You are on page 1of 36

ბუღალტრული

აღრიცხვის
საფუძვლები
ლექცია: №1
საგანი: ფინანსური აღრიცხვა
მოწვეული ლექტორი: პაატა შურღაია
თარიღი:16/10/2015
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015 წელი
ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო
სტანდარტები
• საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითავარების პარარელურად,
აუცილებელი იქნა სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობითა და
ნორმატიული აქტებით განპირობებული სააღრცხვო იმფორმაციის
ასახვის, მომზადების და წარდგენის განსხვავებების აღმოფხვრა.
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და სააღრიცხვო პოლიტიკის
ჰარმონიზაციის მიზნით 1973 წლის 29 ივნისს შეიქმნა ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი (ბასსკ).

• 1973 წლიდან 2001 წლამდე ბასსკ გამოსცა 41 ბუღალტრული აღრიცხვის


საერთაშორისო სტანდარტი (IAS) და ერთი შესავალი ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში, ანუ ბუღალტრული აღრცხვის
მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები. ამ დროიდან
ბასსს-ს მიერ მომზადებულ 9 სტანდარტს ეწოდა ფინანსური
ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს / IFRS).
ბუღალტრული აღრიცხვის
რეგულირება
საქართველოში
• საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების
დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 1999 წლის 5 თებერვალს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო კანონი ‘ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების
რეგულირების შესახებ’.რომლის თანახმად საქართველო აღიარებს
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

• 2001 წლის 1 იანვრიდან ყველა საწარმო, გარდა ი.მ. მცირე საწარმოებისა და


არაკომერციული იურიდიული პირებისა, ვალდებულია ანგარიშგება
აწარმოოს ბასს-ების მიხედვით.

• ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში სახელმწიფო


მარეგულირებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (და
შემოსავლების სამსახური) რომლის კომპეტენციაა ბუღალტრული აღრიცხვის
ნორმების, წესების, ინსტრუქციების დანერგვა, შემუშავება და დამკვიდრება
პრაქტიკაში. ფინანსთან სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს
პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების
კომისიასთან და ბუღალტერთა დამოუკიდებელ პროფესიულ
ორგანიზაციებთან.
ბუღალტრული აღრიცხვის
საგანი და მეთოდი
• აქტივები არის საწარმოს განკარგულებაში
არსებული მატერიალური და არა-
ბუღალტრული აღრიცხვის

მატერიალური რესურსები, რომლებიც


წარსულში განხორციელებული სამეურნეო
მოვლენების შედეგს წარმოადგენენ და მათგან
საწარმო მომავალში ეკო-რი სარგებლის
აქტივები •
მიღებას მოელის
ვალდებულება საწარმოს მიმდინარე
პერიოდის მოვალეობაა, რომელიც წარსულში
მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგია
საგანი

და მისი შესრულება გულისხმობს ეკო-რ


საკუთარი კაპიტალი სარგებელში განივთებული რესურსების
გასვლას საწარმოდან.
და ვალდებულებები • საკუთარი კაპიტალი არის ვალდებულებების
დაფარვის შემდეგ საწარმოს განკარგულებაში
დარჩენილი აქტივების ნაწილი და იგი
შედგება საწესდებო კაპიტალის, საემისიო
სამეურნეო კაპიტალის, გაუნაწილებელი მოგების
(ზარალი) და გადაფასების რეზერვებისგან.
პროცესები • ერთგვაროვანი სამეურნეო ოპერაციების
ერთობლიობა სამეურნეო პროცესებს
წარმოადგენს. ასეთია წარმოებისათვის საჭირო
ნედლეულისა და მასალების შეძენა, მათი
საწარმოში მოტანა, მუშებისათვის ხელფასების
დარიცხვა, წარმოებული პროდუქციის
გაყიდვა და ა.შ.
ბუღალტრული აღრიცხვის
საგანი და მეთოდი
სამეურნეო პროცესების წრებრუნვა

ფული

პროდუქციის შესყიდვები
რეალიზაცია, (მასალები),
მომსახურების ხელფასები და
გაწევა სხვა ხარჯები

