
უნარიანობას თავი დააღწიოს სიღარიბეს და ისარგებლოს ადამიანის
უფლებებით. სწორედ, განათლების უფლების ეფექტურ რეალიზაციაზეა
დამოკიდებული, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი პროგრესი მორალურ
და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროებში. ინდივიდისა და საზოგადოებისათვის
განათლების უფლების უაღრესი მნიშვნელობა სახელმწიფოს მისი ჯეროვნად
უზრუნველყოფის ვალდებულებას აკისრებს. საცელმწიფოს ვალდებულლებაა
უზრუნველყოს საყოველთაო ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე.
განათლება უნდა ემსახურებოდეს ადამიანის პიროვნების განვითარებას . პირის
უფლება, თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება, გულისხმობს
სახელმწიფოს შემხვედრ ვალდებულებას, შექმნას პლურალისტული და
ტოლერანტული განათლების სისტემა. განათლების უფლების ეფექტური
რეალიზაციისთვის აუცილებელია განისაზღვროს მისი შინაარსი და
ფარგლები.

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციაში.


განათლების უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის
27ე მუხლით. კონსტიტუციის თამახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი
ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება
უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო
განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით
სრულად აფინანსებს სახელმწიფო.1
განათლების უფლება სოციალური უფლებაა. მისი რეალიზაცია სახელმწიფოს
ფინანსური მონაწილეობისა და მხარდაჭეროს გარეშე ყველას არ შეუძლია.
განათლების უფლება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას „ერთი
მხრივ, შექმნას განათლებისთვის საჭირო პირობები (ინფრასტრუქტურა,
პროგრამების ჰარმონიზაცია, განათლების ხარისხის კონტროლი და სხვა) და,
მეორე მხრივ, მისცეს ფინასური შესაძლებლობა ნიჭიერ და ღარიბ ფენებს, მიიღონ
შესაბამისი განათლება.“2
საქართველოს კონსტიტუციის 27ე მუხლი ადგენს რამდენიმე ფუნდამენტურ
პრინციპს განათლების უფლებასთან მიმართებით. განათლების სფეროში
თანასწორობის, განათლების ფორმის თავისუფლად არჩევის, სახელმწიფოს
მხრიდან განათლების დაფინასების და განათლების სისტემის განვითარების

1
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 საქართველოს კონსტიტუციის 27ე
მუხლის 1ლი და მე2 ნაწილები.
2
ავტორთა კოლექტივი: გოცირიძე ე. ტურავა მ. ზოიძე ბ. და სხვები „საქართველოს კონსტიტუციის
კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და
თავისუფლებანი“. გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013, გვ.425

3
ხელშეწყობის პრინციპები3 წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებული განათლების უფლების შემადგენელ ელემენტებს.
როგორც აღინიშნა, სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსების პრონციპი
განათლების უფლების შემადგენელი ელემენტია. განათლების მიღების
მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მიერ
შემოღებულ იქნა უფასო საშუალო განათლება. ზოგადი განათლების სფეროში
მოსწავლეთა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ვაუჩერული სისტემის
გამოყენებით ხდება. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად ვაუჩერი
სახელმწიფოს მიერ მოსწავლისთვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური
ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც
მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც
განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების
4
დასაფინანსებლად.
სახელმწიფო მოსწაავლის განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში აფინანსებს 12 წლის განმავლობაში, რაც პირს აძლევს
საშუალებას უფასოდ მიიღოს სრული ზოგადი განათლება.
ზოგადი განათლების სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პირთა წრის
განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო
5
სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება. საქმეში სადავოდ იყო
გამხდარი ზოგადი განათლ3ბის შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ზოგადი
განათლების დაფინანსების ბენეფიციართა შორის არ მოიაზრებდა
საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. აღნიშნულ პირები
ვალდებულნი იყვნენ მოსწავლის ვაუჩერის მისაღებად საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე
კონკრეტული თანხის შეეტანათ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
განმარტა კონსტიტუციის 35ე მუხლი (ძველი რედაქციით) და აღნიშნა, „აშკარაა,
რომ განსხვავებით უმაღლესი და პროფესიული განათლებისგან, კონსტიტუცია
ზოგადი განათლების უსასყიდლოდ მიღების უფლებას არ ავიწროებს
მოქალაქეობის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუციაში არც სხვა რაიმე
გამონაკლისი გვხვდება საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მიმართ ზოგადი
განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობის დადგენასთან დაკავშირებით.“

