You are on page 1of 30

კვირა 1

ყველა პროდუქტი ამოწურვადია. Scarcity


1)Opportunity Cost- ყველაზე ძვირფასი ალტერნატივა, რომელიც უნდა “გაიწიროს“
არჩევნის გაკეთებისას. ალტერნატიული დანახარჯი. არის სუბიექტური. ამოცანებში
გრაფზე ყოველი წერტილის შემდეგ რაზე ვამბობთ უარს.
2) არჩევანი კეთდება ზღვრული ხარჯისა და ზღვრული სარგებლის (Utility)
გათვალისწინებით.
3) ეკონომიკის 2 სახე: პოზიტიური და ნორმატიული.
პოზიტიური- ის არის აღწერითი ხასიათის, რეალობას წარმოაჩენს ისეთს
როგორიც არის.
ნორმატიული-სარეკომენდაციო ხასიათის. ეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს
რეალობა.
მათ შორის განსხვავება ისაა, რომ პოზიტიურის უარყოფა შესაძლებელია
ფაქტების შესწავლით. ნორმატიულ დებულებებზე ვერ ვიმსჯელებთ მხოლოდ
ფაქტების მიხედვით, რადგან იმის გადაწყვეტა თუ რომელი პოლიტიკაა უკეთესი
მხოლოდ მეცნიერების საქმე არაა, აქ ასვე მონაწილეობს სუბიექტური
შეხედულებები მორალზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე და სხვ.
Secondary Effects- ეკონომიკური პოლიტიკის უარყოფითი შედეგი, რომელიც
გარკვეული დროის შემდეგ იქნება თვალშისაცემი.
4) Ceteris Paribus- ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაშვება „სხვა თანაბარ
პირობებში“, რაც გულისხმობს, რომ განსახილველი ცვლადის ცვლილებისას,
დანარჩენი რჩება უცვლელი. მაგალითად, თუ განიხილება ფასის ცვლილების
ზემოქმედება საქონლის გაყიდვის მოცულობაზე, მაშინ იგულისხმება, რომ ისეთი
გარემოებები, როგორებიცაა: მოთხოვნა, მიწოდება, საქონლის ხარისხი,და სხვ.
უცვლელი რჩება.
5) Fallacy of composition- არასწორი შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ის რაც
სასარგებლოა/ჭეშმარიტია ინდივიდისთვის,ასევე სას/ჭეშ ჯგუფისთვის.

 მიკროეკონომიკა- ანალიზის საფუძვლად აღებულია უმცირესი სამეურნეო


ერთეული, ცალკეული ფირმა და სხვ.
 მაკროეკონომიკა-სწავლობს ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად. მისი სწავლის
ობიექტებია: საზოგადოება, ეკონომიკური ზრდის ტემპი, მისი ფაქტორები,
ინფლაცია, უმუშევრობა.
 Transaction costs- ყველა რესურსი, დრო, ფული, ენერგია, რაც საჭიროა
ვაჭრობისთვის.
 Middlemen- შუამავლები ვაჭრებსა და მყიდველებს შორის.
P a g e 1 | 30
6) Production Possibilities Curve- გრაფი, რომელიც აჩვენებს მაქსიმალურ
რაოდენობას 2 პროდუქტის ერთდროულად წარმოებისას.

არსებობს 3 სახე: როცა Op.Cost მუდმივია, იზრდება და მცირდება.


გრაფის შიგნით არსებული ნებისმიერი წერტილის აღებისას წარმოება არის
არაეფექტური, რადგან არ ხდება ყველა რესურსის მაქსიმალურად გამოყენება .
ხოლო ის რაც გრაფის გარეთაა არის შეუძლებელი, რადგან არ არის ამდენი
რესურსი. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური არჩევნები არის უშუალოდ გრაფზე
განლაგებული წერტილები, შესაბამისად საუკეთესო არჩევანი იქნება მათ შორის
ერთ-ერთი.
P a g e 2 | 30
თუ მოცემულია 2 პროდუქტი, ერთის მნიშვნელობები მცირდება 1-ით მეორის(X) 4-
ით, მაშინ op cost X პროდუქტის იქნება 1/4 . გრაფი როა მოცემული მაშინ X-სა და Y-ს
რაოდენობით განისაზღვრება.
Opportunity cost of each unit of good X=(Y1−Y2)÷(X1−X2)
გრაფის გადაწევა/გაფართოვება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
ინვესტიცია, რაც გაზრდიდა შესაძლებლობებს მეტი პროდუქტის წარმოებისთვის,
ინოვაცია, მეტი მუშაობა, უპირატესობა ტექნოლოგიაში.
-Law Of Comparative Advantage- ეკონომიკური პრინციპი, რომლის მიხედვითაც
კომპანია უნდა ფოკუსირდეს იმის წარმოებაზე, რაც იაფი უჯდება და გაცვალონ
ვაჭრობით იმ საქონელზე, რისი წარმოებაც იაფად არ შეუძლია. მაღალი op.cost.
იყიდება საქონელი იქ სადაც მას აფასებენ.

 Exogenous Variable- ცვლადი, რომლის მნიშვნელობა განსაზღვრულია


მოდელის გარეთ.
 Endogenous Variable- ცვლადი, რომლის მნიშვნელობაც განსაზღვრულია
მოდელის მიერ.
3 Analytical tools:
1) Constrained Optimization- განსაზღვრულ და ლიმიტირებულ პირობებში
საუკეთესო არჩევნის პოვნა,ოპტიმიზაცია.
2) Objective Function- the relationship that the decision maker seeks to “optimize,” that is,
either maximize or minimize.
3) Constraints- შეზღუდვები, რომლებიც არსებობენ CO-ს პროცესში.
4) Equilibrium- მდგომარეობა, რომელიც გაგრძელდება უცვლელად, მანამ
სანამ, ეგზოგენური ფაქტორები უცვლელი დარჩებიან. მოთხოვნა ტოლია
მიწოდების.
5) Comparative Statics- ანალიზი, რომელიც სწავლობს თუ რა გავლენას ახდენს
ეგზოგენური ცვლადის ცვლილება ინდოგენურ ცვლადზე. მაგალითად, რა
გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე გარკვეულმა სტიქიურმა მოვლენებმა .

კვირა 2

მოთხოვნა
1) Market Demand Curve- გრაფი, რომელი გვიჩვენებს საქონლის რაოდენობას,
რომელსაც იყიდიან მომხმარებელები განსხვავებულ ფასებში.

P a g e 3 | 30
2) Derived Demand/ნაწარმოები მოთხოვნა- მოთხოვნა ისეთ რესურსზე,
რომელიც რაიმე პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება. საბოლოო
პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა იწვევს ამ რესურსზე მოთხოვნის ზრდასაც.
მაგალითად, თუ შაქარზე მოთხოვნა გაიზრდება, თუ გაიზრდება მოთხოვნა
კოკა-კოლაზე.
3) Direct Demand- მოთხოვნა საქონელზე, რომლის უშუალოდ გამოყენება სურთ
მომხმარებლებს.
4) Law of Demand- პროდუქტის პასსა და მოთხოვნას შორის არსებული კავშირი,
როცა სხვა გარე ფაქტორები ფიქსირებულია.  Q D = a – bP a და b
ცვლადებია.

მიწოდება
1) Market Supply Curve- გრაფი, რომელი გვიჩვენებს საქონლის რაოდენობას,
რომელსაც გაყიდიან მომწოდებლები განსხვავებულ ფასებში.
2) Law of Supply- კავშირი მიწოდების რაოდენობასა და ფასს შორის.
3) QS =a – bP

The law of Diminishing Returns-როცა ამატებ ახალ ცვლად რესურსებს, შედეგი


რაღაც წერტილის შემდეგ კლებას დაიწყებს.