პროდუქციის
წარმოება
ბუღალტრული აღრიცხვის
საგანი და მეთოდი
• დოკუმენტაცია ბუღალტრული
ინფორმაცის
შეგროვება
• ინვენტარიზაცია აღრიცხვის მეთოდი
წარმოადგენს იმ წესებისა
და ხერხების
• შეფასება ერთობლიობას,
ინფორმაციის
ღირებულებითი • კალკულაცია რომელთა გამოყენებითაც
გაზომვა
მოიპოვება, მუშავდება და
გადაიცემა ინფორმაცია
• ანგარიშთა სისტემა საწარმოს აქტივების,
ინფორმაციის
მიმდინარე • ორადი ჩაწერა საკუთარი კაპიტალისა
დაჯგუფება
და ვალდებულებების,
შემოსავლებისა და
ხარჯების შესახებ.
ინფორმციის
• ფინანსური ანგარიშგება
განზოგადება და
გადაცემა
ბუღალტრული აღრიცხვის
საგანი და მეთოდი
• დოკუმენტი არის სამეურნეო ფაქტების მოხდენის ან მათი მოხდენის უფლების წერილობითი
დადასტურება. დოკუმენტაცია კი სამეურნეო ფაქტების სათანადოდ გაფორმებული
დოკუმენტების საშუალებით ასახვისა და დაფიქსირების ხერხს წარმოადგენს.
• საწარმოს ფასეულობათა შესახებ დოკუმენტებში ასახული სააღრიცხვო მონაცემების მათ
ფაქტიურ მდგომარეობასთან შედარება წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის
ერთ-ერთ ელემენტს და მას ინვენტარიზაციას უწოდებენ.
• შეფასება ბუღალტრული აღრიცხვის ობიექტების განზოგადოებული ფულადი საზომით
გამოსახვის ხერხია.
• პროდუქციის, შესრულებული სამუშაოს ერთეულის თვითღირებულების განსაზღვრას
კალუკაციას უწოდებენ.
• ბუღალტრული აღრიცხვის ობიექტების მრავალფეროვნებამ წარმოქმნა მათი დაჯგუფების
აუცილებლობა. ობიექტების შესახებ ინფორმაცია პერიოდის დასაწყისში, სამეურნეო
ოპერაციის მიმდინარეობისას და პერიოდის ბოლოს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ
ობიექტის შესახებ სრული საინფორმაციო სისტემის შექმნას, მათ სრულ და ზუსტ შესწავლას.
ამ მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა ბუღალტრული
აღრიცხვის ანგარიშთა სისგემა.
• ანგარიში არის ბუღალტრული აღრიცხვის ობიექტების ფულად საზომ ერთეულში მიმდინარე
ასახვის, კონტროლის და დაჯგუფების ხერხი. ანგარიშზე აისახება სამეურნეო ფაქტების
შედეგად აქტივების, საკუთარი კაპიტალის და ვალდებულებათა ცვლილება, მათი
მდგომარეობა პერიოდის დასაწყისში და ბოლოს ანგარიშზე განისაზღვრება აგრეთვე საწარმოს
სამეურნეო საქმიანობის ფინანსური შედეგები .
ბუღალტრული აღრიცხვის
საგანი და მეთოდი

• სამეურნეო ფაქტების გავლენა ერთდროულად აისახება ეკონომიკურ რესუსრსებზე


(აქტივებზე), მისი ფორმირების წყაროებზე (საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები),
ფულადი სახით, - ორადი ჩაწერის ხერხი ეწოდება.

• ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთი ელემენტია ბალანსი, რომელიც ემყარება


ორმხრივობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს.

• ბუღალტრული ანგარიშგება საწარმოს შესახებ არსებული საინფორმაციო სისტემის


მნიშვნელოვანი ნაწილია და ახასიათებს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, საანგარიშგებო
პერიოდის ფინანსურ შედეგებს, ასევე ფინანსური მდგომარეობის ცვლილებებს.
ბუღალტრული აღრიცხვის
ფუძემდებლური
პრინციპები
ბუღალტრული აღრიცხვის
პრინციპები

ორმხრივობა პირვანდელი
სიფრთხილე
ღირებულება
ფულადი შეფასება (წინდახედულება,
(თვითღირებულება)
კონსერვატიზმი)
არსებითობა მყარი ფულადი
(მატერიალურობა) რეალიზაცია
ერთეული
უწყვეტობა შესაბამისობა
ავტონომიურობა
ფინანსური ანგარიშგება
• ფინანსური ანგარიშგება საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი საქმიანობის
ფინანსური შედეგების სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ სურათს წარმოადგენს. მისი
მიზანია საწარმოს რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების, ფინანსური შედეგებისა და
ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთა
ფართო ფენებისათვის, რომელიც მათ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ფინანსური
ანგარიშგების
ძირითადი
დაშვებები

ფუნქციონირებადი დარიცხვის
საწარმო მეთოდი
ფინანსური ანგარიშგების
ძირითადი დაშვებები
• ფუნქციონირებადი საწარმო - ამ დაშვების თანახმად, ფინანსური ანგარიშგების მომზადების
პროცესში ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს, აქვს თუ არა საწარმოს საქმიანობის
გაგრძელების უნარი, როგორც ფუნქციონირებად საწარმოს. ფინანსური ანგარიშგება უნდა
მომზადდეს საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის გათვალისწინებით, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც საწარმოს ხელმძღვანლობას საწარმოს ლიკვიდაცია ან საქმიანობის
შეწყვეტა აქვს განზღახული, ან მას სხვაგვარად მოქცევის რეალური არჩევანი არა აქვს.

