You are on page 1of 3

შრომის მნიშვნელობა ჯონ ლოკისა და ადამ სმიტის ფილოსოფიაში

ნინო ტაბატაძე

საერთაშორისო ურთიერთობები

კურსის ხელმძღვანელი: ლევან შატბერაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ჯონ ლოკი თავის ნაშრომში „მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“
საუბრობს ადამიანის ბუნებით მდგომარეობაზე და ამბობს, რომ ყველა არის
თავისუფალი და ბუნების კანონების საზღვრებში წყვეტს თუ რა აკეთოს ან როგორ
მოექცეს სხვებს, ხოლო საამისოდ არავიზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. იგი
განმარტავს შრომის მნიშვნელობას, როგორც ადამიანის ერთადერთ საკუთრებას,
რომელიც ეხმარება მას მოკლევადიანი სარგებლის მოპოვებაში. მისივე თქმით, მიწის
ნაკვეთი, მაშინ, ხდება ადამიანის საკუთრება, რის შემდეგაც ის გამოყოფს გარკვეულ
შრომას და დაამუშავებს მას. „თავდაპირველად, საკუთრების უფლებას შრომა
ქმნიდა“ (ჯონ ლოკი 2017,223). მისი აზრით ღმერთმა ადამსა და მის შთამომავლებს
დაგვიტოვა სამყარო, რომელიც შეუძლებელია მხოლოდ ერთ კაცს ეკუთვნოდეს.
ღმერთმა მთელს კაცობრიობას ერთიანად გადასცა და ადამიანებმა შეიძლება რაღაც
ნაწილები დაისაკუთრონ. საკუთარი აზრის გასამყარებლად ავტორი ამბობს, რომ არავინ
არ უნდა იმოქმედოს უფლის ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი არის ყოვლად
ძლიერი და ხალხთა შემოქმედი. ჯონ ლოკი აღნიშნავს: „ადამიანის ბუნებითი
თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ემორჩილება არანაირ ამქვეყნიურ
უპირატეს ძალას ან ადამიანის ნებასა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას და მხოლოდ
ბუნებით კანონს აღიარებს სახელმძღვანელოდ“(ჯონ ლოკი 2017,219). ისიც
გასათვალისწინებელია, რომ ეს, ამავე დროს, თანასწრობის მდგომარეობაც არის,
როდესაც ყველა თანაბარი უფლებებით სარგებლობს და ისინი არავის არ აქვს ვიღაც
კონკრეტულზე მეტი, ადამიანები არ გამოირჩევიან უპირატესობებით და არავინაა
ვინმეზე დაქვემდებარებული. თუმცა, გრძელვადიანი სარგებლის ნივთების
გამოგონების შემდეგ ფასი დაეკარგა შრომით მოპოვებულ საკუთრებას. ამის შემდეგ
აზრი არა მოკლევადიან არამედ განუსაზღვრელ დაგროვებას მიეცა. რაც
ითვალისწინებს ფულის, ოქროსა თუ ვერცხლის შეგროვებასა და შიგადაშიგ მის
მოკლევადიან სარგებელში გადაცვლას. ავტორი მოკლევადიან სარგებელში
მოიაზრებს, პირველ რიგში, სასიცოცხლოდ აუცილებელ მოთხოვნილებებს,
რომლებიც დროის გასვლის შემდეგ გამოსაყენებლად უვარგისი ხდება. ხოლო
გრძელვადიან სარგებელში იგი მოიაზრებს, პროდუქტებს, რომლებიც არ ფუჭდება. ამ
დროს კი აზრს კარგავს საკუთრებისა თანასწორობის უფლება და ხდება ქონებრივი
უთანასწორობა.
ჯონ ლოკის აზრს, რომ თავისუფალი ადამიანის შრომა მათ თანასწორს ხდის, თომას ჰობსის
მოსაზრება ეწინააღმდეგება. იგი მიიჩნევს რომ ადამიანს აქვს მოთხოვნილებები, ,სჭირდება
სასმელი და საჭმელი. ბუნებით, სახელმწიფოს არ-არსებობის პირობებსი ადამიანები
ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში, მათ ამოძრვებთ შეჯიბრი, შესაბამისად მათ აქვთ შიში,
და უნდობლობა. ჰობსი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებით მდგომარეობაში
ცხოვრება არის ცხოველური. შესაბამისად, ასეთ ვითარებაშ, ადამიანი ვერ იქნება
შორსმჭვრეტელი, ამიტომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ წუთიერი ინტერესებით
დაკავებული და ის არ ჩადებს არაფერში ინვესტიციას, მათ შორის არც შრომაში. „ასეთ
პირობებში არავინ შრომობს, რადგან მისი ნაყოფი გაურკვეველია, შესაბამისად, არ ხდება
მიწის დამუშავება.“ (თომას ჰობსი 2017, 187).
ადამ სმითი თავის ნაშრომში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების
შესახებ“ აღწერს კაპიტალის განვითარების ეტაპებს, რომელიც მიმართულია
მიწათმოქმედებისკენ, მანუფაქტურისა და საგარეო ვაჭრობისკენ. როცა ლოკი შრომას
საკუთრების წყაროდ მიიჩნევდა, სმითის აზრით იგი სიმდიდრის წყაროა. სიმდიდრე კი
არის, არა მხოლოდ, დაგროვილი ოქრო და ვერცხლი, არამედ ხალხის შესაძლებლობა
აწარმოოს, რაც შეიძება დიდი მოცულობის, საქონელი. ოქროსა და ვერცხლის დაგროვება ანუ
კაპიტალი ავტორის განმარტებით მოპოვებული შეიძლება იქნეს საგარეო ვაჭრობასა და
მანუფაქტორის სფეროებში, წარმატებუი საქმიანობის შედეგად.

გამოყენებული ლიტერატურა

 ჯონ ლოკი. „მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“. წიგნში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 1, 199-232. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.
 ადამ სმითი. „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“.
წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 274-308. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.
 თომას ჰობსი. „ლევიათანი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 170-198.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like