You are on page 1of 2

შესაგებელი

საქართველოს პარლამენტის პოზიციით გამოხატვის თავისუფლება აბსოლიტურ უფლებას


არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვვა შეიძლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17
მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის
შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად,
სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის
გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მოპასუხის პოზიციით კანონის ნორმატიული
შინაარსი რომელიც კრძალავს ონლაინ ლექციაზე შეურაწყოფას არის სრულიად შესაბამისი
მოსარჩელის მოყვანილ ლეგიტიმურ მიზნებთან. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
კანონის თანახმად უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური,
კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს
საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ამ განმარტების თანახმად
შეგვიძლია დავასკვნათ რომ მოსარჩელის განცხადება ლექციაზე წარმოადგენდა უხამსობას.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ MÜLLER ის საქმეში განმარტა ,რომ
„შეუძლებელია მორალის ერთიანი კონცეპციის ჩამოყალიბება წევრი სახელმწიფოების
სამართლებრივ და სოციალურ სისტემაში“... საკუთარი ქვეყნების სასიცოცხლო
პროცესებთან მუდმივი კონტაქტის გამო, სახელმწიფო ხელისუფლება უკეთეს პირობებშია
საერთაშრისო სასამართლოსთან შედარებით შეაფასოს კონვენციით გათვალისწინებლი
„აუცილებლობა“, „შეზღუდვა“ „სასჯელი“-ს გამოყენების საკითხი. აქედან გამომდინარე
სახელმწიფოს აქ ფართო შეფასების ფარგლები მორალის საკითხებთან დაკავშირებით.
გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამას გარდა მოცემულ საქმეში საქმე ეხებოდა
ხელოვნების ნაწარმოებების გამოფენას რომელიც შეიცავდა მაშინდელი საზოგადოებრივი
მორალთან შეუთავსებელ მასალებს, ამ გამოფენაზე არ იყო არანაირი შეზღუდვა
დასწრებისთვის და სასამართლომ არტისტების დაჯარიმება და ნახატების ამოღება
კონვენციასთან შეუთავსებელ ზომად არ ჩათვალა. ონლაინ ლექციაზე შეურაწყოფა არ
შეიცავს არანაირ პოლიტიკურ,კულტურულ ან საგანმანათლებლო ღირებულებას ამტიომ ამ
შემთხვევაში MÜLLER ის საქმეზე მეტი შეფასების თავისუფლება აქვს სახელმწიფოს
საზოგადოებრივი მორალის დაცვისთვის მართალია საქართველოს კონსტიტუცია არ
განსაზღვრავს პირდაპირ მორალს როგორც შეზღუდვის ღირებულ მიზანს თუმცა რადგანაც
საქართველოს კონსტიტუცია შეადგინეს კონვენციის გავლენით და როგორც წესი
ევროსასამართლო თვლის მორალს შეზღუდვის ღირებულ მიზნად კონვენციასთან
აღნიშნული შეზღუდვა შეუთავსებელი არაა. გეგეჭკორის მიმართ გატარებული ზომები ასევე
შესაბამისობაში მოდის სხვა პირთა რეპუტაციის დაცვის მიზანზე LINGENS ის საქმეში
ევროსასამართლომ განმარტა ,რომ გამოხატვის თავისუფლების არეალი ბევრად უფრო
ფართოა პოლიტიკოსების მიმართ ვიდრე კერძო პირების მიმართ მათ უფრო მეტი ინტერესი
მართებთ საზოგადოების და ჟურნალისტების მიმართ გამოთქმული ინტერესის მიმართ.
სასამართლოს ამ შეფასებიდან გამომდინარე სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლების
მიმართ შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობა უფრო მეტია ,როცა სიტყვიერი თავდასხმა
კერძო პირებს ეხებათ. მოცემულ შემთხვევაში ლექტორი იყო კერძო პირი გეგეჭკორის
ქმედება არ ეხმიანობოდა რაიმე საზოგადოებრივ დებატებს ის მოხდა ონლაინ ლექციაზე და
არა რაიმე პოლიტიკური და მას არ ქონია რაიმე ღირებულება. რაც შეეხება იმას ,რომ მას
შეეძლო სასამართლოსადმი მიმართვა სამოქალაქო წესით ეს არ ზღუდავს მაგალითად
ადმინისტრაციული ღონისძიების გამოყენებას. დასავულურ სამართლებრივ სისტემათა
უმეტესობაში სისხლის/ადმინისტრაცილი და სამოქალაქო ღონისძიებები ერთად
გამოიყენება გეგჭკორის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელი-ჯარიმა
რაც 166 მუხლის სანქციის თანახმად სახდელის მინიმალური ოდენობაა და არა სისხლის
სამართლებრივი სასჯელი მაგალითად თავისუფლების აღკვეთა რაც სრულიად
პროპორციულია მისი ქმედების ხასიათთან. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან
გამომდინარე „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი
შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე
ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43) ზემოთაც განიმარტა რომ
ზოგადად ონლაინ ლექციეზე შეურწყოფას არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური ან სამეცნიერო
ღორებულება და მხოლოდ სხვის დამცირებას ისახავს მიზნად ამიტომაც ამ შეზღუდვით
მიღებული სიკეთე რაც საზოგადო მორალის და სხვა პირთა რეპუტაციის დაცვაში
მდგომარეობს უფრო დიდი სიკეთეა ვიდრე ლექციაზე პირის შეურაწყოფის გამო
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომ ჩვენი პოზიციაა რომ სარჩელი
არ უნდა დაკმაყოფილდეს

You might also like