3
ავტორთა კოლექტივი: გოცირიძე ე. ტურავა მ. ზოიძე ბ. და სხვები „საქართველოს კონსტიტუციის
კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და
თავისუფლებანი“. გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013, გვ.427
4
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=91 საქართველოს კანონი „ზოგადი
განათლების შესახებ“, მე2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი.
5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540
გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები- ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი ,
სუსანა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები- მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

4
საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ „კონსტიტუციის მიზნებისთვის ზოგადი
განათლების დაფინასების სუბიექტებად უცხოელებიც მოიაზრებიან.“ განათლების
უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო
მიზნის მისაღწევად, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. სასამართლომ აღნიშნა,
რომ მიუხედავად ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისა, დაცული არ იყო
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები და ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
გარდა საშუალო განათლების დაფინანსებისა, „ზოგადი განთლების შესახებ“
კანონის მიხედვით სახელმიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლის მიერ, მის
საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების
სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა, ასევე შექმნას
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი პირობები ნორმალური
საგანმანათლებლო-სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.6

განათლების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი


დამატებითი ოქმის მეორე მუხლის მიხედვით.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე2
მუხლი უზრუნველყოფს განათლების უფლებას. განათლების უფლების
განმარტებისათვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებები. საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს განმარტებები საქმეში Catan and others v. Moldova and Russia. 7 ამ
სამქეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა
დნესტრისპირელი სეპარატისტების მიერ შექმნილ დნესტრისპირეთის მოლდოვას
რესპუბლიკაში(MRT), სკოლებში არსებული ლინგვისტური პოლიტიკა, რომელიც
გაატარა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ. ლინგვისტური პოლიტიკის მიზანი იყო
რუსიფიკაცია. მოლდოვურ ენაზე (ლათინური ანბანის გამოყენებით) განათლების
მიცემი სკოლების დახურვის შემდეგ, მშობლები იზულებული გახნდენ არჩევანი
გაეკეთებინათ სკოლებს, სადაც ასწავლიდნენ მოლდოვურ ენას ხელოვნური
კომბინაციით, კირილიცას ანბანის გამოყენებითა და საბჭოთა პერიოდში
დამზადებული სასწავლო მასალით (ეს ენა არ იყო აღიარებული საერთაშორისო
საზოგადოების მიერ და არც ადგილობრივ დონეზე უნივერსიტეტებსა თუ სხვა
საჯარო დაწესებულებებში გამოიყენებოდა), და იმ სკოლებს შორის სადაც
ისწავლებოდა მათთვის სასურველი ენა, თუმცა შედარებით უარესად იყო
აღჭურვილი სასწავლო ინვენტარით, მდებარეობის თვალსაზრისსით არ იყო
უსაფრთხო ადგილას, რადგან გზად მიმავალი ბავშვები ექვემდებარებოდნენ

6
ავტორთა კოლექტივი: გოცირიძე ე. ტურავა მ. ზოიძე ბ. და სხვები „საქართველოს კონსტიტუციის
კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და
თავისუფლებანი“. გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013, გვ.428
7
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Catan and others v.
Moldova and Russia. #4337/04, #18454/06, 2012 წლის 19 ოქტომბერი.

