You are on page 1of 5

მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვა

მენეჯერული აღრიცხვა- უზრუნველყოფს მენეჯმენტს გადაწყვეტილების მისაღებად


საჭირო ფინანსური თუ არაფინანსური ინფორმაციით. ფინანსური აღრიცხვა არ
განიხილავს მრეწველურ წარმოებას. მათ შორის განსხვავებებია :

1) მომხმარებლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები- ფინანსებისთვის არიან :


ინვესტორები, კრედიტორები და სხვა გარე მომხმარებლები. მენეჯერული:
მენეჯერები და თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის
მართვაში.
2) ინფორმაციის დანიშნულება- მისცეს გარე მომხმარებელს საშუალება მიიღოს
გადაწყეტილება ინვესტიციის,კრედიტირების. დაეხმაროს მენეჯერებს მიიღონ
დაგეგმვასთან და კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები .
3) ინფორმაციის გამოყენების მოქნილობა- ფინანსებისთვის სტრუქტურულად
მკაცრად განსაზღვრული,კონტროლირებადი, საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი. მენეჯერული, შედარებით მოქნილი, არაკონტროლირებადი,
დეტალიზაციის იმ დონით, რაც მოთხოვნილია, არასტანდარტული დოკუმენტები .
4) ინფორმაციის დროულობა- ფინანსები, კეთდება დროის შუალედებში, ხშირად ,
ხელმისაწვდომია აუდიტის დასრულების შემდეგ. მენეჯერული, კეთდება
სხვადასხვა დროის შუალედში, სწრაფადაა ხელმისაწვდომი, არ საჭიროებს
აუდიტს.
5) დროის ასპექტი- ფინანსები ორიენტირებულია წარსულზე, ხოლო მენეჯერული
ორიენტირებულია მომავალზე, პროგნოზებზე, პერსპექტიული შეფასებები, წინა
პერიოდის ინფოცაა წარმოდგენილი, მათი ანალიზი ხდება.
6) ინფორმაციის მიმართულება- ფინანსები უყურებს ორგანიზაციას, როგორც მთლიან
ერთეულს, ხოლო მენეჯერული აქცენტს აკეთებს პროექტებზე, პროცესებზე,
ორგანიზაციის ქვედანაყოფებზე.
7) ინფორმაციის ხასიათი- ფულადი ინფორმაცია, მენეჯერულში კი გვაქვს როგორც
ფულადი, ისე არაფულადი.

მენეჯერული აღრიცხვის ამოცანებია: პროდუქტის თვითრღირებულების განსაზღვრა ,


ფასწარმოების ბიუჯეტირება, CVP ანალიზი, მოგების დაგეგმვა, დანახარჯების ანალიზი და
სხვა.

გვაქვს 3 ტიპის საწარმოები ბიზნესში: მომსახურების სფერო, ვაჭრობა და წარმოება .

დანახარჯების ანალიზი- გვაქვს 2 ტიპის დანახარჯები:

1) საწარმოო დანახარჯები- დაკავშირებული პირდაპირ პროდუქტის შექმნასთან. არის


პირდაპირი დანახარჯები, ანუ მოხმარებული ნედლეული, პირდაპირი შრომა| და
ზედნადები დანახარჯები(არაპირდაპირი) საწარმოო დანახარჯები-კომუნალურები, იჯარა,
შენობის დაცვა და სხვ.

2) არასაწარმოო დანახარჯები- დანახარჯები, რომელშიც შეიძლება შედიოდეს


ადმინისტრირება, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა.

Page 1|5
დაუმთავრებელი პროდუქცია- ნახევრად გაკეთებული პროდუქტები. ანუ ნედლეულის
რაღაც ნაწილი ამაზეც დაიხარჯა და არა მარტო მზა პროდუქციაზე .

წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება- საწარმოო დანახარჯების ჯამს


გამოკლებული დაუმთავრებელ პროდუქციაზე დახარჯული ხარჯები. Cost of goods
manufacturer.

დანახარჯის ობიექტი- COGM/n, ანუ ერთი ცალი რამდენი დაგვიჯდა, მაგალითად


პროდუქტი, პროექტი ან სხვა.

