You are on page 1of 3

სახელმწიფოს წარმოშობა: ბუნებითი მდგომარეობიდან საზოგადოებრივ

ხელშეკრულებამდე, ჰობსის მიხედვით


თომას ჰობსი წიგნში ,,ლევიათანი“ აღწერს ადამიანის ბუნებით მდგომარეობას.
ბუნებითი მდგომარეობა ისეთი მდგომარეობაა, სადაც ადამიანები არ არიან
შეზღუდულნი, არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს კანონები, ადამიანები
აკეთებენ იმას, რაც სურთ და არ ენდობიან ერთმანეთს. ჰობსის მიხედვით, ბუნებამ
ადმაიანები ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მხრივ თასანსწორნი
შექმნა . არ აქვს მნიშვნელობა ადამიენების გონებაგახსნილობას და ღონიერებას,
ინდივიდები მაინც თანაბარ შესაძლებლობებს ფლობენ. ,,სხეულის ძალა რომ
ავიღოთ, ის ყველაზე სუსტსაც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ყველაზე ღონიერი
მოკლას, თუკი რაიმე ფარულ ხრიკს მიმართავს ან იმას შეეკვრება, ვისაც ეს ღონიერი
ადამიანი აგრეთვე საფრთხეს უქმნის“ (თომას ჰობსი 2014, 248 თავი XIII). ეს ის
მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები მხოლოდ ესწრაფვიან დაიმორჩილონ და
გაანადგურონ სხვა, მაგრამ შედეგი მხოლოდ ერთია. როდესაც ადამიანი სხვას
წაართმევს თავისი შრომით მონაპოვარს, ყოველთვის უნდა ელოდოს, რომ მასაც
ზუსტად იგივე მოელის. ასეთ მდგომარეობაში კი მოაზროვნე ადამიანს ვერ ექნება
დაცულობის შეგრძნება . უნარების თანასწორობიდან მიზნების მიღწევის თანაბარი
იმედიც გამომდინარეობს .როდესაც ადამიანები ბუნებით მდგომარეობაში მიზნის
მიღწევას ცდილობენ, ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ თუ არ შეებრძოლნენ იმას, ვისაც
ზუსტად იგივე რამ სურს, არ დაიმორჩილეს და გაანადგურეს იგი. ჰობსის აზრით,
საღად მოაზროვნე ადამიანი მუდამ შეეცდება, რომ იქმადე დაიმორჩილოს სხვები,
სანამ დამმუქრებელი აღარავინ დარჩება. ადამიანებში თანასწორობის დანახვას ხელს
უშლის ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ აღიქვან სხვა განათლებულ და
მჭევრმეტყველად, მაგრამ ძალიან ძნელია დაიჯერონ ის, რომ სხვა ბევრი მათნაირია,
რადგან, მაგალითად, როდესაც რამეს ჩვენი შრომით ვქმნით, ვფიქრობთ,
რომ ,,შედევრი“ შევქმენით, მაშინ როცა ჩვენი ნაშრომი სხვისი გადმოსახედიდან
სულაც არ იმსახურებს მსგავს შეფასებას.ასევე, ბუნებით მდგომარეობაში არ კმარა ის,
რომ ადამიანი მხოლოდ თავდაცვას დასჯერდეს, რადგან, ჰობსი ამბობდა: ,, ის
ხალხიც, ვინც თავად მზადაა მშვიდად იცხოვროს გარკვეული საზღვრების შიგნით
და არ სურს, სხვისი დამორჩილებით გაიფართოოს ძალაუფლება, დიდხანს ვერ
გაიტანს თავს, თუ მხოლოდ თავდაცვას დასჯერდება“. (თომას ჰობსი 2014,249 თავი
XIII)

ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი საკუთარ უსაფრთხოებაზე მუდმივად ფიქრობს