ამ ფაქტორებით მოთხოვნა-მიწოდების გრაფი.

ელასტიურობა
მოთხოვნის ელასტიურობა აჩვენებს თუ რა გავლენას ახდენს ფასის ცვლილება
მოთხოვნაზე.

P a g e 4 | 30
რაოდენობისპროცენტული ცვილება
E= ფასის პროცენტული ცვლილება
რაოდენობის პროცენტული ცვლილება განისაზღვრება- მისი ცვლილების
შეფარდება მასთან გამრავლებული 100%. ფასიც ანალოგიურად.
მოთხოვნა ელასტიკურია როცა ის 1-ზე მეტია, არაელასტიკური როცა 1-ზე ნაკლები.
ეს როცა პროცენტულადაა.
ქვევით როცა 100 %-ზე არ მრავლდება.
ელასტიურობის სახეები:
1)იდეალურად არაელასტიკური-როცა 0-ს ტოლია. მოთხოვნის მრუდი
ვერტიკალურია.
2) იდეალურად ელასტიკური- როცა უსასრულობის ტოლია. მოთხოვნის მრუდი
ჰორიზონტალური.
3) არაელასტიკური- როცა 0-სა და -1ს შორისაა.
4) უნიტარულად ელასტიკური-როცა -1. მოთხოვნის ზრდა ტოლია ფასის კლების.
5) ელასტიკური- -1სა და უსასრულობას შორის.

ახლო შემცვლელები და ფუფუნების საგნები მეტი ელასტიკურობით


გამოირჩევა,ხოლო პირველადი მოთხოვნილების საგნები არაელასტიკურია.

Inverse Demand Curve- მოთხოვნის განტოლება,სადაც ფასი რაოდენობის


ფუნქციაა. ანუ Q D = a – bP-დან გამოთვლილია P, შესაბამისად P=a/b-1/b*Q

price elasticity of demand for the linear demand curve- E=-b*P/Q

Choke Price- a/b ფასი, სადაც მოთხოვნის რაოდენობა 0-ა.


Constant Elasticity Demand- Q=a*P^-b
ელასტიკურობის განმსაზღვრელი ფაქტორები(დეტერმინანტები)
1)მოთხოვნა არის უფრო ელასტიკური იმ პროდუქტების მიმართ, რომლის
სუბსტიტუტი/ალტერნატიული პროდუქტები არსებობენ .
2) მოთხოვნა არის უფრო ელასტიკური როცა პროდუქტი ძვირია. მაგალითად
მაცივარი ან მანქანა. და პირქით ნაკლებფასიანი პროდუქტები ნაკლებად
ელასტიკურები არიან.
3) მოთხოვნა არის ნაკლებად ელასტიკური როცა პროდუქტი მომხმარებლისათვის
არის აუცილებელი. მაგალითად, შაქარი, მარილი,ზეთი.

P a g e 5 | 30
Income Elasticity of Demand
რა გავლენა აქვს მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებას მომხმარებლის შემოსავალზე.
ΔQ /Q∗100 %
E= ΔI ∗100 % E=ΔQ/ΔI*I/Q
I

Cross-Elasticity of Demand

რა გავლენას ახდენს ერთი პროდუქტის მოთხოვნის ცვლილება (პროცენტებში)


მეორის ფასზე. E=ΔQ/ΔP*P/Q

Demand Substitutes- როცა 2 პროდუქტი ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ ერთის


ფასის გაზრდისას მეორეს მოთხოვნა იზრდება.

Demand Compliments- როცა 2 პროდუქტი ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ ერთის


ფასის გაზრდისას მეორეს მოთხოვნა მცირდება.

Price Elasticity of Supply- რა გავლენას ახდენს ფასის ცვლილება მიწოდებაზე. როცა


ფასი იზრდება მიწოდებაც იზრდება.

E=ΔQ/ΔP*P/Q
როცა ელასტიკურობა უარყოფითია მაშინ პროდუქტი არის შემავსებელი, როცა
დადებითია მაშინ შემცვლელი.

Long Running Supply Curve- მიწოდების გრაფი, რომელიც აჩვენებს პერიოდს, როცა
მწარმოებლები მთლიანად მოარგებენ/შეცვლიან/გადაწყვეტენ მიწოდებას, ფასის
ცვლილებისას.

Short Running Supply Curve- იგივე, ოღონდ აქ მთლიანად ვერ ასწრებენ მიწოდების
პოლიტიკის შემუშავებას.

P a g e 6 | 30
Price Celling- ლეგალურად დაწესებული მაქსიმალური ფასი პროდუქტისთვის.
წონასწორობის წერტილის ქვევით უნდა იყოს, რადგან თუ შეზღუდვა არის მის
ზემოთ ეს არანაირ ეფექტს არ მოახდენს, რადგან სიჭარბე იქნება და მომხმარებელი
არ შეიძენს მაღალ ფასად.

Floor Price-მინიმალური ზღვარი.

ქვედა ზღვარი წესდება წონასწორობის ზემოთ, ზედა ზღვარი წონასწორობის


ქვემოთ.

Celling იწვევს დეფიციტს, რადგან დაბალ ფასზე მიწოდების რაოდენობაც იკლებს.


მოთხოვნა მაღალია მიწოდება დაბალი.ასევე შეიძლება გამოიწვიოს შავი ბაზარი.

Floor იწვევს სიჭარბეს.

Minimum wage-ლეგალურად დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურება.

შავი ბაზარი-ბაზარი სადაც არალეგალური საქონელი იყიდება ან ლეგალური


საქონელი იყიდება არალეგარულ ფასად.

როდესაც მთავრობა აკისრებს გადასახადს, მაგალითად 1000 ლ ყოველ გაყიდულ


მანქანაზე, გამყიდველი შეეცდება, რომ ეს 1000 ლ მიუმატოს გასაყიდ ფასს და ის
გადაიხადოს მყიდველმა. ანუ ფასი აიწევს. მოხდება მიწოდების გრაფის ცვლილება,
შესაბამისად ნაკლები ავტომობილი გაიყიდება. თუ კანონის მიხედვით
მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მეტი მაშინ ის შეეცდება 1000 ლარით იაფად
ყიდვას, ანუ ფასის დაკლებას, შესაბამისად მოთხოვნის მრუდი შეიცვლება.

Tax
Tax Base- ეკონომიკური აქტივობის რაოდენობა, რომელიც იხდის გადასახადს.
მაღალი გადასახადი ამცირებს მას, რადგან ერიდებიან მაღალგადასახადიან
აქტივობას.

Deadweight Loss-დაკარგული სარგებელი, მომხმარებლისთვისა და


მიმწოდებლისთვის როცა ისინი იხდიან გადასახადს.

Average Tax Rate- საგადასახადო ვალდებულება გაყოფილი გადასახადებიდან


მიღებულ შემოსავალზე. შემოსავლის პროცენტული ნაწილი რომელიც წარმოადგენს
გადასახადს. როცა შემოსავალს ვიღებთ სხვადასხვა წყაროდან, მაშინ ყველა წყაროდან
თანხა რაც გვაქვს გადასახდელი დავითვლით და გავყოფთ მთლიან ჯამზე და
ვამრავლებთ 100ზე რო გამოვსახოთ პროცენტებში. მაგ, შემო

P a g e 7 | 30
სავალი 20 000, გადასახადია 3000, მაშინ 3000/20000=15%

Marginal Tax Rate/ზღვრული საგადასახადო განაკვეთი-საგადასახადო დავალიანების


ცვლილების შეფარდება დაბეგვრას დაქვემდებარებულ ცვლილებასთან.