ანუ სულ გვაქვს ნედლეული, დაუმთ.პროდუქტი, რეალიზებული პროდუქტის


თვითღირებულება და მზა პროდუქცია, ის რაც არ გაიყიდა. აქედან წარმოებულ სმმ-ში
შედის ნედლეულის მარაგები-ჯერ კიდევ გამოუყენებელი ნედლეულის მარაგები ,
დაუმთავრებელი პროდუქცია და გასაყიდი, მზა პროდუქციის მარაგები .

ხარჯი არის ის, რაც მოგება-ზარალში წავა ხარჯების ნაწილში დანახარჯებიდან , ხოლო
დანახაჯრების დარჩენილი ნაწილი აქტივებში დაილექება . მაგალითად , წინ .გადახდილი
იჯარა, ხარჯში გადადის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გამომუშავდება პერიოდში .

ფორმულები:

1) მოხმარებული ნედლეული= საწყისი ნედლეული+შესყიდული ნედლეულის


თვითღირებულება-საბოლოო ნედლეული
2) საწარმოო დანახარჯები=მოხმარებული ნედლეული+ პირდაპირი
შრომა+ზედნადები
3) წარმოებული მზა პროდუქციის ღირებულება= საწყისი დაუმთავრებელი
პროდუქცია+ საწარმო დანახარჯი-საბოლოო დაუმთავრებელი პროდუქცია
4) რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება(რსთ)= საწყისი მზა
პროდუქცია+წარმოებული მზა პროდუქცია- საბოლოო მზა პროდუქცია

ტიპური სამრეწველო საწარმო ყიდულობს ნედლეულს და გარდაქმნის მას მზა


პროდუქციად.

1) წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრება მის საწარმოებლად


გაწეული საწარმოო დანახარჯებით, ესენია: მოხმარებული ნედლეული, პირდაპირი შრომა
და ზედნადები დანახარჯები.

2) მოხმარებული(გამოყენებული) ნედლეული მზა პროდუქციის წარმოებისათვის


მოხმარებული ,შეიძლება სხვადასხვა,მასალების ღირებულებას წარმოადგენს .
ნედლეული საწარმოო დანახარჯების კატეგორიაში მისი მოხმარების შემდეგ გადადის .
მოუხმარი ნედლეული კი მიმდინარე აქტივს- ნედლეულის მარაგებს წარმოადგენს.
ნედლეულის თვითღირებულებაში ასევე შედის შემოზიდვის დანახარჯიც .

3) პირდაპირი შრომა- უშუალოდ პროდუქციის წარმოებაზე დასაქმებულ მუშაკთა


ხელფასების ჯამი, სწორედ ისინი აქცევენ ნედლეულს მზა პროდუქციად.

4) ზედნადები დანახარჯები- მომუშავეთა ის ნაწილი, რომლებიც უშუალოდ არ არიან


დაკავებული პროდუქციის წარმოებით, ზედამხედველები, უფროსები, დაცვა და სხვა .

Page 2|5
საწარმოო შენობის დანახარჯები, ცვეთა, დაზღვევა, შენახვა, კომუნალურები. საწარმოო
მანქანა-დანადგარები. ნორმატიული აქტები.

საწარმოო და პერიოდის დანახარჯები


საწარმოო დანახარჯები არ მიეკუთვნებიან მიმდინარე პერიოდის ხარჯებს, რადგან
ისინი ქმნიან სმმ-ს. დანახარჯების ეს კატეგორია ხარჯებში გადადის მაშინ , როცა ხდება
მარაგის/ პროდუქციის გაყიდვა, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მიმდინარე
პერიოდში, ასევე შემდგომ პერიოდშიც.  მარაგების გაყიდვამდე საწარმოო დანახარჯები
წარმოდგენილია შესაბამისი აქტივის სახით, ხოლო გაყიდვის შემდეგ გადადის
რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში.

საერთო საწარმოო დანახარჯები ტოლია სამივე საწარმოო დანახარჯების ჯამს . ასევე ,


წარმოებული მზა პროდუქცია არის მიმდინარე პერიოდში.