• დარიცხვის მეთოდის თანახმად, სამეურნეო ოპერაციების შედეგებისა და სხვა მოვლენების


აღიარება ხდება მათი მოხდენისთანავე და არა ფულისა და მისი ეკვივალენტების მიღებისა და
გადახდის დროს. აქედან გამომდინარე, ბუღალტრული ჩანაწერები კეთდება ოპერაციების
მოხდენის მომენტში და არა ფულადი საშუალებების მიღებისას.

• ბასს 1-ის თანახმად, საწარმოს ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს დარიცხვის


მეთოდის საფუძველზე. ამავე დროს ბუღალტრული აღრიცხვაში დარიცხვის მეთოდის
გამოყენებისას აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება მაშინ
ხდება, როცა ისინი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურულ
საფუძვლებში მოცემულ განმარტებებსა და აღიარების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
ფინანსური ანგარიშგების
ძირითადი დაშვებები
• ფინანსური ანგარიშგება იდენტიფიცირებული და მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს სხვა
დანარჩენი ინფორმაციისაგან, რომელიც ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელს
წარედგინება. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები
ვრცელდება მხოლოდ ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციაზე.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა შეძლონ მისი გამიჯვნა მათთვის სასარგებლო
სხვა ინფორმაციისაგან, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების
საერთაშორისო სტანდარტების არ ემყარება.

• ფინანსური ანგარიშგება უნდა გამოიყოს დანარჩენი ინფორმაციიდან და მიეთითოს იმ


საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის დასახელება, რომლის ინფორმაციასაც ასახავს იგი.
აუცილებელია საანგარიშგებო თარიღს, ან იმ პერიოდის მითითება, რომელსაც მოიცავს
გინანსური ანგარიშგება. უნდა მიეთითოს ვალუტა, რომელშიც წარედგინება ფინანსური
ანგარიშგება და ფინანსურ ანგარიშგებაში წარსადგენად გამოყენებული თანხების
დამრგვალების ხარიხსი.

• ფინანსური ანგარიშგება ძირითადად წარედგინება წელიწადში ერთხელ და მოიცავს საწარმოს


12 თვის საქმიანობის შემდეგ ფორმირებულ აქტივებს, საკუთარ კაპიტალს, ვალდებულებებს,
ამ პერიოდის შემოსავლებსა და ხარჯებს.
ფინანსური ანგარიშგების
ძირითადი დაშვებები
ფინანსური აღრიცხვა

მიზანი:
ფინანსური ანგარიშგების მომზადება
და წარდგენა

მომზადებისა და წარდგენის
მარეგულირებელი წესები:
ფასს / IFRS

პრინციპები:
აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული
პრინციპები

საფუძველი:
ფინანსური ანგარიშგების
კონცეპტუალური/ძირითადი დაშვებები
ფინანსური ანგარიშგების
სრული პაკეტი და მისი
კომპონენტები
ბალანსი

ინფორმაცია საწარმოს აქტივების,


ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის,
შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ასახულია განმარტებითი
მოგებისა და
ზარალის
ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა შენიშვნები
ანგარიშგება
კომპონენტებში. ფინანსური ანგარიშგების სრული ფინანსური
პაკეთი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ანგარიშგების
კომპონენტები

კაპიტალის ფულადი
ცვლილებების ნაკადების
ანგარიშგება ანგარიშგება
ფინანსური ანგარიშგების
სრული პაკეტი და მისი
კომპონენტები
• ინფორმაცია საწარმოს რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების შესახებ ძირითადად
მოცემულია ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში.

• ინფორმაციას საწარმოს შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, ასევე საწარმოს ეფექტიანობის შესახებ,


ასახავს სრული შემოსავლის ანგარიშგება.

• საწარმოს საოპერაცია, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობებიდან ფულადი ნაკადების


ცვლილებაზე მიუთითებს ფულადი ნაკადების ანგარიშგება.

• ინფორმაცია საწარმოს საკუთარ კაპიტალში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ასახულია პერიოდის


საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში.

• ფინანსური ანგარიშგების ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული კომპონენტი მოიცავს დანარჩენებისაგან


განსხვავეულ ინფორმაციას, მაგრამ ერთი და დამოუკიდებელი მიზანი არც ერთ მათგანს არ გააჩნია და
ცალ-ცალკე ვერც ერთი მათგანი ვერ იძლევა მომხმარებელთა კონკრეტულ საინფორმაციო
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.

• ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია


ფინანსური ანგარიშგების დანარჩენი კომპონენტების მუხლების შესახებ. იგი შეიძლება მოიცავდეს, იმ
რისკებისა და განუსაზღვრელ გარემოებათა ახსნას, რომელთა გავლენამ გამოიწვია საწარმოს იმ
რესურსებისა და ვალდებულებათა ცვლილება, რომლებიც არ არის ასახული ფინანსური ანგარიშგების
დანარჩენ კომპონენტებში.
ფინანსური ანგარიშგების სრული
პაკეტი და მისი კომპონენტები
• ფინანსური ანგარიშგება ასახავს საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული სამეურნეო
ოპერაციებისა და მოფლენების ფინანსურ შედეგებს, რომლებიც მათი ეკონომიკური
მახასიათებლების მიხედვით არის დაჯგუფებული და მათ ფინანსური ანგარიშგების
ელემენტებს უწოდებენ.
საწარმოს ბუღალტრულ ბალანსში
წარმოდგენილი კომპონენტები ფინანსურ
მდგომარეობას, ხოლო მოგება/ზარალის
აქტივები კომპონენტები საწარმოს საქმიანობის შედეგების
ფინანსური ანგარიშგების

შეფასების საშუალებას იძლევა.

• აქტივები საწარმოს განკარგულებაში


ვალდებულებები არსებული მატერიალური და
ელემენტები

არამატერიალური რესურსებია, რომელთაგან


საწარმო მომავალში ეკო-რი სარგებლის
საკუთარი მიღებას მოელის და მათი საიმედო შეფასება
კაპიტალი შესაძლებელია.
• ბასს-ის თანახმად, ვალდებულება არის
წარსული მოვლენის შედეგად წარმოქმნილი
მიმდინარე მოვალეობა, რომლის დასაგარავად
შემოსავლები ეკო-რი სარგებელში განივთებული
რესურსების გასვლა არის მოსალოდნელი.
• საკუთარი კაპიტალი განიხილება, როგორც
ვალდებულების დაფარვის შემდეგ
ხარჯები დარჩენილი აქტივების ნაწილი.
ფინანსური ანგარიშგების
სრული პაკეტი და მისი
კომპონენტები
საწარმოს საქმიანობის შედეგი განისაზღვრება შემოსავლებისა და ხარჯების დაპირისპირების
გზით.
• შემოსავალი არის საწარმოს მიერ ეკო-რი სარგებლის ზრდა სააგარიშგებო პერიოდში,
აქტივების ზრდის ან ვალდებულების შემცირების გზით, რაც მოიხატება საწარმოს საკუთარი
კაპიტალის გადიდებით, რომელიც არაა დაკავშირებული საკუთარი კაპიტალის მესაკუთრეთა
დამატებით შენატანებთან.

• ხარჯები არის საწარმოს ეკო-რი სარგებლის შემცირება საანგარიშგებო პერიოდის


განმავლობაში აქტივების საწარმოდან გასვლის ან ვალდებულებების ზრდის საფუძველზე,
რაც გამოიხატება საწარმოს საკუთარი კაპიტალის შემცირებით, რომელიც არაა
დაკავშირებული მესაკუთრეთათვის კაპიტალის განაწილებასთან.

• აღიარება არის საწარმოს ბალანსში ან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებასი იმ მუხლის


სიტყვიერი და თანხობრივი ასახვა, რომელიც აკმაყოფილებს მოცემული ელემენტის
განმარტებას და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურულ
საფუძვლებში მოცემულ აღიარების კრიტერიუმებს.
ფინანსური ანგარიშგების სრული
პაკეტი და მისი კომპონენტები
ფინანსური ანგარიშგების თითოეული ელემნტის აღიარებისა და შეფასების მეთოდიკა შემდეგში
მდგომარეობს.

• აქტივების აღიარება და ასახვა ბალანსში მაშინ უნდა მოხდეს როდესაც შესაძლებელია ამ


აქტივის მონაწილეობით საწარმოში ეკო-რი სარგებლის შემოსვლა და ამავე დროს მისი
საიმედო შეფასება.

• ვალდებულების აღიარება საწარმოს ბალანსში მხოლოდ მაშინ ხდება თუ მისი დაფარვა


მომავალში საწარმოდან ეკო-რ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას გამოიწვევს
და თუ მისი საიმედო შეფასება არის შესაძლებელი.

• შემოსავლები აღიარდება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მაშინ, როდესაც საწარმოში


მომავალი ეკო-რი სარგებლის ზრდა გამოწვეულია აქტივების ზრდით ან ვალდებულებების
შემცირებით და მისი საიმედო შეფასება შესაძლებელია.