Progressive Tax-როცა შემოსავლის ზრდასთან ერთად გადასახადიც იზრდება.

Proportional Tax-როცა გადასახადი ყველა შემოსავალზე ერთნაირია.

Laffer Curve- გრაფი რომელიც ასახავს ურთიერთდამოკიდებულებას საგადასახადო


განაკვეთსა და საგადასახადო შემოსავალს შორის. რაღაც წერტილის შემდეგ
შემოსავლები გადასახადებიდან არ გაიზრდება, არამედ შემცირდება, რადგან
ადამიანებს აღარ აქვთ სტიმული მეტი მუშაობისა. მაქსიმუმი აქ არის T წერტილი.

P a g e 8 | 30
წრფივი გრაფიკის შუა წერტილის ორდინატა ყოველთვის ორდინატის ნახევრის
ტოლია, ამ შემთხვევაში 10, წერტილი სადაც აბსცისა 0ა, 10-ს ნახევარი 5.
ერთეულოვანი ელასტიურობა არის შუა წერტილში.

Consumer Surplus/მომხმარებლის ხეირი-მომხმარებელთა დანაზოგი, თუ ის მზად


არის პროდუქტში გადაიხადოს 10ლ, მაგრამ ღირს 5ლ, მაშინ მათი სხვაობა ანუ 5ლ
არის მისი ხეირი. მწარმოებლის შემთხვევაში შესაბამისად.

კვირა 3
Consumer preference- რა სურს მომხმარებელს. რომელი საქონელია მისთვის
პრიორიტეტული.

პრეფერენციების აქსიომატიკა:

1)სისრულე- თუ მომხმარებელი A კალათას ანიჭებს უპირატესობას, B-ს, ან ორივეს


თანაბრად.

2) ტრანზიტულობა- პრეფერენციები ტრანზიტურია იმ შემთხვევაში, თუ


მომხმარებელს A კალათა ურჩევნია B-ს და B C-ს, მაშინ A ურჩევნია C-საც.

3) მონუტონურობა- თუ 2 კალათაში ერთნაირი საქონელია, იმას მივანიჭებთ


უპირატესობას რომელშიც უფრო მეტი რაოდენობის საქონელია.

The Utility Function-

P a g e 9 | 30
Ordinal ranking- არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კონკრეტული საქონლის
კონკრეტული რაოდენობას, არამედ მთავარია სარგებლიანობის დონეები
შევუსაბამოთ კალათების სიმრავლეს და შევძლოთ მათი დახარისხება-რომელია
უკეთესი. Order-რიგი. ის გვიჩვენებს რომელი კალათა უფრო მოსწონს მომხმარებელს,
თუმცა არ აჩვენებს რამდენად(რიცხობრივად) უფრო მოსწონს ის.

Cardinal ranking- გვიჩვენებს თუ რამდენად უფრო ურჩევნია ერთი კალათა მეორეს,


პრეფერენციის გაზომვა ხდება. მაგალითად, მომხმარებელს A კალათა 2-ჯერ უფრო
მოსწონს(მოიხმარს) ვიდრე B.

Utility Function- ფუნქცია, რომელიც ზომავს მომხმარებლის კმაყოფილების დონეს


კონკრეტული კალათის მიმართ.

Marginal Utility- თუ x და y კალათებში, მეორე არ იცვლება და მცირედით გავზრდით


პირველის რაოდენობას, ეს ნაზრდი შეეფარდება U-ს ცვლილებას. ერთის მცირე
ნაზრდი რა სარგებელს მოგვცემს. ზღვრული ფუნქცია საწყისი ფუნქციის.

MU(x)=ΔU/ΔX => MU(y)=ΔUΔX; მაგ, U= 8xy+4y; MU(x)=8y; MRS-ით U-ს x და y


ვიპოვით.

MU-ს დროს ხდება გაწარმოება x-ს ან y-ს. MRS=MU(x)/MU(y)=y/x

ზღვრული სარგებლიანობის კლებადობის კანონი-როცა დამატებით ვზრდით ერთი


სქონლის რაოდენობას და დანარჩენი უცვლელია, მაშინ თავიდან ზღვრული
სარგებელი შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი,
საიდანაც ის დაიწყებს კლებას.

Indifference Curve- აღწერს ერთი კონკრეტული სარგებლიანობის ფუნქციისთვის


სხვადასხვა გამორჩეულობის მრუდების ერთობლიობას სიბრტყეზე. აქ
დალაგებულია რიგის მიხედვით ყოველი კალათა.

P a g e 10 | 30
განურჩევლობის მრუდების თვისებები:

1) 1 კალათას არ შეიძლება 2 სხვადასხვა განურჩევლობის მრუდზე ჰქოდნეს


ადგილი.
2) განურჩევლობის მრუდები არ უნდა იკვეთებოდნენ.
3) ამ მრუდებს აქვთ უარყოფითი დახრილობა. კლებადებია.

Marginal Rate of Substitution-ჩანაცვლების ზღვრული ნორმა- იმ შემთხვევებში, როცა


მომხმარებელი დაინტერესებულია, რომ სასტარტო კალათიდან გადაინაცვლოს სხვა
სამომხმარებლო კალათაზე და აინტერესებს რა პროპორციით უნდა ჩაანაცვლოს
ერთი საქონლის მოხმარება მეორის, ისე რომ სარგებელი უცვლელი დარჩეს. რამდენი
ერთეულით უნდა შევამციროთ y საქონლის მოხმარება, როცა გვჭირდება x საქონლის
მოხმარების გაზრდა ერთი ერთეულით იმისათვს, რომ სარგებელი შევინარუჩუნოთ
უცვლელ დონეზე. განურჩევლობის მრუდის დახრაა MRS.

MRS(x,y)=-Δx/Δy
MRS(x,y)=MU(x)/MU(y)=U’(x)/U’(y) მაგ, U=xy, მაშინ MRS=y/x, რადგან ჯერ x-ს
გაწარმოებისას y რჩება, მერე y-ს გაწარმოებისას x.

მაგალითად, საწყისი წერტილია A და მომხმარებელი განიხილავს B წერტილში


გადმონაცვლებას, X-ს მოხმარებას გარკვეული ერთეულით გაზრდის და რამდენით
უნდა შეცვალოს y-ს მოხმარება გამოითვლება MRS.

რაც უფრო მარჯვნივ გადავინაცვლებთ მით უფრო შემცირდება y-ს ის რაოდენობა,


რაც უნდა დავთმოთ, შესაბამისად სარგებლიანობის დონე იზრდება.

Steps

P a g e 11 | 30
ჯერ ვიპოვით MU(x) და MU(y), შემდეგ MRS, რითაც გავიგებთ U-ს კოორდინატებს და
დავხაზავთ წრფეს, ბოლოს კი ჩავსვამთ U-ს ფორმულაში მის კოორდინატებს და
გამოვთვლით განურჩევლობის მრუდის ფუნქციას y=.

იდეალური ჩამნაცვლებელი-როცა 2 პროდუქტი მომხმარებლის თვალში ერთი და


იმავე მნიშვნელობისაა, ანუ იდეალურად ანაცვლებს ერთი მეორეს. განურჩევლობის
მრუდები წრფეებია. ორივეს MRS ტოლია 1-ს. U(x,y)=ax+by

იდეალური შემავსებლები- როცა მომხმარებელი მოიხმარს 2 საქონელს


ფიქსირებული პროპორციით 1:1. 2 პროდუქტი ერთად უნდა იქნას მოხმარებული,
მაგალითად ფეხსაცმლის წყვილი. U(x,y)=min{ax,by}

კობ-დუგლასის ფორმულა- ორივე პროდუქტისთვის ზღვრული სარგებელი


პოზიტიურია. ის ზომავს მომხმარებლის U-ს ერთი პროდუქტის x ერთეულში და
მეორის y ერთეულში.

