You are on page 1of 75

მიკროეკონომიკის კონსპექტი 1-14თემა

რიდერი 1 – 1
რიდერი 1- 2 .
(სიუზი ელოიან)

ეკონომიკა - ეკონომიკა შეისწავლის იმას , თუ როგორ იყენებენ ადამიანები


შეზღუდულ რესურსებს .

შეზღუდულობა - არის მდგომარეობა , როდესაც ადამიანების ხელთ


არსებული რესურსები ლიმიტირებულია .

არჩევანი - შეზღუდულობა ყოველთვის აიძულებს ადამიანს გააკეთოს


არჩევანი ერთ საგანზე , მეორე საგნის სანაცვლოდ .

ეკონომიკური გარიგებაა , როცა ადამიანები ერთმანეთში ცვლიან ამა თუ


იმ პროდუქტს , ეკონომიკური გარიგება ხორციელდება ბაზარზე .

ფინანსური კრიზისი - ფინანსური კრიზისი ართულებს ცხოვრებას , მას


მოაქვს უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის , ამ დროს ხდება ეკონომიკის
ვარდა და იზრდება უმუშევრობა .

ალტერნატიული დანახარჯი - არის ის , რაც უნდა დავთმოთ რაიმე


ნივთის ფლობის სანაცვლოდ .

სპეციალიზაცია, შრომის დანაწილება და შედარებითი უპირატესობა -


ეკონომიკური გარიგებები იძლევა სპეციალიზაციის შესაძლებლობას.

სპეციალიზაცია გულისხმობს, რომ ადამიანები აკეთებენ იმ საქმეს,


(სპეციალიზდებიან იმ საქმის კეთებაში) რომელიც მათ უკეთ გამოსდით.

შრომის დანაწილება - ვლინდება მაშინ , როდესაც ზოგიერთი


დასაქმებული სპეციალიზირდება ერთ ამოცანაზე , ხოლო სხვები სხვა
ამოცანებზე .
შედარებითი უპირატესობაა , როდესაც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ამ
საქონლის წარმოება შეუძლია სხვა ადამიანებთან შედარებით ნაკლები
ალტერნატიული დანახარჯით.
საერთაშორისო ვაჭრობა - ხდება მაშინ , როცა ვაჭრობა მიმდინარეობს
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შორის .

ზრდადი ალტერნატიული დანახარჯი - როცა ყოველი დამატებითი x


ნივთის წარმოება ამცირებს სხვა y ნივთის წარმოებას .

საწარმო შესაძლებლობათა მრუდი - საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი


კოორდინატთა სათავის მიმართ ამოზნექილია, რადგან ალტერნატიული
დანახარჯები ზრდადია.

რეალოკაცია-გადანაწილება (როცა ორივე მხარეს მდგომარეობა


უმჯობესდება).

წარმოების არაეფექტიანი, ეფექტიანი და მიუღწეველი დონეები - საწარმო


შესაძლებლობათა მრუდი გვიჩვენებს წარმოების ეფექტიანობას, მრუდის
შიგნით მდებარე წერტილები არაეფექტიანია, მრუდზე მდებარე
წერტილები ეფექტიანი, ხოლო მრუდის გარეთ მდებარე წერტილები
(წერტილი) მიუღწეველია.

საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის გადაადგილებები- ის შესაძლოა


გადაადგილდეს, როგორც შიდა ასევე გარე მიმართულებით, გარე
მიმართულებით გადაადგილება ნიშნავს რომ ის წერტილები რომლებიც
აქამდე მიუღწეველი იყო ახლა მიღწევადია, ეს იწვევს ეკონომიკის ზრდას.

ეკონომიკიკური სისტემებია : საბაზრო ეკონომიკური სისტემა და


მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემა (გეგმიური
ეკონომიკა) თავისუფალი ფასწარმოქმნა საბაზრო ეკონომიკის არსებითი
მახასიათებელია. ამის საპირისპიროდ, მბრძანებლურ-ადმინისტრაციულ
ეკონომიკურ სისტემაში პროდუქტების უმრავლესობაზე ფასები წესდება
მთავრობის მიერ, რაც ეკონომიკაში არაეფექტიანობას იწვევს.

საკუთრების უფლება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში


იქონიონ, იყიდონ ან გაყიდონ მათ ხელთ არსებული ქონება.
მთავრობის როლი - საბაზრო ეკონომიკაში მთავრობა უზრუნველყოფს
თავდაცვისა და საპოლიციო მომსახურებას. მთავრობა ასევე აკანონებს
საკუთრების უფლებებს,მთავრობას შეუძლია ბაზარზე მდგომარეობის
გაუმჯობესებაც და გაუარესებაც , თუ მთავრობის ჩარევით ბაზარზე
მდგომარეობა გაუარესდება ამას მთავრობის ჩავარდნა ეწოდება .
ტრანზაქციული ხარჯების- მაგალითია ბაზარზე მყიდველისა და
გამყიდველისათვის ერთმანეთის მოძებნასთან და მათ შორის
შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებული დროის და სხვა რესურსების
ხარჯები. თუკი ბაზარზე ტრანზაქციული ხარჯები მაღალია, გარიგებები
უფრო ხშირად ხორციელდება ფირმის შიგნით.

ფასები იძლევა სიგნალებს თუ რა და როგორ ვაწარმოოთ, ჰქმნის სტიმულს


და გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე.თუკი ფასები
არასწორად დაწესდება მთავრობის მიერ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკურ
დანაკარგებსა და არაეფექტიანობას - ისეთს, როგორიც პირუტყვების
პურით გამოკვებაა.

რეცესია - პერიოდი, როდესაც ეკონომიკაში წარმოება და დასაქმება


მცირდება.

ძალიან ცოტა პროდუქტი თუ მოიძებნება ისეთი, რომლის ფასის


ცვლილებაც ისეთივე დიდ გავლენას ახდენს რიგითი ადამიანების
ცხოვრებაზე, როგორც ბენზინის ფასი. ბენზინის შედარებითი ფასი =
ბენზინის ფასი / ყველა სხვა პროდუქტის საშუალო ფასი (უკეთ გასაგებად
იხ.გ . 3-6 რიდერი 1-2 )

ეკონომიკური ცვლადი ეს არის ნებისმიერი ეკონომიკური საზომი,


რომლის მნიშვნელობებიც ცვალებადია.

კორელაცია - ორი ცვლადი ერთმანეთთან კორელაციაშია თუ ისინი ერთი


და იგივე ან სხვადახვა მიმართულებით ერთდროულად იცვლებიან .

დადებითი კორელაცია - ორ ცვლად შროის არსებობს დადებითი


კორელაცია თუ ისინი ერთი მიმართულებით იცვლებიან .
უარყოფითი კორელაცია - ორ ცვლადს შორის არსებობს უარყოფითი
კორელაცია თუ ისინი საპირისპირო მიმართულებით იცვლებიან .

ეკონომიკური მოდელი აღწერს მთლიანი ეკონომიკის, ან მისი რომელიმე


ნაწილის მუშაობას. პრაქტიკაში ეკონომისტთა უმეტესობა ეკონომიკურ
მოდელსა და ეკონომიკურ თეორიას სინონიმებად იყენებს. თუმცა
ეკონომიკური თეორია ზოგჯერ ეკონომიკური მოვლენის ზოგად, ხოლო
ეკონომიკური მოდელი უფრო კონკრეტულ ახსნას გულისხმობს.

მიკროეკონომიკა შეისწავლის ცალკეული ფირმებისა და საოჯახო


მეურნეობების ქცევებს და ცალკეულ - მაგალითად სამედიცინო
მომსახურების ან განათლების - ბაზრებს.

მაკროეკონომიკა სწავლობს ეკონომიკას მთლიანობაში: მთლიანი ქვეყნის


ან მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკას.

ეკონომიკური მოდელი - აღწერს ადამიანთა ქცევას , რომ შევაფასოთ ერთი


ცვლადის მეორე ცვლადზე გავლენა , არსებობს ეკონომიკური მოდელის
წარმოდგენის 4 გზა :
1. ცხრილი 2. გრაფიკი 3. ალგებრა 4. სიტყვიერი აღწერა .(იხ.გვ14, რიდერი
1-2).

შენიშვნა : რეკომენდაციები პოლიტიკის შესახებ ეკონომიკის, როგორც


მეცნიერების დარგის ჩამოყალიბებიდან - როდესაც 1776 წელს ადამ
სმიტმა დაწერა თავისი ცნობილი ნაშრომი „ხალხთა სიმდიდრე“ - დღემდე
ეკონომისტების მთავარ მიზანს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის
სრულყოფა წარმოადგენს; თავდაპირველად ეკონომიკას პოლიტეკონომია
ეწოდებოდა. ადამი სმიტის „ხალხთა სიმდიდრის“ დიდი ნაწილის
სწორედ იმის შესახებაა თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს
მთავრობამ ეკონომიკაზე გავლენის მოსახდენად .

შერეული ეკონომიკა - თუ ქვეყანის ეკონომიკაში არის გეგმიური


ეკონომიკაც(მთავრობის ჩარევა) და საბაზროც ასეთი ეკონომიკა
შერეულია.
პოზიტიური დებულება არის დებულება იმის შესახებ თუ როგორია
სამყარო. ნორმატიული დებულება კი არის დებულება იმის შესახებ, თუ
როგორი უნდა იყოს სამყარო.

მეორე კვირის კონსპექტი


რიდერი 2
რიდერი 2-1

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი - სამი ელემენტისაგან შედგება. ეს


ელემენტებია: მოთხოვნა - იგი აღწერს ბაზარზე მომხმარებელთა ქცევას;
მიწოდება - აღწერს ბაზარზე ფირმების ქცევას; და საბაზრო წონასწორობა
- რომელიც მოთხოვნასა და მიწოდებას ერთმანეთთან აკავშირებს და
ბაზარზე მომხმარებლებისა და ფირმების ურთიერთქმედებას აღწერს.

მოთხოვნის კანონი ასახავს სხვა თანაბარ პირობებში ორ ეკონომიკურ


ცვლადს, პროდუქტის ფასსა და საქონლის იმ რაოდენობას შორის
დამოკიდებულებას, რომლის შესაძენადაც მზად არიან მომხმარებლები ამ
ფასის პირობებში.

სხვა თანაბარ პირობებში - ეკონომისტები ამ ტერმინს იყენებენ მაშინ ,


როცა ფასის გარდა ყველა სხვა ფაქტორი უცვლელია .

მოთხოვნის განრიგი - საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის


დამოკიდებულებას ეწოდება.

მოთხოვნის კანონი გვეუბნება, რომ რაც უფრო მაღალია საქონლის ფასი,


მით ნაკლებია ბაზარზე ამ საქონლის მოთხოვნის რაოდენობა;
ანალოგიურად, რაც უფრო დაბალი იქნება ფასი, მით მეტი იქნება ამ
საქონლის მოთხოვნის რაოდენობა.

მიწოდების განრიგი - ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის


დამოკიდებულებას მიწოდების განრიგი ეწოდება.
მიწოდების კანონი - საქონლის ფასსა და ამ ფასის პირობებში საქონლის იმ
რაოდენობას შორის დამოკიდებულებას, რომლის გასაყიდადაც ფირმები
მზად არიან მიწოდების კანონი ეწოდება,რაც უფრო მაღალია ფასი, სხვა
თანაბარ პირობებში მით უფრო მაღალია მიწოდების რაოდენობა და რაც
უფრო მცირეა ფასი, სხვა თანაბარ პირობებში მით უფრო მცირეა
მიწოდების რაოდენობა

მიწოდება მოთხოვნა
აღწერს ფირმების ქცევას აღწერს მომხმარებლის ქცევას

მიწოდების დამოკიდებულება : მოთხოვნის დამოკიდებულება :


ფასსა და მიწოდების ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას
რაოდენობას შორის დადებითი შორის უარყოფითი
დამოკიდებულებაა დამოკიდებულებაა

მიწოდების მრუდის გასწვრივ მოთხოვნის მრუდის გასწვრივ


მოძრაობა ხდება : როდესაც ფასი მოძრაობა ხდება : როდესაც ფასი
იზრდება და მიწოდების იზრდება და მოთხოვნის რაოდენობა
რაოდენობაც იზრდება , ან მცირდება , ან როდესაც ფასი
როდესაც ფასი მცირდება და მცირდება და მოთხოვნის
მიწოდების რაოდენობაც რაოდენობა იზრდება .
მცირდება .

მიწოდების მრუდის მოთხოვნის მრუდის


გადაადგილების მიზეზებია : გადაადგილების მიზეზებია :
• ტექნოლოგიები • მომხმარებელთა გემოვნება
• ამინდი • ბაზარზე მომხმარებელთა
• ბაზარზე არსებული ფირმათა რაოდენობა
რაოდენობა • საქონლის შესახებ მომხმარებელთა
• მომავლის შესახებ მოლოდინი ხელთ არსებული ინფორმაცია
• გადასახადები , სუბსიდიები • მომხმარებელთა შემოსავლები
და რეგულაციები • მომავლის შესახებ მოლოდინები
• წარმოებაში გამოყენებული • დაკავშირებულ საქონელთა ფასები
რესურსების ფასები
მოთხოვნა-მიწოდების მოდელი, რომელსაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ჯერ
კიდევ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში განავითარა ეკონომისტმა
ალფრედ მარშალმა. მოდელის მთავარი დაშვება იმაში მდგომარეობს, რომ
მყიდველებსა და გამყიდველებს შორის გარიგების დადების პროცესში
ფასი იცვლება მანამ, სანამ არ მიაღწევს ისეთ დონეს, როდესაც მოთხოვნის
რაოდენობა ზუსტად მიწოდების რაოდენობის ტოლი გახდება.

დეფიციტია როდესაც მოთხოვნის რაოდენობა აჭარბებს მიწოდების


რაოდენობას.

სიჭარბეა როდესაც მიწოდების რაოდენობას აჭარბებს მოთხოვნის


რაოდენობას .

წონასწორული ფასი როცა მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის


რაოდენობის ტოლია და ფასი უცვლელად ნარჩუნდება ეს წონასწორული
ფასია. წონასწორული ფასი და რაოდენობა განისაზღვრება მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის წერტილით. ამ წერტილში მიწოდების
რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობის ტოლია და ბაზარზე არც დეფიციტი
და არც სიჭარბე არ გვაქვს.

საბაზრო წონასწორობაა - როდესაც საბაზრო ფასი წონასწორული ფასის


ტოლია და ამასთან მყიდველთა მიერ ნაყიდი საქონლის რაოდენობა და
გამყიდველთა მიერ გაყიდული საქონლის რაოდენობა წონასწორული
რაოდენობის ტოლიაა .

მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების გადაადგილების შედეგები :

წონასწორულ ფასზე წონასწორულ


გავლენა რაოდენობაზე
გავლენა
მოთხოვნის ზრდა წონასწორული ფასი წონასწორული
იზრდება რაოდენობა იზრდება
მოთხოვნის შემცირება წონასწორული ფასი წონასწორული
მცირდება რაოდენობა მცირდება
მიწოდების ზრდა წონასწორული ფასი წონასწორული
მცირდება რაოდენობა იზრდება
მიწოდების შემცირება წონასწორული ფასი წონასწორული
იზრდება რაოდენობა მცირდება

მესამე კვირის კონსპექტი


რიდერი 3
რიდერი 3 – 1

როდესაც მთავრობა ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული წონასწორული


ფასი ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალია, იგი ცდილობს ამ ფასის
რეგულირებას. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ წონასწორული ფასი ძალიან
მაღალია, იგი აწესებს ფასის ზედა ზღვარს. ხოლო თუ მთავრობა ფიქრობს,
რომ წონასწორული ფასი ძალიან დაბალია, იგი აწესებს ფასის ქვედა
ზღვარს.

წონასწორულ ფასზე მაღალი ფასის ზედა ზღვარის დაწესება ბაზარზე


იწვევს დეფიციტს; რაც თავის მხრივ საფუძველს ქმნის შავი ბაზრის
განვითარებისა და/ან საქონლის ხარისხის გაუარესებისთვის. ფასის ზედა
ზღვარის დაწესებით შესაძლოა იმ ადამიანებმა ვერ ისარგებლონ, ვის
დასახმარებლადაც განხორციელდა აღნიშნული პოლიტიკა. მაგალითად,
საცხოვრებლის გაქირავებაზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებით შესაძლოა
მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა ისარგებლონ, დაბალშემოსავლიანი
ადამიანები კი დეფიციტის გამო კვლავ ბინის გარეშე დარჩნენ.

ფასის ქვედა ზღვარის დაწესება ბაზარზე სიჭარბეს იწვევს. ამ შემთხვევაში


რესურსების არაეფექტიანად ხარჯვა ხდება. ფასის ზედა ზღვარის
დაწესების მსგავსად, ფასის ქვედა ზღვარის დაწესებით შესაძლოა ვერ
ისარგებლონ იმ ადამიანებმა, ვის დასახმარებლადაც განხორციელდა
აღნიშნული პოლიტიკა. მინიმალური ხელფასის დაწესებით შესაძლოა
გაზრდილი ხელფასი მიიღონ მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა, ხოლო
დაბალშემოსავლიანებმა სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდების გამო
არსებული სამუშაოც კი დაკარგონ.

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ გვიჩვენებს, თუ რამდენად


მგრძნობიარეა საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების
მიმართ. ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა ყოველთვის
გამოითვლება კონკრეტული მოთხოვნის მრუდის ან მოთხოვნის
განრიგისათვის;

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ =მოთხოვნის რაოდენობის


პროცენტული ცვლილება / ფასის პროცენტული ცვლილება
შუა წერტილის მეთოდით ელასტიკურობის გამოსათვლელი ფორმულა
შეიძლება ჩავწეროთ შემდეგნაირად:

ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობასთან დაკავშირებული


ტერმინოლოგი

შემოსავლები და ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ელასტიკურობა. ხშირ შემთხვევაში


ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა დაბალია ფასის ცვლილების
მომენტში, თუმცა იზრდება დროთა განმავლობაში. სწორედ ამის გამო
ეკონომისტები განასხვავებენ მოკლევადიან და გრძელვადიან
ელასტიკურობას. მოკლევადიანი პერიოდი არის დროის პერიოდი,
რომელშიც ადამიანები ვერ ასწრებენ ბაზარზე მომხდარ ცვლილებებთან
შეგუებას და/ან ისევ ძველი ჩვევების მიხედვით მოქმედებენ.
გრძელვადიანი პერიოდი კი არის დროის პერიოდი, რომელიც ადამიანებს
ცვლილებებთან შესაგუებლად და/ან ძველი ჩვევების შესაცვლელად
ესაჭიროებათ.

მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი ფასების მიმართ განისაზღვრება


როგორც მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილების შეფარდება
სხვა საქონლის (დაკავშირებული საქონლის) ფასის პროცენტულ
ცვლილებასთან.

მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ განისაზღვრება, როგორც


მიწოდების რაოდენობის პროცენტული ცვლილების ფარდობა ფასის
პროცენტულ ცვლილებასთან.

მიწოდების ელასტიკურობა
მიწოდების მრუდი ვერტიკალურია და ფასის მიმართ მიწოდების
ელასტიკურობა 0-ის ტოლია მაშინ, როდესაც ფასის ცვლილება არანაირ
გავლენას არ ახდენს მიწოდების რაოდენობაზე; ამ შემთხვევაში ვამბობთ,
რომ მიწოდება სრულიად არაელასტიკურია. როდესაც ფასის მცირე
ცვლილებას შედეგად მიწოდების რაოდენობის უზარმაზარი ცვლილება
მოჰყვება, მიწოდების მრუდი ჰორიზონტალურია; ამ შემთხვევაში
ვამბობთ, რომ მიწოდება სრულიად ელასტიკურია.

მეოთხე კვირის კონსპექტი


რიდერი 4

სარგებლიანობა არის რიცხვებში გამოხატული მაჩვენებელი, რომელიც


გვიჩვენებს ადამიანის პრეფერენციებს თითოეული საქონლისადმი.
მაღალი სარგებლიანობა სულაც არ ნიშნავს მაღალ საჭიროებას; ის
უბრალოდ ნიშნავს, რომ ერთი ნივთი გვირჩევნია მეორე ნივთს.
ზღვრული სარგებლიანობა - მოხმარებული რაოდენობის ზრდასთან
ერთად იზრდება სარგებლიანობაც. სარგებლიანობის ამგვარ ზრდას
ზღვრული სარგებლიანობა ჰქვია.

სარგებლიანობის მნიშვნელოვანი თვისებები :


1. სარგებლიანობა შეგვიძლია გამოვიყენოთ ალტერნატიული მოხმარების
კომბინაციების ზრდადობით დასალაგებლად
2. მეტი საქონლის ქონა ინდივიდის სარგებლიანობას არ აუარესებს.
როდესაც პროდუქტების რაოდენობებს ვზრდით, სარგებლიანობა
ყოველთვის იზრდება. აქედან გამომდინარე, ზღვრული სარგებლიანობა
ყოველთვის დადებითი რიცხვია
3. ზღვრული სარგებლიანობა მცირდება მაშინ, როდესაც პროდუქტის
მოხმარება იზრდება
4. ერთეული, რომელშიც სარგებლიანობა იზომება არ არის
მნიშვნელოვანი. სარგებლიანობა მხოლოდ რიცხვითი მაჩვენებელია,
რომლის ერთი და იმავე რიცხვზე გამრავლების შემთხვევაში საბოლოო
შედეგი არ იცვლება
5. სხვადასხვა ადამიანების სარგებლიანობის დონეების შედარება
შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ინდივიდის სარგებლიანობა ნებისმიერ
რიცხვზე გავამრავლოთ, შესაბამისად, სარგებლიანობების შედარება აზრს
კარგავს. ი2რს მხოლოდ გამოხატავს კონკრეტული ინდივიდის
პრეფერენციებს.

რაც უფრო მეტ პროდუქტს მოიხმარს ადამიანი, ყოველი დამატებითი


ერთეულით ის უფრო ნაკლებ სარგებელს იღებს. ამ კონცეფციას კლებადი
ზღვრული სარგებლიანობა ეწოდება.

სარგებლის მაქსიმიზაცია ნიშნავს, რომ ადამიანი საბიუჯეტო შეზღუდვის


პირობებში უმაღლეს შესაძლო სარგებლიანობას ირჩევს.
ფასის ცვლილების შემოსავლისა და ჩანაცვლების ეფექტები.

სარგებლიანობისა და საბიუჯეტო შეზღუდვის კონცეფციების


გამოყენებით ეკონომისტები განასხვავებენ ორ განცალკევებულ მიზეზს,
თუ რატომ იწვევს ფასის ზრდა მოთხოვნის რაოდენობის შემცირებას
1. ინდივიდის მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა მიუხედავად იმისა,
რომ მისი შემოსავალი არ შეცვლილა.

2. მეორე გზა - ინდივიდს შეუძლია ერთი კილოგრამი გაძვირებული


ყურძნის სანაცვლოდ იყიდოს ორი კილოგრამი ბანანი. ვინაიდან ყურძნის
ფასი გაიზარდა, ლოგიკური იქნება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებელი მეტ
ბანანს შეიძენს. ფასის ცვლილება ამ ორი გზით ახდენს გავლენას
მოთხოვნის რაოდენობაზე. პირველი ცნობილია, როგორც შემოსავლის
ეფექტი, ხოლო მეორე - როგორც ჩანაცვლების ეფექტი.

ფასების ცვლილების შემოსავლის ეფექტი არის ოდენობა, რომლითაც


მცირდება მოთხოვნის რაოდენობა ფასების ზრდიდან გამომდინარე
რეალური შემოსავლის შემცირების გამო. როდესაც ვამბობთ „რეალურ
შემოსავალის შემცირდა“, ვგულისხმობთ, რომ პროდუქტების რაოდენობა,
რომლის ყიდვაც იმავე ბიუჯეტით შეგვიძლია, შემცირდა.

ყურძნის ფასის ზრდა ამცირებს ხელმისაწვდომი კომბინაციების


რაოდენობას მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი არ შემცირებულა
ფასების ცვლილების ჩანაცვლების ეფექტი როდესაც ყურძნის ფასი
იზრდება და სხვა პროდუქტების ფასი უცვლელი რჩება, ყურძნის
შეფარდებითი ფასი იზრდება. ყურძნის შეფარდებითი ფასის გაზრდის
შემთხვევაში მომხმარებელი ყურძნის ყიდვის ნაცლად ბანანს იყიდის იმ
შემთხვევაშიც კი, როდესაც მის შემოსავალს დამატებით გავზრდით
შემოსავლის ეფექტის გასაბათილებლად.

ზღვრული სარგებელი წარმოადგენს X საქონლის დამატებითი ერთეულის


მოხმარებიდან მიღებულ სარგებელს; ეს იგივეა, რაც მომხმარებლის
გადახდისადმი მზადყოფნის ნაზრდი.

თუკი ფასი უფრო მაღალია ვიდრე საქონლის პირველი ერთეულის


მოხმარებიდან მიღებული ზღვრული სარგებელი, ამ საქონელზე
ინდივიდის მოთხოვნის რაოდენობა 0 იქნება. ფასის შემცირებასთან
ერთად მოთხოვნის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, რადგან
საქონლის დამატებითი ერთეულის ფასი ამავე ერთეულიდან მიღებულ
ზღვრულ სარგებელს უტოლდება.
• ამგვარად, კლებადი ზღვრული სარგებლიანობის პრინციპის გამო
ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდი დაღმავალია

• თუკი მომხმარებელს საქონლის ნებისმიერი რაოდენობით შეძენა


შეეძლება, მოთხოვნის მრუდი არა კიბის ფორმის, არამედ უწყვეტი იქნება.
საბაზრო მოთხოვნის მრუდის გამოყვანა

• საბაზრო მოთხოვნის მრუდი ინდივიდუალური მოთხოვნის


მრუდებისაგან მიიღება. თუკი თითოეული ფასისათვის დავაჯამებთ
ცალკეული ინდივიდების მოთხოვნის რაოდენობებს, შედეგად მივიღებთ
ყოველი ფასის შესაბამის საბაზრო მოთხოვნის რაოდენობას.

• იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდი გლუვი


და უწყვეტი არაა, საბაზრო მოთხოვნის მრუდი მაინც გლუვი და უწყვეტი
იქნება; რადგან ადამიანებს განსხვავებული გემოვნებები და
პრეფერენციები აქვთ.

მომხმარებლის ნამეტი ეწოდება საქონლის შესაძენად ინდივიდის


გადახდისადმი მზადყოფნას (ზღვრულ სარგებელს) და ბაზარზე ამ
საქონლის შესაძენად გადახდილ ფასს შორის სხვაობას.
მომხმარებლის ნამეტი მოიცემა ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდსა
და საბაზრო ფასს შორის მდებარე ფიგურის ფართობით. იგი გვიჩვენებს,
თუ რა სიდიდის სარგებელს ღებულობს მომხმარებელი ბაზარზე
საქონლის შეძენისას.

• მომხმარებლის ნამეტი მთლიანი ბაზრისათვის ინდივიდუალური


ნამეტების დაჯამებით მიიღება; იგი საბაზრო მოთხოვნის მრუდსა და ფასს
შორის მდებარე ფიგურის ფართობის ტოლია. იგი გვიჩვენებს თუ რა
სიდიდის სარგებელს ღებულობს ჯამში ყველა მომხმარებელი ბაზარზე
საქონლის შეძენით.

• მომხმარებლის ნამეტის გამოყენება შესაძლებელია ეკონომიკური


სისტემის შესაფასებლად. მომხმარებლის ნამეტის ცვლილებაზე
დაკვირვებით შეგვიძლია შევაფასოთ ახალი ტექნოლოგის გამოგონების
და/ან გარკვეული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგები.

მეხუთე კვირის კონსპექტი


რიდერი 5
რიდერი 5-1

ფირმა არის ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საქონელს ან


მომსახურებას. როგორც არ არსებობს ერთმანეთის იდენტური ორი
მომხმარებელი, ასევე არ არსებობს ერთმანეთის იდენტური ორი ფირმა.
ფირმა შესაძლოა იყოს საოჯახო ფერმა ან სურსათის მაღაზია პატარა
ქალაქში.

კონკურენტულ ბაზარზე ყოველი ცალკეული ფირმა ფასის მიმღებია; რაც


იმას ნიშნავს, რომ არცერთ კონკრეტულ ფირმას არ შეუძლია საბაზრო
ფასზე გავლენის მოხდენა. ამის ნაცვლად ყოველი მათგანი მოცემული
საბაზრო ფასის პირობებში იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რა
რაოდენობის პროდუქტი აწარმოოს.

ბაზარს, სადაც არც ერთ ცალკეულ ფირმას არ შეუძლია საბაზრო ფასზე


გავლენის მოხდენა, კონკურენტული ბაზარი ეწოდება.

ფირმის მოგება - საქონლის გაყიდვიდან მიღებულ მთლიან შემოსავალსა


და ამ საქონლის წარმოების მთლიან დანახარჯს შორის სხვაობა არის
მოგება.
მოგება = მთლიანი შემოსავალი − მთლიანი დანახარჯი

მოგების მაქსიმიზაცია ნიშნავს, რომ ფირმა აწარმოებს ისეთი რაოდენობის


საქონელს და/ან მომსახურებას, რომელიც მას მოუტანს მაქსიმალურ
მოგებას.

მთლიანი შემოსავალი არის თანხა, რომელსაც ფირმა პროდუქციის


გაყიდვიდან ღებულობს. მთლიანი შემოსავალი შეგვიძლია დავითვალოთ
როგორც ფასისა და საქონლის გაყიდული რაოდენობის ნამრავლი. ეს
იგივეა, რაც:
მთლიანი შემოსავალი = ფასი ∗ რაოდენობა = 𝑃 ∗ Q

პროდუქციის წარმოების დანახარჯს ეწოდება მთლიანი დანახარჯი

ფიქსირებული დანახარჯისა და ცვალებადი დანახარჯის ჯამს მთლიანი


დანახარჯი ეწოდება.

შრომის ერთი ერთეულით ზრდის შედეგად მიღებულ წარმოების ნაზრდს


ეწოდება შრომის ზღვრული პროდუქტი.
შრომის კლებადი ზღვრული პროდუქტი ასევე ცნობილია შრომის
კლებადი უკუგების სახელით.
შრომის კლებადი უკუგება დამახასიათებელია არამართო აგრარულ
მეურნეობებში, არამედ წარმოების სხვა სექტორებშიც. მაგალითად,
ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში მუშების რაოდენობის ზრდის
შედეგად წარმოება გაიზრდება, თუმცა დამატებითი შენობა-ნაგებობებისა
და მანქანადანადგარების გარეშე მხოლოდ მუშების რაოდენობის ზრდა
უფრო და უფრო მცირედით გაზრდის წარმოებას.

თითოეული რაოდენობის სამუშაო ძალის დაქირავებასთან


დაკავშირებულ დანახარჯს; იმის გამო რომ ეს დანახარჯი ნამუშევარი
საათების პროპორციულად იცვლება, მას ცვალებადი დანახარჯი
ეწოდება.

ყვითელი ისრებით ნაჩვენებია ზღვრულ დანახარჯსა და მთლიან


დანახარჯს შორის არსებული დამოკიდებულება

ფიქსირებული დანახარჯი ისეთი დანახარჯია, რომელიც


დამოკიდებული არ არის წარმოებული პროდუქციის რაოდენობაზე.
ფიქსირებული დანახარჯი და ცვალებადი დანახარჯი ჯამში გვაძლევს
პროდუქციის წარმოების მთლიან დანახარჯს.

დამატებითი ერთეული პროდუქტის წარმოების დანახარჯს ზღვრული


დანახარჯი ეწოდება.
ფასისა და ზღვრული დანახარჯის ტოლობის წესი. - მოგების
მაქსიმიზაციის მთავარი პირობაა, რომ ფირმამ უნდა აირჩიოს წარმოების
ისეთი რაოდენობა, რომლის პირობებშიც ზღვრული შემოსავალი ტოლია
ზღვრული დანახარჯის.

მწარმოებლის ნამეტი მიიღება საქონლის წარმოებისათვის საჭირო


ზღვრულ დანახარჯსა და მის ფასს შორის სხვაობით.მწარმოებლის ნამეტი
გვიჩვენებს რამდენად მოგებული რჩება მწარმოებელი ბაზარზე.
მწარმოებლისა და მომხმარებლის ნამეტის ჯამი კი გამოიყენება საბაზრო
ეკონომიკის ფუნქციონირების შესაფასებლად.

რა განსხვავებაა მოგებასა და მწარმოებლის ნამეტს შორის?


მოგება და მწარმოებლის ნამეტი არ არის ერთი და იგივე. მოგება არის
სხვაობა მთლიან შემოსავალსა და მთლიან დანახარჯს შორის, მაშინ როცა
მწარმოებლის ნამეტი მიიღება თითოეული ერთეული საქონლისათვის
ფასსა და ზღვრულ დანახარჯს შორის სხვაობის შედეგად
მაგალითი : დავუშვათ, როდესაც ერთი ყუთი გოგრის ფასი არის $70,
თქვენ მზად ხართ აწარმოოთ 3 ყუთი. ამ შემთხვევაში მთლიანი
შემოსავალი იქნება $210 და ხოლო მთლიანი დანახარჯი $150 და მიიღებთ
$60-ს მოგებას (იხ. მე-4 ცხრილის მე-2 ნაწილი). რამდენი იქნება თქვენი
მწარმოებლის ნამეტი, როდესაც $70-ის პირობებში აწარმოებთ 3 ყუთ
გოგრას?
ამოხსნა : მწარმოებლის ნამეტი = (𝑃 − 𝑀𝐶1 ) + (𝑃 − 𝑀𝐶2 ) + (𝑃 − 𝑀𝐶3 ) = ($70
− $20) + ($70 − $30) + ($70 − $50) = $110

სადაც, 𝑀𝐶1, 𝑀𝐶2, 𝑀𝐶3 არის შესაბამისად პირველი, მეორე და მესამე


ყუთის წარმოებისას ზღვრული დანახარჯი. Q - რაოდენობა P-ფასი

როდესაც მწარმოებელი აწარმოებს 𝑄 რაოდენობის საქონელს


მწარმოებლის ნამეტი = (𝑃 − 𝑀𝐶1 ) + (𝑃 − 𝑀𝐶2 ) + (𝑃 − 𝑀𝐶3 ) + ⋯ + (𝑃 − 𝑀𝐶𝑄)
მწარმოებლის ნამეტი = (𝑃 × 𝑄) − ზღვრული დანახარჯების ჯამი

მაშინ როცა 𝑃 × 𝑄 არის მთლიანი შემოსავალი, შეგვიძლია ტოლობა


შემდეგნაირად გადავწეროთ:
მწარმოებლის ნამეტი = მთლიანი შემოსავალი − ზღვრული დანახარჯების
ჯამი.

ზღვრული დანახარჯი არის დამატებითი ერთეულის წარმოებისას


მიღებული დამატებითი დანახარჯი. შედეგად, თუ შევკრებთ ზღვრულ
დანახარჯებს წარმოების ნებისმიერი რაოდენობისათვის, ჩვენ მოვიცავთ
ყველა დანახარჯს, რომელიც დაკავშირებულია წარმოების 0-დან 𝑄-მდე
გაზრდასთან. იმისათვის, რომ ვიპოვოთ მთლიანი დანახარჯები
ფიქსირებულ დანახარჯებს უნდა დავუმატოთ ზღვრული დანახარჯების
ჯამი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მთლიანი დანახარჯი = ზღვრული დანახარჯების ჯამი + ფიქსირებული
დანახარჯები

ეს უკანასაკნელი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ


ზღვრული დანახარჯების ჯამი = მთლიანი დანახარჯი − ფიქსირებული
დანახარჯები
თუ მწარმოებლის ნამეტის ტოლობაში ზღვრული დანახარჯების
ნაცვლად ჩავსვამთ ზემოთ გამოყვანილ ზღვრული დანახარჯების ჯამს,
ტოლობა მიიღებს შემდეგ სახეს:

მწარმოებლის ნამეტი = მთლიანი შემოსავალი − (მთლიანი დანახარჯი −


ფიქსირებული დანახარჯი) აქედან

მწარმოებლის ნამეტი = მთლიანი შემოსავალი − მთლიანი დანახარჯი +


ფიქსირებული დანახარჯი

რომელიც ცალსახად გვიჩვენებს თუ რა განსხვავებაა მწარმოებლის


ნამეტსა და მოგებას შორის. ამგვარად,
მწარმოებლის ნამეტი = მოგება + ფიქსირებული დანახარჯი

მეექვსე კვირის კონსპექტი


რიდერი 6
პარეტო ეფექტიანობა არის სიტუაცია, როდესაც შეუძლებელია
გააუმჯობესო რომელიმე ერთი ადამიანის მდგომარეობა ისე, რომ არ
დააზარალო სხვა. თუ შესაძლებელია, ერთი პირის მდგომარეობის
გაუმჯობესება სხვისი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, მაშინ
არსებული მდგომარეობა არაეფექტიანია (პარეტო კრიტერიუმით).

