You are on page 1of 3

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

სემინარი სილაბუსის მიხედვით: თემა 10 - აზრის თავისუფლება.


ზოგადი მნიშვნელობა; ცნება და დაცული სფერო; აზრის
გამოთქმა ფაქტები; შეხედულებებისა და ფაქტების გამიჯვნა;
დაცულ სფეროში ჩარევა; ჩარევის კონსტიტუციურ-
სამართლებრივი საფუძველი.

სსუ - ს მეორე კურსის სტუდენტი - ლაშა ნანეტაშვილი


ჯგუფი - 2

აზრის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17


მუხლშია მოცემული. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება არის დაცული,
დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის
გამო.
დემოკრატიული წესწყობილებისათვის უმნიშვნელოვანესია,
ძირითად უფლებათა შორის, აზრის თავისუფლება. ადამიანის
ძირითადი უფლებები არა მარტო იცავს ადამიანს სხვადასხვა
სფეროში სახელმწიფოს მიერ ჩარევებისაგან, არამედ იგი
წარმოადგენს ობიექტურ პრინციპებსაც, რომლების როგორც
კონსტიტუციურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება მოქმედებს
სამართლის ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის კერძო
სამართლის მიმართაც. აზრის თავისუფლება არა მარტო
მოქალაქეთა, არამედ ყველა ადამიანის ძირითადი უფლებაა.
საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის გარეშე შუძლებელია
ადამიანის განვითარება. ამისათვისაა სწორედ დემოკრატია,
რომელიც შესაძლებლობას აძლევს ყველას, თავისუფლად
გამოთქვას საკუთარი აზრი. სწორედ აზრის თავისუფლად
გამოთქმის უფლება უზრუნველყოფს აზრთა ჭიდილის,
ინტელექტუალური დაპირისპირების შესაძლებლობას, რაც
დემოკრატიის სასიცოცხლო ელემენტია.
რაც შეეხება აზრის ცნებას, ,,აზრში’’ იგულისხმება ნებისმიერი
შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის,
დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის
სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა
დამოკიდებული. აზრს ძირითადად ახასიათებს სუბიექტური
დამოკიდებულება ინდივიდსა და მის გამონათქვამს შორის.
საერთო შეთნხმებამდე მისვლა გამონათქვამის ღირებულების თუ
უღირსობის შესახებ უმეტესად შეუძლებელია. ამით
განსხვავდება შეხედულებები ფაქტებისაგან, როდესაც წინა
პლანზე იჭრება არა სუბიექტსა და მისი გამონათქვამის შინაარსს
შორის დამოკიდებულება, არამედ ურთიერთობა გამონათქვამსა
და რეალობას შორის. აზრის თავისუფლების ძირითადი
უფლებით დაცულია გამოთქმული აზრის ზემოქმედების
განზრახვაც. აზრის გამოთქმის შინაარსი და მიზანი სწორედ ის
არის, რომ ზეგავლენა მოახდინოს სხვისი აზრის ჩამოყალიბების
პროცესზე და დაარწმუნოს ისინი საკუთარი შეხედულების
სისწორეში. ძირითადი უფლება იცავს მხოლოდ აზრის
გამოთქმას ანუ განცხადებას. იგი ვრცელდება მხოლოდ
არგუმენტებზე, ახსნა განმარტებებზე და არა ზეგავლენის სხვა
საშუალებებზე, რომლითაც აზრის გამომთქმელს სურს სხვა
პირებზე ზემოქმედება. რაც შეეხება ფაქტს, მასში იგულისხმება
ნამდვილად, რეალურად მომხდარი ან არსებული გარემოებები
და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით
დადასტურებას. აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის
გადმოცემად დაუშვებელია, მთლიანი გამონათქვამი ექცევა
აზრის თავისუფლების ძრითადი უფლებით დაცულ სფეროში.
ამიტომაც ფაქტებზე ვრცელდება ძირითადი უფლებით
უზრუნველყოფილი დაცვა, რადგან ისინი შეიცავენ აზრს და
ამით ხელს უწყობენ აზრის ჩამოყალიბებას. აზრის
თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების დაცვა გამორიცხულია,
მაგრამ არ გამოირიცხება ჭორის ან ფაქტების გადმოცემა და დაცვა
იმ შემთხვევაში, როცა აშკარად არ ჩანს სწორია ისინი თუ მცდარი.
შეხედულებისა და ფაქტების ერთმანეთისაგან გამიჯვნა მარტივი
არ არის. გამოთქმის ორივე ფორმა ძალიან იშვიათად გვხვდება
სუფთა სახით. ძირითადად ეს ეხება ისეთ გამონათქვამებს,
რომელშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ისე ფაქტობრივი
ელემენტები. აზრი ხშრად ეხება ფაქტებს, ფაქტები კი თავის
მხრივ ხშირად წარმოადგენს აზრის საფუძველს. დაცული
სფეროდან გამონათქვამის თავიდანვე ამოღებას მივყავართ
იქამდე რომ აზრის თავისუფლების შეზღუდვებს არავითარი
გამამართლებელი კანონიერი საფუძველი აღარ დასჭრდება.
დაცული სფეროს ფარგლების განსაზღვრასთან დაკავშრებით
პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას, მაგრამ რაც შეეხება აზრის
თავისუფლების შელახვის, მისით დაცულ სფეროში ჩარევის
საკითხს, აქ თითქმის არ ვხვდებით პრობლემებს. სახელმწიფო
ხელისუფლების მიერ განხორციელებული აკრძალვა, გამოთქვა ან
გაიმეორო რომელიმე კონკრეტული აზრი, აგრეთვე ამ აზრის
უარყოფის მოთხოვნა, წარმოადგენს ჩარევის ნათელ მაგალითს.
ჩარევა ხდება მაშინაც როცა აკრძალვა ეხება მხოლოდ ფორმას ან
ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებზე, დროში და
გარემოებებზე. ჩარევად შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი სანქციები,
რომლებითაც გამყარებულია გამოთქმის აკრძალვა,
როგორებიცაა, სასჯელი ზიანის ანაზღაურება და სხვ. საკმარიასია
ის, რომ დამდგარმა სამართლებრივმა შედეგებმა ხელი შეუშლოს
აზრის თავისუფლებას, ძირითადი უფლების განხორციელებას,
რათა ჩაითვალოს იგი ამ უფლების შეზღუდვად.

You might also like