5
დამცირებას და შეურაცხყოფას, მოსწავლეებს უწევდათ შორი მანძილის დაფარვა.
სასამართლომ განმარტა განათლების უფლება და აღნიშნა, რომ „1-ლი ოქმის მე2
მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე ვალდებულების აღებით „არ უარყოს
განათლების უფლება“, ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავიანთი იურისდიქციის
ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ იმ დროისათვის არსებული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი ხელმისაწვდომობას .
ხელმისაწვდომობის უფლება მხოლოდ ნაწილია განათლების უფლებისა,
რომელიც პირველი წინადადებით არის დადგენილი. იმისათვის, რომ უფლება
იყოს ქმედითი, აუცილებელია, მათ შორის, რომ უფლებით მოსარგებლე ინდოვიდს
გააჩნდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა, ანუ
უფლება, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოიპოვოს
ოფიციალური აღიარება განათლებისა, რომლის მიღებაც დაასრულა. გარდა
ამისა, 1ლი ოქმის მე2 მუხლის ტექსტი არ აზუსტებს ენას, რომელზედაც განათლება
უნდა გამხორციელდეს. განათლების უფლება აზრს დაჰკარგავდა, თუ იგი არ
იგულისხმებდა უფლებით მოსარგებლე ინდივიდის უფლებას განათლება მიეღო
მშობლიურ, ან შესაბამის შემთხვევაში, ერთერთ სახელმწიფო ენაზე“.
სასამართლომ დაადგინა, რომ სკოლების იძულებითი დახურვა, რასაც თან
სდევდა მოსახლეობის შემდგომი დამცირება, წარმოადგენდა განათლების
უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.
გადაწყვეტილება საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ხაზი გაესვა სახელმწიფოს
ვალდებულებას იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განათლების უფლების
დასაცავად აქტიური მოქმედებების განხორციელებაზე, რომელზეც დროებით ვერ
ანხორციელებს ეფექტურ კონტროლს. სასამართლომ შეაფასა შეასრულა თუ არა
მოლდოვას რესპუბლიკამ ვალდებულება გაეტარებინა საკმარისი და შესაბამისი
ღონისძიებები დნესტრისპირეთის მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე
მცხოვრები მოლდოველების განათლების უფლების დასაცავად. სასამართლომ
დაადგინა, რომ მოლდოვას ჰქონდა ვალდებულება გაეტარებინა ღონისძიებები
დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღსადგენად და უშუალოდ
მოსარჩელეთა უფლებების დასაცავადაც. მოლდოვამ ყველა მის ხელთ არსებული
ბერკეტი გამოიყენა დნესტრისპირეთზე იურისდიქციის აღასდგენად,
ამავდროულად მოლდოვას ხელისუფლებამ „სერიოზული ძალისხმევა
განახორციელა მოსარჩელეთა მხარდასაჭერად. კერძოდ, სკოლების ყოფილი
შენობების რეკვიზიციის შემდეგ, მოლდოვას მთავრობამ გადაიხადა სკოლისათვის
განკუთვნილი ახალი შენობების ქირისა და აღდგენის, ასევე ყველა სასკოლო
მოწყობილობის, თამამშრომელთა ხელფასებისა და ტრანსპორტის ხარჯები,
რითაც ამ სკოლებს შესაზლებლობა მისცა განეახლებინათ სასწავლო პროცესი და
ბავშვებს მოლდოვურად გაეგრძელებინათ სწავლა“. მოლდოვას მიერ
გატარებული ღონისძიებები ჩაითვალა საკმარისად და სასამართლომ დაასკვნა,

6
რომ მოლდოვას ხელისუფლებამ შეასრულა მასზე დაკისრებული პოზიტიური
ვალდებულებები.
საბოლოოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და
პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, რომელიც დნესტრისპირეთზე ეფექტურ
კონტროლს ახორციელებდა.
საინტერესოა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილება საქმეზე Folgero and others v. Norway. 8 საქმე ეხებოდა სკოლებში
სავალდებულო საგნად „ქრისტიანობის, რელიგიისა და ფილოსოფიის“ (KRL
საგანი) შემოტანას. განმცხადებელი დავობდა, რომ სკოლაში KRL საგნის
სავალდებულო საგნად შემოტანა, ამ საგნის სწავლებისგან შვილების სრულად
გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე წარმოადგენდა განათლების
უფლებაში ჩარევას, კერძოდ არღვევდა მშობლების უფლებას მათი
ფილოსოფიური და რელიგიური მრწამსის პატივისცემის შესაბამისად
შვილებისთვის განათლების მიცემაზე. სასამართლომ მოიყვანა ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და განმარტა „ბავშვთა
განათლებასა და სწავლებაზე უპირველესი პასუხისმგებლობა მშობელთა
ბუმებრივი მოვალოებაა, რომლის განხორციელებისას მათ შეუძლიათ
სახელმწიფოს მოსთხოვონ თავიანთი რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსის
პატივისცემა“. სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით სასკოლო პროგრამის
შემუშავება და დაგეგმვა სახელმწიფოს კომპეტენციაში შედის. სახელმიფოს
არსებული სოციალური და კულტურული მდგომარეობის გათვალისწინებით აქვს
საკმაოდ ფართო მიხედულების ფარგლები კურიკულუმის შედგენისას. პირველი
ოქმის მეორე მუხლის მეორე წინადადება „სახელმწიფოს ხელს არ უშლის
სწავლების ან განათლების საშუალებით გადასცეს პირდაპირი ამ არაპირდაპირი
რელიგიური ან ფილოსოფიური ხასიათის ინფორმაცია ან ცოდნა. იგი მშობლებს
იმის უფლებასაც არ აძლევს შეეწინაარმდეგონ ასეთი სწავლების ან განათლების
სასკოლო პროგრამაში ჩართვას, რადგან, სხვა შემთხვევაში, ყველა
ინსტიტუციონალიზებული სწავლების განხორციელება რისკის ქვეშ დადგებოდა“.
განმარტებიდან ცხადია 1ლი დამატებითი ოქმის მე2 მუხლის მე2 ნაწილი არ
მოიცავს მშობლის უფლებას რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხებში ბავშვი
სრულიად გაუნათლებელი დატოვოს და მოთხოვოს რელიგიური და
ფილოსოფიური საგნების კურიკულუმიდან სრულად ამოღება. მაგრამ „1ლი ოქმის
მე2 მუხლის მეორე წინადადება გულისხმობს, რომ, სახელმწიფომ, განათლებასა
და სწავლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შერულებისას, უნდა იზრუნოს,
რომ პროგრამაში ჩართული ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემა ხდება
ობიექტური, კრიტიკული და პლურალისტული გზით. სახელმწიფოს ეკრძალება
ინდოქტრინაციის წესით სწავლება, რომელიც შესაძლოა მიჩნეული იქნეს, როგორც
8
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტიელბა საქმეზე Folgero and Others v.
Norway [დიდი პალატა], No. 15472/02, 2008 წლის 29 ივნისი.