პარეტო ეფექტიანობისთვის საჭიროა სრულდებოდეს შემდეგი სამი


პირობა:
• საქონლის წარმოებისგან ზღვრული სარგებელი ტოლია მისივე
ზღვრულ დანახარჯის: პროდუქციის ბოლო ერთეულის წარმოებიდან
მიღებული სარგებელი უნდა უდრიდეს მის წარმოებაზე გაწეულ
დანახარჯს. თუ სარგებელი მეტია დანახარჯზე, მაშინ უმჯობესია
წარმოების გაზრდა; ხოლო თუ დანახარჯი აღემატება სარგებელს, მაშინ
საჭიროა წარმოების მოცულობის შემცირება.
• საქონლის წარმოების ზღვრული დანახარჯი ერთი და იგივეა ყველა
მწარმოებლისთვის: თუ ერთ მწარმოებელს მეორესთან შედარებით მეტი
ზღვრული დანახარჯი აქვს, მაშინ უმჯობესია პირველმა შეამციროს
წარმოების მოცულობა, მეორემ კი გაზარდოს.
• საქონლის ზღვრული სარგებელი ყველა მომხმარებლისათვის ერთი და
იგივეა: თუ მოცემული საქონლისგან მიღებული ზღვრული
სარგებლიანობა ერთი მომხმარებლისათვის უფრო მეტია ვიდრე
მეორესთვის, ამ შემთხვევაში უმჯობესია პირველმა გაზარდოს
მოცემული საქონლის მოხმარების მოცულობა მეორემ კი შეამციროს.

კონკურენტულ ბაზარზე წონასწორობის წერტილში სრულდება სამივე


პირობა, ვინაიდან თითოეული მომხმარებლის ზღვრული
სარგებლიანობა და თითოეული მწარმოებლის ზღვრული დანახარჯი
ტოლია წონასწორული ფასისა.

როდესაც ბაზარზე არ იწარმოება წონასწორული რაოდენობის შესაბამისი


მოცულობა, აწარმოებენ მეტს ან ნაკლებს, ასეთი მდგომარეობა
არაეფექტიანია. ამ შემთხვევაში გვაქვს სარგებლიანობის საერთო
დანაკარგი.

ორმაგი აუქციონი მოიცავს ორ ჯგუფს: მყიდველებს, რომლებიც


ღებულობენ გადაწყვეტილებას იყიდონ თუ არა საქონელი, ამასთან
ყიდვის შემთხვევაში რამდენი გადაიხადონ თითოეულში, მათგან
მიღებული ზღვრული სარგებლიანობის მიხედვით; გამყიდველებს,
რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას გაყიდონ თუ არა საქონელი
და რა ფასი დააწესონ თითოეულზე, გაწეული ზღვრული დანახარჯების
მიხედვით.

მყიდველები ცდილობენ გადაიხადონ რაც შეიძლება დაბალი ფასი,


გამყიდველები კი პირიქით - ცდილობენ პროდუქტი გაყიდონ
მაქსიმალურად (შესაძლებელ) მაღალ ფასში.

პარეტო ეფექტიანობა - სიტუაცია, როდესაც არავის შეუძლია საკუთარი


მდგომარეობის გაუმჯობესება სხვისი მდგომარეობის გაუარესების
გარეშე.

ზღვრული სარგებელი არის ადამიანების პრეფერენციების აღწერა.


ზღვრული დანახარჯი კი არის ის, თუ რა ჯდება წარმოება საწარმოო
ფუნქციის მიხედვით.
არც ზღვრული დანახარჯი და არც ზღვრული სარგებელი არ
უკავშირდება საბაზრო სისტემას. ისინი უკავშირდებიან ხალხს და
წარმოებას.

ზღვრული დანახარჯი MC= MB - ზღვრული სარგებელი იმიტომ, რომ


ბაზარი წონასწპრპბაშია მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების
გადაკვეთის წერტილში.

მოთხოვნის მრუდი წარმოადგენს ზღვრულ სარგებელს. მიწოდების


მრუდი- ზღვრულ დანახარჯს.
MB=P
MC=P

მოთხოვნის მრუდი მაქსიმიზაციას უკეთებს სარგებლიანობის ფუნქციას


შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში.

მიწოდების მრუდი მაქსიმიზაციას უკეთებს ფირმების მოგებას


მოცემული წარმოების ფუნქციის პირობებში.

მეშვიდე კვირის კონსპექტი


რიდერი 7

მთლიანი დანახარჯი (TC) მოიცავს ფირმის მიერ საქონლისა და


მომსახურეობის წარმოების დროს გაწეულ მთლიან ხარჯს. რაც უფრო
მეტს აწარმოებს ფირმაა, მით უფრო დიდია მისი მთლიანი დანახარჯი.

ფიქსიქრებული დაახარჯები (FC), ისეთი ხარჯია რომელიც მოკლევადიან


პერიოდში წარმოებული პროდუქციის ზრდას ერთად არ იზრდება. ის
მოიცავს ისეთი ტიპის დანახარჯებს როგორიცაა მანქანა დანადგარის,
მიწის, შენობის და ასე შემდეგ. ფიქსირებული დანახარჯი - კაპიტალის
ხარჯი.

ცვალებად დანახარჯებს (VC), მოკლევადიან პერიოდში, პროდუქციის


მოცულობის ცვლილებასთან ერთად ისიც იცვლება. ცვლაბედი
დანახარჯებს მოიცავს ისეთი ტიპის დანხარჯებს როგორიცაა შრომის
ანაზღაურება, საწვავის, შხამ-ქიმიკატებისა და სხვა რესურსების ხარჯი.
ცვალებადი დანახარჯი- მუშახელის რაოდენობა და მისი შრომის
ანაზღაურებაა.

მთლიანი დანახარჯი, ცვალებადი და ფიქსირებული დანახარჯის ჯამის


ტოლია.

TC= VC+FC
ეკონომისტები, როგორც წესი, დროს ორ ძირითად პერიოდად ყოფენ,
მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებად.
მოკლევადიან პერიოდი, დროის ის მონაკვეთია როცა შეუძლებელია
ფირმამ წარმოების ყველა რესურსის ცვლილება მოახდინოს,
გრძელვადიან პერიოდი კი დროის ისეთ ინტერვალს გულისხმობს,
რომლიც ფარგლებში ნებისმიერი სახის რესურსის ცვლილებაა
შესაძლებელი, მათ შორის კაპიტალის ცვლილებაც.

ფირმის ქცევა ბევრად უფრო მოქნილია გრძელვადიან პერიოდში ვიდრე


მოკლევადიანში.

ზღვრული დანახარჯი. ცხრილში ასევე მოცემულია ფირმის ზღვრული


დანახარჯები, რომელიც გადაზიდვების რაოდენიბის მოცულობის
ზრდასთან ერთად იზრდება. როგორც წინა თავებიდან გახსოვთ,
ზღვრული დანახარჯი, მთლიანი დანახარჯის ცვლილებაა, წარმოების
ერთი ერთეულით ზრდის შედეგად.

საშუალო მთლიანი დანახარჯი (ATC-Average Total Cost) მთლიანი


დანახარჯისა ( TC) წარმოებული პროდუქციის მოცულობის (Q)
ერთმანეთზე გაყოფით მიიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის
გვიჩვენებს საშუალო დანახარჯს პროდუქციის ერთ ერთულზე.
ATC=TC/Q

საშუალო ფიქსირებული დანახარჯი


AFC=FCQ

საშუალო ცვალებადი დანახარჯი


AVC=VC/Q

შრომის საშუალო პროდუქტი გაიანგარიშება როგორც წარმოებული


პროდუქტის მთლიანი მოცულობა გაყოფილი ნამუშევარი საათების
ჯამურ მოცულობაზე (ან მუშა ხელის მთლიან მოცულობაზე). სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ შრომის საშუალო პროდუქტია Q/L, სადაც Q-
წარმოებული პროდუქციის რაოდენობაა, ხოლო L-სამუშაო ძალა
Q/L
შრომის საშუალო პროდუქტი = წარმოებული პროდუქტის მთლიანი
მოცულობა/ ნამუშევარი საათების ჯამურ მოცულობაზე ან / გაყოფილი
მუშახელის მთლიან მოცულობაზე.

შრომის პროდუქტი გამოითვლება ΔQ/ΔL, სადაც ΔQ- წარმოებული


პროდუქციის ცვლილებაა, ხოლო ΔL - სამუშაო ძალის რაოდენობის
ცვლილება.
ΔQ/ΔL

მთლიანი შემოსავლი. ფირმის მთლიანი შემოსავალი ფასისა და


წარმოებული პროდუქტის მოცულობის ნამრავლი იქნება
(P*Q)
როდესაც ყოველი დამატებითი მუშახელი უფრო და უფრო ნაკლებ
დამატებით პროდუქტს ქმნის ამას კლებადი შრომის მწარმოებლურობა
ვუწოდებთ.
თუ, ყოველი დამატებითი მუშახელი უფრო და უფრო მეტ დამატებით
პროდუქტს ქმნის, მაშინ საქმე მზარდ შრომის მწარმოებლურობასთან
გვაქვს.

კლებადი უკუგება - როდესაც სამუშაო საათების რაოდენობა გარკვეულ


დონეს აღწევს, ყოველი დამატებითი სამუშაო საათის შრომის ზღვრული
პროდუქტი მცირდება.
 ზრდადი შრომის ზღვრული პროდუქტი > კლებადი ზღვრული
პროდუქტიდან
 კლებადი შრომის ზღვრული პროდუქტი > ზრდადი ზღვრული
პროდუქტიდან

როდესაც წარმოებული პროდუქციის მოცულობა დაბალია, მუშახელის


შრომის ზღვრული პროდუქტი მაღალია, რაც ზღრული დანახარჯების
შემცირებას განაპირობებს.

მთლიანი შემოსავალი- ფასისა და წარმოებული პროდუქტის მოცულობის


ნამრავლია. P*Q

მთლიანი დანახარჯი- წერტილი, სადაც საშუალო მთლიანი


დანახარჯების მრუდი კვეთს დაშტრიხული ვერტიკალურ ხაზს.
ATC*Q

მოგება დადებითია, როცა მთლიანი შემოსავალი მთლიან დანახარჯზე


მეტია.

ზარალი იქნება, როცა ფასისა და ზღვრული დანახარჯის გადაკვეთის


წერტილი უფრო დაბლაა ვიდრე საშუალო მთლიანი დანახარჯი.

გადატეხის წერტილი-წერტილი, სადაც ფასისა და ზღვრული


დანახარჯების კვეთა საშუალო მთლიან დანახარჯებს ემთხვევა. აქ არც
მოგებაა და არც ზარალი.
როცა P=ATC მინიმუმის წერტილში, ფირმა გარდატეხის წერტილშია და
მისი ეკონომიკური მოგება 0 ტოლია .

ფირმას დადებითი ეკონომიკური მოგება აქვს, როცა ფასი საშუალო


მთლიან დანახარჯების მინიმუმის წერტილზე მეტია P> min ATC

უარყოფითია ეკონომიკური მოგება - როცა p< min ATC

თუ ფასი საშუალო ცვალებადი დანახარჯების მინიმუმის წერტილზე


მეტია P>min AVC , მაშინ ფირმამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება.

ჩაძირული დანახარჯი- ისეთი დანახარჯია, რომლის გადახდა ფირმას


მაინც უწევს, ნებისმიერ შემთხვევაში.

დახურვის წერტილი - როდესაც ფასი საშუალო ცვალებად დანახარჯებს


უდრის მინიმუმის წერტილში.

გრძელვადიანი პერიოდი
 იმისთვის, რომ ფიქსირებული დანახარჯების ზრდა გავზომოთ,
კაპიტალის ფასის ცნება უნდა შემოვიღოთ.

 თუ მთლიანი დანახარჯები მცირდება, წარმოების გარკვეული


მოცულობისთვის, მაშინ საშუალო მთლიანი დანახარჯიც
შემცირდება.

 გრძელვადიან პერიოდში, განსხვავებით მოკლევადიანისა,


წარმოებული პროდუქციის მოცულობა და მოგება განისაზღვრება
როგორც მუშახელის ოდენობით ისე კაპიტალის მოცულობით.

 კაპიტალისა და მუშახელის ნებისმიერი მოცულობის პირობებში


შეგვიძლია გამოვითვალოთ თუ რამდენი იქნება ფირმის მოგება.

 ფორმა კაპიტალის იმ მოცულობას აირჩევს რომლითაც მოგების


მაქსიმიზაციას შეძლებს.
 როდესაც ფირმა წარმოებისთვის საჭირო ყველა რესურს ზრდის,
იმას ფირმას მაშტაბის ზრდა ეწოდება.

 საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდი საშუალებას გვაძლევს


გავიგოთ, თუ როგორ იცვლება ფირმის საშუალო დანახარჯები,
როდესაც მისი მაშტაბი იცვლება.

 თუ წარმოების ზრდასთან ერთად ფირმის საშუალო მთლიანი


დანახარჯები მცირდება, მაშინ ფირმას მაშტაბის ეკონომია ან
მაშტაბის მზარდი უკუგება აქვს.

 თუ წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად საშუალო მთლიანი


დანახარჯები გაიზარდა, მაშინ ფირმას მაშტაბის არაეკონომია, ან
მაშტაბის კლებადი უკუგება ექნება.

 მრუდის იმ ნაწილს, სადაც გრძელვადიანი საშუალო მთლიანი


დანახარჯები არც იზრდება არც მცირდება, მაშტაბის მუდმივი
ეკონომია ეწოდება.
ჩაძირული დანახარჯი ისეთი დანახარჯია რომლის გადახდა ფირმას
მაინც უწევს, ნებისმეირ შემთხვევაში.

ცვალებად დანახარჯებს უდრის მინიმუმის წერტილში, მაშინ გვაქვს


დახურვის წერტილი. ხოლო, როცა ფასი უდრის საშუალო მთლიან
დანახანარჯს მინიმუმის წერტილში, მაშინ საქმე გვაქვს გადატეხის
წერტილთან.

მოკლევდიან პერიოდში ფირმა იღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ


თუ რამდენი მუშახელი დაექირავებინა ან რამდენი პიანინო გადაეზიდა.
როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში ფირმა ცდილობს
იმდენი პროდუქცია აწარმოოს რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს. თუმცა
გრძევადიან პერიოდში, განსხვავებით მოკლევადიანისა, წარმოებული
პროდუქციის მოცულობა და მოგება განისაზღვრება როგორც მუშახელის
ოდენობით ისე კაპიტალის მოცულობით. კაპიტალისა და მუშახელის
ნებისმიერი მოცულობის პირობებში შეგვიძლია გამოვითვალოთ თუ
რამდენი იქნება ფირმის მოგება.

მაშტაბის ეკონომია გრძელვადიანი საშუალო მთლიანი დანახარჯების


მრუდი ეკონომისტებისათვის ერთ-ეღთი საშუალებაა ფირმის
გრძელვადიანი ქცევა შეისწავლონ გრძლვადიანი საშუალო მთლიანი
დანხარჯების მრუდი აღწერს სიტუაციას როდესაც ფირმას შეუძლია
ყველა რესურსი გაზარდოს. როდესაც ფირმა წარმოებისთვის საჭირო
ყველა რესურს ზრდის, ამას ფირმის მაშტაბის ზრდა ეწოდება. მაგალითად
თუ პიანინოების გადამზიდი ფირმა გააორმაგებს მუშახელის,
სატვირთოებისა და ტერმინალების რაოდენობას, მაშინ შეგვიძლია
ვთქვათ რომ ფირმის მაშტაბი გაორმაგდა.

თუ წარმოების ზრდასთან ერთად ფირმის საშუალო მთლიანი


დანახარჯები მცირდება, მაშინ ფირმაას მაშტაბის ეკონომია, ან მაშტაბის
მზარდი უკუგება აქვს. თუ წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთდ
საშუალო მთლიანი დანახარჯები გაზარდა, მაშინ ფირმას მაშტაბის
არაკონომია, ან მაშტაბის კლებადი უკუგება ექნება. მრუდის იმ ნაწილს,
სადაც გრძელვადიანი საშუალო მთლიანი დანახარჯები არც იზრდება და
არც მცირდება, მაშტაბის მუდმივი ეკონომია ეწოდება.
მერვე კვირის კონსსპექტი
რიდერი - 8
ძირითადი ცნებები: ფირმის ზომის ცვლილება დროთა განმავლობაში
• გრძელვადიანი პერიოდში ფირმები აღარ არიან შეზღუდული მათი
ფიქსირებული დანახარჯებით და შეუძლიათ შეცვალონ/დააკორექტირონ
საკუთარი კაპიტალი. გრძელვადიანი პერიოდის გასაზღვრისათვის არ
არსებობს რაიმე კონკრეტული პერიოდი, მისი განსაზღვრა
დამოკიდებული ინდუსტრიაზე, პროდუქტზე და ინდივიდუალურ
ფირმაზე.

• ფირმისათვის მასშტაბის ეკონომია (economies of scale) არსებობს,


როდესაც გრძელვადიანი საშუალო მთლიანი დანახარჯი მცირდება
ფირმის ზომის ზრდასთან ერთად. მასშტაბის ეკონომია ხდება
სპეციალიზაციის შედეგად, რომლის შესაძლებლობასაც დიდ ფირმებში
შრომის დანაწილება იძლევა.

• მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბის ეკონომია არსებობს გამოშვებული


პროდუქციის რაოდენობის გარკვეულ საზღვრებში, როგორც პრაქტიკა
გვიჩვენებს, როდესაც ფირმის ზომა ძალიან იზრდება ადგილი აქვს
მასშტაბის არაეკონომიურობას.
• პროდუქციის იმ უმცირეს რაოდენობას, სადაც გრძელვადიანი საშუალო
მთლიანი დანახარჯი მინიმუმს აღწევს ეფექტიანი მასშტაბის წერტილი
ეწოდება.