U=Ax^a*Y^b

x- მომხმარებლის

ერთი პროდუქტის რაოდენობა y-მეორე პროდუქტის a,b და A-დადებითი


რიცხვებია.

P a g e 12 | 30
Quasilinear Utility Function- ფუნქცია, რომელშიც მინიმუმ ერთი პროდუქტის გრაფი
არის წრფივი, ხოლო მეორე შეიძლება არე იყოს წრფივი. U(x,y)=v(x)+by

V(x) ფუნქცია, რომელშიც x იზრდება.

budget constraint- ყველა კომბინაცია პროდუქტებისა და სერვისების, რომელთა


შეძენაც მომხმარებელს შეუძლია ლიმიტირებული ფულით.

Budget Line- კალათების ყველა სახე, რომელთა შეძენა შეუძლია მომხმარებელს


თავისი შემოსავლის მთლიანად დახარჯვის შემთხვევაში.

X და y ორი სახის საქონლის რაოდენობა. ისეთი კალათა უნდა ავარჩიოთ x-სა და y-სა,
რომ სარგებლიანობა(U) იყოს მაქსიმალური.

I ან B- ბიუჯეტი. P-ფასი მთლიანი ხარჯები- (X:Y)=Px*X+Py*Y

Budget Equation- Px*X+Py*Y=I

Budget Constraint- Px*X+Py*Y<I

Budget Line- Y=I/Py-(Px/Py)*X -(Px/Py)=წრფივი გრაფიკის დახრილობა

I/Py-რამდენი Y ერთეული მოგვივა თუ შევიძენთ მთელი თანხით Y-ს.

განურჩევლობის მრუდის მსგავსია, თუმცა აქ მნიშვნელობა აქვს რაოდენობას და


ფასს, რადგან მომხმარებლის შესაძლებლობების განსაზღვრა ხდება.

P a g e 13 | 30
შემოსავლის/ბიუჯეტის გაზრდის შემთხვევაში ზევით გადაადგილდება გრაფი. თუ
დახრიოლობა იგივე რჩება, მაშინ გადაადგილდება პარალელურად.

Consumer Choice Problem, სამომხმარებლო არჩვენის პრობლემა-

1) სარგებლის მაქსიმიზაცია, როცა ბიუჯეტი მოცემულია. Max U(X,Y)

2) ბიუჯეტის მინიმიზაცია, როცა მოცემულია სარგებლის დონე. გვაქვს დასახული


გარკვეული სარგებლის დონის მიღება და არჩევანი ბევრია.Min B(X,Y)

ორივე შემთხვევისთვის განიხილება:

1) Interior Optimum- 2 უკიდურეს წერტილებს შორის შიდა წერტილზე.


2) Corner Solution- შიგნით, ღერძზე არ მოიძებნება და ერთ-ერთი უკიდურესს
წერტილზეა, ანუ მხოლოდ ერთ საქონელზე ხდება უპირატესობის მინიჭება.

P a g e 14 | 30
დავუშვათ ერთი და იმავე თანხაა საჭირო ორივე კალათაზე, მაშინ F კალათა
უკეთესია, რადგან უფრო მაღალა მდებარე განურჩევლობის მრუდზეა. აქ D კალათა
ორივეს სჯობს, მაგრამ ის მრუდზე არ მდებარეობს, შესაბამისად ბიუჯეტი მას ვერ
გაწვდება.

რადგან დახრილობა უცვლელია. MU(x)/MU(y)=P(x)/P(y) => MU(x)/Px=MU(y)/P(y)

ოპტიმალურ კალათაში შემავალი საქონლის ერთეულზე ზღვრულად დახარჯული


თითოეული დოლარი ერთნაირი ზღვრული სარგებლის მომცემია.

აქ ბიუჯეტის მინიმიზაცია.

ლექცია 4, მოთხოვნის თეორია

P a g e 15 | 30
1)Price Consumption Curve/ფასი-მოხმარების მრუდი- მრუდი, რომელიც აერთებს
ყველა შესაძლო ოპტიმალურ კალათას. (სხვადასხვა ფასების შემთხვევაში)

2)მოთხოვნის მრუდი- გვიჩვენებს ფასი-მოხმარების მრუდზე ასახულ კონკრეტულ


ფასსა და მის შესაბამის ოპტიმალურ არჩევანს.(x ან y) P(x) და x

იგივეა Income-Consumption curve, შემოსავალზეა.

Normal vs Inferior

1)ნორმალური საქონელი- საქონელი, რომელსაც უფრო მეტს მოვიხმართ ჩვენი


შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში.

2) ინფერიორი- საქონელი, რომელსაც ნაკლებად მოვიხმართ შემოსავლის გაზრდის


შემთხვევაში. მაგ, შეიძლება მანქანა ვიყიდო და საზ. ტრანსპორტით ნაკლებად
ვისარგებლო.

-Engel Curve-მრუდი, რომელიც აჩვენებს სხვადასხვა შემოსავლისას როგორ


შეიცვლება ოპტიმალური არჩევნის საქონლის რაოდენობა.

ნორმალური საქონლის შემთხვევაში მრუდი მზარდია, თუ ინფერიორული მაშინ


კლებადი. თუმცა შეიძლება რაღაც საქონლის მიმართ შემოსავლის კონკრეტულ
დიაპაზონის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალოს. მივიღებთ ასეთ მრუდს.

P a g e 16 | 30
საქონლის ფასის ცვლილებისას გადავდივართ სხვადასხვა კალათაში, ამ
ცვლილებების გამომწვევი მიზეზები კი არის 2 სახის:

1) ჩანაცვლების ეფექტი- თავიდან მომხმარებელი ცდილობს სარგებლობა


როგორც მინიმუმ შეინარჩუნოს, შემდეგ თუ ფასი შემცირდა და შესაბამისად
გაუჩნდა დამატებითი სახსრები, მაშინ მას წარმართავს პრიორიტეტული
საქონლისკენ. ცვლილება ერთი საქონლის მოხმარების რაოდენობაში, როცა
ფასი იცვლება,
2) შემოსავლის ეფექტი- ცვლილება ერთი საქონლის მოხმარების რაოდენობაში,
როცა შემოსავალი იცვლება. ის ყოველთვის დადებითია ნორმალური
საქონლისთვის და უარყოფითი ინფერიორისთვის.

ჩანაცვლების ეფექტი x საქონელზე- მანძილი წერტილამდე x ღერძზე.

ერთ მრუდზე მდებარეობს A და B წერტილები, მათი შესაბამისი იქს წერტილებია Xa


და Xb და მათ შორის მანძილი Xb-Xa არის ჩანაცვლების ეფექტი, ხოლო Xc-Xb
შემოსავლის ეფექტი. BL-budget line.

P a g e 17 | 30
ლექცია 8, ფასის მიმღები და კონკურენცია
1)4ფასის მიმღებთა ბაზარი წარმოადგენს ისეთ ეკონომიკურ გარემოს, სადაც ყველა
მწარმოებული იდენტურ პროდუქციას აწარმოებს. (მაგალითად, ყველა კვერცხს ან
ჩუპაჩუპს). განსხვავებული არ არსებობს. ხოლო მათი წილი ბაზარზე ძალიან
უმნიშვნელოა. ამიტომ მათ მთლიან წარმოებას არანაირი გავლენა არ გააჩნია
ბაზარზე. შესაბამისად, არც მათ გააჩნიათ არანაირი გავლენა საბაზრო ფასზე და
სწორედ ამიტომ იღებენ საბაზრო ფასს, ქვიათ ეს სახელი და უფრო მაღალ ფასს ვერ
დააწესებენ, რადგან ვერ გაყიდიან.

