You are on page 1of 2

თავდაპირველად, ჰობსი მსჯელობას იწყებს, ადამიანის ბუნებითი მდგომარეობის

განმარტებით. მისი, აზრით, ბუნებამ ადამიანები ერთმანეთის თანასწორად შექმნა,


მისთვის არ არსებობს, რაიმე სიკეთე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ერთ პიროვნებას და
მეორეს არა. ფიზიკური შესაძლებლობები, კიდევ უფრო უმნიშვნელოა ჰობსისთვის.
ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა, გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას, აკეთოს
ის, რაც სურს. ბუნებითი მდგომარეობა, მოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც არ არსებობს
სუვერენი, სახელმწიფო, ანუ რაიმე ძალა, რომლის შიში და რიდი ექნებათ ადამიანებს.
სახელმწიფოს არ არსებობასთან ერთად, შესაბამისად არ არსებობს კანონებიც, ხოლო
კანონების არ ქონა, პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებისათვის ყველაფერი
დასაშვები ხდება, სწორედ იგივეს გულისხმობს ბუნებითი უფლებაც - აბსოლუტური
თავისუფლება. ასეთ ვითარებაში ადამიანებს აქვთ ძალადობრივი სიკვდილის შიში,
დაპირისპირება ხდება კარგი მოსავლის, მიწის, ქონებისა და სხვა და სხვა მიზეზების
გამო. ასეთ მდგომარეობაში, საღად მოაზროვნე ადამიანი ვერასოდეს იგრძნობს თავს
დაცულად, რადგან ყოველთვის ექნება განცდა იმისა, რომ მისი შრომის ნაყოფს ძალით
მიითვისებს, რომელიმე სხვა, ამიტომ ძალადობრივ ქმედებას ეს ადამიანი მიმართავს,
მანამ, სანამ სხვა დაასწრებდეს. ადამიანის ბუნებაში ჰობსი გამოყოფს სამ ძირითად
წყაროს კონფლიქტისას : შეჯიბრი, შიში და პატივმოყვარეობა. ბუნებით მდგომარეობას
თან ერთვის ბუნებითი უფლება - თავისუფლება, რომელიც ყველაფერს დასაშვებს ხდის.
არ არსებობს რაიმე, რაც დაუშვებელი ან მიუღებელი იქნება ადამიანისათვის, რადგან ეს
არის სამყარო სახელმწიფოს, რელიგიისა და ნორმების გარეშე. შესაბამისად, სადაც არ
არსებობს ცოდვისა და კანონის ცნება, არც იარსებებს სამართლიანობისა და
უსამართლობის განცდაც.

ბუნებითი მდგომარეობა, თავისთავად ქმნის ომის მდგომარეობასაც, რადგან


ყველა ადამიანი ყველასთან არის ომში ჩაბმული დროის ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში. ომის მდგომარეობა გაგრძელდება, მანამ სანამ არ გამოჩნდება, რაიმე
ძალა, რომელის მიმართაც ხალხს ექნება შიშისა და რიდის გრძნობა.

როგორც უკვე ითქვა, ბუნებითი მდგომარეობა, გულისხმობს იმას, რომ ადამიანს


აქვს აბსოლუტური თავისუფლება, დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი ხერხით, როცა
იგი ომის მდგომარეობაში იმყოფება სხვასთან. ასეთ ვითარებაში ადამიანი ვერასოდეს
იგრძნობს თავს დაცულად, აქედან გამომდინარეობს პირველი ბუნებითი კანონი,
რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს მშვიდობის
მოსაპოვებლად. ამის ერთადერთ გზად, ჰობსი ბუნებითი მდგომარეობიდან გამოსვლას
გვთავაზობს, რომელიც უკვე მეორე ბუნებითი კანონით მიიღწევა - ადამიანებმა ხელი
უნდა აიღონ მათ საყოველთო უფლებაზე, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, როგორც
სახარებაშია „მოექეცით სხვა ადამიანებს ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ“
ანუ ადამიანებმა თავიანთი უფლებები უნდა გააერთიანონ ერთ პიროვნებაში, ან
საკრებულოში. ასეთი ძალა, არის სახელმწიფო, სუვერენი, რომელიც თავისთავად
გულისხმობს კანონების არსებობას, იქ სადაც კანონებია, რა თქმა უნდა, იარსებებს ისეთი
1
ცნებები, როგორებიცაა : სამართლიანობა და უსამართლობა, კერძო საკუთრება,
დანაშაული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ომის მდგომარეობიდან გამოსვლის
ერთადერთი საშუალება არის ძალის ერთ პიროვნებაში ან საკრებულოში მოქცევა,
სახელმწიფოს შექმნა. ბუნებითი კანონის თანახმად, ყველა ადამიანი უნდა ეძებდეს
მშვიდობის მიღწევის გზებს, რადგან ეს მათ ინტერესებშია, ანუ გამოდის, რომ
სახელმწიფო სუვერენის არსებობა ყველასათვის სარგებლის მომტანია. სახელმწიფოს
არსი, კი არის ის, რომ პიროვნება, რომელიც მრავალმა, აირჩია და მას საკუთარი
უფლებები გადასცა, უნდა ზრუნავდეს სახელმწიფოსა და მოსახლეობის
კეტილდღეობისათვის.

სახელმწიფოებრივ მდგომარეობაში გადასვლას, წინ უსწრებს საზოგადოებრივი


ხელშეკრულების დადება. ადამიანს შეუძლია საკუთარ უფლებაზე უარი თქვას, ან სხვას
გადასცეს იგი. უფლების გადაცემა, ხდება მხოლოდ ადამიანის პიროვნული
თავისუფლების მიზნით, რადგან ჰობსის აზრით, ადამიანის ყველა ნებაყოფლობითი
ქმედების მიზანი არის პირადი კეთილდღეობა, ანუ ამ ქმედებისგან, ეს ადამიანი უნდა
ელოდეს რაიმე სარგებელს. ამ უფლებების ურთიერთგადაცემა, მეორენაირად
შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ხელშეკრულება. ადამიანები ერთმანეთთან დებენ
ხელშეკრულებას, რომ ისინი დაემორჩილებიან ერთ უზენაეს ძალას - სახელმწიფოს,
რადგან საყოველთაო მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა, სწორედ სახელმწიფოს
არსებობაა. ამ ხელშეკრულების დადებით ადამიანი უარს ამბობს ბუნებით
მდგომარეობაზე, ანუ თანახმაა, რომ გამოვიდეს ომის მდგომარეობიდანაც, რადგან
პირადი უსაფრთხოებისა და მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა ეს არი.

You might also like