• კაპიტალის რაოდენობის შეცვლის ნაცვლად, ფირმები ზოგჯერ


გაერთიანების გზით იცვლიან ზომას. ისეთი ფირმების გაერთიანებამ,
რომლებიც მსგავს პროდუქციას აწარმოებენ შეიძლება გამოიწვიოს
დანახარჯების შემცირება და მასშტაბის ეკონომიის წერტილის
გადანაცვლება პროდუქციის (წარმოების) უფრო დიდ რაოდენობაზე.

• გაერთიანება ჩვეული მოვლენაა ასევე ისეთი ფირმებისათვის,


რომლებსაც განსხვავებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. ცოდნის
გაერთიანების გზით ისინი აფართოებენ პროდუქციის ასორტიმენტს.
ფირმები, რომელთაც ასეთი ტიპის გაერთიანების საშუალება აქვთ
შედეგად აღწევენ ე.წ. საქმიანობის სფეროს ეკონომიას (economies of scope).

ძირითადი ცნებები: ინდუსტრიების აღმასვლა და დაღმასვლა

• გრძელვადიანი კონკურენტული წონასწორობის მოდელი ეყრდნობა სამ


დაშვებას: (1) ყველა ფირმას აქვს იდენტური ზღვრული, საშუალო
ცვალებადი და საშუალო მთლიანი დანახარჯი; (2) ყველა ფირმა
კონკურენტულია და მოთხოვნის მრუდი
დაღმავალია; (3) ფირმებს თავისუფლად შეუძლიათ ბაზარზე შესვლა და
ბაზრიდან გასვლა.

• ინდუსტრიები დროთა განმავლობაში იზრდებიან ან მცირდებიან


ზომაში, მასში შემავალი ფირმების ზომის ცვლილების, ახალი ფირმების
შემოსვლის ან არსებული ფირმების გასვლის შედეგად. გრძელვადიანი
კონკურენტული წონასწორობის მოდელი ხსნის თუ როგორ ხდება
აღნიშნული პროცესები.

• ფირმის გადაწყვეტილება შესვლის თუ გასვლის შესახებ


დამოკიდებულია მოგების მიღების შესაძლებლობაზე. ეკონომიკური
მოგების მიღების შესაძლებლობა იზიდავს ახალ ფირმებს. ეკონომიკური
ზარალის შემთხვევაში კი ფირმები ტოვებენ ბაზარს. გრძელვადიანი
კონკურენტული წონასწორობის შემთხვევაში ინდივიდუალური ფირმის
მოგება ნულის ტოლია (P=ATC) და ბაზარზე აღარ ხდება ფირმების
შემოსვლა ან გასვლა.
• იმ შემთხვევაში თუ ინდუსტრია იმყოფება გრძევადიან კონკურენტულ
წონასწორობაში და მოთხოვნა იზრდება, ეს იწვევს ფასების ზრდას.
ფასების ზრდა იწვევს პოზიტიური ეკონომიკური მოგების გაჩენას
ინდივიდუალური ფირმებისათვის, რადგანაც ამ შემთხვევაში P>ATC.
მოგების მიღების შესაძლებლობის გაჩენის შედეგად, ბაზარზე შემოვლენ
ახალი ფირმები, რაც გამოიწვევს მიწოდების მრუდის მარჯვნივ
გადაადგილებას, სანამ მოგების მიღების შესაძლებლობები არ ამოიწურება
და ბაზარი დაუბრუნდება გრძელვადიან კონკურენტულ წონასწორობას.

• იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შემცირების შედეგად ფასები დაეცემა,


ეს გამოიწვევს ზარალს არსებული ფირმებისათვის, რადგან მოკლევადინ
პერიოდში P<ATC. ეკონომიკური ზარალის მიზეზით ფირმების ნაწილი
დატოვებს ბაზარს, რის შედეგადაც მიწოდების მრუდი გადაადგილდება
მარცხნივ, ფასები გაიზრდება და ბაზარი დაუბრუნდება წონასწორობას.

• ინდუსტრია შესაძლოა გაფართოვდეს ბაზარზე ფირმების რაოდენობის


ზრდის ან არსებული ფირმების გაფართოების შედეგად. ანალოგიურიად,
ინდუსტრია შესაძლოა შემცირდეს ფირმების ბაზრიდან გასვლის ან
არსებული ფირმების ზომის შემცირების შედეგად.

• ინდუსტრიაში ფირმების რაოდენობა დამოკიდებულია ტიპური


(სტანდარტული) ფირმის ეფექტიანი მასშტაბის წერტილსა და
ინდუსტრიის ზომაზე. იმ შემთხვევაში თუ ფირმები არ ოპერირებენ
ეფექტიანი მასშტაბის წერტილში ან ტექნოლოგიის ცვლილება ეფექტიანი
მასშტაბის წერტილს ზრდის, არსებული ფირმები ზომაში იზრდებიან.

• იმის შედეგად, რომ ფირმებს აქვთ ბაზარზე თავისუფლად შესვლისა და


გასვლის საშუალება, საშუალო მთლიანი დანახარჯი მინიმუმის
წერტილშია. ის, რომ საქონელი და მომსახურება იწარმოება ყველაზე
დაბალი დანახარჯების პირობებში, კონკურენტული ბაზრის ერთ-ერთი
სიკეთეა.

• ამ მსჯელობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საუბარია


ეკონიმიკურ და არა საბუღალტრო მოგებაზე. ეკონომიკური მოგება
განსახვავდება საბუღალტრო მოგებისაგან იმით, რომ ის ითვალისწინებს
ფირმის მფლობელის ალტერნატიულ დანახაჯებსაც.

კონკურენტული ბაზარი- ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და


მრავალი გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას
ახდენს საბაზრო ფასზე.

საშუალო შემოსავალი-მთლიანი შემოსავლის განაყოფი გაყიდული


საქონლის რაოდენობაზე.

ზღვრული შემოსავალი - დამატებით გაყიდული ერთეულით


გამოწვეული ცვლილება მთლიან შემოსავალში.

დაკარგული დანახარჯი- დანახარჯი რომელიც უკვე გაღებულია და მისი


დაბრუნება შეუძლებელია.

(მთლიანი შემოსავალი) TR= P*Q

(საშუალო შემოსავალი) AR=TR/Q

(ზღვრული შემოსავალი) MR= DELTA TR/ DELTA Q

მოგების მაქსიმიზაცია
მოგება = TR-TC
მოგება= (TR/Q-TC/Q)*R
მოგება= (P-ATC)*Q

ზღვრული დანახარჯი
MC= DELTA TC/DELTAQ

მოგების ცვლილება
MR-MC
ნორმაიულია დებულება თუ ის ვიღაცის სუბიექტურ აზრს გადმოსცემს.
თუ საუბრობს რომ რაღაც სწორია ან არასწორი, ვინაიდან ეს სუბიექტური
ცნებებია და ინდივიდის მორალზეა დამოკიდებული. ასევე თუ
დებულებაში გადმოცემულია როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის სუბიექტი.

პოზიტიურია დებულება თუ ის მხოლოდ ფაქტს გადმოგვცემს და


შესაძლებელია ამ ფაქტის რამენაირად შემოწმება/დატესტვა.
მნიშვნელობა არ აქვს დებულება ჭეშმარიტია თუ არა. შესაძლებელია,
დებულება მცდარი იყოს, მაგრამ გადმოსცემდეს აზრს, რომლის
შემოწმების საშუალებაც არსებობს.

საქონელი ნორმალურია თუ შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება


მოთხოვნაც. ხოლო, თუ შემოსავლის ზრდასთან ერთად მოთხოვნა
მცირდება, მაშინ საქონელი მდარეა. თუ მოთხოვნის ელასტიკურობა
შემოსავლის მიმართ უარყოფითია ეს ნიშნავს, რომ საქონელი მდარეა,
ხოლო თუ დადებითი, მაშინ ნორმალური.

კვირა 9 /თავი 10
მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება

მონოპოლისტს აქვს ბაზარზე ფასის დაწესების ძალაუფლება.


მონოპოლისტს ვუწოდებთ ფასის დამწესებელს. ის მარტო მოქმედებს
ბაზარზე.
კონკურენტულ ფირმას ვუწოდებთ ფასის მიმღებს.

დახრილი მოთხოვნის
მრუდი მიუთითებს ჰორიზონტალური მოთხოვნის
საბაზრო მრუდი მიუთითებს საბაზრო
ძალაუფლებაზე ძალაუფლების არქონაზე
თუ მონოპოლისტი მაღალ ფასს აწესებს, მოთხოვნის რაოდენობა
მცირდება მოთხოვნის მრუდის გასწვრივ.

მონოპოლისტმა წარმოება უნდა გაზარდოს მანამ, სანამ ზღვრული


შემოსავალი აღემატება ზღვრულ დანახარჯს:
MC=MR
კონკურენტული ფირმისთვის, მთლიანი შემოსავალი გაყიდული
რაოდენობისა (Q) და საბაზრო ფასის (P) ნამრავლს ტოლია.

ფირმამ გააგრძელებს წარმოებას თუ MR>MC


ფირმამ აღარ უნდა აწარმოოს დამატებითი ერთეული, თუ MR<MC

მონოპოლიის მიერ კონკურენტულ ინდუსტრიაზე ნაკლები რაოდენობის


წარმოების გამო ჩნდება საერთო დანაკარგი.
მონოპოლიით გამოწვეული საერთო დანაკარგი
მონოპოლიის მიერ კონკურენტულ ინდუსტრიაზე ნაკლები რაოდენობის
წარმოების გამო ჩნდება საერთო დანაკარგი. აქედან გამომდინარე,
რამდენად საზიანოა მონოპოლია?
მომხმარებლისა და მწარმოებლის დანაზოგები. ეკონომისტები
მონოპოლიის მიერ გამოწვეულ ზარალს ითვლიან მწარმოებლისა და
მომხმარებლის დანაზოგის შემცირების მიხედვით. სამომხმარებლო
დანაზოგს დამატებული მწარმოებლის დანაზოგი არის ფართობი
მოთხოვნის მრუდს ქვემოთ და ზღვრული დანაზოგების მრუდს ზემოთ.
კონკურენტული ბაზარი უზრუნველყოფს მწარმოებლისა და
მომხმარებლის დანაზოგების ჯამის მაქსიმიზაციას.
როგორც გრაფიკ 8-ზეა ნაჩვენები, მონოპოლისტის მიერ ნაკლები
რაოდენობის წარმოების გამო, მწარმოებლისა და მომხმარებლის
დანაზოგის ჯამი შემცირებულია. ამ მოვლენას ეწოდება მონოპოლიის
საერთო დანაკარგი (deadweight loss due to monopoly). საერთო
(კეთილდღეობის) დანაკარგი მონოპოლიით გამოწვეული ეკონომიკური
ზიანის რაოდენობრივი საზომია.
ბუნებრივი მონოპოლისტები - ჩნდებიან როდესაც საშუალო მთლიანი
დანახარჯები კლებადია, ხოლო ეფექტიანი მასშტაბის წერტილი არის
უფრო დიდ მოცულობაზე, ვიდრე არსებული ზომის ბაზარზეა საჭირო.

მონოპოლისტები სხვადასხვა მომხმარებელს სხვადასხვა ფასს უწესებენ.


ამ მოვლენას. ამ მოვლენას საფასო დისკრიმინაციას უწოდებენ.

კვირა 10
მონოპოლიასა და კონკურენციას შორის
ოლიგოპოლია- საბაზრო სტრუქტურა, რომელშიც რამდენიმე
გამყიდველი მომხმარებელს სთავაზობს მსგავს ან ერთნაირ საქონელს.

მონოპოლისტური კონკურენცია- საბაზრო სტრუქტურა, რომელშიც


მრავალი ფირმა ყიდის მსგავს, მაგრამ არა იდენტურ საქონელს.

 ეკონომისტები, რომლებიც დარგის ორგანიზებას შეისწავლიან,


განსხვავებენ ოთხი ტიპის ბაზარს:
1. მონოპოლიას
2. ოლიგოპოლიას
3. მონოპოლისტურ კონკურენციას
4. სრულ კონკურენციას

ფარული გარიგება- შეთანხმება ბაზარზე მოქმედ ფირმებს შორის


პროდუქციის რაოდენობისა და ფასების შესახებ.

კარტელი- ფირმების ჯგუფი, რომელიც მოქმედებს, როგორც ერთი ფირმა.

ნეშის წონასწორობა- სიტუაცია, რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური


აგენტის მიერ შერჩეული სტრატეგია ცნობილია და აგენტები
ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ საკუთრივ შერჩეული საუკეთესო
სტრატეგიებით.

თამაშთა თეორია- ადამიანების ქცევის შესწავლა სტრატეგიულ


სიტუაციებში

პატიმრების დილემა- განსაკუთრებული თამაში ორ პატიმარს შორის,


რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ არის თანამშრომლობა რთული მაშინაც
კი, როდესაც ეს ორივე მხარისათვის სასარგებლოა.

დომინანტური სტრატეგია - სტრატეგია, რომელიც საუკეთესოა


მოთამაშისთვის იმის მიუხედავად, თუ რა სტრატეგიას აირჩევენ სხვა
მოთამაშეები.
მონოპოლისტური კონკურენცია

ძირითადი განსხვავებები
მონოპოლია-ერთი ფირმა, დაღმავალი მოთხოვნის მრუდი
კონკურენცია- მრავალი ფირმა, ჰორიზონტალური მოთხოვნის მრუდი,
ბაზარზე შესვლისა და გასვლის თავისუფლება
მონოპოლისტური კონკურენცია- საქონლის დიფერენცირება

კვირა 11
კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა და რეგულაციები
განვიხილავთ პოლიტიკის ორ ფართო ტიპს: (1) ანტიმონოპოლიური
პოლიტიკა, რომელიც ეხება ისეთი ანტიკონკურენტული პრაქტიკის
თავიდან აცილებას, როგორიცაა ფასების დაფიქსირება და ფირმების
საბაზრო ძალაუფლების შეზღუდვა არსებული ფირმების გაერთიანების
შეჩერებით ან დაყოფით.
2) მარეგულირებელი პოლიტიკა, რომლის დროსაც მთავრობა მოითხოვს
ბუნებრივი მონოპოლიის მქონე ფირმებისგან ფასების დადგენილ დონეზე
დაწესებას. ასევე ვისაუბრებთ მთავრობის ჩარევის შეზღუდვებსა და
სირთულეებზე.

ანტიტრასტული პოლიტიკა ეხება იმ ქმედებებს, რასაც მთავრობა იღებს


ეკონომიკაში ფირმებს შორის კონკურენციის გასაძლიერებლად.
ანტიტრასტული პოლიტიკა მოიცავს შესამჩნევად დიდი საბაზრო
ძალაუფლების მქონე ფირმების გამოწვევასა და დაყოფას,
გაერთიანებების თავიდან არიდებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის
მონოპოლიურ ძალაუფლებას, ამკრძალავი ფასების დარეგულირებასა და
ფირმებსა და მათ მომწოდებლებს შორის ანტიკონკურენტული
შეთანხმებების შეზღუდვას.

მტაცებლური ფასები. მტაცებლური ფასებით ბაზრის მონოპოლიზაციის


მცდელობა გახდა მთავრობისა და ასევე სხვა ფირმების გამოწვევა და
დაყოფა არ არის გამოსავალი. მტაცებლური ფასები ეხება ფირმების
მცდელობას დააწესონ ფასი მათი დახურვის წერტილის ქვემოთ იმ
მიზნით, რომ გამოდევნოს თავისი კონკურენტები ბიზნესიდან, რის
შედეგადაც ჩამოაყალიბებს მონოპოლიას.

თუ მთავრობას შეუძლია დანერგოს შერწყმის პოლიტიკა, რომელიც


შეზღუდავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმების
წარმოქმნას, შემდეგ ნაკლები საჭიროება იქნება მაღალი საბაზრო
ძალაუფლების მქონე ფირმების დაყოფისა.

რაც უფრო კონცენტრირებული არიან ფირმები ინდუსტრიაში, მეტად


მოსალოდნელია ამ ფირმებს ჰქონდეთ მნიშვნელოვანი საბაზრო
ძალაუფლება

“ჰერფ“. კონცენტრაცია იზომება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსით (HHI).


ინდექსს ხშირად იყენებენ შერწყმის ზეგავლენის გასაანალიზებლად
ინდუსტრიის კონკურენტულ სტრუქტურაზე რომლის მეტსახელია:
„ჰერფ“. HHI გამოითვლება ინდუსტრიაში ყველა ფირმის საბაზრო წილის
კვადრატების ჯამით. რაც უფრო მეტად კონცენტრირებულია
ინდუსტრია, წილები დიდია და შესაბამისად მაღალია HHI.
დააკვირდით, რომ HHI არ წარმოადგენს მხოლოდ ფირმების რაოდენობის
საზომს რომელიც არსებობს ინდუსტრიის შიგნით. HHI დაბალია როცა
ბევრი ფირმაა ინდუსტრიაში, მაგრამ ის ასევე დაბალია როცა ყველა
ფირმის წილი მეტწილად თანაბარია. მაშინაც კი, როდესაც ბევრი ფირმაა
ინდუსტრიაში, HHI შეიძლება იყოს დიდი თუ ერთ ან ორ ფირმას აქვს
მაღალი წილი.

იუსტიციის დეპარტამენტისა და ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ


შემოთავაზებული შერწყმის სახელმძღვანელოს მიხედვით,
ინდუსტრიაში შერწყმის შემდეგ 1,800-ზე მაღალი HHI არის გამოწვევა თუ
HHI იზრდება 50 პუნქტით ან უფრო მეტით. როდესაც HHI არის 1,000 ზე
დაბლა გამოწვევა ნაკლებად სავარაუდოა. 1,000-სა და 1,800-ს შორის,
შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს თუ HHI იზრდება 100 პუნქტით ან
მეტით.

საფასო მარჟა საბაზრო ძალაუფლების გაზომვის სხვა გზა არის საფასო


მარჟა. რაც უფრო მაღალია ფასი(P) ზღვრულ დანახარჯზე (MC), მით მეტი
საბაზრო ძლაუფლება აქვს ფირმას. ცხრილი 2 გვიჩვენებს საფასო მარჟის
[(P – MC) / (P)] შეფასებებს რამდენიმე სხვადასხვა ინდუსტიის
ფირმისთვის. რაც უფრო მაღალია საფასო მარჟა, მით მეტი საბაზრო
ძალაუფლება აქვთ ფირმებს ინდუსტრიაში.