2) ფასის მაძიებლები- ფასის მაძიებლენი კი თვითონ ირჩევენ ფასს და შესაბამის


რაოდენობას, მოთხოვნის მრუდის მიხედვით, რომელიც მათ მაქსიმალურ მოგებას
მოუტანს. ( მათი მოთხოვნის მრუდი ქვევით მიმართულია).

3) კონკურენცია როგორც დინამიკური პროცესი წარმოადგენს რამოდენიმე ფირმის


დაპირისპირებას ბაზარზე, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლებისა და მყიდველის
მოძიებისთვის, რაც მათ აიძულებთ უფრო ხარისხიანი პროდუქტი შექმნან და
მომსახურება გააუმჯობესონ.

-უბრალო კონკურენციის ბაზარი წარმოადგენს ისეთ ბაზარს,რომელშიც შესვლა და


გამოსვლა შეიძლება ნებისმიერი სახის ბარიერის გარეშე. ასაევე ყველა მწარმოებელი
ერთნაირ პროდუქტს აწარმოებს და, მსგავსად, ეს ფასის-მიმღებთა ბაზარია.

-ბაზარზე შესვლის ბარიერები წარმოადგენენ ისეთ ქმედებებს ან მდგომარეობებს,


რომლებიც ხელს უშლიან პოტენციურ კონკურენტებს ბაზარზე შესვლის სურვილის
დროს. როდესაც ეს ბარიერები დაბალია კონკურენცია ფასის მიმღებთათვის და
ფასის მაძებელთათვის თითქმის მსგავისა, ერთ დონეზეა. მსგავსი ბაზრები
წარმოიქმნებიან. ფასის მიმღებთა ბაზარი და უბრალო კონკურენციის ბაზარი
ერთიდაიგივეა.

ბაზარი იწოდება ფასისმიმღებთა ბაზრად 4 შემთხვევაში :

 ყველა ფირმა აწარმოებს იდენტურ პროდუქტს


 უამრავი ფირმაა ბაზარზე
 ყველას მცირე წილი აქვს ბაზრის საერთო წარმოების
 არანაირი ბარიერი არ არსებობს

Marginal Revenue- რამდენად ცვლის 1 დამატებითი პროდუქტის გაყიდვა მთლიან


შემოსავალს.

MR=Change in total revenue/change in output ; MC=ΔC/ΔQ

P a g e 18 | 30
ფასის მიმღები იქამდე გაზრდის წარმოებას სანამ MR არ გახდება MC-ს ტოლი.

P=MC is used in a perfectly competitive market. MC=MR is used in a monopoly market to


profit maximize.

-მოგების მაქსიმიზაციისთვის MC=MR=P

If we produce at point left to Q, then MC will be lesser than MR. We will always have an
opportunity to make more profit by producing a little more as revenue of making one more
extra unit is higher than the cost. To the right of the quantity Q, cost of producing one extra
unit is greater than the revenue. Hence, we can make more profit by producing lesser. We
will keep producing lesser till our cost equals the revenue. That this point profit is
maximized.

მოგა მაქსიმალურია იქ სადაც TR-TC მაქსიმალურია.გრაფიკზე ორნაირად შეიძლება


ჩვენება თვითონ ამ სხვაობის გრაფიკის აგება ანუ ცალკე მოგების და ცალკე
დანახარჯის. ან ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების გრაფიკის.

დანაკარგი ჩნდება მაშინ, როცა ATC უფრო მეტია ვიდრე ფასი.

თუ მოკლევადიანი წარმოების შემთხვევაში ფასი დავარდა საშუალო დანახარჯებზე


ქვევით მაშინ მწარმოებელს სამი გზა რჩება :

 ცოტახანი წარმოება გააგრძელოს იმის იმედით რომ სიტუაცია შეიცვლება


( ამ დროს უნდა ფარავდეს AVC-ს და ცოტა FC-ს.)
 შეწყვიტოს ცოტახნით წარმოება სიტუაციის შესვლამდე (ფიქსირებულს
იხდის და AVC არ აქვს)
 ბიზნესიდან გავიდეს (ფიქსირებულ დანახარჯებს იცილებს და AVC არ
აქვს)

P a g e 19 | 30
სანამ ფარავს ცვლად დანახარჯებს იქამდე წარმოებას კიდე აზრი აქვს, რადგან
მთლიანად შეჩერება ფიქსირებულ გადასახადსაც ზედ დაადებს ხარჯს.„normal rate of
retun” ანუ ნულოვანი მოგების წერტილი, როდესაც ATC=P

გრძელვადიან წარმოებაში მხოლოდ ასეთი მოგება არსებობს, რადგან სხვებიც


შემოვლენ ბაზარზე და მოუწევთ წარმოების იქამდე გაზრდა სანამ ყველა შესაძლო
კლიენტს არ მიაღწევენ ანუ MR=MC

-მოკლევადიან წარმოებაში ან გრძელვადიანში, რომ გაიზარდოს მოთხოვნა, რა თქმა


უნდა, მწარმოებლები წარმოებას გაზრდიან და დროის გარკვეულ მომენტში დიდ
მოგებას ნახავენ, მაგრამ თუ სიტუაცია ბაზარზე უცვლელი დარჩება, რასაკვირველია,
შემოვლენ სხვა მწარმოებლებიც და ფასი ისევ საწყის ნიშნულზე დაბრუნდება.

კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ მწარმოებლებმა ხარისხიანი პროდუქტები


აწარმოონ.

-ბაზარზე მიწოდების მრუდის ელასტიურობა იზრდება როდესაც მწარმოებლებს


მეტი დრო აქვთ ცვლილებებთან შესაგუებლად, რადგან უფრო მეტი კონკურენტი
შემოდის და მიწოდებაც იზრდება, ხოლო დროის მცირე მონაკვეთში მწარმოებლების
მცირე რაოდენობაა.

იდეალური კონკურენციას ახასიათებს:

fragmented industry- ინდუსტრია, სადაც ბევრი მწარმოებელი და მომხმარებელია.

Undifferentiated products- პროდუქტები, რომელსაც მომხმარებელი აღიქვამს როგორც


ერთნაირს.

მომხმარებელთა მაღალი ცნობიერება ფასების შესახებ.

Law of One Price- იდენტურ საქონელზე ფასი ყველგან,ადგილმდებარეობის


მიუხედავად, ერთნაირი იქნება,

Sunk fixed cost- ფიქსირებული ხარჯი, რომელიც აუცილებლად იარსებებს, თუ ფირმა


შეწყვეტს მუშაობას.

Nonsunk fixed cost- ფიქს. ხარჯი, რომელიც იარსებებს ფირმის მუშაობის შემთხვევაში
და არ იარსებებს თუ ის დაიხურება.

Total Variable Cost- ძირითადად თუ ფირმა არ მუშაობს, მაშინ TVC 0-ს ტოლია.
P a g e 20 | 30
short run total cost(STC)(Q)= { SFC+NSFC+TVC(Q), when Q>0}

SFC, when Q=0

ლექცია 9
ფასის მაძიებელი ბაზარი კონკურენტუნარიანია, როდესაც დაბალი ბარიერებია და
მოთხოვნის მრუდი კლებადია, რაც განპირობებულია იმით, რომ ფასის მაძიებელნი
ეძებენ ისეთ წერტილს მოთხოვნის მრუდზე, რომელიც მაქსიმალურ მოგებას
მისცემთ.

