You are on page 1of 3

თეკლა ტრაპაიძე

ჯონ ლოკი - როგორ და რატომ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება

ადამიანს ბუნებრივ მდგომარეობაში გააჩნია თავისუფალი ნება, და, გარდა ამისა,


სხვისი თანასწორია. ლოკისთვის თავისუფლებას ჰობსისგან განსხვავებით სხვა
მნიშვნელობა აქვს. ის თვლის, რომ ადამიანს აქვს არჩევანი, თუმცა ვალდებულია
გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ბუნებრივ მდგომარეობაში პიროვნებას
სრული თავისუფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, თუმცა ბუნებითი კანონების
საზღვრებში. ეს გამოწვეულია იმითი, რომ ამ დროს ინდივიდი თავისუფალია, თუმცა
არა თვითნებური, რადგან ვალდებულია უყვარდეს და უფრთხილდებოდეს სხვას.
შემოქმედმა თითოეულს განურჩევლად მიანიჭა გარკვეული უპირატესობანი და
„ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული“(ლოკი. 247. 2014). შესაბამისად
ბუნებით დგომარეობაში ყველა თანასწორია და არავის აქვს უფლება ერთი მეორეზე
მაღლა იდგეს. ეს არის „ბუნებითი თანასწორობა“, რის გამოც ინდივიდი ვალდებულია
„მოიქცეს ისე, როგორც უნდა, რომ მას მოექცნენ“. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის
მოვალეობები, რომლებიც თითოეულ თავისუფალ ადამიანს ეკისრება. ეს
გამომდინარეობს იქიდან, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ინდივიდს შეუძლია
განსაჯოს საკუთარი გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად და განაგოს გონება,
თუმცა მას არ აქვს უფლება გაანადგუროს საკუთარი თავი და ქონება. ლოკისთვის კი,
რადგან ყველა თანასწორია, „თანასწორ საგანთა დასანახად საჭიროა, მათ ყველანი
ერთიანი საზომით ვუდგებოდეთ“(ლოკი. 248. 2014). ამ კანონწომიერების დასაცავად
არის საჭირო სახელმწიფოს შედგენა, რათა ადამიანთა ბუნებუვუ უფლებები დაცული
იყოს. თუმცა ავტორისთვის სახელმწიფო შეიძლება ითქვას, რომ არაა. ეს ადამიანთა
შორის დადებული ხელშეკრულებაა, რათა სრულიად და არა ნაწილობრივ იყოს
დაცული ადამიანის უფლებები.

ბუნებითი კანონის შესრულება თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. ლოკისთვის


ბუნებითი კანონი სიცოცხლის საკუთრების და თავისუფლების ერთ დონეზე
დაყენებაა. ეს უფრო ანადგურებს შიშს, მაგრამ, ვთვლი, რომ მშვიდობას უშლის ხელს,
რადგან ბუნებითი კანონის მიხედვით ნებისმერს აქვს უფლება სასჯელი მიუყენოს
დამრღვევს. მაგრამ მას არ შეუძლია გულფიცხად და თვითნებურად მიაყენოს ზიანი
დამნაშავეს, მხოლოდ აზღვევინოს ზარალის შესაბამისად, ანაზღაურებისა და
შეკავებისთვის. ლოკისთვის ბუნებრივი კანონი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
ვინაიდან ყველა თანასწორია ნებისმიერს შეუძლია დასაჯოს კანონდამრღვევი
მხოლოდ ცივი გონებით. არ არის აუცილებელი, ერთმა პრივილეგილებურმა
„სუვერენმა“ ითავოს ეს. კანონდამრღვევი როდესაც უხვევს ბუნებრივი
მდგომარეობიდან და ღალატობს ადამიანურ პრინციპებს, მაშინ აყენებს ის სხვას
ზიანს.

