You are on page 1of 2

ნინო ტაბატაძე

ჯონ სტიუარტ მილი თავის ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“ საუბრობს უტილიტარიზმის


აზრზე. იგი გადმოსცემს და აჯამებს ბენთემის ხედვებს უტილიტარისტული ეპოქის შესახებ
და ასევე გარკვეული ცვლილებები შეაქვს მასში. უტილიტარიზმი ემყარება იდეას ზნეობის
მთავარი სტანდატის შესახებ. საზოგადოების სიკეთის თუ სიავის მთავარი საზომი არის
ცალკეული ქმედებების შეფასება რამდენად უწყობს ხელს კაცობრიობის ჯამური ბედნიერების
ზრდას. „მაქსიმალური ბედნიერება მაქსიმალურად მედი ადამიანისთვის“ ეს იყო ბენთემის
ხედვა, მისი აზრით ბედნიერება იყო ნაკლები ტკივილი და მეტი სიამოვნება. სწორედ
ბედნიერების განმარტებას განიხილავს მილი. მილს შემოაქვს თავისებური განსხვავება
სიამოვნებათა არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისებრივი თვალსაზრისით. ის
ლაპარაკობს, რომ სიამოვნებები სხვადასხვანაირია.

მილი ასევე საუბრობს თავისუფლების შესახებ. იგი გამოყოფს რამდენიმე სახის


თავისუფლებას. ცენტრალური, რომელსაც ცალ-ცალკე აქვს ორგანიზებული თავისუფლების ამ
სახეებისთვის თავისი არგუმენტები, ყველაზე ვრცელი თავის არის სწორედ მეორე - აზრისა და
შეხედულების თავისუფლება. მილის თვალსაზრისით , აზრისა და შეხედულების საკითხში
ნებისმიერი სახის შეზღუდვა არის დაუშვებელი. ვერანაირ შეზღუდვას ვერ გავამართლებთ იქ,
სადაც საქმე ეხება ადამიანის რწმენებს, შეხედულებებს, იმას თუ რას დაიჯერებს ადამიანი და
რას არ დაიჯერებს. მიუხედავად მისა მილის აზრით, ადამიანის ქმედებებებში დასაშვებია და
საჭიროა შეზღუდვებიც. საზოგადოებამ, სახელმწიფომ თუ სხვა ადამიანებმა ადამიანი უნდა
შეზღუდუნ იმდენად და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მისი ქმედებები სხვა
ადამიანებისათვის არის ვნების მომტანი და სხვა ადამიანისავე ანალოგიურ თავისუფლებას
ხელყოფს. მისი აზრით მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამაღთლებული თავისუფლების
შემზღუდველი ფაქტორი. ერთადერთი მაშინ არის, როცა ის სხვას ვნებს რამეს და არა მაშინ,
როცა თავის თავს ვნებს.

იმანუელ კანტის წერილი „პასუხი კითხვაზე- რა არის განმანათლებლობა“ შეიცავს ყველაზე


ზუსტ განმარტებს იმისა თუ რა არის განმანათლებლობა და ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც
თავისუფლების მნიშვნელობაც. ეს არ გულისხმობს უმაღლესი განათლების ქონას, ეს კანტის
განმარტებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მხრიდან გონების ჩართვა, ლოგიკის
გამოყენებით საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი. „sapere aude- გაბედე საკუთარი განსჯის
გამოყენება“(იმანუელ კანტი2017, 322). განმანათლებლობა ეს არის ადამიანის გამოსხვლა
უმწიფრობიდან, რომელიც მისივე სიარმაცის ბრალია. იგი აღწერს ადამიანის უნარს, რომ
გააჩნდეს თავის უფლება, იგი არ მოითხოვს განათლებას ყველა სფეროში, უბრალოდ უნდა
ქონდეს აზრის გამოტანის და დაფიქსირების უნარი. ის ამბობს, განმანათლებლობა არის
გამოსვლა იმ მდგომარეობიდან, როდესაც ადამიანს არ შეუძლია, თავისი გონება თვითონ
მოიხმაროს.

მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაშრომში აკრიტიკებს მემკვიდრეობით მიღებულ


პრივილეგიებს. მისი აზით ქალებმა მემკვიდრეობით მიიღეს „ბუნების უპირველესი ნაკლი“
იყვნენ სუსტი სქესის წარმომადგენლები. საზოგადოების აზრით, ქალების ერთადერთი
საქმიანობა არის სიამოვნება. მათი მემკვიდრეობა სილამაზე და ამით მაათ უარი თქვეს
ბუნებრივ უფლებებზე. მერი ამბობს რომ ქალებმა წუთიერი დედოფლობა არჩიეს განათლებასა
და ცხოვრებისეულ საქმიანობას. „ვწუხვარ, რომ ქალების სისტემურ დაკნინებას იწვევს ის
ტრივიალური ყურადღება, რომლის გამოაშკარავება მამაკაცებს მამაკაცურ საქციელად
მიაჩნიათ: სინამდვილეში ამით მამაკაცები ვერაგულად აძლიერებენ საკუთარ უპირატესობას“
( მერი უოლსტონკრაფტი 2017, 257). განმანათლებლობის იდეას, მერი უოლსტოუნკრაფტის
მსგავსად, ეწინააღმდეგება ჯონ სტიუარტ მილიც საკუთარ ნაშრომში „ქალის
დაქვემდებარებულობა.“ მისი აზრით, განმანათლებლობის იდეამ გონებაზე დაფუძნებული
საზოგადოების შესახებ, საფუძველი გამოაცალა ქალის ჩამორჩენილობას. სოციალური წნეხის
და ცუდი განათლების გამო ქალები მართლაც ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ
საზოგადოების მიერ შექმნილი ჩარჩოების შედეგია რომელიც მემკვიდრეობით დაყვება
ქალებს.

You might also like