7
მშობელთა რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის უპატივცემულობა. ეს ის
ფარგლებია, რომლებიც არ უნდა დაირღვეს“. ამავდროულად, ქვეყნის ისტორიისა
და ტრადიციების გათვალისწინებით პროგრამაში რომელიმე რელიგიისათვის
მეტი ადგილის დათმობა არ წარმოადგენს მშობლების უფლების დარღვევას. „1ლი
ოქმის მე2 მუხლის მეორე წინადადება არ ითვალისწინებს მშობელთა უფლებას
თავიანთი შვილები რელიგიისა და ფილოსოფიის საკითხებში უმეცრები
დასტოვონ. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ქრისტიანობის შესახებ ცოდნის გადაცემას
დაწყებითი სკოლის და საშუალო სკოლის დაბალი კლასების პროგრამაში მეტი
ადგილი ჰქონდა დათმობილი, ვიდრე სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიებს,
სასამართლოს აზრით, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს პლურალიზმისა და
ობიექტურობის პრონციპიდან გადახვევად, რომელიც ინდოქტრინაციის
ტოლფასია. მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ისტორიასა და ტრადიციებში
ქრისტიანობის როლის გათვალისწინებით, ეს განხილული უნდა იქნეს, როგორც
მოპასუხე სახელმწიფოს შეფასების ფარგლებში მყოფი პროგრამის დაგეგმვისა და
შემუშავების თვალსაზრისით“. თუმცა, საქმეში აშკარა იყო ქრისტიანობასა და სხვა
რელიგიებისა და ფილოსოფიების სწავლებას შორის არა მარტო რაოდენობრივი,
არამედ ხარისხობრივი სხვაობაც (ქრისტიანობა უფრო საფუძვლიანად და
დეტალურად ისწავლებოდა), და მშობლებისთვის მინიჭებული უფლება,
მოეთხოვათ შვილების ნაწილონრივი განთავისუფლება KRL საგნის სწავლებისაგან ,
არ იყო ეფექტური (უფებით ჯეორვნად სარგებლობასთან დაკავშირებული
სირთულეების გამო). აქედან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა დარღვევა .
ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილება საქმეზე Lautsi and Others v. Italy.9 საქმე შეეხებოდა იტალიის
სკოლების საკლასო ოთახებში რელიგიური სიმბოლოების (ჯვრების) არსებობის
საკითხს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ჯვრების საკლასო ოთახებში არსებობა
არღვევდა პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის მეორე ნაწილს. ამ
გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე
სახელმწიფოს მთავრობის არგუმენტი პირველი დამტებითი ოქმის მეორე მუხლით
დადგენილი ვალდებულების მხოლოდ კურიკულემზე და მის შინაარზე
გავრცელების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, „წევრ სახელმწიფოთა
ვალდებულება პატივი სცენ მშობელთა რელიგიურ და ფილოსოფიურ
აღმსარებლობას არ ვრცელდება მხოლოდ სწავლების შინაარსზე და მია ფორმაზე;
იგი ავალდებულებს მათ ყველა ფუნქციის- პირველი ოქმის მეორე მუხლის
წინადადებების შინაარსით- განხორციელების პროცესში, რომელიც განათლების
ან სწავლების მიზნით იქნა მიღებული. აღნიშნული უდავოდ მოიცავს სასკოლო
გარემოს ორგანიზებას, როცა ეროვნული სამართალი აღნიშნულ უფლებას
გადასცემს საჯარო ხელისუფლებას“. სასკოლო გარემოს ორგანიზებისას
9
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სამქეზე Lautsi and Others v. Italy
[დიდი პალატა]. No 30814/06, 2011 წლის 18 მარტი.

