You are on page 1of 3

ცოტნე ზარანდია

თომას ჰობსი
სახელმწიფო და მისი არსებობა უამრავი ასპექტისაგან შედგება, ამაზე
შეგვიძლია ულევი ინფორმაცია მივიღოთ სხვადასხვა წყაროებიდან, უამრავ
მეცნიერს თუ საზოგადო მოღვაწეს აქვს თავისი აზრი დაფიქსირებული ამ
ყველაფრის შესახებ, ერთ-ერთი მათგანი კი თომას ჰობსია.
ჰობსი ლევიათანში ამ ყველაფერზე ამომწურავად პასუხობს, ეხება
სახელმწიფოს გარშემო არსებულ ყველა თემას, იგი ყურადღებას ამახვილებს
ბუნებით მდგომარეობაზე და ზოგადად მის განმარტებაზე. რა არის ბუნებითი
მდგომარეობა?! ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი არ არის შეზღუდული
არაფერში, მას შეუძლია გააკეთოს რაც მოესურვება , იქნება ეს კარგი თუ ცუდი.
ბუნებით მდგომარეობაში პრაქტიკულად ყველა ადამიანი არის თანაბარი,
თანასწორი. მაგრამ ამ უსაზღვრო თავისუფლებასაც აქვს თავისი უარყოფითი
მხარეები, მაგალითად ის , რომ მას ფაქტობრივად არ შეუძლია გააჩნდეს კერძო
საკუთრება, რადგან მისი ქონის შემთხვევაში მოუწევს მუდამ დაცვა, იქიდან
გამომდინარე რომ ნებისმიერ პიროვნებას შეეძლება მისი დაუფლება, ეს
ყოველივე კი იმას ნიშნავს , რომ ბუნებითი მდგომარეობაში ადამიანი იმყოფება
ომის მდგომარეობაში.
რაც შეეხება კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს ბუნებით მდგომარეობაში ის
ხშირია, ამის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა ადამიანებისადმი უნდობლობა,
რადგან არაფერია ისეთი, რაც პიროვნების უარყოფით ქცევას შეზღუდავს. თუმცა
კონფლიქტი სამ ძირითად წყაროდ იყოფა ეს არის შეჯიბრი, შიში და
პატივმოყვარეობა , ეს ყოველივე კი ადამიანს არცისე კარგი ზრახვებისაკენ
უბიძგებს. პირველ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს საზოგადოებაში, სოციუმში
დამკვიდრდეს და მოიხვეჭოს სახელი და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს
ძალადური თუ ჰუმანური მეთოდებით იგი ყველაფერზეა წამსვლელი ქონებისა და
სახელის მოსახვეჭად. მეორე ეს არის შიში, თავდაცვა ჩემი აზრით ეს საკმაოდ
ბუნებრივი ქმედებაა ასეთ ვითარებაში, რადგან არავინ ითვლება სანდო
პიროვნებად. მესამე ეს არის ისეთი ცხოვრებისეული წვრილმანები როგორიცაა
ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან გადმოცემული ემოციები და გრძნობები,
რომელიც უშუალოდ პიროვნებისადმი იქნება მიმართული.
ვითარებაში სადაც ადამიანებს არ ჰყავთ წინამძღოლი, ლიდერი და არ აქვთ
საერთო ძალაუფლება ისინი ომად წოდებულ ვითარებაში არიან, სწორედ ამას
ეწოდება „ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ“ “ (თომას ჰობსი 2107,
187),რაც არ მოიაზრებს მათ შორის მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებას, ეს არის
მომენტი როდესაც ადამიანები დაყოფილები არიან, შეიძლება არ ითვლებიან
ერთმანეთის პირდაპირ მტრემად მაგრამ მათ შორის დაპირისპირება მაინც
მიმდინარეობს და ეს არ ეხება ერთ და ორ პიროვნებას, ეს დაპირისპირება არის
ყველა იმ ადამიანს შორის ვინც ბუნებით მდგომარეობაშუ იმყოფება. ისინი მზად
არიან ომისათვის, თითქოს მის მოლოდინშიც კი არიან რადგან ამ დროს მისგან
დაცული არავინ არის. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული რომ ადამიანს არ
გააჩნია უსაფრთხოების არანაირი გარანტია. მისი ერთადერთი დაცვის საშუალება
ის ძალაა რომელიც თვითონ პიროვნებას გააჩნია, მას ასევე შეიძლება წაადგეს
