You are on page 1of 5

ჯონ ლოკი

ავტორი: ქეთევან ტრაპაიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელები: თამარ ცოფურაშვილი, ბაქარ ბაიდაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2022 წელი
ჩვენი კურსის ფარგლებში კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფილოსოფოსს, ჯონ
ლოკს, გავეცანით. მისი ნაშრომი საკმაოდ რელევანტურია ლიბერალური
პოლიტიკური მოძღვრების განვითარებისთვის. საკითხები, რომელსაც ის ეხება,
ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

ამომწურავად საუბრობს თემაზე, თუ რატომ არის აუცილებელი სახელმწიფოს


ჩამოყალიბება. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის ძირითადი
ფუნქცია ომის აღკვეთაში გამოიხატება. ერთი შეხედვით ეს მოსაზრება მარტივი
ფაბულის მქონედ შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ თუ დავაკვირდებით იმ
ფუნდამენტურ ქვესაკითხებს, რომლებზეც ლოკი დაუფარავად მოგვითხრობს,
მივხვდებით, რომ მისი ლოგიკა მეტად სიღრმისეული და დამაფიქრებელია.
ვინაიდან და რადგანაც ითვლება, რომ სახელმწიფოს შექმნამდე ადამიანები
,,ბუნებრივ მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ, რაც, თავის მხრივ, განუსაზღვრელ
პირად თავისუფლებაში მოიაზრებოდა. ინდივიდები მხოლოდ პირადი
სურვილებისამებრ ხელმძღვანელობდნენ და შედეგად საკუთარი თავის მტრები
ხდებოდნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს უარი
ეთქვათ იმაზე, რომ თავად დაესაჯათ დამნაშავე. ბუნებრივია, როცა არ არსებობს
კანონი, რომელიც ერთია ყველასათვის, ვერასოდეს დაისადგურებს სიმშვიდე,
არცერთი პიროვნების მოფიქრებული ,,სადამსჯელო ოპერაცია“ არ იქნება
ეფექტური და სამართლიანი. რეალურად, სახელმწიფოც სწორედ საზოგადოების
კეთილდღეობისა და მათი ინტერესის დაცვისთვის არის მიმართული, ოღონდ ეს
ხდება გაცილებით უფრო ხარისხიანად, სამართლიანად და ეფექტურად, ვიდრე
ერთი კონკრეტული პირის მიერ.

მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს არსებობის შემთხევავში ადამიანი არსებითად


არ კარგავს უფლებებს, მაგრამ წარმოჩნდება ის შეზღუდვები, რომლებიც
ფაქტობრივად წარმოადგენენ ბერკეტს სამომავლოდ მშვიდობის შენარჩუნებისა.
ამიტომ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: ,,ლოკი არსებითად იზიარებს აზრს, რომ
სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია ომის მდგომარეობის დაძლევა, ანუ
ინდივიდების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“ (ჯონ ლოკი,2019,208).
მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად
შესაძლებელია სახელმწიფოს გარეშე საზოგადოების არსებობა. ის საკუთარ
მსჯელობას წარმოგვიდგენს, როგორც ფუნდამენტურად განსახილველ საკითხს.
დიახ, მართალია, რთულია საზოგადოების არსებობა სახელმწიფოს გარეშე, მაგრამ
არა შეუძლებელი. ამ მოსაზრებას იგი საკმაოდ მყარი არგუმენტებით ადასტურებს.
თუკი მაგალითად ვინმე არღვევს სხვა პიროვნების ბუნებით კანონს, ე.ი. ხელყოფს
მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას, მაგ შემთხვევავში დამნაშავე ყველას შეუძლია
დასაჯოს. ლოკი ამბობს, რომ, თუ შეესწრება ადამიანი იმ შემთხვევას, როცა ერთი
მეორეს დასჯას, გაქურდვას ან რაიმე ზიანის მიყენებას ცდილობას, მას სრული
უფლება აქვს დამნაშავე პირი მოკლას, რათა აღკვეთოს სამომავლოდ მსგავსი
შემთხვევის განმეორების შესაძლებლობა. ვინაიდან და რადგანაც, თუ დამნაშავეს
სასჯელი გაუვა, ეს აგრესია მხოლოდ ერთი პიროვნებისთვის კი არა, არამედ
მთელი საზოგადოებისთვის იქნება ზიანის მომტანი. მოკლედ რომ ვთქვათ,
ადამიანებს შეუძლიათ, სახელმწიფოს გარეშეც მოახდინონ საერთო ინტერესების
თვითორგანიზება. როგორც ლოკი იტყოდა, ,, ჯერ სამოქალაქო საზოგადოება
ყალიბდება და შემდეგ ის ქმნის სახელმწიფო ინსტიტუტებს“ ( ჯონ
ლოკი,2019,207).

