You are on page 1of 4

სტუდენტი: ხუდავერდოვა ანნა

თარიღი: 21.11.2020

თემა: ჯონ ლოკი ,,მეორე ტრაქტი სამოქალაქო მმართველობაზე".


ჯონ ლოკი ერთ-ერთი ყველასათვის ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი,
რომლის იდეებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს პოლიტიკური ფილოსოფიის
განვითარებაზე. თავის წიგნში ,,მეორე ტრაქტი სამოქალაქო მმართველობაზე'' იგი
საკმაოდ კარგად რამოდენიმე პრობლემის შეხებას ცდილობს. მწერალი თვლის, რომ:
,,სახელმწიფოს გარეშე, არსებობენ მხოლოდ ინდივიდები, რომლებიც საკუთარი
ინტერესებისთვის იბრძვიან"( შთა 2019, გვ. 205). ჯონ ლოკი ამბობს, რომ ისევე,
როგორც ოჯახს სჭიდება უფროსი, ზუსტად ისევე არის კარგი ხელისუფლებაა
აუცილებელი, ანუ გამოდის, რომ საზოგადოება ვერ ფუნქციონირებს სახელმწიფოსა
და მმართველის გარეშე, ზუსტადაც ამიტომ დგება ხელისუფლის საჭიროების წინაშე.

ერთ-ერთი სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა ომის აღკვეთა, თავიდან აიცილება.


იმისათვის, რომ ადამიანებმა შეასძლონ დამნაშავის განსჯა, მათ სახელმწიფოს შექმნა
უწევთ, რაც ისევ და ისევ იმაზე მიგვანიშნებს, რომ საზოგადოება ვერ
ფუნქციონირებს სახელმწიფოს გარეშე, როგორც ჯონ ლოკი ამბობს: ,,სახელმწიფო
ფაქტობრივად, იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც საზოგადოება, ოღონდ გაცილებით
უფრო ეფეკტურად“(შთა 2019, გვ.207). ფილოდოფოსის აზრით, სახელმწიფოში
ცხოვრება, სჯობს ბუნებით მდგომარეობაში არსებობას და მართლაც ასეა, რადგან
ხალხი მაშინ დაზღვეულია და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ ამ დროს არც კი
ემუქრება. ხელისუფლება, რასკვირველია, აუცილებელი იყო, არის და იქნება.
ადამიანები დგებიან ხელისუფლების საჭიროების წინაშე, რადგან მისი
მმართველობის დროს, ავტორის აზრით, ინდივიდების უსაფრთხოება ყველანაირად
უზრუნველყოფილია. აქ კი გვებადება კითხვა, მაშინ რა არის ის პრობლემა, რომელიც
აწუხებს ხალხს, ეს პრობლემა ხდება ომი. ადამიანებს უჭირთ ამ პოლიტიკური
საკითხის მოგვარება და ამისთვის ისაჭიროვებს ხელისუფალს, რომელსაც შეუძლია
ამ პრობლემის გადაჭრა და მოგვარება. ზუსტად ამ დროს, როცა ჰყავთ კარგი
ხელისუფალი, ადამიანები დაცულად გრძნობენ თავს საკუთარ სახელმწიფოში,
რადგან მათ მაღლა დგანან პირები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოს
საკითილდღეოდ ყველაფრის გაკეთება. მაგრამ ამავდროულად დაქვემდებარებაში
მყოფი საზოგადოება, ჯონ ლოკის თქმით, არ ემორჩილება პიროვნებას, იქნება ეს
მეფე, პრეზიდენტი ან სხვა წარმომადგენელი , ის ემორჩილება კანონს და მხოლოდ
წესებს, რომლების სახელმწიფოშია დადგენილი.

ასევე ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს გარეშე საზოგადოებას


ფაქტობრივად არ შეუძლია სამართლის აღსრულება და დამნაშავის კანონიერად,
სამართლიანად დასჯა, რაც მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია და შეიძლება
ითქვას ისიც, რომ ეს მოქმედება არასრულყოფილად ხდება.

ჯონ ლოკის ძირითადი დებულების გაანალიზების შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ,


რომ ამ ნაშრომში სახელმწიფო საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს.