ბუნებითი მდგომარეობიდან ომით მდგომარეობამდე გადასვლა ძალიან მარტივია


ადამიანისთვის. როდესაც ერთი ინდივიდი აგრესორად ევლინება, დაზარალებული
არაა დაცული, რომ მაგალითად ფულის გარდა ის სხვა რამის წართმევასაც არ
შეეცდებოდა. შესაბამისად კანონის გამოყენებით, ეძლევა ინდივიდს უფლება ომისა
მოძალადის წინააღმდეგ. განზრახ ძალის გამოყენება ქმნის ომის მდგომარეობას.
შესაძლოა, რომ კანონდამრღვევმა მსხვერპლს სიცოცხლე წაართვას. შედეგად კი
დაზარალებულს ვეღარ ექნება შესაძლებლობა პასუხი აგებინოს მას. სწორედ ამიტომ
თვლის ლოკი, რომ უნდა შეიქნმას ხელშეკრულება, რომელიც სრულიად
სამართლიანი იქნება. ბუნებრივი მდგომარეობიდან და თანასწორობიდან
გამომდინარეობს ის, რომ ნებისმიერს შეუძლია აზღვევინოს კანონდამრღვევს. გარდა
ამისა, სახელმწიფოს არარსებობის შემთხვევაში ალტერნატივა ძალიან მცირეა,
ძირითადად დამნაშავე კვდება, რადგან სასჯელი იყოს სამართლიანი, ქურდობა და
ძალადობა ხომ ნებისმიერი საზოგადოების წევრს უქმნის საფრთხეს.

საზოგადოება მუდმივად ომშია და სახელმწიფოს გარეშე არ იარსებებს სრულყოფილი


სამართალი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ბუნებრივ მდგომარეობაში შეუძლია
თავდაცვა და დამნაშავისთვის სასჯელის დაკისრება, სახელმწიფო ამისთვის უფრო
ეფექტურია. შესაბამისად იდება ხელშეკრულება, ხალხსა და სახეელმწიფოს შორის.
ინდივიდი თმობს უფლებას თავად განსაჯოს და დასაჯოს აგრესორი და სახელმწიფო
ვალდებულია უზრუნველყოს ის თავისუფლების, სიცოცხლის და საკუთრების
დაცვით. ლოკიც სახელმწიფოს ფუნქციას ომის აღკვეთაში ხედავს. მიუხედავად იმისა,
რომ ხანდახან თავდაცვის მიზნით შესაძლოა ინდივიდს სასამართლოზე უფრო ადრე
მოუხდეს კანონდამრღვევის დასჯა, სახელმწიფოს აქვს რესურსები, რომ ომის
მდგომარეობა სწრაფად და საფუძლიანად აღმოხფვრას.

სახელმწიფო ზღუდავს ადამიანს, თუმცა ეს თავიდანვეა მისი გადაწყვეტილება.


შესაბამისად ადამიანები სრულიად თავისუფლებას არ გადასცემენ სახელმწიფოს,
ისინი ერთ კონკრეტულ უფლებაზე ამბობენ უარს. გარდა ამისა, თავისუფლება არ
გულისხმობს თვითნებობას, შესაბამისად ინდივის კვავ რჩება გარკვეული ნება,
მუდმივი საშუალება გადაწყვეტილების მირებისა და აზროვნებისა. სახელმწიფო
შეიმუშავებს კანონს, რომელიც დგას ინდივითთა სუბიექტურ აზრზე მაღლა. კანონის
ძირითადი მიზანი კვლავ სამართლიანობის აღდგენაა. ვინც დაარღვევს მას, ანუ
საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს, ისჯება. მთავარი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი, ზუსტად ისეა
ვალდებული კანონის წინაშე, როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრი. კანონის
შექმნით, და სახელმწიფოსთვის დამნაშავის დასჯის უფლების გადაცემით, ინდივიდი
თავს ვერ არიდებს ბუნებრივი კანონის დაცვას. ინდივიდმა კვლავ უნდა იმოქმედოს
გონებით, საკუთარი და სხვისი კეთილდღეობის მიზნით და არა თვითნებურად და
ძალადობრივად. კანონი უფრო მეტად უბიძგებს ადამიანს, რომ არ ჩაიდინოს
დანაშაული, რადგან ამას მხოლოდ სხვისი უბედურება კი არა, საკუთარიც მოყვება. ეს
ბადებს შიშს და თვითნებურად მოქცევა აღარ უღირს ადამიანს.

You might also like