ტექსტში ასევე საუბარია საზოგადოებრივი ხელშეკრულების აუცილებლობაზე.


შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელის მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლისა
და საკუთრების დაცვაში გამოიხატება. როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანები
სახელმწიფოს შექმნამდე ,,ბუნებრივ მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ და ყველა
პირადი სურვილებისამებრ მოქმედებდა, რაც შემდგომში ,,ყველას ომს, ყველას
წინააღმდეგ“ იწვევდა. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა
საზოგადოებრივი ხელსეკრულება, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანები
ვალდებული გახდნენ დაეთმოთ პირადი სურვილების გარკვეული ნაწილი და
ძალაუფლება ,,სახელმწიფოში“ გააეერთიანებინათ, რომელიც თავის მხრივ,
ვალდებულებას კისრულობდა დაეცვა თითოეული მოქალაქის ინტერესები
სამართლებრივ დონეზე. ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომეს ხელშეკრულება არის
წინაპირობა, რაც სამომავლოდ გახდება მშვიდობის გარანტი. კი, მართალია,
ადამიანებმა უარი თქვეს დამნაშავის დასჯაზე, მაგრამ ეს ფუნქცია ფაქტობრივად
ისე შეითვისა სახელმწიფომ, რომ მოქალაქეებს მიეცათ საშუალება დაეცვათ
როგორც სიცოცხლე, ისე პირადი საკუთრება. ასევე, უნდა დავძინო ისიც, რომ
სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია ხალხის კეთილდღეობისა და
უზრუნველყოფისათვის. ვფიქრობ, სწორედ ეს უკანასკნელია ,, საზოგადოებრივი
ხელშეკრულების“ მთავარი არსი. აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ
არის, თუ რატომ სურთ ადამიანებს, რომ შექმნან სახელმწიფო და, თუ რა უდევს
ამას საფუძვლად, უკვე ხაზგასმით აღვნიშნე. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი
ხელშეკრულების აუცილებლობა მართლაც არსებობს. ძალადობას სწრაფად და
სამართლიანად სხვა ვერაფერი გაანადგურებს, თუ არა სახელმწიფო, ძალა,
რომელიც სპობს არაკანონიერ ქმედებას. მასში არსებული კანონების მიხედვით
ომის მდგომარეობას გაგრძელება არ უწერია.

რაც შეეხება მეფეთა საღვთო უფლების კრიტიკას, ლოკს ჰობსისაგან


განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ლოკი
პოლიტიკურ წესრიგს აფუძვნებს ადამიანის ბუნებით უფლებებზე. როგორც წესი,
მეფეთა ძალაუფლება უფლისგან არის ნაბოძები და, როგორც, მაგალითად, ოჯახს
ესაჭიროება უფროსი, სწორედ ისე სჭირდება ხალხს მეფე (მამა), რომელიც სულ
დაიცავს მას, მაგრამ ჯონ ლოკი ხაზგასმით საუბრობს იმ საკითხზე, რომ მამას
მხოლოდ მანამ აქვს სრულყოფილი უფლება საკუთარ შვილებზე, სანამ ისინი
სრულწლოვნები გახდებიან. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ მთავრობას ვერ
ექნება სრულყოფილი დამოკიდებულება და ურთიერთობა ზრდასრულ
ქვეშევრდომებთან. მაშასადამე, ჯონ ლოკისთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ
პოლიტიკური ძალაუფლების გამიჯვნა თავიდანვე მოხდეს სხვა
ძალაუფლებებისაგან.

ამრიგად, ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია,


თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჯონ ლოკის ნამუშევრებს ცოდნისა და
ლიბერალური პოლიტიკის განვითარებისათვის.
ბიბლიოგრაფია

1. ჯონ ლოკი.2019. ,,მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“. შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა.თბილისი.

You might also like