ჰორიზონტალური შერწყმა ვერტიკალურის წინააღმდეგ. შერწყმის


პოლიტიკა განასხვავებს ჰორიზონტალურ შერწყმას, რომელშიც ორი
ფირმა ყიდის ერთი და იმავე საქონელს ან იმავე ტიპის საქონლის
გაერთიანება, და ვერტიკალური შერწყმა, რომლის დროსაც ფირმა
უერთდება თავის მომწოდებელს, მაგალითად, როცა ტანსაცმლის
მწარმოებელი უერთდება ტანსაცმლის საცალოდ მოვაჭრე მაღაზიათა
ქსელს. შერწყმის მითითებები ეხება ჰორიზონტალურ შერწყმას. თითქმის
ყველა ეკონომისტი სხვა თანაბარ პირობებში ეთანხმება იმას, რომ
ჰორიზონტალურ შერწყმას აქვს საბაზრო ძალაუფლების ზრდის
პოტენციალი.

ფასების დაფიქსირება
ფირმების დაყოფისა და მაღალი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმების
შერწყმის თავიდან აცილების გარდა, ანტიტრასტული პოლიტიკა ხელს
უშლის ფირმების შეთქმულებას კონკურენციის შეზღუდვაზე.
მაგალითად, როცა ორი ან მეტი ფირმა შეთანხმდება ფასების
დაფიქსირებაზე, ისინი ერთვებიან არალეგალურ ანტიკონკურენტულ
პრაქტიკაში. ფასების დაფიქსირება არის სერიოზული დანაშაული,
რომელიც ითვლება არალეგალურად შერმანის ანტიტრასტული აქტის
პირველი ნაწილის თანახმად.

ფასების დაფიქსირების წინააღმდეგ კანონები ძალაში შედის ფასების


დამფიქსირებლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანით
გზით. სარჩელების შეტანა შესაძლებელია უშუალოდ იუსტიციის
დეპარტამენტის მიერ და ინდივიდუალური ფირმების მიერ რომლებიც
ზარალდებიან ფასების დაფიქსირებით; ჩვეულებრივ, კერძო სარჩელების
რაოდენობა ბევრად აღემატება სამთავრობო სარჩელების რიცხვს.
ინდივიდუალურ ფირმებს შეუძლიათ სამმაგი დაზიანების შეგროვება
(კლეიტონის აქტი შეიცავს ამ დებულებას) - სამჯერ მეტი ფაქტობრივი
დაზიანებები. სამმაგი დაზიანების სასჯელი მიზნად ისახავს ფასების
დაფიქსირების შეჩერებას.

აღწერილი შეთანხმებები ფასების დაფიქსირების შესახებ მიმართულია


ვაჭრობის შეზღუდვისკენ იმ ჰორიზონტალურ ბაზარზე, როგორიცაა
ელექტრო ტექნიკის ბაზარი ან კომპიუტერის მეხსიერების ბარათების
ბაზარი. ვაჭრობის ასეთი შეზღუდვები აშკარად ზრდის ფასებს, ამცირებს
წარმოებულ რაოდენობას, და იწვევს წმინდა დანაკარგებს. მაგრამ
არსებობს ფირმების მცდელობა გამყიდველების რაოდენობის
შეზღუდვით ვერტიკალურად შეზღუდონ ვაჭრობა გარკვეული
პროდუქტის ბაზარზე.

ექსკლუზიური გარიგება არის პრაქტიკა, რომლის მიხედვითად


მწარმოებელი არ რთავს საცალო მოვაჭრეს ნებას, რომ გაყიდოს
კონკურენტი ფირმის მიერ წარმოებული საქონელი.

რეალიზაციის ფასის შენარჩუნება არის მწარმოებლის მიერ საქონელზე


ფასების დადგენა და შემდეგ ის უკრძალავს საცალო მოვაჭრეს
ფასდაკლების შეთავაზებას.
მონოპოლიების დაშლა, იმ შერწყმის თავიდან არიდება რომელიც
წარმოქმნიდა დიდ საბაზრო ძალაუფლებას, კანონების აღსრულება
ფასების დაფიქსირების წინააღმდეგ არის მთავრობის მთავარი ქმედებები,
რაც წარმოადგენს ანტიტრასტულ პოლიტიკას.

ეს მოქმედებები გამყარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონით.


შერმანის ანტიტრასტული აქტის პირველი ნაწილი კრძალავს ფასების
დაფიქსირებას, მაშინ როცა მეორე ნაწილი ნებას რთავს მთავრობას
დაშალოს ფირმები, რომელთაც აქვთ მონოპოლიური ძალაუფლება.
კლეიტონის ანტიტრასტული აქტი უზრუნველყოფს შერწყმის
პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს.

ყველა პოლიტიკის მიზანია კონკურენციის ზრდა და შესაბამისად, ბაზრის


ეფექტიანობის გაუმჯობესება.

აშშ-ს მთავრობამ შერმანის აქტის მიღებით რამდენიმე მონოპოლია


დაანაწილა, მათ შორის Standard Oil, American Tobacco და AT&T. ბოლო
წლების განმავლობაში, ფირმების დაშლის რაოდენობა შემცირდა.

აშშ-ს მთავრობა ასევე თავიდან ირიდებს იმ შერწყმას რომელსაც შეუძლია


მაღალი საბაზრო ძალაუფლების შექმნა. ის იყენებს ჰერფინდალ-
ჰირშმანის ინდექსს (HHI), რათა გაიზომოს თუ რამდენად
კონკურენტულია ინდუსტრია. ნაკლები HHI მიუთითებს მეტ
კონკურენციაზე, ეს ხდება მაშინ როცა ფირმების საბაზრო წილები მეტად
თანაბარია და ბევრი ამგვარი ფირმა არსებობს ბაზარზე.

აშშ-ს მთავრობასა და კერძო პირებს, რომლებიც დაზარალდნენ მაღალი


ფასების გამო, შეუძლიათ წარმოადგინონ საჩივარი ფასების
დამფიქსირებელი ფირმების წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში,
რამდენიმე ფირმა დაადანაშაულეს ფასების დაფიქსირებაში და
დაჯარიმდა ასობით მილიონი დოლარით.

შერწყმა და ფასების შეზღუდვა იყოფა ორ ტიპად: ვერტიკალური


(მომწოდებლები, მწარმოებლები, შემქმნელები და გარკვეული
პროდუქტის საცალოო მოვაჭრეები) და ჰორიზონტალური (ფირმები
ყიდიან ერთი და იმავე პროდუქტს). მიჩნეულია, რომ ვერტიკალური
შერწყმა და ვერტიკალური შეზღუდვა ნაკლებად უქმნის საფრთხეს
კონკურენტულ ბაზარს ვიდრე ჰორიზონტალური შერწყმა და
ჰორიზონტალური შეზღუდვა.

ბუნებრივი მონოპოლიის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ


მინიმალური ეფექტიანობის მასშტაბი არის უფრო დიდი ვიდრე ბაზრის
ზომა; საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდი კლებადია წარმოების
ყველა დონეზე. საშუალო მთლიანი დანახარჯები კლებულობს წარმოების
ზრდასთან ერთად, რადგან ფიქსირებული დანახარჯები მაღალია
ცვალებად დანახარჯებთან შედარებით.

რა არის მთავრობის საუკეთესო პოლიტიკა ბუნებრივი მონოპოლიის


მიმართ? ერთი მხრივ, ინდუსტრიაში ერთი ფირმის ყოფნა განაპირობებს
წარმოების უფრო დაბალ საშუალო დანახარჯებს, მაგრამ არაეფექტიანობა
დაკავშირებულია მონოპოლიასთან: ფასი მაღალია ვიდრე ზღვრული
დანახარჯი და წარმოიქმნება საერთო დანაკარგი. სხვა მხრივ,
მონოპოლიის დაყოფა ორ ფირმად გაზრდის კონკურენციას, მაგრამ
თითოეულ ფირმას წარმოექმნება წარმოების უფრო მაღალი საშუალო
დანახარჯი, რაც არაეფექტიანი იქნება, ორივე ფირმას ექნება მაღალი
ფიქსირებული დანახარჯები. ერთი ფირმისგან ორივე უპირატესობის
მისაღებად, წარმოება დაბალი საშუალო დანახარჯებითა და დაბალი
ფასი, მთავრობას შეუძლია არეგულიროს ფირმა.

მონოპოლიური რაოდენობა მიიღება იქ, სადაც ზღვრული დანახარჯები


და ზღვრული შემოსავლები ტოლია, რომელიც არის მოგების
მაქსიმიზაციის წერტილი მონოპოლისტისთვის. მონოპოლიური ფასი
არის ზღვრული დანახარჯების მაღლა.

ერთი შესაძლებლობაა, რომ მთავრობამ მოსთხოვოს მონოპოლიას


დააწესოს ზღვრული დანახარჯის ტოლი ფასი. ამ მეთოდს ზღვრული
ხარჯებით ფასდადება ჰქვია. თუმცა, კლებადი საშუალო დანახარჯის
გამო ზღვრული დანახარჯი უფრო დაბალია ვიდრე საშუალო მთლიანი
დანახარჯი. ეს ნაჩვენებია ნახაზზე იმ შემთხვევისთვის, როცა ზღვრული
დანახარჯი მუდმივია. ამრიგად, თუ ფასი ტოლი იქნებოდა ზღვრული
დანახარჯის, ფასი იქნებოდა საშუალო მთლიან დანახარჯზე ნაკლები და
მონოპოლიური მოგება იქნებოდა უარყოფითი (ზარალი). არცერთ ფირმას
არ ექნებოდა ბაზარზე შესვლის სტიმული.

საშუალო მთლიანი ხარჯებით ფასდადება. რეგულირების სხვა მეთოდით


ფირმა დააწესებს საშუალო მთლიანი დანახარჯების ტოლ ფასს, რასაც
საშუალო მთლიანი ხარჯებით ფასდადება ჰქვია ან ზოგჯერ,
მომსახურების ღირებულების ფასი. ეს ასევე წარმოდგენილია მეორე
ნახაზზე. როცა ფასი ტოლია საშუალო მთლიანი დანახარჯების, ჩვენ
ვიცით, რომ ეკონომიკური მოგება ნულის ტოლი იქნება. ნულოვანი
ეკონომიკური მოგებით, საკმარისი იქნება ფირმის მენეჯერებსა და
ინვესტორებს გადაუხადონ თავიანთი ალტერნატიული დანახარჯები.
მიუხედავად იმისა, რომ ფასი არის კვლავ ზღვრული დანახარჯების
მაღლა, ეს არის უფრო ნაკლები ვიდრე მონოპოლიური ფასი; საერთო
წმინდა დანაკარგები იქნება უფრო მცირე და მეტი ელექტროენერგია
იქნება წარმოებული მონოპოლიასთან შედარებით.

წამახალისებელი რეგულირება. რეგულირების მესამე მეთოდი ცდილობს


გაუმკლავდეს საშუალო მთლიანი ხარჯებით ფასდადებისგან
გამოწვეული დანახარჯების დაბალ დონეზე შენარჩუნების მცირე
სტიმულს. ამ მეთოდს ჰქვია წამახალისებელი რეგულირება.

წამახალისებელი რეგულირების ქვეშ რეგულირებული ფასი საშუალო


მთლიან დანახარჯთან არის მხოლოდ არასრულყოფილად
დაკავშირებული. ფირმას აქვს დანახარჯების შემცირების სტიმული. თუ
ფირმა ცუდად ფუნქციონირებს, ის იხდის ჯარიმას დაბალი მოგების ან
ზარალის თვალსაზრისით. წამახალისებელი რეგულირების პირობებში
სტიმულების შეცვლა შესაძლებელია.

ბუნებრივი მონოპოლია არსებობს, როცა მინიმალური ეფექტიანობის


მასშტაბი არის უფრო დიდი ვიდრე ბაზრის ზომა, რაც იმას გულისხმობს,
რომ ერთ ფირმას შეუძლია აწარმოოს უფრო დაბალი საშუალო მთლიანი
დანახარჯებით ვიდრე ორ ან მეტ ფირმას.

მთავრობას არ სურს დაუშვას ბუნებრივი მონოპოლიის შეუზღუდავად


არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფირმა აწარმოებს ნაკლები
საშუალო მთლიანი
დანახარჯებით, მონოპოლია ქმნის საერთო წმინდა დანაკარგებს. სხვა
მხრივ, ბუნებრივი მონოპოლიის დანაწევრებას შეუძლია საერთო წმინდა
დანაკარგების შემცირება, მაგრამ ეს ასევე გამოიწვევს არაეფექტიანად
მაღალ წარმოების დანახარჯებს.

გამოსავალი ისაა, რომ მხოლოდ ერთმა ფირმამ აწარმოოს კლებადი


საშუალო მთლიანი დანახარჯებისგან სარგებლიანობის მისაღებად,
მაგრამ არეგულირონ ფირმა, რათა დააწესოს მონოპოლიურ ფასზე
ნაკლები ფასი. არსებობს რეგულირების რამდენიმე ალტერნატივა, მათ
შორის ზღვრული დანახარჯებით ფასდადება, საშუალო დანახარჯებით
ფასდადება და წამახალისებელი რეგულაცია.

თუ მთავრობა არეგულირებს მონოპოლიას ზღვრული დანახარჯების


ტოლი ფასის დაწესებით, ფირმა ფუნქციონირებს დანაკარგებით, რადგან
ბუნებრივი მონოპოლიისთვის საშუალო მთლიანი დანახარჯები აჭარბებს
ზღვრულ დანახარჯებს მოცემული ფიქსირებული დანახარჯების მაღალი
დონის პირობებში.

თუ მთავრობა არეგულირებს მონოპოლიას საშუალო მთლიანი


დანახარჯების ტოლი ფასის დაწესებით, ხელს უწყობს მაღალი
დანახარჯების წარმოქმნას, რადგან ფასი, რასაც ისინი აწესებენ, იზრდება
დანახარჯებთან ერთად.

წამახალისებელი რეგულაცია ხდება რეგულირების სასურველი მეთოდი.


იმ ფასის დაწესებით, რომელიც არ გადაიხედება არც ქვევით და არც
ზევით რამდენიმე წლის განმავლობაში, ფირმები ცდილობენ მიჰყვნენ
დანახარჯების შემცირებისა და მოგების გაზრდის სტრატეგიას.

ხშირ შემთხვევაში, იმის დადგენა, არსებობს თუ არა ბუნებრივი


მონოპოლი (და შესაბამისად, ფასების რეგულირება არის საჭირო) არის
გამოწვევა.

ხშირია ფასების რეგულირება მაშინ, როცა ბუნებრივი მონოპოლია არ


არსებობს, როგორც სატვირთო მანქანებით გადაზიდვების შემთხვევა.
ინდუსტრიის რეგულირების გაგრძელება მას შემდეგ, რაც აღარ არის
ბუნებრივი მონოპოლია უნარჩუნებს ხელოვნურად მაღალ ფასებს.
გარკვეულ ინდუსტრიებში, როგორიცაა საკაბელო ტელევიზია ან
ფართოზოლოვანი ინტერნეტი, გაცილებით რთულია დაზუსტებით იმის
დადგენა არის თუ არა ინდუსტრია ბუნებრივი მონოპოლია.
ტექნოლოგიის სწრაფი ცვლილება და ინოვაციების წახალისების
ბალანსის აუცილებლობა ეფექტური კონკურენციით ქმნის
მარეგულირებლისთვის გამომწვევ რთულ ამოცანას.

რეგულატორები შეიძლება გახდნენ იმ ინდუსტრიის ტყვეები რომელსაც


არეგულირებენ. თუ ინდივიდები უფრო მეტად მოტივირებული არიან
პირადი სარგებლის მიღებით ვიდრე საზოგადოებრივი სარგებლის, მათ
შესაძლოა გამოიყენონ თავიანთი მარეგულირებელი ძალაუფლება
რეგულირებადი ფირმების ინტერესების დასაცავად კონკურენციის
ჩაშლით, ვიდრე დაიცვან მომხმარებლების ინტერესები კონკურენციის
ხელშეწყობით.

ეკონომიკური ანალიზის საპასუხოდ, რომელმაც აჩვენა, რომ საზიანოა იმ


ფირმების ფასების დარეგულირება, რომლებიც ბუნებრივ მონოპოლიას
არ წარმოადგენს, ბევრი ინდუსტრია დერეგულირდა 1970-იან და 1980-იან
წლებში. სატვირთო გადაზიდვები, ავიახაზები და სარკინიგზო
ტრანსპორტირების ფასები უფრო დაბალია ამ დერეგულირების შედეგად.

როგორც ეკონომიკის უმეტესი ცვლილებებით ყველამ ვერ ისარგებლა, ისე


ყველა არ დაეთანხმა იმას, რომ ინდუსტრიები ხედავდნენ გაძლიერებულ
კონკურენციას. ზოგიერთი ინდუსტრია, როგორიცაა საკაბელო
ტელევიზია, ხელახლა დარეგულირდა 1990-იან წლებში.

კვირა 12
შრომის მიწოდება მოთხოვნის მოდელი

1.1 დასაქმებულთა ანაზღაურების გაზომვა


როდესაც განვიხილავთ მონაცემებს მშრომელთა ანაზღაურების შესახებ,
ჩვენ უნდა განვსაზღვროთ: (1) რას მოიცავს ანაზღაურების საზომი; (2)
შეუძლია თუ არა ინფლაციას ანაზღაურების საზომის დამახინჯება და (3)
დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც იღებენ დასაქმებულები
შრომის ანაზღაურებას.

ხშირად ტერმინი „ხელფასი“ არ მოიცავს დამატებით სარგებელს და


გულისხმობს მხოლოდ დამსაქმებლების მიერ განხორციელებულ
პირდაპირ გადახდებს დასაქმებულის მიმართ.

ინფლაცია ფასების საერთო დონის ცვლილების მაჩვენებელია.

ტერმინი „ნომინალური ხელფასი“ იმის ხაზგასასმელად გამოიყენება, რომ


ხელფასი არ არის კორექტირებული ინფლაციით. საპირისპიროდ,
ტერმინი „რეალური ხელფასი“ აღნიშნავს ინფლაციის მიხედვით
კორექტირებულ ანაზღაურებას. რეალური ხელფასი გამოითვლება
ნომინალური ხელფასის ფასების დონეზე გაყოფით. ფასების საერთო
დონის ცვლილების (ინფლაციის) საზომად ზოგად შემთხვევაში
გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რომელიც გვაძლევს
ფიქსირებული სამომხმარებლო კალათის ღირებულებას. სამომხმარებლო
კალათა მოიცავს ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენელ საქონელსა და
მომსახურებას.