• ხარჯების აღიარება საწარმოს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მაშინ ხდება, როცა


საწარმოდან მომავალი ეკო-რი სარგებლის გასვლა აქტივების შემცირებასთან ან
ვალდებულებების ზრდასთან იქნება დაკავშირებული.
ფინანსური ანგარიშგების
სრული პაკეტი და მისი
კომპონენტები
შეფასება არის ფინანსური ანგარიშგების მოცემული ელემენტების საწარმოს ბალანსსა და მოგებისა
და ზარალის ანგარიშგებაში ფულადი სახით ასახვის პროცესი. საწარმოს ფინანსური ანგარიშგების
შედგენის დროს იყენებენ:

• პირვანდელი ღირებულების მეთოდს

• მიმდინარე ღირებულების მეთოდს

• სარეალიზაციო ღირებულების მეთოდს

• დისკონტირებული ღირებულების მეთოდს


ფინანსური ანგარიშგების
სრული პაკეტი და მისი
კომპონენტები
შეფასების მეთოდები აქტივების შეფასება ვალდებულების შეფასება
პირვალდელი ხდება იმ აქტივის თანხის ოდენობით,
ღირებულების მეთოდი ხდება მათი შეძენის დროს გადახდილი რომელიც მიღებულია მოცემული
ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების ვალდებულების სანაცვლოდ, ან იმ თანხით,
ოდენობით, ან იმ რეალური ღირებულებით, რომლის გასვლაც არის მოსალოდნელი ამ
რომელიც უნდა გადახდილიყო მათი შეძენის ვალდებულების დასაფარავად საწარმოს
მომენტში ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში
მიმდინარე ღირებულების ხდება ფულადი სახსრების ან მათი ხდება დისკონტირებული ფულადი თანხით,
მეთოდი ეკვივალენტების იმ თანხით, რომელიც უნდა რომელიც საჭიროა მის დასაფარავად
გადახდილიყო საწარმოს მიერ მისი ან მიმდინარე პერიოდში
ანალოგიური აქტივის შეძენისას
სარეალიზაციო ხდება ფულადი სახსრების ან მათი ხდება არადისკონტირებული ფუთადი
ღირებულების მეთოდი ეკვივალენტების თანხით, რომელის მიღება თანხით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს
არის შესაძლებელი ამ აქტივის გაყიდვის მის დასაფარავად საწარმოს ჩვეულებრივი
შედეგად მიმდინარე პერიოდში საქმიანობის პირობებში
დისკონტირებული ხდება მისი მიმდინარე დისკონტირებული ვალდებულებები აღირიცხება იმ მიმდინარე
ღირებულების მეთოდი ღირებულების თანხით, რომელიც საწარმოს დისკონტირებული თანხით, რომელიც
ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში საჭიროა ამ ვალდებულების დასაფარად
მომავალში მისაღები წმინდა ფულადი საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის
სახსრების ტოლია პირობებში და რომელიც საწარმოდან
მომავალში ამ მიზნით გასასვლელი ფულადი
სახსრების ტოლია
ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის
ხარისხობრივი მახასიათებლები
ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები ის ატრიბუტებია, რომლებიც ფინანსურ
ანგარიშფებაში ასახულ ინფორმაციას გადააქცევს მომხმარებლისათვის სასარგებლო
ინფორმაციად.
• ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული
ინფორმაციის მნიშვნელოვან
ხარისხობრივი მახასიათებლები

ღირსებას მისი ადვილად აღქმადობა


ფინანსური ანგარიშფების

აღქმადობა წარმოადგენს.
• ინფორმაცია შესაბამისია, თუ იგი
ეხმარება მომზმარებელს საწარმოს
წარსული, მიმდინარე და მომავალი
საქმიანობის შებასებაში.
შესაბამისობა • საიმედოდ ითვლება ინფორმაცია,
რომელიც არ შეიცავს არსებით
შეცდომენბს და არ არის
ტენდენციური.
საიმედობა • ფინანსური ანგარიშგება შესადარისი
უნდა იყოს მოცემული საწარმოს
ადრინდელი სააღრიცხვო
პერიოდების ფინანსურ
ანგარიშგებასთან, ასევე სხვა
შესადარისობა საწარმოების ფინანსურ
ანგარიშფებასთან.
ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის
ხარისხობრივი მახასიათებლები
ინფორმაციის საიმედოობის უზრუნველსაყოფად საჭიროა იგი შემდეგ მოთხოვნებს
აკმაყოფილებდეს:

• ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული ინფორმაცია საიმედო


იქნება მაშინ, თუ იგი ნეიტრალურად, მიკერძოების გარეშე
ნეიტრალობა
ასახავს ფაქტებს.
• წინდახედულება გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების
შედგენისას იმ განუსაზღვრელ გარემოებათა
ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის

გათვალისწინებას, რომლებიც გარდუვლად კავშირშია


წინდახედულობა
ფინანსური ანგარიშფების მუხლებთან.
საიმედობას ურუნველყობს

• ინფორმაცია სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების


ეკო-რი შინაარსის შესახებ უნდა აისახოს არა მხოლოდ მათი სამართლებრივი
უპირატესობა ფორმასთან ფორმისა, არამედ შინაარსისა და ეკო-რი რეალობის
შედარებით მიხედვით. რასაც შინაარსის ფორმაზე აღმატებულების
პრინციპი ეწოდება.
• ინფორმაციის საიმედოობას მნიშვნელოვნად
სამართლიანი ასახვა განაპირობებს მისი სამართლიანი წარდგენა. რაც
ბასს -ის მოთხოვნათა შესაბამისად ასახვას ნიშნავს.
• ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია
სისრულე უნდა იყოს სრული.
• ფინანსურლი ანგარიგება დროულად უნდა
მიეწოდოს ფინანსური ანგარიშგების
დროულობა
მომხმარებლებს.
ფინანსური ინფორმაციის
მომხმარებლები
ფინანსური ანგარიშგება მომხმარებელთა უმრავლესობის საერთო მოთხოვნებს პასუხობს. ფინანსური
ანგარიშგების თითქმის ყველა მომხმარებელი ძირითადად დაინტერესებულია შემდეგი მოტივით:

• გადაწყვიტოს დამატებით დააბანდოს, იგივე ოდენობით დატოვოს ან გაყიდოს ინვესტირებული


კაპიტალი;

• შეაფასოს საწარმოს ხელმძღვანელების საქმიანობა და პასუხისმგებლობა;

• შეაფასოს საწარმოს მიერ თავისი მუშაკების ხელფასებითა და სხვა სახის დახმარებებით


უზრუნველყოფის უნარი;

• შეაფასოს მენეჯმენტის ხარისხი;

• განსაზღვროს საგადასახადო პოლიტიკა;

• განსაზღვროს მოგებისა და დივიდენდების განაწილების წესი;

• მოიპოვოს გა გამოიყენოს ინფორამცია ეროვნული შემოსავლის შესახებ;

• დაარეგულიროს საწარმოს საქმიანობა;


ფინანსური ინფორმაციის
მომხმარებლები

პირდაპირი ფინანსური არაპირდაპირი ფინანსურად


ინტერესების მქონე ფინანსური დაუინტერესებელი
მომხმარებლები ინტერესების მქონე მომხმარებლები
• არსებული და პოტენციური მომხმარებლები • სტატისტიკის სამსახური
ინვესტორები • საგადასახადო სამსახური • აუდიტური კომპანიები
• საკრედიტო დაწესებულებები • მომსახურე ბანკი
• მომწოდებლები • სამთავრობო უწყებები
• დაქირავებული მუშაკები
• შემკვეთები
ბუღალტრული ბალანსი
• ტერნიმი ბალანსი წონასწორობის სიმბოლოს წარმოადგენს. მისი შედგენისას აუცილებელია
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციბების გათვალისწინება: ორმხრივობის, ფულადი ასახვის,
ავტონომიურობის, უწყვეტობის და თვითღირებულების პრინციპები.

• ბუღალტრული ბალანსი ორი ნაწილისაგან შედგება. მათგან ერთი ასახავს აქტივებს (ეკო-რ
რესურსებს), მეორე კი საკუთარი კაპიტალისა და ვალდებულებების ჯამს (ეკო-რი რესურსების
ფორმირების წყაროები).

• საწარმოს ბუღალტრული ბალანსს ადგენენ დროის გარკვეული პერიოდის, ჩვეულებრივ 12


თვის შემდეგ და იგი ასახავს, ამ თარიღისათვის რა რაოდენობის აქტიბევს ფლობს საწარმო,
რამდენია მისი საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები.

• ბალანსის შედგენისას აუცილებელად უნდა მიეთითოს დასახელება - ბალანსი, საწარმოს


დასახელება, იურიდიული მისამართი, თარიღი, საწარმოს საქმიანობის სახე, მისი
იურიდიულ-სამართლებრივი ფორმა და ბალანსის შედგენისას გამოყენებული ფულის
ერთეული.

• ბალანსი მოიცავს ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და საანგარიშგებო


პერიოდის ბოლოსათვის.
სამეურნეო ოპერაციათა გავლენა
ბუღალტრულ ბალანსზე
• ბუღალტრული აღრიცხვის ორმხრივობის პრინციპიდან გამომდინარე, ყოველ სამეურნეო
ფაქტს, გარიგებას, ოპერაციას ორი მხარე გააჩნია და ამიტომ ორმხრივად მოქმედებს საწარმოს
ფინანსურ მდგომაარეობასა და საბალანსო ტოლობაზე. ამ მოვლენას ფინანსური ოპერაციის
ორად ასპექტს უწოდებენ.

