You are on page 1of 5

ბუღალტრული აღრიცხვის საგანი

ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის საგანს წარმოადგენს - ეკონომიკური


რესურსები, ამ რესურსების ფორმირების წყაროები და სამეურნეო ფაქტები.

საწარმოს სამეურნეო-ფინანსური საქმიანობის უზრუნველსაყოფად


აუცილებელია - ქონება - ანუ ეკონომიკური რესურსები (აქტივები) და ამ
ეკონომიკური რესურსების ფორმირების წყაროები, საკუთარი კაპიტალის და
ვალდებულებათა სახით.

აქტივები - არის საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური და


არამატერიალური რესურსები, რომელებიც წარსულში განხორციელებული
სამეურნეო მოვლენების შედეგია და მათგან საწარმო მომავალში ეკონომიკური
სარგებლის მიღებას მოელის.

აქტივებს ყოფენ გრძელვადიან და მიმდინარე აქტივებად.

გრძელვადიან აქტივებად - ითვლება ძირითადი საშუალებები, კაპიტალური და


ფინანსური დაბანდებანი, არამატერიალური აქტივები, რომლითაც ეკონომიკური
სარგებელი მოაქვთ ხანგრძლივი დროის, კერძოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში.

გრძელვადიანი მატერიალური აქტივებია - მიწა, შენობა-ნაგებობები,


მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, სამეურნეო ინვენტარი, ბუნებრივი
რესურსები. მათ ასევე უწოდებენ - ძირითად საშუალებებს, რომლებიც არის შრომის
საშუალებები და გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში საწარმოს მიერ
პროდუქციის დასამზადებლად ან მომსახურების გასაწევად.

არამატერიალურ აქტივებს მიეკუთვნება - პატენტები, ლიცენზიები, კონცესიები


(ნებართვის მინიჭება), საავტორო უფლებები, სავაჭრო მარკა, ფირმის ფასი ანუ
გუდვილი, ინტელექტუალური საკითრება - ნოუ-ჰაუ...

არამატერიალური აქტივებია - აგრეთვე ორგანიზაციული ხარჯები.

მიმდინარე აქტივები - მოიცავს ფულად საშუალებებს, მოკლევადიან


ინვესტიციებს, მოკლევადიან მოთხოვნებს, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს.
მიმდინარე აქტივები იყოფა ფულად და არაფულად აქტივებად.

მიმდინარე ფულად აქტივებს - მიეკუთვნება ფულადი საშუალებები სალაროში


და საბანკო ანგარიშებზე, მოკლევადიანი ინვესტიციები და მიმდინარე
დებიტორული ( სამეურნეო ურთიერთობებისგან წარმოქმნილი იურიდიული ან
ფიზიკური პირის ნებისმიერი ვალი, რომელიც ეკუთვნის საწარმოს) დავალიანებები.

არაფულადი მიმდინარე აქტივები - მოიცავს სასაქონლო მატერიალურ


ფასეულობებს და ისეთ ხარჯებს, რომლებიც თავისი ეკონომიკური ბუნებით
მომავალ პერიოდს ეკუთვნის.

ფულადი საშუალებები - მოიცავს სალაროში ნაღდი ფულის სახით და საბანკო


ანგარიშებზე არსებულ ეროვნულ და უცხოურ ვალუტას, რომელიც აუცილებელია
საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების დასაფარავად.
საწარმოო პროცესებში ზოგჯერ გამოიყენება ნარჩენები, რომელიც ახალი
პროდუქციის დამზადებისას მის შემადგენელ ნაწილად გვევლინება, მაგ: ნახერხი,
ბურბუშელა...

მზა პროდუქციის, საქონლის, ნაყიდი ნახევარფაბრიკატების გარეგნული


ფორმის შენარჩუნებისა და გარეგანი ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით გამოიყენება
ტარა და ტარამასალები. გამოიყენება ხის, მუყაოს, ქაღალდის, მინის,
პოლიეთილენის, თუნუქის და სხვა სახის ტარა.
მიმდინარე აქტივებს მიეკუთვნება მომავალი პერიოდის ხარჯები. ამ ხარჯების
გაწევა ხდება მიმდინარე პერიოდში, ხოლო ეკონომიური სარგებელი მათგან მიიღება
მომავალში.

საწარმოს აქტივების ფორმირება ხდება საკუთარი კაპიტალისა და


ვალდებულებების ხარჯზე.

ვალდებულება - საწარმოს მიმდინარე პერიოდის მოვალეობა, რომელიც


წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენის შედეგია და მისი შესრულება
გულისხმობს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას
საწარმოდან. ვალდებულება საწარმოს ფინანსური მოვალეობა და დროებითი
პასუხისმგებლობაა სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე. ამ
მოვალეობების შესრულება გარკვეულ ნორმებს ექვემდებარება. ვალდებულებების
დაფარვა ხდება ფულის გადახდით, სხვა აქტივების გადაცემით, მომსახურების
გაწევით, ერთი ვალდებულების მეორეთი შეცვლით, ვალდებულებების საკუთარ
კაპიტალად გადაქცევის გზით.

ვალდებულებები:

მიმდინარე: მოკლევადიანი ვალდებულებები, მოკლევადიანი სესხები,


საგადასახადო ვალდებულებები, დარიცხული ვალდებულებები. (მოკლევადიანია
ვალდებულება, თუ მისი დაფარვა მოსალოდნელია მიმდინარე საწარმოო ციკლის ან
ბალანსის შედგენის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში.

გრძელვადიანი: მიეკუთვნება გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები,


გადავადებული გადასახადები.
საკუთარი კაპიტალი - არის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საწარმოს
განკარგულებაში დარჩენილი აქტივების ნაწილი. ის წარმოადგენს დამფუძნებელთა
მიერ ინვესტირებულ ფულად და მატერიალურ სახსრებს და შედგება საწესდებო
კაპიტალის, საემისიო(ქაღალდის ფულის გამოშვება) კაპიტალის, გაუნაწილებელი
მოგებისა და გადაფასების რეზერვებისაგან.

რეზერვების დანიშნულებას მესაკუთრეთა და კრედიტორების ზარალისაგან


დაცვა წარმოადგენს. რეზერვები იქმნება მიღებული შემოსავლების შენარჩუნების

მიზნით.

You might also like