პერიოდის დანახარჯები- დანახარჯები, რომლებიც ხარჯების კატეგორიაში ყოველთვის


მიმდინარე პერიოდში, დანახარჯების გაწევის, გადადის.ადმინისტრაციული , სავაჭრო
ხარჯები.

მაგალითი- ნედლეულის საწყობის ცვეთა საწარმოო დანახარჯია, რადგან


დაკავშირებულია საწარმოო პროცესთან, ამიომ ის შევა მზა პროდუქციის
თვითღირებულებაში. მზა პროდუქციის საწყობის ცვეთა არ არის დაკავშირებული
საწარმოო პროცესთან, პროდუქტი უკვე ნაწარმოებია, ამიტომ, ის პერიოდის დანახარჯს
წარმოადგენს და ხარჯის სახით შევა მიმდინარე პერიოდის მოგება -ზარალის უწყისში .

სამრეწველო საწარმოების მოგება-ზარალის უწყისში ხშირად ვხვდებით წმპთ-ს უწყისს. ეს


არის ჩვეულებრივი,ზემოთ განხილული წმპთ-ს გამოსათვლელი ფორმულის ცალკეული
პუნქტების დეტალიზაცია, გაშლა. ფორმატი: 1) ვითვლით მოხმარებულ ნედლეულსა და
პირდაპირ შრომას. 2) ვითვლით საწარმოო ზედნადებს 3) საერთო საწარმოო
დანახარჯები. 4) წმპთ-ს გამოთვლა

წარმოებული მზა პროდუქციის უწყისი: 1) გამოყენებული ნედლეული 2) საწარმოო


დანახარჯები 3) წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება

Total Manufacturing Cost=DM used+DL+MOH

COGM=WIP beg+TMC-WIP end - ამას ვაკეთებთ, რადგან გვაინტერესებს ამ კონკრეტულ


პერიოდში რამდენი პროდუქტი იქნა წარმოებული, ამიტომ ვაკლებთ, მაგრამ რა ხდება
როცა იკლებს ბოლოს?

ძირითადი ხარჯი-Prime Cost=DM+DL; გარდაქმნის ხარჯი-Conversion Cost=DL+MOH

დაუმთავრებელი პროდუქციისა და მზა პროდუქციის მარაგების განსაზღვრა

საჭიროა სპეციალური მეთოდების გამოყენება, რათა განისაზღვროს პროდუქციის


ერთეულზე გაწეული პირდაპირი დანახარჯები. რაც შეეხება საწარმოო ზედნადებს , მათი
განაწილება ხორციელდება განაწილების პარამეტრისა და განაწილების ნორმის
საშუალებით. საერთო ზედნადები დანახარჯების პარამეტრი იყოფა საერთო
მნიშვნელობაზე და მივიღებთ ზედნადები დანახარჯების განაწილების ნორმას .

Page 3|5
მაგალითი: საერთო ზედნადები დანახარჯები 260 000, განაწილების პარამეტრი-
პირდაპირი შრომა, რომლის სიდედე 200 000. მაშინ ზდგნ=260 000/200 000=1.3=130%. ამის
შემდეგ შეგვიძლია გამოვთვალოთ ერთეული პროდუქტის თვითღირებულება და
მარაგების მნიშვნელობები.

ტერმინები

1) არაპირდაპირი სამეწარმეო დანახარჯები- Indirect Manufacuring Costs.


2) დაუმთავრებელი მარაგები- Work in process.
3) ზედნადები დანახარჯები- Factory Overhead.
4) მზა პროდუქციის მარაგები- Finished Goods Inventory.
5) ნედლეულის მარაგები- Raw Inventory Goods.
6) პერიოდის დანახარჯები- Period Costs.
7) პირდაპირი სამეწარმეო დანახარჯები- Direct Manufacturing Costs.
8) წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება- Cost of Finished Goods Manufactured.
(COGM) ესაა სმმ-ს ნაცვლად, რადგან ვაწარმოებთ.
9) COGS, cost of goods sold, რსთ, წარმოებული პროდუქტის თვითღირებულება.
10) Total Inventoriable Costs- ერთეულ პროდუქტის ღირებულება. TMC/n

Page 4|5
Page 5|5

You might also like