იდენტური პროდუქტები არ გვხვდება ამ ბაზარზე. განსხვავდება ფორმით,


შეფუთვიტ, სუნით, წონით, ხარისხით, რაიმეთი. ესეც განაპირობებს მრუდის
დახრილობას, რადგან იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი შეფუთვის ნაყინი მოსწონს
ფასი, რომ გაუზარდო მაინც იყიდის. „როგორი გაუმაძღარი არსებაა ადამიანი“

ონოპოლიტური კონკურენცის ბაზარი ხასიათდება დაბალი ბარიერებეით, ბევრი


გამყიდველით და განსხვავებული მიწოდების მრუდებით. ძაან გავს ფასის მაძიებლის
ბაზარს ანუ ბევრი ფასის მაძიებელი ერთად რა. თან მათი მიწოდების მრუდებიც
მსგავსია და ფასს თუ გაზრდიან შეიძლება კლიენტები დაკარგონ, რადგან კარგი
შემცვლელები ყავთ. ამიტომ ძალეან ელასტიური ბაზარია.

მოკლეზე MR=MC, გრძელზე ATC=P და MR=MC.

MR, ამ შემთხვევაში, ფასის მაძიებლის დროს, მოთხოვნის მრუდის შიგნით ექცევა და


წარმოადგენს მოპირდაპირე ღერძის მედიანას.

გამოიგონებენ ინოვაციურ ტექნოლოგიას, დაბალ ფას დაადებენ და ყველა


მომხმარებელს გადმოიბირებენ, ამ დროს სხვა ფირმები წაგებაში წავლენ. ამას ქვია
„კრეატიული დისტრუქცია“ - სხვის გამოგონება რომ მეორეს ანგრევს.

Price Discrimination- როცა მწარმოებელი სხვადასხვა მომხმარებლებს სხვადასხვა


ფასში მიყიდის საქონელს.

შევადაროთ ფასის-მიმღებთა და ფასის მაძიებელთა ბაზრები :

1)მსგავსებები :

იმის გამო, რომ დაბალი ბარიერებია, ორივე შემთხვევაში მწარმოებელს სურვილი


გააჩნია, რომ მაქსიმალურად დააინტერესოს მომხმარებელი. თუმცა გრძელვადიანი
მოგების მიღება ორივეს გაუჭირდება. გრძელვადიან წარმოებაში ორივე მხარის
შემთხვევაში ნულოვანი მოგების წერლტიში განთავსდება მათი წარმოება ანუ
დანახარჯებს გაუტოლდება. ამასთან ერთად, პროდუქტიული წარმოების სურვილიგ

P a g e 21 | 30
აუჩნდებათ. ეცდებიან გაზარდონ ხარისხი და ნებისმიეირ საშუალებით შეიქმნან
უპირატესობა.

მოთხოვნის მრუდის ცვლილების შემთხვევებშიც ფასის მაძიებელნი და მიმღებნი


მსგავსად მოქმედებენ. თუ მოთხოვნა გაიზრდება, ორივე შემთხვევაში, გაიზრდება
წარმოება, ფასები, მოკლევადიანი მოგება და შემდეგ ბაზარზე ახალი მწარმოებლებიც
შემოვლენ. ამასთან ერთად, გაიზრდება მიწოდებაც, შედეგად ეს დააწვება საბაზრო
ფას და დაბლა დაწევს, იქამდე სანამ დანახარჯებს არ გაუტოლდება.
საწინააღმდეგოდ, დაბალი მოთხოვნა ფასს დააგდებს და მცირევადიან წაგებას
მოიტანს, ამიტომ წარმოება შემცირდება და ზოგი ფირმა გავა ბაზრიდან. იქიდან
გამომდინარე, რომ მიწოდება შემცირდება, ფასი იქამდე გაიზრდება სანამ
მოკლევადიან დანახარჯებს არ გამორიცხავს, დაფარავს და ფირმებს საშუალება
ექნებათ მოგება ნახონ.

განსხვავებები :

ფასის მიმღებს აქვს ჰორიზონტალური მოთხოვნის მრუდი, ხოლო მაძიებელ დაბლა


მიმართული, წრფივი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის მაძიებლის ზღვრული მოგება
ნაკლები იქნება ამ მომენტში არსებულ ფასთან (გრაფიკზე უკეთ ჩანს). ფასის
მაძიებელი შესაბამის ფასს ეძებს MR=MC, როგორც მიმღები, მაგრამ იმ ფას აწესებს,
სადაც ეს გადაკვეთის წერტილი მოხვდება მოთხოვნის მრუდზე, ხოლო მიმღებს
ეგრევე ემთხვევა იმიტომ, რომ მაგისთვის P=MR ( 231 გვერდზე საკაიფო გრაფიკია
ნახეთ)

1) ფასის დისკრიმინაცია - როდესაც ყველა მომხმარებელს იმ მაქსიმალურ ფასად


აწვდი პროდუქტს, რომელზეც თანახმანი არიან. ანუ ყველას თავის ფასში რა.
ნაღდი იტალიური არმანებია 50 ლარად ვყიდი მაგრამ შენ 20ად მოგცემ.
2) ფასის დისკრიმინაციისთვის გამყდველს ორი რამ უნდა შეეძლოს :
 მინიმუმ, ორი ჯგუფი უნდა გამოყოს სხვადასხვა სახის მოთხოვნის
ელასტიურობით
 დაიცვას თავი იმ შემთხვევისგან , რომ ისინი, ვინც დაბალ ფასად
ყიდულობენ ამ პროდუქტს, არ გახდნენ გადამყიდველები და იმათ არ
მიყიდონ ვისაც მაღალ ფას თავად უწესებს ჩვენი თავდაპირველი
გამყიდველი.

3) ფასისმიერი დისკრიმინაცია სულ არ არის ცუდი. მასშიც არის კეთილი,


სიკეთის მარცვალი, რადგან ხანდახან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
ზოგიერთი პროდუქტის წარმოება, ან ისეთი მოგების მიღება, როგორიც
გვსურს, ან ყველას დაკმაყოფილება და ა.შ.

P a g e 22 | 30
რა ხდება, როდესაც მაღალი ბარიერებია ბაზარზე შესასვლელად.

ECONOMICS OF SCALE

ამის მთავარი იდეა ისაა, რომ რაც უფრო დიდია წარმოება, უფრო მცირეა 1
ერთეულის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი. შესაბამისად, მაგალითად, ის
კომპანია, რომელიც რაკეტებს აწარმოებს და დიდი ხანია ბაზარზეა, უფრო ნაკლები
დანახარჯებით ხასიათდება, ვიდრე ის ვისაც შემოსვლა სურს. თან დიდი რისკებია
და დიდი

დანახარჯები. ამიტომ ბაზარზე შესვლის სრუვილი ძალიან ცოტას აქვს.

1)მთავრობის მიერ მინიჭებული ლიცენზია, როდესაც სახელმწიფოს მართველმა


ორგანომ შემოიღო წესი, რომ კურდღლის ბეწვისგან საცვლების საწარმოებლად
საჭიროა ლიცენზია და ამის გარეშე ამ საქმის გაკეთება კანონსაწინააღმდეგო აქტია.