8
სახელმიფოებს აქვთ მიხედულების ფართო ფარგლები. სასამართლომ
მხედველობაში მიიღო რამდენიმე ფაქტორი: ჯვარცმის არსებობა არ ასოცირდება
ქრისტიანობის სავალდებულო სწავლებასთან; პარალელურად სახელმწიფო კარს
უღებს სხვა რელიგიებსაც (არ არის აკრძალული არაქრისტიანი მოსწავლეების
მიერ თავიანთი რელიგიის შესაბამისი რელიგიური სიმბოლოების ან ტანისამოსის
ტარება); დაშვებული იყო ალტერნატიული ღონისძიებები რელიგიური
უმცირესობების მიერ რელიგიურ ღონისძიებათა სასკოლო გარემოში
განხორციელების უზრუნველსაყოფად; არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც
დაადასტურებდაა ხელისუფლების არატოლერანტულ დამოკიდებულებას
მოსწავლეთა მიმართ, რომელთაც გააჩნდათ სხვა რელიგია ან წარმოადგენდნენ
არამორწმუნეებს; ჯვარცმა კედელზე წარმოადგენს ძირითადად პასიურ
სიმბოლოს; ჯვარცმას ჰქონდა არა მარტო რელიგიური დატვირთვა, არამედ
წარმოადგენდა იტალიის ისტორიული განვითარების შედეგს და ჰქონდა
იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული მნიშვნელობა, რომელიც ეხლა
ტრადიციაშია გამოხატული. საბოლოოდ სასამართლომ საქმეში არ დაადგინა
დარღვევა.
განათლების უფლება არ არის აბსოლუტური და ლეგიტიმური მიზმის არსებობისას
შეიძლება შეიზღუდოს. შემზღუდველი ღონისძიება უნდა აკმაყოფილებდეს
განჭვრეტადობის მოთხოვნებს და პროპორციულობის პრინციპს. „დისციოლინური
ღონისძიებები, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვა ან
მასობრივი გაძევება, ნებადართულია, როდესაც ისინი აკმაყოფილებენ დასაშვები
შეზღუდვის რელევანტურ პირობებს. როდესაც ხორციელდება იმის შეფასება, თუ
როდის უთანაბრდება თავისი ხარისხით სკოლიდან გაძევების უმარავი სხვადასხვა
ფორმა განათლებაზე ხელმისაწვდომობია უფლების ხელყოფას, ისეთი
ფაქტორები, როგორიცაა საპროცესო დაცვის მექანიზმები, გარიცხვის
ხანგრძლივობა, რეინტეგრაციისთვის დახარჯული ძალისხმევა და შეთავაზებული
ალტერნატიული განათლების ადეკვატურობა, მხედველობაში იქნება მიღებული“.10

ბავშვის უფლებათა კოდექსი


2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ბავშვის უფლებათა
კოდექსი. კოდექსის მიღების მიზანი ბავშვის უფლებათა ეფექტური დაცვის მიზნით
უნიფიცირებული საკანონმდებლო აქტის შექმნა და სახელმწიფოს მიერ ბავშვის
უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების
შესრულება იყო. კოდექსის მიღებით შეიქმნა მყარი საფუძველი ბავშვის უფლებათა
ეფექტური და ჯეროვანი დაცვისა და მხარდაჭერისათვის. ბავშვის უფლებათა
კოდექსის მე2 თავში რეგლამენტირებულია ბავშვის ძირითადი უფლებები და
10
ლაშა ლურსმანაშვილის თარგმანი „ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის
სახელმძღვანელო“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქ. თბილისი, 2020
წელი. გვ.109