ბალანსში სამეურნეო ოპერაციებით


გამოწვეული 4 ტიპის ცვლილება

3 აქტივებში, 4 აქტივებში,
კაპიტალსა და კაპიტალსა და
2 კაპიტალსა და
1 აქტივებში ვალდებულებში, ვალდებულებში,
ვალდებულებებში
ზრდის შემცირების
მიმართულებით მიმართულებით
ბუღალტრული ანგარიშები
და ორადი ასახვა
• ბუღალტრული ანგარიში არის საწარმოს აქტივების, კაპიტალისა და ვალდებულებების
შესახებ ინფორმაციის შენახვისა და დაჯგუფების სპეციალური სისტემა.
• დებეტი და კრედიტი ლათინური წარმოშობის სიტყვებია. დებეტი ნიშნავს ვალს, ხოლო
კრედიტი დამსახურებას. დებეტი მას მართებს, კრედიტი ენდობა.

აქტიური პასიური
დებეტი კრედიტი
ანგარიშები ანგარიშები

აქტივების
აქტივების ზრდა
შემცირება აქტივები ვალდებულებები

ვალდებულებების ვალდებულებების
შემცირება ზრდა
ხარჯები შემოსავლები

შემოსავლების
ხარჯების ზრდა
ზრდა
კაპიტალი
ბუღალტრული ანგარიშები
და ორადი ასახვა

დებეტი კრედიტი დებეტი კრედიტი

შემოსავლის შემოსავლის ხარჯების ხარჯების


შემცირება ზრდა ზრდა შემცირება

კაპიტალის კაპიტალის კაპიტალის კაპიტალის


შემცირება ზრდა შემცირება ზრდა
ორადი ასახვა და
ანგარიშთა გეგმა
• სამეუნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების ერთი და იგივე თანხით ერთი ანგარიშის
დებეტსა და სხვა ანგარიშის კრედიტში ჩაწერას ორადი ჩაწერის სისტემა ეწოდება.

• სამეურნეო ოპერაციების ორადი ჩაწერის წესით ანგარიშების ურთიერთდაკავშირებას


ანგარიშთა კორესპონდენციას უწოდებენ, ხოლო თვით სამეურენეო ოპერაციით
ურთიერთდაკავშირებულ ანგარიშგებს - მოკორესპონდენტო ანგარიშებს.

• ანგარიშთა გეგმა არის ანგარიშების სისტემატიზებული სია, ჩამონათვალი, სადაც ყოველ


ანგარიშს თავისი შიფრი ანუ ნომერი აქვს მიკუთვნებული.

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი ძირითადი ნიშნების


მიხედვით:

• ფინანსურ ანგარიშგებასთან დამოკიდებულების;


• ეკონომიკური შინაარსის;
• სტრუქტურისა და დანიშნულების;
• მათში ასახული ობიექტების გაზოგადოებისა და დეტალიზაციის ხარისხის მიხედვით.
პირველადი დაკვირვება
• ბუღალტრული აღრიცხვის უწყვეტობის პრინციპის თანახმად სამეურენეო სუბიექტის
დაარსებიდან მიმდინარე პერიოდამდე განხორციელებული სამეურნეო ოპერაცია სათანადო
წესით უნდა აისახოს. სამეურნეო ფაქტები საბუღალტრო ანგარიშებზე აისახება სათანადო
წესით გაფორმებული პირველადი დოკუმენტების საფუძველზე.

• დოკუმენტი არის წერილობითი მოწმობა სამეურენო ოპერაციის მოხდენის ფაქტის ან მისი


მოხდენის უფლების შესახებ, ხოლო დოკუმენტაცია სამეურნეო ფაქტების შესახებ
დოკუმენტების წარმოებას ნიშნავს.

• დოკუმენტების დაჯგუფებას ერთგვაროვნების მიხედვით, მათი დამუშავებისა და


გამოყენების მიზნით, დოკუმენტების კლასიფიკაციას უწოდებენ და იგი სხვადასხვა ნიშნის
მიხედვით ხდება, კერძოდ: დანიშნულების, განზოგადების ხარისხის, სამეურნეო ფაქტების
ასახვის წესის, შედგენის ადგილის, სააღროცხვო პოზიციათა რაოდენობის, სამეურნეო
ოპერაციათა შინაარსის მიხედვით.

• დოკუმენტების მოძრაობას მათი შედგენის ადგილიდან არქივში ჩაბარებამდე


დოკუმენტბრუნვა ეწოდება.
ინვენტარიზაცია, მისი არსი,
სახეები, ჩატარების წესი
• ეკონომიკური რესურსების ფაქტიური მდგომარეობის დადგენას და სააღრიცხვო ჩანაწერებში
არსებულთან შედარებას ინვენტარიზაცია ეწოდება.

• ინვენტარიზაციით ვლინდება ეკონომიკური რესურსების დატაცების, სასაქონლო-


მატერიალური ფასეულობების გაფუჭების, ფულადი საშუალებების მითვისების და
საანგარიშსწორებო დისციპლინის დარღვევის ფაქტები.

• ინვენტარიზაციას ატარებს ამ მიზნით შექმნილი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს


საწარმოს ხელმძრვანელი, ან მისი წარმომადგენელი.

• ინვენტარიზაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს ფასეულობათა დანაკლისი ან ზედმეტობა,


რომელიც სათანადო ბუღალტრული მუხლით უნდა აისახოს.

• ინვენტარიზაციის შედეგები ფორმდება სათანადო ოქმით და მტკიცდება საწარმოს


ხელმძღვანელის მიერ.
სააღრიცხვო ციკლი და
მისი ეტაპები
საარღიცხვო ციკლი მოიცავს სააღრიცხვო პერიოდს სამეურნეო ფაქტების მოხდენიდან ფინანსური
ანგარიშგების შედგენამდე. სამეურნეო სუბიექტის სააღრიცხვო ციკლი შემდეგი ეტაპებისაგან
შედგება:

• სამეურნეო ფაქტების ანალიზი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, მათი


ღირებულებითი გაზომვა, იდენტიფიკაცია დროში, კლასიფიკაცია ანგარიშთა გეგმის
ნომენკლატურის მიხედვით;
• სამეურნეო ფაქტების რეგისტრაცია ქრონოლოგიური აღრიცხვის ჟურნალებში;
• ბუღალტრული ჩანაწერების სისტემატიზაცია მთავარი წიგნის ანგარიშებზე;
• მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა განზოგადოება ბრუნვათა უწყისის ან საცდელი ბალანსის
საშუალებით;
• ფინანსური ანგარიშგებისათვის ინფორმაციის მომზადება სამუშაო ცხრილის საფუძველზე;
• მაკორექტირებელი გატარებების ასახვა და გადატანა ჟურნალში ;
• დახურვის გატარებების ასახვა და ჟურნალში გადატანა;
• ანგარიშგების შედგენა;
საცდელი ბალანსი
• საცდელი ბალანსი წარმოადგენს მთავარი წიგნის ანგარიშების არასისტემატიზებულ სიას
დებეტისა და კრედიტის ნაშთების მითითებით, რომლებიც ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს.

• საცდელი ბალანსის მიზანია ორადი ჩაწერის სისწორის შემოწმება, ანუ იმის დადგენა, ყოველი
სადებეტო ჩანაწერის შესაბამისი საკრედიტო ჩანაწერი გაკეთდა თუ არა. ამა დროს იგი
ფინანსური ანგარიშგების მომზადების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

საცდელი ბალანსის შედგენა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 მთავარი წიგნის თითოეული ანგარიშის მიხედვით განისაზღვრება ნაშთები


 ნაშთები თავსდება საცდელი ბალანსის დებეტის ან კრედიტის სვეტში, მთავარ წიგნში
ანგარიშების განლაგების თანმიმდევრობით;
 ჯამდება დებეტისა და კრედიტის ნაშთები

• საცდელი ბალანსის დებეტისა და კრედიტის ნაშთების ტოლობა მიუთითებს ანგარიშებზე


წარმოებული ჩანაწერების სისწორეზე. თუ ეს ნაშთები ტოლი არ არის, მაშინ შეიძლება
ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა ხასიათის შეცდომენბს.
ფინანსური ანგარიშგების
მომზადება
განასხვავებენ შემოსავლების და ხარჯების აღიარების საკასო მეთოდს და დარიცხვის მეთოდს.

• საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ფაქტიურად ამ


შემოსავლების გამოყენებისა და განკარგვის უფლების მიღების მომენტი. ნაღდი ფულით
ანგარიშწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულადი სახსრების
მიღების მომენტი, ხოლო უნაღდო ანგარიშწორებისას ფულადი სახსრების ჩარიცხვა საწარმოს
საბანკო ანგარიშზე. ანალოგიურად ხარჯების გაწევის დროსაც.

• ბასს-ის თანახმად ფინანსური ანგარიშგების მომზადებას საფუძვლად უდევს დარიცხვის


მეთოდი, რომელის თანხმად შემოსავლისა აღიარება ხდება სამეურნეო ფაქტების მიხედვით,
რომლებიც ასახავენ საქონელსა და მომსახურებაზე საკუთრების უფლების მყიდველებისათვის
გადაცემას. მყიდველი კი იღებს ვალდებულებას სამუერნეო გარიგების შედეგად
წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება დაფაროს დადგენილ ვადაში. ანუ შემოსავლების
აღიარება მაშინ ხდება როდესაც საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებული რისკებისა
და განკარგვის უფლებების გადაცემას აქვს ადგილი, მიუხედავად იმისა, საწარმოში ფული და
მისი ეკვივალენტები შემოვიდა თუ არა. ანალოგიურად ხარჯების გაწევის დროსაც.
ფინანსური ანგარიშგების
მომზადება
კორექტირე
საცდელი ბალანსი კორექტირებები ბული
კორექტირებამდე
საცდელი
ბალანსი

ფინანსური
ანგარიშგება
მადლობა
ყურადღებისათვის !

You might also like