You are on page 1of 2

ნინო ტაბატაძე

პლატონი გვთავაზობს სამ შედარებას, რომელთა მეშვეობითაც ვიგებთ, სამყაროს არსს. ამ


სამი შედარებიდან პირველი არის მზის შედარება. პლატონი ამბობს, რომ ხილულ სამყაროში,
მზე ასრულებს მნიშვნელოვან როლს რადგან მის გარეშე ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვერც
ვერაფერს დავინახავდით, რადგან მზე არის სინათლის მთავარი წყარო, გარდა ამისა, არც
არაფერი იქნებოდა დასანახი, რადგან ცოცხალი არსებები მზის სინათლისა და სითბოს
გარეშე ვერ იარსებებდნენ. მეორე მეტაფორა, რომელსაც წრფის შედარება შეიძლება
დავარქვათ, წარმოგვიდგენს სამყაროს ყველა სფეროს. პლატონი ამბობს,წარმოვიდგინოთ,
წრფე, რომელიც არის დაყოფილი ოთხ არათანაბარ მონაკვეთად. პირველი მონაკვეთია
ანარეკლების მონაკვეთი. მეორე მონაკვეთი არის რეალური საგნების სფერო. მესამე
მონაკვეთი ეს არის მათემატიკური ობიექტების სამყარო, ანუ სამყარო იმ ობიექტებისა,
რომლებიც რეალური არ არის. ბოლო, მეოთხე მონაკვეთი ეს არის იდეების სფერო.
მესამე მეტაფორა რომელიც პლატონს აქვს დაწერილი არის მღვიმის, გამოქვაბულის
შესახებ. სადაც იგი აღწერს სამყაროში ადამიანის ადგილის განსაზღვრას. ,, გამოქვაბულის
მითი” ადამიანთა შემეცნების გზას აღწერს.უმეცარი ადამიანი რომელიც გამოქვაბულშია
მთელი თავისი ცხოვრება, კმაყოფილია ამგვარი ყოფით და ვერ ხვდება, რომ გამოქვაბულის
მიღმაა სწორედ რეალური სამყარო. ადამიანი, რომელიც მღვიმეს თავს აღწევს იაზრებს, რომ
ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა. ამის შემდეგ იწყებს იდეებისკენ, სიკეთისკენ სწრაფვას.
სიკეთე პლატონის თქმით, აძლევს დასაბამს ხილულსაც და უხილავსაც, ისევე როგორც მზე.
მზე, რომელიც ეხმარება ადამიანს გათავისუფლდეს ცხოვრების ბორკილებისგან.
თავისუფლება გაძლევს საშუალებას გაიცნო საკუთარი თავი და შემდეგ შეიცნო სამყარო.
,,გამოქვაბულის მითში” გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც არ უსმენენ თავიანთ აწ
უკვე თავისუფალ მეგობარს, რომელიც ცდილობს სინათლე მათშიც შეიტანოს. უგუნურ
ადამიანებს ახალი იდეები აშინებთ.
გამოქვაბული ჩვენი რეალობაა, რომელშიც არსებობა გვიწევს. ჩვენ იმ ეპოქაში ვართ,
სადაც მღვიმიდან გასვლის უფლება უნდა მოიპოვო. მუდმივად მხოლოდ თავისუფლებისა
და სიკეთისკენ უნდა ისწრაფვოდე. სიკეთე ყველა ჭეშმარიტების მიზეზია ,ხილულ
სამყაროში ის ბადებს ნათელს.
პლატონისთვის უმაღლესი მწვერვალი აღმოჩნდა თავისუფლება და სიკეთე , მისი აზრით
ყველა ადამიანი, რომელსაც ამ სამყაროში თავის დამკვიდრება სურს უნდა უყურებდეს ამ
მწვერვალს, რომელზე წვდომაც ყველა ადამიანს გვაქვს. საბოლოოდ ეს ბადებს ობიექტური
რეალობის შემეცნების უნარს.
თომას ჰობსი თავის ნაწარმოებში, „ლევიათანში“, იყენებს ტერმინს „ბუნებითი
მდგობარეობა“, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავზეა დამოკიდებული და
მინდობილი, როცა არ არსებობს სახელმწიფო და მმართველი, რომლის ძალაუფლებაც
ხალხზე გავრცელდება და ისინი მას დაემორჩილებიან, შესაბამისად, ამ მდგომარეობაში
ადამიანს არ გააჩნია არანაირი მოვალეობა. ავტორის თქმით, ადამიანები ბუნებით
მდგომარეობაში თავისუფალნი და თანასწორნი არიან. ისინი ერთმანეთს უტოლდებიან
გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობებით. ჯონ ლოკიც ამ საკითხთან დაკავშირებით
ჰობსის აზრს ეთანხმება და ამბობს, რომ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანები თანასწორნი
არიან. ჯონ ლოკი თავის ნაშრომში „მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“
საუბრობს ადამიანის ბუნებით მდგომარეობაზე და ამბობს, რომ ყველა არის თავისუფალი და
ბუნების კანონების საზღვრებში წყვეტს თუ რა აკეთოს ან როგორ მოექცეს სხვებს, ხოლო
საამისოდ არავიზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შეიძლება აქვე აღნიშნოს, რომ ეს
თანასწრობის მდგომარეობაც არის, როცა ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს და არავის
აქვს სხვაზე მეტი, არ არსებობს უპირატესობები და არავინაა ვინმეზე დაქვემდებარებული.
თომას ჰობსი გამოყოფს ადამიანთა კონფლიქტის სამ წყაროს ბუნებითი მდგომარეობის
დროს, ესენია: შეჯიბრი, შიში და პატივმოყვარეობა. პირველ შემთხვევაში ადამიანი
ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და სხვა პირის ქონებას, ცოლ-შვილს დაეპატრონოს,
მეორე შემთხვევაში იგი ცდილობს შეიქმნას უსაფრთხოების გარანტია, სხხვებისგან თავის
დასაცავად, ხოლო მესამე შემთხვევაში იგი ყველანაირად ცდილობს გაუფრთხილდეს
საკუთარ ახლობლებსა თუ საკუთარ სახელს, შესაბამისად იგი ძალას მიმართავს იმისთვის,
რომ თუნდაც წვრილმანისგან ან უპატივცემული დამოკიდებულებისგან დაიცვას საკუთარი
თავი და თავისთვის ძვირფასი ადამიანები.
„ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ“ გულისხმობს, რომ ადამიანები არიან
ბუნებით მდგომარეობაში, რადგან არ არსებობს ის პირი და ძალაუფლება, რომელსაც ისინი
ქედს მოუხრიან. ავტორის თქმით: „ომის არსია არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ გამოხატული
მზაობა ბრძოლისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისგან დაცული არა
ვართ. ყველა სხვა დროს კი მშვიდობა ჰქვია“ (თომას ჰობსი 2017,187). ეს არის ის დროც, როცა
ცალკეული პირები საკუთარი ძალითა და შორსმჭვრეტელობით უზრუნველყოფენ თავიანთ
კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, ბუნებით მდგომარეობაში სხვას არ შეუძლია ამ
ყველაფერზე ზრუნვა. ჰობსი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებით მდგომარეობაში
ცხოვრება არის ცხოველური. შესაბამისად, ასეთ ვითარებაშ, ადამიანი ვერ იქნება
შორსმჭვრეტელი, ამიტომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ წუთიერი ინტერესებით
დაკავებული