2)პატენტის უფლება. როდესაც სახელმწიფო რომელიმე კომპანიას ანიჭებს ამ


უფლებას და საშუალებას აძლევს გარკვეული დროის მანძილზე მხოლოდ მან
აწარმოოს შესაბამისი პროდუქტრი. აქ ყველაზე კაია წამლების ბაზარი. ვიღაცამ ჩადო
რესურსი და ახლა რომ ყიდის ამოღება უნდა. ამიტომ აძლევენ ხოლმე პატენტის
უფლებას.ფასები კი მაღალია ხოლმე, მაგრამ თან სტიმულია კამპანიებისთვის.
P a g e 23 | 30
3)რაიმე სახით ბუნებრივი რესურსის კონტროლი. როდესაც რაიმე კომპანია ისეთ
პროდუქტს ფლობს, რომლის გარეშე შეუძლებელია გარკვეული სახის საქმიანობის
გაკეთება ან სხვა აუცილებელი რაიმეს წარმოება. მაგალიტად, რაიმე კომპანია, რომ
ფლობდეს ისეთ მინერალს, რომლის გარეშეც კიბოს წამალს ვერ დაამზადებდნენ. ნუ
დროის განმავლობაში სხვებიც აღმოაჩენენ იგივე მინერალს და ეს პროდუქტრი არ
იქნება უკვე ერთი კომპანიის ხელსი. ანუ ესეც დროზე დამოკიდებული პროცესია.

მონოპოლია
მონოპოლია, მონოპოლიური ბაზარი ხასიათდება :

 მაღალი ბრიერებით
 1 მწარმოებლით, რომელსაც გააჩნია ისეთი პროდუქტი, რომელსაც კარგი
შემცვლელი არ მოეპოვება.
 ფასის მაძიებელის მსგავსად მონოპოლისტიც ეძებს ისეთ მდომარეობას, სადაც
MR=MC
 მაღალი ბარიერის არსებობა მონოპოლისტებს იცავს სხვა მწარმოებლებისაგან,
რომლებიც იდენტურ პროდუქტს აწარმოებენ. ამიტომ ის არ მოიზიდავს
მწარმოებლებს ისევე სწრად, როგორც კონკურენტუნარიანი ბაზრების დროს.

ოლიგოპოლია არის ბაზრის ისეთი მდგობარეობა, როდესაც ძალიან ცოტა


მწარმოებელია ბაზარზე. რამდენიმეს შორისაა კონკურენცია.

ოლიგოპოლიური ბაზრისთვის დამახასიათებელი თვისებებია :

 კონკურენტთა მცირე რაოდენობა


 ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან იმ იდეით, რომ თითეულს ბაზრის
დიდი წილი უჭირავს (ერთის გადაწყვეტილებას მეორეზე გავლენა აქვს)

შესამჩნევი წარმოების ზრდის ხარჯზე ეკონომია ( როდესაც ფირმებს წარმოების


დიდი ოდენობა აქვთ ( დაკავშირებული ბაზართან) მიღებულია, რომ მისი
დანხარჯები მინუმუმს უტოლდება ერთეულზე. ამიტომ მათ საშუალება ეძლევათ
იმდენის წარმოებისა, რომ მთლიანი ბაზარი დააკმაყოფილონ. შესაბამისად,
ფირმების მცირე რაოდენობა და დიდი გავლენა იქონიებს ისეთ გავლენას, რომ
ოლიგოპლიურ შემთხვევაში ბაზარი თანაბრად გაიყოდა ხოლო ხარჯის შემცირების
სპეციფიკა, ბაზრის ხასიათთან ერთად, თვითონ განუსაზღვრავს ფირმებს თუ
რამდენი უნდა აწარმოონ.)

მეორე განმარტება : ოლიგოპოლიურ წარმოებაში მსხვილი წარმოების პროდუტქები


(მთელი ბაზრის პირობებში) ძირითადად აღწევს მინიმუმ ფასს თითო ერთეულზე.
P a g e 24 | 30
ასეთი პროდექტებისთვის შესამჩნევია ფასის კლება წარმოების დიდი
ერთეულებისთვის, ასე რომ მცირე რაოდენობის მასშტაბურ მწარმოებლებსაც
შეუძლიათ აწარმოონ საკმარისი რაოდენობა, რომ პროდუქცია შეესაბამებოდეს
ბაზრის მოთხვონას

ის, ვინც ბაზარზე პირველი შექმნის ან დაეპატრონება რაიმე სახის ინოვაციურ


პროდუქტს მიიღებს ნამდვილ მოგებას, რადგან მისი ფასის და მოგების ზრდასთნ
ერთად გამდიდრდება ისიც. ხოლო ისინი ვინც შემდგომ იყიდიან წილს , რა თქმა
უნდა, ნახავენ მოგებას, მაგრამ ძალიან მცირედს, რადგან მოგება უკვე
სტაბილურსახეშეძენილია ამ მომენტისთვის.

მაღალი ბარიერის მქონე ბაზრსის დეფექტები :

როდესაც ბარირერები მაღალია, ხოლო მიმწოდებლები ცოტანი არიან ან სულაც


ერთი მწარმოებელია, ხშირად, ბაზრის დისციპლინა ცუდ სახეს იღებს : როდესაც
კონკურენტუნარიანი ბაზარია. ამ დროს მწარმოებლები ყველაფერს აკეთებენ რომ
მომხმარებლები მიიზიდონ და ერთგვარად ასიამოვნონ. ამიტომ ადამიანებს მუდამ
აქვთ არჩევანი, ხოლო, როდესაც ეს არჩევანი ქრება და ბაზარზე განსაზღვრული
რაოდენობის მიწოდებაა, მათ სხვა გზა არ დარჩენიათ და იღებენ შედარებით ცუდს
ვიდრე კონკურენციის დროს შეეძლოთ მიეღოთ.

შემცირებული კონკურენცია შემცირებული საჭირო წარმოების მიზეზია :


კონკურენციის დროს იმდენი იწარმოება რამდენიც საჭიროა, მაგრამ როდესაც
ოლიგოპოლია ან მონოპოლიაა არსებობს შემთხვევები, როდესაც მწარმოებლები
იღებენ მოგებას გარკვეულ ფასად, თუმცა აღარ აწარმოებენ იმდენს რამდენიცაა
მოთხოვნა და ზოგიერთი ადამიანის სურვილი დაუკმაყოფილებელი რჩება.

რენტის დევნა (rent seeking) - ინდივიდების ან ჯგუფების ქცევა, რომლის დროსაც


ისინი იყენებენ პოლიტიკურ პროცესს, რათა მიითვისონ სხვისი სიმდიდრე,
გაიმდიდრონ თავი ან გაამდიდრონ თავიანთი ინტერესის ჯგუფი.

რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას, როდესაც ბარიერები მაღალია

 აკონტროლოს ბაზრის სტრუქტურა და კონკურენტულობის არსებობა


 შემციროს ხელოვნური ბარიერები რომლებიც კონკურენციას ამცირებენ
 ფასის და პროდუქტის წარმოება არეგულირონ
 მიაწოდონ ბაზარს მთავრობის მიერ წარმოებული პროდუქტი

ნატურალური მონოპოლია, როდესაც წარმოების ზრდასთან ერთად მცირდება


ცვლადი დანახარჯები, ხოლო ის თავის მინიმუმს მიიღებს, როდესაც მთლაინი
წარმოება ერთი კომპანიის ხელშია. (ეს კონტროლის საწინააღმდეგო ამგალითია)

P a g e 25 | 30
მთავრობის ჩარევა ყოველთვის სწორ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან მათ არ აქვთ :

 ინფორმაციის სიმცირე
 დანახრჯების ცვალებადობა
 განსაკუთრებული ინტერესების პრობლემა (special-interest issue) -
კონკრეტული, მცირე ჯგუფის მოგების მიზნით გადასახადების გადანაწილება
მრავალ გადამხდელზე. ეკონომიკურად არაეფექტიანი პოლიტიკური
სტრატეგია.

