You are on page 1of 2

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია

მთავარი არგუმენტის სტრუქტურა:

ბუნებითი თავისუფლება -

ბუნებითი მხოლოდ ადამიანის თავისუფლებაა. ადამიანი ბუნებით თავისუფალია და მისი


პოლიტიკური ხელისუფლებისადმი მორჩილება მხოლოდ მის თანხმობას შეიძლება
დაეფუძნოს;

ბუნებითი თანასწორობა -

განსხვავებების მიუხედავად ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, არ არსებობს ერთი


ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მეორე ადამიანისადმი/ჯგუფისადმი ბუნებითი
დაქვემდებარების გამართლება.

ბუნებითი ძალაუფლების/ხელისუფლების არარსებობა-

ხელისუფლება ბუნებით/თავისთავად არ არსებობს. ხელისუფლება შესაძლოა შეიქმნას


მხოლოდ ადამიანთა თანხმობით და არსებობს მანამ სანამ ამ თანხმობის პირობები
სრულდება.

თანხმობის პირობები :

ხელშეკრულება თანასწორ პირებს შორის

თავისუფლების/უფლებების თანასწორი დათმობა/ ძალის გამოყენებაზე უარი გარდა


თავდაცვისა

ხელშეკრულების საფუძველია მორალური ვალდებულება შეასრულო დაპირება, თუმცა ამ


დაპირების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა მოსდევდეს იძულების
გამოყენება/სასჯელი (ჰობსი)
ხელისუფლების მიზნები :

სამართლიანი ქცევის წესების დადგენა აღსრულება;

ამ წესების ფარგლებში (ბუნებითი) უფლებების/თავისუფლების დაცვა;

უსაფრთხოების/მშვიდობის უზრუნველყოფა;

თვითნებობის/მიკერძოების გამორიცხვა ძალაუფლების მხოლოდ სამართლის ფარგლებში


განხორციელებით

ადამიანის თანხმობა ხელისუფლებისადმი (მისი კანონებისადმი) მორჩილებაზე


გულისხმობს ურთიერთსანაცვლო ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან შეასრულოს ამ
თანხმობის პირობები

You might also like