ადამიანებს, ,,ბუნებით მდგომარეობაში’’ ყოფნისას, ჯონ ლოკის თქმით,


სახელმწიფო არ ჩერდება და უკეთესს პირობებს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ის,
რომ : ,,სახელმწიფოს აქვს უფლება დასაჯოს საზოგადოების გარეთ მყოფი ძალა,
რომელიც მის რომელიმე წევრს ზიანს მიაყენებს’’(შთა 2019, გვ.226). მწერალი ხაზს
უსვამს იმ სარგებელს, რომელიც სახელმწიფოს საზოგედოებისთვის მოაქვს და
მფგომარეობს საკუთრების დაცვაში. ეს გულისხმობს იმაზე, რომ საზოგადოების
ყველა წევრი დაცული იქნება და არაფრის მსხვერპლი არ გახდება.

ჯონ ლოკის აზრით, ბუნებითი მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში


მცხოვრებ წევრს შეუძლია არ დაემორჩილოს არანაირ საკანონმდებლო ხელისუფალს,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უფლება ექნებათ სხვისი ცხოვრების ხელჰყოფა,
იქნება წარდსგენილი წესები, რომელიც ყველასათვის თანაბარია. ავტორი თვლის,
რომ ადამიანის დამონება ყველაზე საშინელი რამაა, რადგან ზუსტად ამ დროს
ადამიანი ნადგურდება. ამ დროს ადამიანი დაუცველია, მის სიტყვას ფასი აღარ
გააჩნია და სიცოცხლეც საფრთხის წინაშე დგება. დამონება, მწერლის აზრით,
სიცოცხლის წართმევას გულისხმობს, რაც ყველაზე საშიში და სახიფათოა, ეს არის ის,
რაც მეტად აღელვებს ლოკს.

ბუნებრივი მდგომარეობა მწერლისთვის საკმრისი არ არის.

პირველ რიგში, არ არის დადგენილი კარგად ცნობილი განსაზღვრული კანონი,


რომელიც აღიარებული იქნება საზოგადოებრივი ხელშეკრულებით.
მეორეც, არის ის, რომ სახელმწიფოს ბუნების მდგომარეობაში მყოფი მოსამართლე
აკლია, რომელსაც ყველანაირი ძალა ექნება ყოველგვარი სირთულეების
გადასალახავად. ამრიგად, ადამიანები, ბუნებრივი მდგომარეობის ყველა
უპირატესობის მიუხედავად, ცუდ პირობებში იმყოფებიან, ამიტომაც ჯონ ლოკი
ამტკიცებს, რომ სოციალური ხელშეკრულების და სახელმწიფოსთვის ძალაუფლების
გადაცემის მთავარი მიზანი საკუთრების დაცვაა.

ჯონ ლოკი კლასიკური ლიბერალისაციის მამადაა მიჩნეული. ლიბერალიზმი-


სოციალური ფილოსოფიაა, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის სოციალური
იძულების მაქსიმალურად შერბილება მშვიდობიანი და რეფორმაციული
განხორციელებული გზისთვის. საკუთარ ნაშრომში მწერალმა შესძლო
ხელისუფლებისს ფეოდალურ-პარტრიარაული შეხედულებების უფლების და
კონსტიტუციური საპარლამენტო თეორიის ჩამოყალიბების უარყოფა. ამით მან დიდი
წვლილი შეიტანა ლიბერალური სახელმწიფოს საფუძველში.

გენიოსი თვლის, რომ საზოგადოების ძირითადი მიზნის განხორციელებისთვის,


საჭიროა სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებს შორის დაყოფა: საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და კავშირებითი ძალები.

ჯონ ლოკის დამსახურებაა ხალხის გამართლება და წინააღმდეგობის გაწევა


ლეგიტიმურობისადმი, ამასთან ერთად, ხალხის ბუნებრივ უბლებებსა და
თავისუფლებებზე ზრუნავს. თავისუფლების იდეა, რომელიც უნიკალურადაა
წამოწეული ავტორის ფილოსოფიაში, კერძოდ ნაშრომში ,,მეორე ტრაქტი სამოქალაქო
მმართველობაზე’’, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ ელემენტად ითვლება.
ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ სწორედ ჯონ ლოკი ითვლება კლასიკური ევროპული
ლიბერალიზმის ერთ-ერთ წარმომადგენლად, კერძოდ, ლიბერალური ფილოსოფიის
ფუძემდებლად.
ბიბლიოგრაფია

ჯონ ლოკი. 2019. ,,მეორე ტრაქტი სამოქალაქო მმართველობაზე“. წიგნში: შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 1. მთარგმნ. გია ნოდია. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like