მთავრობამ რომ თვითონ შექმნას რაიმე წარმოება არასრულფასოვანნი იქნება იქიდან


გამომდინარე, რომ მონოპოლისტიც იქნება, დაფარული იქნება მათი საქმინობა,
ხალხსაც სხვანაირი დამოკიდებულება ექნება პოლიტიკური კუთხით და კიდე
განვითაების საშუალება არ ექნება, რადგან პოლიტიკური იდეოლოგიით იქნება
მაინც ჩამოყალიბებული.

ასევე მოცემულ მომენტში არსებობს კარტერის შექმნის შიშიც.

ლექცია 12, თამაშთა თეორია


თამაშის თეორია გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური კუთხით, მწარმოებელმა
თავისი კონკურენტის ნაბიჯების ცოდნიდან გამომდინარე მიიღოს ისეთი
გადაწყვეტილება, რომ სიტუაციიდან მაქსიმალურად მოგებული დარჩეს და
მოწინააღმდეგესაც არ მისცეს საშუალება დადებით ბალანსში დარჩეს. ანუ არის
ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ნეშის წონასწორობა წარმოადგენს ისეთ სიტუაციას, როდესაც თამაში ჩართული


ნებისმიერი მოთამაშე ირჩევს ისეთ სტრატეგიას, როდესაც მოცემულ შემთხვევაში ის
იღებს მაქსიმუმ მოგებას მოწინააღმდეგეს ნებისმიეირ ქმედების შესახებ ცოდნინად
გამომდინარე. წონასწორობის დროს არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს სტრატეგიის
შეცვლის მოტივაცია.

დომინანტური სტრატეგია წარმოადგენს ისეთ ნაბიჯების ერთობლიობას, როდესაც


მოწინააღმდეგის ნებისმიერი სვლის მიუხედავად რჩები უპირატესობაში, ყველა სხვა
სტრატეგიიდან გამომდინარე. ამიტომ ყოველთვის არ იარსებს ის, თუმცა შეიძლება
მაინც იყოს ნეშის წონასწორობა. ყველა შემთხვევა უნდა განიხილო, და თითეულ
მათგანი უნდა აწყობდეს ერთ სტრატეგიის არჩევისას.

P a g e 26 | 30
დომინირებული სტრატეგია- სტრატეგია, როდესაც მოთამაშეს გააჩნია სხვა
ალტერნატიული სტრატეგია, რომელიც უფრო უკეთეს შედეგს მისცემს იმის
მიუხედავად თუ რა არჩევანს გააკეთებს მოწინააღმდეგე.

ნეშის წონასწორობის საპოვნელად ჯერ ვიპოვოთ დომინირებული სტრატეგიები და


გამოვრიცხოთ.

შეჯამება : როგორ აღმოვაჩინოთ ნეშის წონასწორობის წერტილი დომინანტური


სტრატეგიის მეშვეობით.

წესი 1 : თუ ორივე მხარეს აქვს დომინანტური სტრატეგია, ისინი თავად მიგვიყვანენ


ნეშის წონასწორობამდე

წესი 2 : თუ ერთ მათგანს აქვს დომინანტური სტრატეგია, სწორედ ეს სტრატეგია


იქნება ნეში წონასწორობის სტრატეგია. თუ ვერ ვპოულობთ ნეშის წონასწორობას
ასეთ მომენტში უნდა განვსაზღვროთ ყველაზე უკეთ როგორ პასუხობს დომინანტურ
სტრატეგიას მეორე და ის იქნება ნეშის წონასწორობა.

წესი 3 : თუ არცერთს არ აქვს დომინანტური სტრატეგია, მაგრამ ორივე დომინირებენ


სტრატეგიებში, ჩვენ უმეტესად შეგვიძლია ნეშის წონასწორობის გამორჩევა,
დომინირებული სტრატეგიების გამორიცხვით და ამით თამაშის სირთულის
შემცირებით

The firm’s supply curve in the short run is its marginal cost curve for prices above the
average variable cost. S=MC>AC P=MC

Total Cost=Variable cost +Fixed Cost, რასაც x ახლავს ის var. შემდეგ ვიპოვით ATC=
TC/Q , მერე AVC და AFC, MC=dTC/dQ გავაწარმოებთ. MC>AVC

როცა MC ვიცით, P-ს გამოვთვლით, შემდეგ q-ს, რაც იქნება Supply Equation.

მოთხოვნა- Q D = a – bP a და b ცვლადებია.

მიწოდება -Q S =a – bP

Marginal Cost= Change in Total Cost/change in output

P a g e 27 | 30
როცა MR<AVC, მაშინ უნდა დახურო საწარმო, რადგან წაგებაში ხარ.

fd

How to find Revenue function from demand function

1) Inverse demand function- P. Q=a+bP=> P=(Q-a)/b


2) Total Revenue=P*Quantity => (Q-a)/b*Q

Short run-ში ჩვეულებრივად, Long run-ში კი სხვები დაინახავენ, რომ ბაზარი კარგად
ფუნქციონირებს და მოგებას ნახულობენ ,ამიტომ სხვებიც შევლენ ბაზარზე,
შესაბამისად მიწოდების მრუდი გადაინაცვლებს მარჯვნივ, ხოლო ეკუილიბრუიმის
ფასი დაიწევს. საბოლოოდ, მოგებას ვეღარ ნახავენ მწარმოებლები, რადგან ფასი
დაეცემა, შემდეგ საერთოდ წაგებაში წავლენ, ამიტომ დაიხურებიან დროებით და
მიწოდების მრუდიც მარცხნივ გადმოინაცვლებს ისევ.

P a g e 28 | 30
ლექცია 14

მთავრობის არაეფექტურობის შესაძლო მიზეზები:

1) სპეციფიკური ინტერესები-როცა ინდივიდების გარკვეული ჯგუფი ცდილობს


ზეგავლენის მოხდენას მთავრობაზე ისე, რომ პირადი ინტერესები
მაქსიმალურად იქნეს დაკმაყოფილებული.
2) Logrolling- როცა ორი მხარე თანხმდება იმაზე, რომ ერთმანეთის პროექტებს ან
გეგმებს დაუჭერენ მხარს. ორმაგი სარგებელი.
3) Pork-Barrel legislation- ერთმანეთისგან შორს მყოფი დარგების დაკავშირება.
ორი განსხვავებული პროექტის წარდგენა Logrolling-ს გამო.
4) Earmarking- დაფინანსების მოპოვება ჩვენთვის სასურველი პროექტისთვის.
კავშირშია პირველთან.

ვიწრო თვალსაწიერის ეფექტი- როცა პოლიტიკოსებს სურთ რაღაც პროექტის


განხორციელება, რომელიც შეიძლება არ იყოს საზოგადოებისთვის დიდად
სასარგებლო, ამის გამო ისინი გააზვიადებენ ამ პროექტის სარგებელს და პირიქით,
საზოგადოებამ ან გარკვეულმა ჯგუფმა შეიძლება წამოწიოს რაღაც პროექტი და
მთავრობამ დანახარჯები გააზვიადოს.

რაციონალური იგნორირების ეფექტი- რაღაც გამოკითხვის დროს(მაგ. არჩევნები)


საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არ დააფიქსიროს თავისი აზრი.
პასიურობის მიზეზია რაც. იგნორირება, რაც გულისხმობს იმას, რომ თავისი
გადასახედიდან ყველა ინდივიდუალურად აფასებს მოსალოდნელ სარგებელსა და
ხარჯებს. მაგ, არჩევნებში წასვლის ნაცვლად ვირჩევთ სხვა ალტერნატივას, რადგან ის
უფრო ღირებულია და შეიძლება ასევე ვიფიქროთ, რომ ჩვენი 1 ხმა არაფერს
წყვეტდეს.

P a g e 29 | 30
P a g e 30 | 30

You might also like