ინტელექტი გამჭრიახობა და გამოცდილება თუმცა ეს მისი სრული დაცვის
გარანტია ვერ გახდება
ადამიანს ასეთ მდგომარეობაშიც კი გააჩნია თავისი წეს-კანონები ერთ-ერთი კი
არის „ბუნებითი უფლება“ ეს მოიაზრებს, იმას რომ მას აქვს უფლება გამოიყენოს
საკთარი შესაძლებლობები თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისე როგორც
მოესურვება და საჭიროდ ჩათვლის. ამასთან ერთად კი პიროვნებას გააჩნია
ბუნებითი კანონი რაც ადამიანს ავალდებულებს გააკეთოს ყველაფერი მისი
სიცოცხლის დასაცავად და უკრძალავს მას განიზრახოს რაიმე მისი სიცოცხლის
დაცვის საწინააღმდეგოდ. აუცილებელია ამ ორს შორის განსხვავება ვიცოდეთ
რადგან უფლება არის ადამიანის თავისუფალი ნება გააკეთოს რაღაც, კანონი კი
ადამიანს ავალდებულებს კონკრეტულ რაღაცაში. ჰობსი კი ამ ყველაფერს
ხაზგასმით გვამცნობს.
ასეთ ვითარებაში კი აუცილებელი ხდება სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
გამოსავლად კი ადამიანებს საზოგადოებრივი ხელშეკრულება ევლინებათ , ამით
ისინი გადადიან სახელმწიფო მდგომარეობაში, რომელიც შემდგომში მათ
უსაფრთხოებას უზრუნველყობს. რათქმაუნდა ამით ისინი კარგავენ სხვაზე
თავდასხმის უფლებას , თუმცა ხელთ იგდებენ მათი პიროვნებისა და ოჯახის
უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხელშეკრულება იდება პიროვნებებს შორის ,
ხელშეკრულების დადებისას უფლებას გადასცემენ სუვერენს. ხელშეკრულების
ორივე მხარის წარმომადგენელს აკისრია თავისი ვალდებულება. სუვერენის
შემთხვევაში იგი ვალდებულია დაიცვას ხალხი და მათ შორის სამართლიანობა,
ასევე პასუხისმგებელია არამარტო საშინაო, არამედ საგარეო საკითხებზეც .
ხელშეკრულების მეორე მხარეს მყოფები კი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ
სუვერენს და არ დაარღვიონ ხელშეკრულება. არ შემიძლია არ ვახსენო
უმცირესობა რომელსაც შეიძლება არ სდომოდა სუვერენისთვის ძალაუფლების
გადაცემა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ისიც ვალდებულია დაემორჩილოს
სუვერენს და ისარგებლოს იგივე უფლებებით რითიც სარგებლობს უმრავლესობა.
ვინ არის თვითონ სუვერენი?! ამ კითხვაზე თვითონ ჰობსი ძალიან მარტივი და
გასაგები ენით გვპასუხობს, კონკრეტულ შემთხვევაში ჰობსი სუვერენში მოიაზრებს
სახელმწიფოს რომელსაც რამდენიმე ადამიანი აერთიანებს. მას შეუძლია ყველა
მისი ქვეშევდომის მართვა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა
მშვიდობის, სამართლიანობისა და ერთიანობის, ამ ყველაფრის უფლემას კი
თვითონ ადამიანები აძლევენ თავისივე საკეთილდღეოდ.

„რაკი იმას, ვისაც სუვერენად აქცევენ, ყველას პიროვნების მატარევლად ყოფნის


უფლება მიცემული აქვს მხოლოდ ხალხის ერთმანეთთან, და არა მასთან,
ხელშეკრულებით“ და ძალაუფლება რომელიც გადაეცა, თვითონ ადამიანების
ნებით მოხდა აქედან გამომდინარე სუვერენი ფიზიკურად ვერ იქნება
ხელშეკრულების დამრღვევი. ჰობსის თქმით ბუნებით მდგომარეობას, ცუდი
სახელმწიფო ჯობს, მისი არჩევის შემდეგ კი მის ქვეშევდომებს არ შეუძლიათ
განთავისუფლება სუვერენის მისი ნებით წასვლის გარეშე.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. თომას ჰობსი. „ლევითანი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 170-
198. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like