და ნებისმიერ გზას ეძებს, რომ დაიცვას თავი. ეს კი მისი ბუნებითი უფლებაა. ასეთ
პირობებში არავინ შრომობს, რადგან როგორც ჰობსი იტყოდა ადამიანების ცხოვრება
ეული, მწარე და ცხოველურია. მისი აზრით, სადაც არ არის ხელისუფლება იქ ვერ
იქნება კანონი და სადაც კანონი არაა, იქ ვერ იქნება უსამართლობა. ამ
მდგომარეობაში ვერ იარსებს საკუთრება, ვერც რაიმეს უფლება . ბუნებითი უფლება
გულისხმობს ადამიანის თავისუფლებას გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე, როგორც
თავად სურს. როგორც ჰობსი იტყოდა კაცის მდგომარეობა არის ომი ყველასი ყველა
სხვას წინააღმდეგ და ამ მდგომარეობაში ყველას ყველაფრის უფლება აქვს. ბუნებითი
უფლებები საშუალებას გვაძლევს, რომ თავის დაცვისთვის ნებისმიერი გზა
გამოვიყენოთ. ,,რადგან არაფერია ისეთი რისი უფლებაც ადამიანს ბუნებით არა
აქვს.“ (თომას ჰობსი, 2014, 256) არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამინები თმობენ
თავიანთ უფლებებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ძირითადად თავიანთი
კეთილდღეობისთვის იღებენ. როდესაც ადამიანი თავის უფლებას თმობს, იგი უარს
ამბობს თავისუფლებაზე. უფლების დათმობის ორი გზა არსებობს. პირველია ხელის
აღება, როდესაც ადამიანს არ აინტერესებს ვინ ისარგებლებს მისი უფლების
დათმობით და მეორე-გადაცემა, როდესაც ადამიანი თავის უფლებას გამიზნულად
კონკრეტულ ადამიანს უძღვნის. როდესაც ადამიანი ამა თუ იმ გზით უარს იტყვის
თავის უფლებაზე, ვალდებულია, რომ ეს გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს.ადამიანმა
უნდა გაიაზროს თავისი ვალდებულება ,, რადგან არაფერია უფრო ადვილი გასატეხი,
ვიდრე კაცის სიტყვა“ (თომას ჰობსი, 2014 256 თავიXIV)

ადამიანებს ბუნებით მდგომარეობაში არ აქვთ საერთო ძალაუფლება, რომ


დაემორჩილონ რომელიმე ერთ ძალას, არიან ომის პირობებში. ბუნებითი
მდგომარეობა არ არის სახარბიელო საზოგადოებისთვის, რადგან სწორედ ბუნება
უბიძგებს მათ ერთმანეთის განადგურებისკენ. უნდა არსებობდეს ძალაუფლება, რომ
ყველა ადამიანი სრული უფლებით სარგებლობდეს. ამისთვის ყველა ადამიანმა
თავისი უფლება უნდა გადასცეს ერთ ადამიანს ან საკრებულოს მშვიდობისა და
უსაფრთხოებისთვის. ამრიგად გაერთიანებული სიმრავლე გარდაიქმნება
სახელმწიფოდ და იქმნება ,,ლევიათანი“. უფლებების საზოგადოების ერთი
ნაწილიდან მეორეზე გადაცემას ხელშეკრულებას უწოდებენ. ამ დროს ორივე მხარე
თანმხმდება რომ შეასრულონ თავისი მოვალეობები. სახელმწიფო დაწესებულებად
მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ ადამიანები ხელშეკრულებას დადებენ ერთმანეთთან
და შეთანხმდებიან, რომ ვინც არ უნდა იყოს უმრავლესობის მიერ არჩეული
წინამძღოლი, უნდა დაემორჩლონ მას. ეს ყველაფერი კი მშვიდობისა და
უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. არჩეულმა სუვერენმა უნდა დაამკვიდროს
„მაიძულებელი ძალა“, რომ დაემორჩილონ საყოველთაოდ მიღებულ
ხელშეკრულებას.უნდა დაარეგულიროს ხალხის უფლებები და მოვალეობები ისე,
რომ ადამიანებმა არ დაარღვიონ ხელშეკრულება. როდესაც ადამიანები დებენ
ხელშეკრულებას, ისინი უარს ამბობენ ბუნებით მდგომარეობაზე იმის სანაცვლოდ,
რომ მიიღონ მშვიდობა და უსაფრთხოება. შეთანხმებით შექმნილი სახელმწიფო
გვესახება, როგორც უსაფრთხოების გარანტია. რადგან როგორც ჰობსი იტყოდა საღად
მოაზროვნე ადამინისთვის მშვიდობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და
მომგებიანია. ხელშეკრულების შემდეგ თითოეული მოქალაქე ვალდებული ხდება
დაემორჩილოს გარკვეულ კანონებს, დათმოს თავისი უფლებების რაღაც ნაწილი,
რათა მიიღოს მშვიდობა. შესაბამისად, ხელშეკრულება არის წინაპირობა იმისა, რომ
არ არსებობდეს ბუნებითი მდგომარეობა.

ბიბლიოგრაფია
ჰობსი, თომას. ,,ლევიათანი’’. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I. 185-198.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017.

You might also like