დროის ინტერვალი: ყოველკვირეული და საათობრივი ანაზღაურების


საზომი. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაზომვისას
მნიშვნელოვანია განვასხვაოთ საათობრივი და ყოველკვირეული
ანაზღაურება. ყოველკვირეული ანაზღაურება წარმოადგენს იმ თანხების
ჯამს, რომელსაც დასაქმებული კვირის მანძილზე გამოიმუშავებს.

 შრომის ანაზღაურება შედგება ორი ნაწილისგან: ნაღდი ფულის


პირდაპირ გადახდა და დამატებითი სარგებელი. შეერთებულ
შტატებში დამატებითი სარგებელი მთლიანი ანაზღაურების
დაახლოვებით 30%-ს შეადგენს.

 ხელფასებზე საუბრისას წინასწარვე ნათელი უნდა იყოს ზუსტად რა


იგულისხმება მის ქვეშ: (1) ხელფასები, რომლებიც მოიცავს
დამატებით სარგებელს თუ ხელფასები, რომლებიც მას არ მოიცავენ;
(2) საუბარია ნომინალურ თუ რეალურ ხელფასებზე; და (3) ხელფასი
საათობრივადაა მოცემული თუ ყოველკვირეულად.
 ეკონომიკაში რეალურ ხელფასებზე საუბარს წინ უნდა უძღვოდეს
იმის გაცნობიერება, რომ საშუალო ხელფასები, ხშირად, გარკვეულ
ფაქტორებზეა დამოკიდებული: დასაქმებულთა ზოგადი უნარები,
სქესი, დასაქმების ინდუსტრია, საქმიანობა, ფირმის ზომა,
დასაქმების სტატუსი სრულ და არასრულ გრაფიკთან
დაკავშირებით და სამუშაოს გეოგრაფიული მდებარეობა.

შრომის ბაზარი მოიცავს ფირმებს, რომლებსაც შრომით რესურსზე


მოთხოვნა აქვთ და ადამიანებს, რომლებიც მიაწვდიან შრომით რესურსს.
შრომის ბაზრის ანალიზისას ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ მის
სხვა ბაზრებთან არსებულ მსგავსებაზე. ამ გზით ეკონომისტებს აქვთ
შესაძლებლობა გამოიყენონ სტანდარტული მოთხოვნა-მიწოდების
მოდელი.

პირველი, რაც შრომის ბაზართან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, არის


ის, რომ შრომის ბაზარზე ფირმები წარმოქმნიან მოთხოვნას, ხოლო
ადამიანები აწვდიან შრომით რესურსს. შრომითი ფაქტორი - ისევე,
როგორც სხვა საწარმოო ფაქტორები - მოთხოვნილია ფირმის მიერ, რათა
გამოიყენოს საქონლისა და მომსახურების წარმოების მიზნით. შრომაზე
მოთხოვნის მრუდი გვეუბნება თუ რა რაოდენობის შრომითი რესურსის
დაქირავება სურს ფირმას თითოეული ხელფასის დონის შესაბამისად.
შრომის მიწოდების მრუდი გვიჩვენებს მიწოდებული შრომის
რაოდენობას თითოეული ხელფასის დონის შესაბამისად.
შრომაზე მოთხოვნა - დამოკიდებულება ფირმების მიერ მოთხოვნილ
შრომასა და ხელფასს შორის

შრომის მიწოდება - დამოკიდებულება ადამიანების მიერ მიწოდებული


შრომის რაოდენობასა და ხელფასს შორის.

შრომაზე მოთხოვნა წარმოადგენს წარმოებულ მოთხოვნას. ეს ნიშნავს,


რომ ფირმის მხრიდან შრომაზე მოთხოვნა დამოკიდებულია მის
გადაწყვეტილებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის
საქონლისა და მომსახურების წარმოება შეუძლია დაქირავებული
შრომით. ფირმა წარმოებულ საქონელს და მომსახურებას ყიდის შესაბამის
ბაზრებზე, რომლებიც განსხვავდებიან შრომის ბაზრისგან. შრომის
ფაქტორი, ისევე, როგორც სხვა საწარმოო ფაქტორები, პირდაპირ არ
მოითხოვება საქონლისა და მომსახურების მომხმარებლების მიერ.
შრომით რესურსზე ფირმის მოთხოვნა დამოკიდებულია მის მიერ
წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნაზე.

ფირმა მსგავსი ლოგიკით იყენებს სარგებლის მაქსიმიზაციის პირობას


საიმისოდ, რომ გადაწყვიტოს, რა რაოდენობის შრომითი რესურსი
დაიქირავოს: თუ დამატებითი მუშის დაქირავება ზრდის ფირმის მოგებას
მაშინ ფირმა დაიქირავებს მას. საპირისპიროდ, თუ დამატებითი მუშის
დაქირავება ფირმის მოგებას ამცირებს, ფირმა არ აიყვანს კიდევ ერთ
მშრომელს.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ფირმა ზუსტად იმ რაოდენობის პროდუქტს


აწარმოებს, რომლის შესაბამისი ზღვრული შემოსავალი და ზღვრული
ხარჯი ერთმანეთის ტოლია (MR = MC). როგორც შემდეგში განვიხილავთ,
ფირმა ზუსტად იგივე პირობას იყენებს საიმისოდ, რომ გადაწყვიტოს
რამდენი ადამიანი ჩართოს საწარმოო პროცესში.

ყურადღება მიაქციეთ, რომ შრომის ზღვრული პროდუქტი მცირდება


როდესაც დასაქმებულთა რაოდენობას ვზრდით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შრომის ზღვრული პროდუქტი ხასიათდება
კლებადობით: როდესაც ფიქსირებული შენობის ფართობის და
დანადგარების მოცემულობის პირობებში ვზრდით დასაქმებულთა
რაოდენობას, ყოველი დამატებითი მუშა ნაკლები და ნაკლები
პროდუქციის წარმოებას ახერხებს. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში,
პირველ დასაქმებულ მუშას შეუძლია აწარმოოს 17 ერთეული რეზიუმე,
მაგრამ თუ ფირმაში უკვე 8 ადამიანია დასაქმებული მე-9 დაქირავებული
ადამიანი მხოლოდ 1 დამატებითი ერთეული რეზიუმეს წარმოებას
შეუძლებს.

რა განსხვავებაა შრომის ზღვრულ პროდუქტსა (MP) და შრომის


ზღვრული პროდუქტის შემოსავალს შორის (MRP)?

ზღვრული პროდუქტი წარმოადგენს ნაზრდს წარმოებულ რაოდენობაში,


დასაქმებულთა რაოდენობის 1 ერთეულით გაზრდის შედეგად, იმ
პირობით, რომ წარმოების პროცესში გამოყენებული სხვა საწარმოო
ფაქტორები უცვლელია.

შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალი გულისხმობს


დასაქმებულთა 1 ერთეულით ზრდის შედეგად მიღებული მთლიანი
შემოსავლის ნაზრდს.

კონკურენტულ ბაზარზე მოქმედი ფირმისთვის, რომელიც ფასს


მოცემულად განიხილავს, შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალი
(MRP) მიიღება შრომის ზღვრული პროდუქტისა (MP) და ფასის (P)
ერთმანეთზე გადამრავლებით.

ანუ, თუ ფირმა მოგების მაქსიმიზაციას ცდილობს, ის არ შეწყვეტს


მუშების დაქირავებას მანამ, სანამ დამატებით მუშას შეუძლია საკუთარ
ხელფასზე მეტი ან მისი ტოლი შრომის ზღვრული პროდუქტის
შემოსავალი შექმნა. ამ გზით ჩვენ მივიღეთ მოგების მაქსიმიზაციის
პირობა ფირმისთვის: ფირმები გააგრძელებენ დამატებითი მუშების
დაქირავებას მანამ სანამ მათ შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალი
არ გაუტოლდება დასაქმებულთა ხელფასს. წარმოდგენილი წესი მოკლედ
ასე შეგვიძლია ჩავწეროთ: MRP = W.

საიმისოდ, რომ ავაგოთ შრომაზე მოთხოვნის მრუდი გვჭირდება


განვსაზღვროთ, რამდენ მუშას აიყვანს ფირმა სხვადასხვა ხელფასის
პირობებში.
შრომაზე ფორმის მოთხოვნის მრუდის განსაზღვრა.

შენიშნეთ, რომ მე-3 ნახაზზე წარმოდგენილი მოთხოვნის მრუდი


სრულად განისაზღვრება შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავლის
მიერ. ჩვენ ვაჩვენეთ რატომაა შრომაზე მოთხოვნის მრუდი დაღმავალი:
რადგანაც შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალის მრუდი
დაღმავალია. მაღალი ხელფასი ამცირებს შრომაზე მოთხოვნის
რაოდენობას, ხოლო დაბალი ხელფასი ზრდის მას, რადგან ადამიანები,
რომლებსაც საკუთარ ხელფასზე ნაკლები შრომის ზღვრული პროდუქტის
შემოსავლის შექმნა შეუძლიათ, უბრალოდ არ იქნებიან დაქირავებულნი
ფირმების მიერ. შრომაზე მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება, რაც
გამოწვეულია ხელფასების ცვლილებით, გრაფიკულად მოთხოვნის
მრუდის გასწვრივ გადაადგილებას გულისხმობს.

ჩვენ, აგრეთვე, შეგვიძლია განვიხილოთ რამ შეიძლება გადაადგილოს


შრომაზე მოთხოვნის მრუდი. მაგალითად, თუ წარმოებული საქონლის
(ჩვენ შემთხვევაში რეზიუმეების) ფასი იზრდება - რაც შეიძლება
გამოწვეული იყოს რეზიუმეებზე მოთხოვნის ზრდით - ამას შეესაბამება
შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავლის (MRP = P * MP) ზრდა და
შედეგად ფირმებს ექნებათ სურვილი დაიქირავონ მეტი ადამიანი
ნებისმიერი მოცემული ხელფასის დონისთვის. მოცემული გამოიწვევს
შრომაზე მოთხოვნის მრუდის გაზრდას, რაც მის მარჯვნივ
გადაადგილებას გულისხმობს. მსგავსად ამისა, შრომის ზღვრული
პროდუქტის (MP) გაზრდა გამოიწვევს ფირმის მხრიდან ნებისმიერი
მოცემული ხელფასის პირობებში ეხლა უფრო მეტი ადამიანის
დაქირავების სურვილის ქონას, რაც შრომაზე მოთხოვნას გაზრდის. მეორე
მხრივ, ფასების ან შრომის ზღვრული პროდუქტის შემცირება გამოიწვევს
შრომაზე მოთხოვნის შემცირებას, რაც შრომაზე მოთხოვნის მრუდს
მარცხნივ გადაადგილებს.

ისეთი ფირმის შემთხვევაში, რომელიც საბაზრო ძალაუფლებას ფლობს,


არ სრულდება დამოკიდებულება MRP = P * MP. დამოკიდებულების
დარღვევის მიზეზი ისაა, რომ საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმა არ
არის ფასის მიმღები. ფასი გამოშვების ოდენობის მიხედვით იცვლება.
მსგავსი დამოკიდებულების მისაღებად ფასს (P) ჩავანაცვლებთ უფრო
ზოგადი სიდიდით - ზღვრული სარგებელი (MR) - დამატებითი
ერთეული პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. ამის
გათვალისწინებით შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალი (MRP)
შეგვიძლია გამოვთვალოთ როგორც ზღვრული შემოსავლისა (MR) და
ზღვრული პროდუქტის ნამრავლი (MP). დამოკიდებულება MRP = MP *
MR სრულდება ნებისმიერი ფირმის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აქვს
თუ არა მას საბაზრო ძალაუფლება. დამატებით, მხოლოდ
კონკურენტული ფირმის შემთხვევაში გვაქვს MR = P.

შრომაზე საბაზრო მოთხოვნა. მთლიანად შრომის ბაზარზე არსებული


მოთხოვნის მრუდის მისაღებად საჭიროა ყველა ფირმის შრომაზე
მოთხოვნის მრუდების შეკრება. თითოეული ხელფასის შესაბამისი
დონისთვის ჩვენ ვკრებთ ბაზარზე მყოფი ყველა ფირმის მხრიდან
არსებულ მოთხოვნას; შრომაზე ფირმის მოთხოვნის მრუდების
დაჯამებით საბაზრო მოთხოვნის მრუდის მიღება წარმოდგენილია ნახაზ
4-ზე, რომელზეც განხილულია 2 ფირმის შემთხვევა. ნახაზზე მარცხნივ
მდებარე I და II მრუდები გვიჩვენებენ, შესაბამისად, I და II ფირმების
შრომაზე მოთხოვნის მრუდებს. შრომაზე მოთხოვნის ინდივიდუალური
მრუდების დაჯამების გზით შრომაზე საბაზრო მოთხოვნის მრუდის
მიღება იდენტურია იმ მეთოდისა, რაც გამოვიყენეთ, რათა მიგვეღო
საქონელზე საბაზრო მოთხოვნის მრუდი ინდივიდუალური მრუდების
გამოყენებით. თითოეული ხელფასის დონისთვის ვაჯამებთ ფირმების
მხრიდან მოთხოვნას და ამ გზით ვიღებთ შრომაზე მოთხოვნის საბაზრო
მრუდს.

 შრომაზე მოთხოვნა წარმოადგენს დამოკიდებულებას ფირმის მიერ


დასაქმებული ადამიანების რაოდენობასა და ხელფასს შორის, რაც
წარმოადგენს შრომითი რესურსის ფასს.

 შრომაზე მოთხოვნა წარმოებული მოთხოვნაა, რადგან იგი


დამოკიდებულია იმ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნაზე,
რომელსაც აწარმოებს დაქირავებული ადამიანი.

 ფირმა ქირაობს დამატებით მუშას თუ მის მიერ შექმნილი შრომის


ზღვრული პროდუქტის შემოსავალი აღემატება მისსავე ხელფასს.
პირიქით, თუ დამატებითი მუშის მიერ შექმნილი შრომის
ზღვრული პროდუქტი ნაკლებია ხელფასზე, ფირმა არ დაიქირავებს
დამატებით მუშას.

 შესაბამისად, ფირმა მანამდე გააგრძელებს დამატებითი მუშების


აყვანას, სანამ ბოლო მუშის შრომის ზღვრული პროდუქტის
შემოსავალი გაუტოლდება ხელფასს.

 როდესაც ხელფასები იზრდება ფირმები ნაკლებ ადამიანებს


ქირაობენ. საპირისპიროდ, როცა ხელფასები მცირდება ფირმები
ზრდიან დასაქმებულთა რაოდენობას. წარმოდგენილი ორი
ცვლილება შეესაბამება შრომაზე მოთხოვნის მრუდზე
გადაადგილებას.

 როდესაც შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალი იზრდება,


შორმაზე მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. შრომის
ზღვრული პროდუქტის შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს ან
ზღვრული პროდუქტის (MP) ზრდით ან წარმოებული საქონლის
ფასის (P) ზრდით.
 შრომაზე საბაზრო მოთხოვნის მრუდი მიიღება ფირმების მხრიდან
ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდების დაჯამებით.

შრომის მიწოდება
როგორც ნებისმიერი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების დროს,
აუცილებელია განვიხილოთ ანაზღაურებადი შრომის ალტერნატივა.
ეკონომისტები შრომის ალტერნატივად დასვენებას განიხილავენ, თუმცა
ტერმინი „დასვენება“ არა მხოლოდ ერთ, არამედ მრავალ ალტერნატივას
მოიცავს თავის თავში, რომელსაც რეალურად არაფერი აქვს საერთო
დასვენებასთან. კერძოდ, განხილული ტერმინი მოიცავს საშინაო საქმეებს,
როგორებიცაა: სახლის შეღებვა და ბავშვის მოვლა. დასვენების ფასი არის
ხელფასი, როგორც არ მუშაობის ალტერნატიული ხარჯი. თუ
დასვენებიდან მიღებული ზღვრული სარგებელი ცალკეული პიროვნების
შემთხვევაში აჭარბებს ხელფასს, რომლის მიღებაც მას დასაქმებიდან
შეუძლია, მაშინ ეს ადამიანი ამჯობინებს დასვენებას დასაქმების
ნაცვლად.

ჩანაცვლების ეფექტი გვეუბნება, რომ პროდუქტის გაზრდილი ფასი


ნაკლებ მიმზიდველად აქცევს მას სხვა ალტერნატივებთან შედარებით.
შრომის ბაზრის შემთხვევაში, რადგან ხელფასი წარმოადგენს დასვენების
ფასს, მაღალი ხელფასი ნაკლებად მიმზიდველს გახდის დასვენებას
დასაქმებასთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალი
ხელფასი მუშაობას უფრო მომგებიანს გახდის სხვა ალტერნატივებთან
შედარებით.
თქვენ, შეიძლება, მართლაც დიდ სიამოვნებას იღებთ ისეთი
არაანაზღაურებადი აქტივობებით, როგორებიც არიან: ძილი, ფილმების
ყურება, ვიდეო თამაშებით გართობა, ან თუნდაც განათლების მიღება.
მიუხედავად ამისა, თუ არასრულ განაკვეთზე დასაქმების შესაბამისი
საათობრივი ანაზღაურება გასამმაგდება, მეტად სავარაუდო იქნება, რომ
თქვენ გაწირავთ არასამუშაო აქტივობებისთვის გამოყოფილ დროს და
უფრო აქტიურად ეცდებით დასაქმდეთ. დროის შრომის სასარგებლოდ
გადანაწილების გამო თქვენ მაღალი ხელფასით დაჯილდოვდებით.
ამიტომ, შრომის მიწოდების რაოდენობა სხვა თანაბარ პირობებში
იზრდება, როდესაც ხელფასი იზრდება.

შემოსავლის ეფექტი გამოსახავს ფაქტს, რომლის მიხედვითაც


პროდუქტის ფასის ცვლილებას შეუძლია ან შეამციროს (ფასის გაზრდის
შემთხვევაში) ან გაზარდოს (ფასის შემცირების შემთხვევაში) თქვენი
ზოგადი მსყიდველობითუნარიანობა.