ლოკის აზრი ეწინააღმდეგება ჰობსის ამ მოსაზრებას რადგან მას მიაჩნია, რომ ადამიანებს
სურთ ერთმანეთისთვის ყოველივე კარგი. ავტორის აზრით, თავისუფლება არ ნიშნავს
თვითნებობას, იგი უნდა იმართებოდეს ბუნებითი კანონის საშუალებით, ხოლო გონება,
რომელიც ლოკმა კანონს გაუტოლა, ადამიანებს ეხმარება იმის გაანალიზებაში, რომ არავის არ
აქვს სხვისი სიცოცხლის,თავისუფლების, ჯანმრთელობისა და საკუთრების ხელყოფის
უფლება. საკუთარი აზრის გასამყარებლად ავტორი ამბობს, რომ არავინ არ უნდა იმოქმედოს
უფლის ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი არის ყოვლად ძლიერი. იგი აღნიშნავს:
„ადამიანის ბუნებითი თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ემორჩილება არანაირ
ამქვეყნიურ უპირატეს ძალას ან ადამიანის ნებასა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას და
მხოლოდ ბუნებით კანონს აღიარებს სახელმძღვანელოდ“(ჯონ ლოკი 2017,219), მისი აზრით
ადამიანი თავისუფალია საზოგადოებაში, როცა ემორჩილება იმ კანონს, რომელიც
სახელმწიფომ მიიღო. მისი აზრით არავის აქვს უფლება ღმერთის მიერ ბოძებული სიცოცხლე
ხელყოს, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თავისი თუ სხვისი სიცოცხლე.
ჯონ ლოკიც, ჰობსის მსგავსად, სახელმწიფოს უმთავრეს ფუნქციად მიიჩნევს ომის
აღკვეთასა და მშვიდობის დამყარებას. სამოქალაქო საზოგადოების, საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების უფლება ის არის, რომ „არსებული კანონმდებლობის
საფუძველზე განსაზღვროს, რამდენად უნდა დაისაჯოს კანონდარღვევა, როდესაც მას
სახელმწიფოში ჩაიდენენ, აგრეთვე, მოცემულ გარემოებებზე დაყრდნობით გამოიტანოს
ცალკეული გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, როგორ უნდა მიეზღოს სამაგიერო გარედან
მიყენებულ ზიანს“ (ჯონ ლოკი 2017,227).

You might also like