9
თავისუფლებები. კოდესის მე2 თავი სხვა უფლებებთან ერთად ბავშვის
განათლების უფლებასაც მოიცავს. მე-10 მუხლი11 ადგენს: ყველა ბავშვს აქვს
ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღებისა და თანაბარი
ხელმისაწვდომობის უფლება; სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების
ინკლუზიური სისტემის ყველა ბავშვისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ბავშვის უფლებათა კოდექსის მე10 მუხლის მოთხოვნაა შეიქმნას განათლების
ინკლუზიური სისტემა, რაც ამავე კოდექსის მესამე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის
თანახმად, გულისხმობს ისეთი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც
უზრუნველყოფს ყველა საფეხურზე მაღალი ხარისხის განათლების ყველა
ბავშვისათვის თანაბრად მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭირობებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში
გამოყენებული უნდა იქნეს გონივრული მისადაგება და უნივერსალური დიზაინი .
გონივრული მისადაგება გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
აუცილებელი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც
უზრუნველყოფს ყველა ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად
რეალიზებას. უნივერსალური დიზაინი კი არის პროდუქტის, გარემოს, სწავლების,
პროგრამის, მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც მას ყველა ბავსვისთვის
ხელმისაწვდომს ხდის ისე, რომ ადაპტირება და სპეციალური დიზაინის გამოყენება
აუცილებელი არ არის. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე10 მუხლის მიზანია,
თითოეულმა ბავშვმა განურჩევლად სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივის
მდგომარეობისა, ფიზიკური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა,
საცხოვრებელი ადგილისა, ფსიქიკური და სულიერი კონდინციისა და სხვა
ფაქტორებისა და გარემოებებისა თანაბრად შეძლოს განათლებაზე წვდომა. ამ
მუხლის მიზანია შეამციროს ან/და მოხსნას ბარიერები ბავშვის მოერ განათლების
უფლების რეალიზაციის გზაზე. ამ კუთხით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სახელმწიფომ განახორციელოს საჭირო და საკმარისი ქმედებები სოციალურად
დაუცველი, უსახლკარო, ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე, შშმ ბავშვების
მიერ განათლების უფლების ეფექტური რეალიზაციის ხელშეწყობისათვის.

დასკვნა
განათლების უფლება ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს
ინდივიდისათვის, რომლის მნიშვნელობა საზოგადოების პროგრესის
პროპორციულად იზრდება. განათლების უფლება მნიშვნელოვანია როგოც
ინდივიდისთვის, ასევე საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. განათლებული,
ძლიერი, ტოლერანტული, დემოკრატიული და ადამიანის უფლებათა დაცვაზე
ორიენტირებული საზოგაზოების ჩამოყალიბების საფუძველი სწორედ

11
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854 საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა
კოდექსი“, მუხლი 10

10
განათლებული ინდივიდია. განათლების მნიშვნელობიდან გამომდინარე
სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ისეთი განათლების სისტემის შექმნის,
რომელიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღებას
უზრუნველყოფს. და რადგან განათლება პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს
როლს თამაშობს, სახელმწიფოს ვალდებულება უფასო და საყოველთაო
განათლების მიწოდებით არ შემოიფარგლება, არამედ ის ვალდებულია
უზრუნველყოს პლურალიზმი, აზრთა განსხვავებულობა, განსხვავებული აზრის
მქონე ჯგუფების დიალოგი და კონსტრუქციული კამათი, ღიაობა და საზოგადოების
ჩართულობა. განათლების სისტემის მიზანი უნდა იყოს აღზარდოს მოაზროვნე
ინდივიდი, რომელიც საკუთარი უფლებების სწორად გააზრების საფუძველზე
პატივს სცემს სხვის უფლებებს და იცავს მას.

სქოლიო
გამოყენებული ლიტერატურა:
1) ავტორთა კოლექტივი: გოცირიძე ე. ტურავა მ. ზოიძე ბ. და სხვები
„საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს
მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“.
გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013,
2) ლაშა ლურსმანაშვილის თარგმანი „ბავშვის უფლებების ევროპული
სამართლის სახელმძღვანელო“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, ქ. თბილისი, 2020 წელი
სასამართლოს გადაწყვეტილებები
3) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის
N2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები- ოგანეს
დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანა ჟამკოციანი და სომხეთის
მოქალაქეები- მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ
4) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე
Catan and others v. Moldova and Russia. #4337/04, #18454/06, 2012 წლის 19
ოქტომბერი.
5) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტიელბა საქმეზე
Folgero and Others v. Norway [დიდი პალატა], No. 15472/02, 2008 წლის 29 ივნისი.
6) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სამქეზე
Lautsi and Others v. Italy [დიდი პალატა]. No 30814/06, 2011 წლის 18 მარტი.
კანონმდებლობა
7) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“

11
8) საქართველოს კონსტიტუცია
9) საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“

12

You might also like