შრომის მიწოდების მრუდი შეიძლება იყოს როგორც აღმავალი, ისე


დაღმავალი. თუ ჩანაცვლების ეფექტი სჭარბობს შემოსავლის ეფექტს
მაშინ შრომის მიწოდების მრუდი აღმავალია - ხელფასების ზრდის
პარალელურად ინდივიდი წყვეტს გაზარდოს სამუშაოდ გამოყოფილი
საათების რაოდენობა, რადგან დასვენების ფასი იზრდება.
საპირისპიროდ, თუ შემოსავლის ეფექტი სჭარბობს ჩანაცვლების ეფექტს,
შრომის მიწოდების მრუდი დაღმავალია - ხელფასის ზრდის
პარალელურად ინდივიდი ამცირებს სამუშაო საათების რაოდენობას,
რადგან მას ახლა მეტი შემოსავლის მიღება ნაკლები მუშაობით შეუძლია.
ნახაზ 5-ზე წარმოდგენილია შრომის მიწოდებს მრუდის რამდენიმე
შესაძლო ფორმა. შრომის მიწოდების მრუდის 3 შესაძლო ფორმა
უფრო მეტიც, ცალკეული შრომის მიწოდების მრუდი ხელფასის
განსაზღვრული ინტერვალისთვის შესაძლოა აღმავალი იყოს, ხოლო სხვა
ინტერვალისთვის - დაღმავალი. მაგალითად, ხელფასის მაღალი
მნიშვნელობისთვის - როდესაც ადამიანები ხანგრძლივი
მოგზაურობებისთვის საკმარისს გამოიმუშავებენ - შემოსავლის ეფექტი
შეიძლება დომინირებდეს ჩანაცვლების ეფექტზე. საწინააღმდეგოდ,
დაბალი ხელფასის პირობებში შესაძლოა ჩანაცვლების ეფექტი
აჭარბებდეს შემოსავლის ეფექტს. ერთ მრუდზე გაერთიანებული
მოცემული ორი მდგომარეობა გვაძლევს შრომაზე შებრუნებული
მიწოდების მრუდს, როგორც ეს გამოსახულია ნახაზ 6-ზე.

ნახაზი 6: შრომის შებრუნებული მიწოდების მრუდი

ემპირიული ანალიზი აჩვენებს, რომ ხელფასის დროებით ზრდას უფრო


მოყვება შრომის მიწოდების ზრდა ხანგრძლივვადიან ზრდასთან
შედარებით.

ხელფასის მუდმივი და დროებითი ცვლილებების ეფექტებს შორის


წარმოდგენილი განსხვავება შესაძლებლობას გვაძლევს ავხსნათ, თუ
რატომ შემცირდა გასულ საუკუნეში შეერთებულ შტატებში ნამუშევარი
საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად, იმის პარალელურად, რომ
რეალური ხელფასი ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
 ინდივიდის შრომის მიწოდების მრუდი წარმოადგენს მისი
გადაწყვეტილების შედეგს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ
გაანაწილოს მის ხელთ არსებული დრო ანაზღაურებად საქმიანობასა
და დასვენებას ან საშინაო საქმიანობას შორის.

 ხელფასი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც შრომის


ალტერნატიული საქმიანობის ფასი, იქნება ეს დასვენება თუ საშინაო
საქმიანობა. ამის მიზეზი ისაა, რომ დამატებითი ერთი საათის
დასვენებისთვის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს იმ ხელფასის
დაკარგვას, რომლის მიღებასაც მუშაობის შემთხვევაში შეძლებდით.

 ხელფასის ცვლილებას აქვს როგორც ჩანაცვლების, ისე შემოსავლის


ეფექტები. ჩანაცვლების ეფექტის მიხედვით, როდესაც ხელფასი
იზრდება, იზრდება შრომის ალტერნატიული საქმიანობის ხარჯი -
დასაქმება სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მიმზიდველი
ხდება. შემოსავლის ეფექტის მიხედვით, ხელფასის ზრდა ზრდის
ინდივიდის რეალურ შემოსავლებს, ხოლო ეს საშუალებას იძლევა
ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის დასვენებაც, მეტი რაოდენობით
მოიხმარო.

 ხელფასის ზრდისას შემოსავლის ეფექტი ამცირებს, ხოლო


ჩანაცვლების ეფექტი ზრდის იმის სტიმულს, რომ დამატებით
რამდენიმე საათით მეტი იშრომოთ დასვენების ნაცვლად. ზოგიერთ
სიტუაციაში ჩანაცვლების ეფექტი სჭარბობს შემოსავლის ეფექტს,
რაც ხელფასის ზრდის პარალელურად შრომის მიწოდების ზრდას
იწვევს - აღმავალი შრომის მიწოდების მრუდი. სხვა შემთხვევებისას
შემოსავლის ეფექტი სჭარბობს ჩანაცვლების ეფექტს, რაც ხელფასის
ზრდის პარალელურად ამცირებს შრომის მიწოდების რაოდენობას -
დაღმავალი შრომის მიწოდების მრუდი.

 ინდივიდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმუშაოს თუ


დააგროვოს ადამიანური კაპიტალი სწავლისა და ტრენინგების
მეშვეობით. ადამიანური კაპიტალის დაგროვების ხარჯს ის
ხელფასი წარმოადგენს, რომელსაც ვეღარ მიიღებთ უმაღლეს
სასწავლებელში სწავლის გამო. რაც შეეხება ადამიანური კაპიტალის
დაგროვების სარგებელს, ამას წარმოადგენს დამატებითი ხელფასი,
რომელსაც ტრენინგები გავლის და უმაღლესი განათლების მიღების
გამო გამოიმუშავებთ. თუ სარგებელი აჭარბებს ხარჯს,
მიზანშეწონილია ადამიანმა გადაწყვეტილება ადამიანური
კაპიტალის დაგროვების სასარგებლოდ მიიღოს.

ხელფასის ცვლილებებისა და განსხვავებების ახსნა


როდესაც შრომის მიწოდების და შრომაზე მოთხოვნის მრუდებს
კონბინირებულად განვიხილავთ ჩვენ ვიღებთ შრომის ბაზრის მოდელს,
რომელიც ნახაზ 2-ზეა წარმოდგენილი. მოდელის მიხედვით, შრომის
ბაზარზე ხელფასი ჩამოყალიბდება მოთხოვნისა და მიწოდების
მრუდების კვეთის წერტილის შესაბამისად. გადაკვეთის წერტილი,
რომელიც შრომის მიწოდების რაოდენობა შრომაზე მოთხოვნის
რაოდენობის ტოლია, წარმოადგენს შრომის ბაზრის წონასწორობას.

მოდელის მიხედვით, წონასწორული ხელფასი შრომის ზღვრული


პროდუქტის ღირებულების ტოლია. თუ ფირმაში შრომის ზღვრული
პროდუქტი იზრდება, მოდელი ვარაუდობს, რომ ფირმის შრომაზე
მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, რადგან ფირმა იქნება
მოსურნე ნებისმიერი მოცემული ხელფასის დროს ახლა უფრო მეტი
ადამიანი დაიქირაოს ვიდრე ამას წარსულში აკეთებდა. დავუშვათ,
შრომის ზღვრული პროდუქტი იზრდება მთლიანად ეკონომიკისთვის;
შესაბამისად, შრომაზე მოთხოვნის საბაზრო მრუდი უნდა
გადაადგილდეს მარჯვნივ და ორივე, წონასწორული რაოდენობა და
წონასწორული ხელფასი უნდა გაიზარდოს.

ნახაზი 9: დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე


მინიმალური ხელფასის კანონი. კიდევ ერთ მაგალითს სიტუაციისა,
რომლის დროსაც ხელფასები მიღებული დასაქმებულთა მიერ შეიძლება
არ იყვნენ დაკავშირებულნი შრომის ზღვრულ პროდუქტთად,
წარმოადგენს მინიმალური ხელფასის კანონი. ამ კანონით მთავრობა
აწესებს ხელფასის მინიმალურ საზღვარს, რომელზე ნაკლები
ანაზღაურების გაცემა კანონით იკრძალება. რადგან ხელფასები
განსხვავებულია იმ უნარების მიხედვით, რომლებსაც ადამიანი ფლობს,
მინიმალური ხელფასის კანონის გავლენა დამოკიდებულია ადამიანების
უნარებზე. ნახაზი 10 მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენებით
გვიჩვენებს მინიმალური ხელფასის კანონის მოქმედების შედეგებს
კვალიფიციური და არაკვალიფიციური მუშახელის შესაბამის შრომის
ბაზრებზე.
არაკვალიფიციური მუშახელის შრომის ბაზარი წარმოდგენილია ნახაზი
10-ის მარცხენა მხარეს; მინიმალური ხელფასი ჰორიზონტალური
წრფითაა აღნიშნული, რომლის შესაბამისი მნიშვნელობა აჭარბებს
წონასწორულ ხელფასს. შესაბამისად, ვიღებთ არაკვალიფიციური
მუშახელის ბაზარზე, რაც უმუშევრობის ექვივალენტური ცნებაა:
ფირმების მხრიდან შრომაზე მინიმალური ხელფასის შესაბამისი
მოთხოვნის რაოდენობა ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობაზე,
რომელთაც ხელფასის მოცემული დონისთვის სურვილი აქვთ
დასაქმდნენ. კვალიფიციური მუშახელის შრომის ბაზარი მოცემულია
მარჯვენა ნახაზზე: მინიმალური ხელფასი, რომელიც ჰორიზონტალური
წრფითაა წარმოდგენილი, ნაკლებია წონასწორულ ხელფასთან
შედარებით. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის კანონი არ გამოიწვევს
უმუშევრობას კვალიფიციური მუშახელის შრომის ბაზარზე.

შედეგად, მოთხოვნა-მიწოდების მოდელი წინასწარმეტყველებს, რომ


მინიმალური ხელფასის კანონს შეუძლია უმუშევრობის გამოწვევა
ნაკლები უნარებისა და ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანებისგან
შემდგარ შრომის ბაზარზე, რაც თავის მხრივ საზოგადოების ყველაზე
ღარიბ ნაწილზე ახდენს უარყოფით გავლენას. ესაა მიზეზი იმისა, თუ
რატომ ეწინააღმდეგება ბევრი ეკონომისტი მინიმალური ხელფასის
კანონს.

ანაზღაურების სანარდო სისტემის პირობებში ხელფასის მოცულობა


დამოკიდებულია დასაქმებულის მიერ წარმოებული პროდუქტის
რაოდენობაზე. მოცემული სისტემის გამოყენებისას, თუკი დასაქმებულის
ზღვრული პროდუქტი შემცირდება, რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს
იგი, გამოიწვევს დასაქმებულის ანაზღაურების შემცირებას. სანარდო
ანაზღაურების სისტემა ტანსაცმლისა და სოფლის მეურნეობის
პროდუქტის წარმოებაში ერთმანეთის მსგავსად გამოიყენება.

შრომაზე მოთხოვნისა და მიწოდების მოდელი გვეუბნება, რომ თუ შრომის


ზღვრული პროდუქტი ეკონომიკის მასშტაბით გაიზრდება, ეს გამოიწვევს
რეალური ხელფასების ზრდას.

ჩვენ ვნახეთ, რომ შრომითი რესურსის პროდუქტიულობა დადებით


კორელაციაშია რეალური ხელფასების ზრდასთან. ამ პროცესში სრომითი
რესურსის პროდუქტიულობა გამოყენებული იყო როგორც შრომის
ზღვრული პროდუქტის საზომი. კორელაცია ამ ორ ცვლადს შორის
განსაკუთრებით ძლიერი 1990-იანი წლების შუა პერიოდში იყო;

შრომითი რესურსის პროდუქტიულობებს შორის განსხვავება


წარმოადგენს იმის ახსნას, თუ რატომაა სხვადასხვა კატეგორიის
ადამიანების ხელფასები განსხვავებული.

მიუხედავად ზემოთქმულისა, არსებობს ფაქტორები, რომლებსაც საერთო


არ აქვთ შრომითი რესურსის პროდუქტიულობასთან, თუმცა
გვეხმარებიან ხელფასებს შორის სხვაობების ახსნაში. ასეთ ფაქტორებს
მიეკუთვნება: კომპენსაციით გამოწვეული სხვაობა ხელფასებს შორის,
დისკრიმინაცია, მინიმალური ხელფასების კანონი, კონტრაქტები
ფიქსირებული ხელფასებით და შრომის გადავადებული ანაზღაურება.

 ხელფასებს შორის კომპენსაციით გამოწვეული სხვაობის


წარმოშობის მიზეზს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ზოგიერთი
სამუშაო უფრო მიმზიდველია სხვებთან შედარებით. მუშები,
სხვების მსგავსი პროდუქტიულობით, საშუალოდ უფრო მეტს
გამოიმუშავებენ, რაც უფრო არასასურველ სამუშაოს ასრულებენ.

 დისკრიმინაციას შეუძლია დისკრიმინაციის მსხვერპლის ხელფასი


მისსავე შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალზე ნაკლები
გახადოს. კონკურენციას შეუძლია დისკრიმინაციის უარყოფითი
ეფექტების არმოფხვრა, რადგან დისკრიმინაციული
დამოკიდებულებების არმქონე ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ ასეთ
ბაზრებზე დაიქირავონ დისკრიმინაციის მსხვერპლი მშრომელები.
ამის გაკეთება ბაზარზე ახალშესულ ფირმებს შედარებით მაღალი
ხელფასების შეთავაზებით შეუძლიათ.

 მინიმალური ხელფასის კანონს შეუძლია მშრომელთა ხელფასები


მათი შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალზე მეტად
გაზარდოს. თუ მთავრობა აწესებს მინიმალურ ხელფასს, რომელიც
აღემატება არაკვალიფიციური მუშების შრომის ზღვრული
პროდუქტის შემოსავალს, ეს გამოიწვევს სამუშაოს დაკარგვას
ზოგიერთი ამ მუშის შემთხვევაში. არაკვალიფიციური მუშები,
რომლებიც სხვებზე უფრო იღბლიანები აღმოჩნდებიან აიღებენ
იმაზე მაღალ ხელფასს ვიდრე მათი ზღვრული პროდუქტის
შემოსავალია.

 შრომის ბაზარზე დადებული მრავალი ხელშეკრულება


გრძელვადიანი შეთანხმების ხასიათს ატარებს. ამის შედეგად,
დასაქმებულთა უმრავლესობა იღებს ფიქსირებულ საათობრივ არ
ყოველკვირეულ ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი
შრომის ზღვრული პროდუქტის შემოსავალი იცვლება.

 გარკვეული ტიპის სამუშაოებს ახასიათებთ ანაზღაურება სანარდო


სისტემით, რომლის დროსაც ხელფასი ზუსტად შრომის ზღვრული
პროდუქტის შემოსავლის ტოლია. ამ ტიპის კონტრაქტები
მოტივაციის ზრდისთვის გამოიყენება, რათა დასაქმებული უფრო
პროდუქტიული იყოს.
 გადავადებული კომპენსაცია გადახდის კიდევ ერთ ტიპს
წარმოადგენს. მისი მიზანიც დასაქმებულთათვის მოტივაციის
ზრდაა.

შრომის მიწოდება-მოთხოვნის მოდელს შეუძლია დაგვეხმაროს იმის


ანალიზში, თუ რა გავლენას ახდენს შრომითი გაერთიანებების არსებობა
შრომის ბაზარზე. შრომითი გაერეთიანებები წარმოადგენენ
ორგანიზაციებს, რომელთა დეკლარირებული მიზანია თავიანთი
წევრებისთვის გაზარდონ ხელფასები და გააუმჯობესონ სამუშაო
პირობები. ორი ტიპის გაერთიანებები არსებობს: (ა) ინდუსტრიული
გაერთიანებები, რომლებშიც ერთიანდებიან ცალკეულ ინდუსტრიაში
დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა - მაგალითად მასაჟისტები,
ფერმერები ან ფოლადის მწარმოებლები - მიუხედავად დასაქმების
ტიპისა; (ბ) პროფესიული გაერთიანებები, რომლებშიც მსგავსი
საქმიანობის ტიპის მქონე ადამიანები ერთიანდებიან. 1930-იანსა და 1940-
იან წლებში არსებობდა უთანხმოებები ინდუსტრიული და პროფესიული
გაერთიანებების შემქმნელებს შორის. ჯონ ლევისი, შრომითი
გაერთიანების ლიდერი, ამტკიცებდა, რომ პროფესიული გაერთიანებები
არაკვალიფიციური მუშებისთვის მოუხერხებელი იყო. შესაბამისად, ის
და გაერთიანების სხვა ლიდერები 1936 წელს გამოეყვნენ ამერიკის შრომის
ფედერაციას (AFL), რომელიც შრომითი გაერთიანებების ჯგუფს და
შექმნეს სამრეწველო ორგანიზაციების კონგრესი (CIO). 1955 წლამდე AFL-
მა და CIO-მ ვერც უთანხმოების მოგვარება და ვერც შერწყმა შეძლეს.
მიზეზი, რის გამოც ამ ორმა მხარემ შეთანხმება შეძლო ისაა, რომ ამ
პერიოდში გაერთიანებების წევრთა რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებდა.

შრომითი გაერთიანებების ანალიზისას მნიშვნელოვანია განვასხვავოთ


გაერთიანების წევრები და გაერთიანების ლიდერები, რომლებიც
გაერთიანების წევრების სახელით ლაპარაკობენ. პოლიტიკოსების
მსგავსად გაერთიანების წევრების არჩევა ხდება და როგორც
პოლიტიკოსების შემთხვევაში, გაერთიანების ლიდერების ქმედებების
ახსნაშიც დაგვეხმარება იმის დაშვება, რომ მათ ძირითად მოტივაციას
წარმოადგენს გაერთიანების ლიდერად არჩევა.
მიწოდების შეზღუდვა პირველი თეორიის მიხედვით, შრომითი
გაერთიანებები ხელფასების გაზრდას შრომის მიწოდების რაოდენობის
შეზღუდვით ახერხებენ. მონოპოლისტი მწარმოებლის მსგავსად,
რომელიც საკუთარ პროდუქტზე ფასის ზრდას მიწოდების რაოდენობის
შემცირების ხარჯზე ახდენს, შრომითი გაერთიანებებიც ზღუდავენ
შრომის მიწოდებას, რაც შრომის მიწოდების მრუდის მარცხნივ
გადაადგილებასა და წონასწორული ხელფასების ზრდას იწვევს. მაგრამ,
როდესაც გაერთიანება ზღუდავს მიწოდებას, მუშები, რომლებიც
გაერთიანებების წევრები არ არიან იღბენ წევრებთან შედარებით ნაკლებ
ანაზღაურებას.
ზემოთ განხილული ეფექტი წარმოდგენილია ნახაზ 11-ზე.
წარმოდგენილი ორი გრაფიკი ორ განსხვავებულ ინდუსტრიას
შეესაბამება. დავუშვათ, ორივე ინდუსტრია მსგავსი უნარების მქონე
ადამიანებს საჭიროებს. წარმოიდგინეთ სიტუაცია გაერთიანებების
ფორმირებამდე. ასეთ სიტუაციაში მშრომელთა ხელფასები ორივე
ინდუსტრიაში იდენტური იქნებოდა.

ნახაზ 11-ზე მოცემული სიტუაციის ანალიზი ხაზს უსვამს შრომით


გაერეთიანებების საბაზრო ძალაუფლებას. ამ სიტუაციაში შრომითი
გაერთიანება მისი წევრების შრომითი რესურსის გამყიდველ
დაწესებულებად გვევლინება: მას შეუძლია მიწოდების შემცირებით
გაზარდოს გაერთიანების წევრების ხელფასები. ის ძალიან გავს
მონოპოლისტს ან მცირე ოლიგოპოლიურ ჯგუფს, რომელიც საბაზრო
ძალაუფლებას ფლობს.

მონოფსონია ისეთ სიტუაციას აღწერს, რომლის დროსაც ბაზარზე


მხოლოდ 1 მყიდველია. ასეთი მდგომარეობის არსებობისას
მონოფსონისტს შეუძლია საქონელზე (ჩვენს შემთხვევაში შრომა)
მოთხოვნის რაოდენობის შემცირებით შეუძლია შეამციროს საქონლის
ფასი (ჩვენს შემთხვევაში ხელფასი). მართლაც, რეალურ ცხოვრებაში
მონოფსონიის რამდენიმე მაგალითი არსებობს; უმრავლესი ტიპის მუშის
შემთხვევაში - გაყიდვების წარმომადგენლები, ბუღალტრები, ინჟინრები -
ბაზარზე არსებობს ბევრი პოტენციური დამსაქმებელი. გამონაკლისს
წარმოადგენს პატარა ქალაქები, რომლებშიც შესაძლოა, მაგალითად, ერთი
ავტომობილების შემკეთებელი ფირმა მუშაობდეს. შედეგად, თუ ამ
ქალაქში მცხოვრებ ავტო მექანიკოსს არ სურს საცხოვრებელი ადგილის
შეცვლა, მაშინ მისთვის ხსენებული ფირმა ერთადერთ პოტენციურ
დამსაქმებელს წარმოადგენს. მეორე გამონაკლის შემთხვევას
პროფესიული სპორტის ლიგები წარმოადგენენ, რომელშიც გუნდების
მფლობელებს შეთანხმების გზით შეუძლიათ შეზღუდონ დასაქმებულთა
(მოთამაშეთა) გადაადგილება გუნდებს შორის.

ბილატერალური მონოპოლია ისეთ მდგომარეობას აღნიშნავს, რომლის


დროსაც მიმწოდებლების მხარეს გვხვდება ერთი გამყიდველი
(მონოპოლია), ხოლო მომხმარებლების მხარეს - ერთი მყიდველი
(მონოფსონია). ბილატერალური მონოპოლიის მაგალითს წარმოადგენს
შრომის ბაზარი ერთი შრომითი გაერთიანებით, რომელიც შრომის
მიწოდებას განკარგავს (მონოპოლია) და ერთი ფირმა, რომელიც ირჩევს
რამდენი ადამიანი დაიქირაოს (მონოფსონია). მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენთვის მონოპოლიის არსებობა მთლიანი დანაკარგების არსებობასთან
ასეოცირდება, ბილატერალური მონოპოლიის შედეგებზე მსჯელობა
რთულია. ბილატერალურმა მონოპოლიამ შესაძლოა იმაზე უკეთესი
შედეგი მოგვცეს ვიდრე მოგვცემდა მონოფსონია, რომელიც
კონკურენტულ ბაზარზე ქირაობს მშრომელებს.

 დღესდღეობით შეერთებულ შტატებში დასაქმებულთა მხოლოდ


15% არის შრომითი გაერთიანების წევრი. შეინიშნება შრომითი
გაერთიანების წევრების კლება - 1950-იან წლებში დასაქმებულთა
25% იყო გაერთიანების წევრი.

 იგივე უნარების მქონე და შრომითი გაერთიანების წევრი მუშის


ხელფასი საშუალოდ 15%-ით აჭარბებს გაერთიანების არაწევრი
მუშის ხელფასს.

 ხელფასებს შორის განსხვავების ერთ-ერთი ახსნის მიხედვით, ამის


მიზეზი ისაა, რომ შრომითი გაერთიანებები დასაქმებულების
პროდუქტიულობას ზრდის მოტივაციის ამაღლებითა და
კოლექტიური აზრის გამოხატვის საშუალების მიცემით.

 მეორე თეორიის მიხედვით, შრომითი გაერთიანებები მათი


წევრების ხელფასების ზრდას შრომის მიწოდების შეზღუდვით
ახერხებენ. ამ თეორიის მიხედვით შრომითი გაერთიანებები
მონოპოლისტებს გავნან და მათ მოქმედებას არაფერი აკავშირებს
პროდუქტიულობის ზრდასთან.

 ცალკეულ სიტუაციაში, როდესაც ერთ ფირმას (მონოფსონია) აქვს


საბაზრო ძალაუფლება შრომის ბაზარზე, შესაძლოა შრომითი
გაერთიანების შექმნამ გაზარდოს შრომის ბაზრის შედეგების
ეფექტურობა.

ფირმების შრომაზე მოთხოვნის მრუდების დაჯამება საბაზრო


მოთხოვნის მრუდის მისაღებად.
დასკვნები და რჩევები
ამ თავში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შრომის მიწოდება-მოთხოვნის მოდელი
ეფექტური საშუალებაა მრავალი პრაქტიკული საკითხის ახსნისთვის.
სინამდვილეში მოდელი შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენს მიერ.
ამისთვის მნიშვნელოვანია გესმოდეთ რას გულისხმობს იგი.

პირველი, თქვენი შრომის პროდუქტიულობის გაზრდა კარგი მცდელობაა


საიმისოდ, რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. ხელფასებს შორის
დიდი განსხვავებები ხშირად სწორედ პროდუქტიულობებს შორის
განსხვავებებიდან მოდის. პროდუქტიულობის გაზრდა ადამიანურ
კაპიტალში ინვესტირებითაა შესაძლებელი. ადამიანური კაპიტალის
გამოყენება მაშინაც დაგეხმარებათ, თუ თქვენი ფირმა დაიხურება და
მოგიწევთ ახალი სამუშაო ადგილის ძიება.

მეორე, თუ თქვენ ორ საქმიანობას შორის აკეთებთ არჩევანს, რომელიც


დაახლოვებით თანაბრად მოგწონთ, აირჩიეთ ის, რომელიც ნაკლებად
პოპულარულია თქვენი ასაკის ადამიანებში და რომელზე მოთხოვნაც
სავარაუდოდ გაიზრდება. ხელფასებზე გავლენას ახდენს როგორც
მიწოდების, ისე მოთხოვნის მხარე. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი
პროფესიის შესაბამის შრომის ბაზარზე მიწოდება უფრო მნიშვნელოვნად
იზრდება მოთხოვნასთან შედარებით, ეს გამოიწვევს წონასწორული
ხელფასების შემცირებას.
მესამე, დარწმუნდით, რომ ხელფასებზე ამ მის ზრდაზე ფიქრისას,
ფიქრობთ არა ნომინალურ არამედ რეალურ ანაზღაურებაზე. ამასთან,
დარწმუნდით, რომ გაცნობიერებული გაქვთ დამატებითი სარგებლის
საკითხი.

მეოთხე, იფიქრეთ თქვენს სამუშაოზე გრძელვადიან პერსპექტივაში.


მოტივაციის ამაღლების მიზნით, ზოგიერთი სამუშაო საწყის ეტაპზე
დაბალ ანაზღაურებას გთავაზობთ იმ დაპირებით, რომ იგი გაიზრდება
გრძელვადიან პერსპექივაში.

კვირა 14
საზოგადოებრივი საქონელი და გარეგანი ეფექტები

გარეგანი ეფექტი- ერთი პიროვნების ქმედების აუნაზღაურებელი


გავლენა მეორის კეთილდღეობაზე.
თუ ეს გავლენა მეორე პიროვნებისთვის წამგებიანია, ასეთ გარეგან ეფექტს
უარყოფითი გარეგანი ეფექტი უწოდება.
ხოლო თუ მომგებიანია-დადებითი გარეგანი ეფექტი.

• გარეგანი ეფექტების ცნება გულისხმობს, რომ პროდუქტის მოხმარება ან


წარმოება ზეგავლენას ახდენს სხვა ინდივიდებზე, რომლებიც ამ
პროდუქტის არც წარმოებასა და არც მოხმარებაში არ მონაწილეობენ. ეს
ზეგავლენა შესაძლოა იყოს ნეგატიური, მაგალითისთვის, წარმოების
შედეგად ჰაერის დაბინძურება, ან დადებითი, მაგალითად, ვაქცინაცია,
რაც ინფექციის გავრცელებას უშლის ხელს.
• გარეგანი ეფექტები წარმოადგენს საბაზრო ჩავარდნის მიზეზს.
ნეგატიური გარეგანი ეფექტების შემთხვევაში ეფექტიან რაოდენობაზე
მეტის წარმოება ხდება, რადგან ზღვრული საზოგადოებრივი ხარჯი
აჭარბებს კერძო ზღვრულ ხარჯებს. კერძო ფირმები კი ზრდიან წარმოებას
იქამდე, სანამ ზღვრული კერძო ხარჯი არ გაუტოლდება ზღვრულ
სარგებელს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ოპტიმალური
რაოდენობა ნაკლებია. საზოგადოებრივი კეთილდღეობა მაქსიმუმს
აღწევს იქ, სადაც ზღვრული სარგებელი უტოლდება ზღვრულ
საზოგადოებრივ დანახარჯს.

• დადებითი გარეგანი ეფექტების შემთხვევაში კი პირიქით, წარმოება


ოპტიმალურზე ნაკლები ოდენობით ხდება, რადგან ზღვრული
საზოგადოებრივი სარგებელი აჭარბებს ზღვრულ კერძო სარგებელს,
ხოლო კერძო ფირმები მოგების მაქსიმიზაციისას მხოლოდ კერძო
სარგებელს ითვალისწინებენ.

• გარეგანი ეფექტები, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი, იწვევს


ეკონომიკურ დანაკარგებს. უარყოფითი გარეგანი ეფექტების შემთხვევაში
ხდება ოპტიმალურზე მეტის წარმოება. ამ დროს „ზედმეტი“ პროდუქციის
წარმოების ზღვრული საზოგადოებრივი ხარჯები აჭარბებს ზღვრულ
საზოგადოებრივ სარგებელს. პოზიტიური გარეგანი ეფექტების დროს კი
პირიქით, ხდება ოპტიმალურზე ნაკლების წარმოება და ფირმები არ
გაზრდიან გამოშვებას მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი
ზღვრული სარგებელი აჭარბებს ზღვრულ დანახარჯებს.

• ზოგიერთი გარეგანი ეფექტი არალოკალურია, მაგალითად, ჰაერის


დაბინძურება ან გლობალური დათბობა. ასეთ შემთხვევაში გარეგანი
ეფექტების ზეგავლენა ქვეყნის საზღვრებს ცდება.

სახელმწიფოს ჩარევის ნორმატიული ანალიზის გარდა დასკვნების


გასაკეთებლად აუცილებელია მოხდეს პოზიტიური ანალიზი, რაც
გულისხმობს ისეთი მოდელების აგებას, რომლებიც სახელმწიფოს ქცევას
და მისი ჩავარდნის მიზეზებს ახსნის. შემდეგ თავში ჩვენ ამგვარ
მოდელებს განვიხილავთ.

ბაზრის წონასწორობა გარეგანი ეფექტების არსებობისას არაეფექტიანია,


ესე იგი ეს წონასწორობა ვერ ახერხებს საზოგადოების მთლიანი
სარგებლობის მაქსიმიზაციას.

გარეგანი ეფექტების გათვალისწინება- სტიმულების ცვლილება,რომლის


შედეგად ხალხი ანგარიშვალდებული ხდება თავისი ქმედებების გარეგან
ეფექტებზე.

ქოუზის თეორემა - დებულება, რომლის თანახმად თუ მხარეები


უდანახარჯოდ შეთანხმდებიან რესურსების განაწილებაზე, მაშინ ისინი
სხვათა ჩარევის გარეშე გადაჭრიან გარეგანი ეფექტების პრობლემას.

ძირითადი ცნებები: საზოგადოებრივი საქონელი


• საზოგადოებრივ საქონელს გააჩნია ორი მახასიათებელი: 1) არ არის
მეტოქეობისუნარიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ საქონელს ერთი
მოიხმარს, ეს არ შეუზღუდავს მოხმარებას სხვა ინდივიდებს, თუნდაც
მცირედით. 2) არ არის გამორიცხვადი, რაც იმას ნიშნავს რომ ვერ
შეუზღუდავ სხვა ინდივიდებს ამ საქონლისა თუ მომსახურების
მოხმარებას.
• აღნიშნულ ორ თვისებას მივყავართ ეგრეთწოდებულ „უბილეთო
მგზავრის“, ინგლისურად “free-rider”-ის პრობლემასთან -
საზოგადოებრივი საქონლის გამოყენება შეუძლიათ მათაც, ვინც არ
გადაიხადეს საქონლის საფასური და მწარმოებელს არ შეუძლია მათ
მოხმარება შეუზღუდოს. ასეთ პირობებში საფასურის გადახდის
სურვილი ინდივიდებს არ ექნებათ და შესაბამისად, კერძო სექტორი ვერ
შეძლებს გაყიდოს ამ ტიპის საქონელი. გამოსავალი ხშირად
საზოგადოებრივი საქონლის სახელმწიფოს მიერ წარმოებაა.

• თუ საქონელი აბსოლუტურად გამორიცხვადი არ არის, მაშინ კერძო


სექტორი მოახერხებს მონახოს გზები „უბილეთო მგზავრის“ პრობლემის
მოსაგვარებლად და გადაახდევინონ საფასური მომხმარებლების ნაწილს.
ასევე, ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა აქამდე არა
გამორიცხვადი საქონელი, ნაწილობრივი მაინც, გამორიცხვადი გახადოს.

• იმის განსასაზღვრად, თუ რა რაოდენობით უნდა ვაწარმოოთ


საზოგადოებრივი საქონელი, დანახარჯებისა და სარგებლის შედარების
მეთოდი გამოიყენება, რომელსაც ხშირად ხარჯთსარგებლიანობის
ანალიზს უწოდებენ.
ოპტიმალური რაოდენობა კი საზოგადოების ზღვრული სარგებლისა და
ზღვრული ხარჯების გადაკვეთის წერტილია.

• კერძო ზღვრული ხარჯების დაანგარიშება საკმაოდ მარტივია, თუმცა


საზოგადოებრივი საქონლის ზღვრული სარგებლის განსაზღვრა ბევრ
სირთულეებთან არის დაკავშირებული. მეთოდები, რომელიც
გადახდისთვის მზადყოფნის დასაანგარიშებლად გამოიყენება, არ არის
იდეალური საზომი საზოგადოების ზღვრული სარგებლის და ხშირად
კამათის საგანი ხდება.

ძირითადი ცნებები: სახელმწიფო ჩავარდნა


• სახელმწიფოების ქცევის ასახსნელად გამოიყენება მოდელები,
რომლებიც ეყრდნობიან დაშვებას, რომ პოლიტიკოსები და სახელმწიფო
მოხელეები ცდილობენ საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმიზაციას, ისევე
როგორც ფირმები და მომხმარებლები.
• სახელმწიფო ჩავარდნის სხვა მიზეზებს განეკუთვნება განსაკუთრებულ
ინტერესთა ჯგუფები, სადაც ხარჯები დიდია, თუმცა ფართო ჯგუფებზეა
გადანაწილებული, ან სარგებელი არის მცირე, თუმცა მცირე ჯგუფებზეა
გადანაწილებული. სათანადო კამპანიის წარმოებისა და ლობირების
გზით ასეთი ჯგუფები ახერხებენ სახელმწიფოს უბიძგონ ისეთი
პოლიტიკის გატარებისკენ, რომელიც არ არის თანხვედრაში
უმრავლესობის ინტერესებთან.

• სახელმწიფო მოხელეები შესაძლოა დაინტერესებულები იყვნენ უფრო


მეტად საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის გაზრდით და არა საერთო
კეთილდღეობის მაქსიმიზაციით. შესაბამისად, არასწორმა სტიმულებმა
შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო ჩავარდნა.

• სახელმწიფოს ქცევის ეკონომიკური მოდელები გვაძლევს საშუალებას


განვსაზღვროთ გზები სახელმწიფო ჩავარდნების ალბათობის
შესამცირებლად და გავზარდოთ სახელმწიფოს ეფექტიანობა სათანადო
სტიმულებისა და კონკურენტული გარემოს შექმნით.

იმის გასაანალიზებლად როგორ უმკლავდებიან მთავრობები გარეგანი


ეფექტებისა და საზოგადოებრივი საქონლის არსებობასთან
დაკავშირებულ პრობლემებს საჭიროა ავაგოთ სახელმწიფოს ქცევის
მოდელები. ხანდახან პოლიტიკოსები სახელმწიფო ხარჯებს საკუთარი
ინტერესების განსახორციელებლად მიმართავენ. მაგალითად, შესაძლოა
პოლიტიკოსმა სახელმწიფო ხარჯების დიდი ნაწილი მიმართოს იმ
უბნისკენ, სადაც მისი ამომრჩევლებია. ასევე, გარეგანი ეფექტების
დარეგულირების საბაბით შესაძლოა მოხდეს დიდ ოდენობით ხარჯების
გაწევა და რესურსების გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია
მოხდეს სახელმწიფოს ქცევის შესწავლა და ეფექტიანობის გაზრდა
საბაზრო მექანიზმებითა და სტიმულებით.

You might also like