You are on page 1of 14

თავი I

ეკონომიკური საქმიანობა და ბიზნესის თავისუფლება

1.1. ეკონომიკური საქმიანობის არსი და სახეები

ნებისმიერი ბიზნესის საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობა, რომლის


საფუძველზეც იქმნება საწარმოები. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში განსაზღვრულია
ეკონომიკური საქმიანობის არსი. ზოგიერთ ქვეყანაში კი - არეგულირებს სპეციალური კანონი თუ
კოდექსი. ფართო გაგებით, ეკონომიკური საქმიანობა არა მარტო წარმოებისა და რეალიზაციის
სფეროა, არამედ მოიცავს სხვადსხვა სტადიებსაც. გამოიყოფა ორგანიზაციული სტადია, ანუ საწარმოო
საქმიანობის დაწყებამდე საჭირო პროცედურების ერთობლიობა, ეს ფაზა შეიძლება მოიცავდეს
ლიცენზირებას, სახელმწიფო ორგანოებთან საქმიანობის სახის შეთანხმებას, რეგისტრაციას და ა.შ.
შემდგომ ფაზას შესაძლებელია მივაკუთვნოთ საექსპლუატაციო ფაზა, რაც მოიცავს უშუალოდ
პროდუქციის წარმოებას. საბოლოო სტადია კი არის ექსპლუატაციის სემდგომი, რომელიც მოიცავს
წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, გადასახადების გადახდას, სტატისტიკურ აღრიცხვას და
სხვ.
ეკონომიკური საქმიანობა იყოფა სუბიექტების ინტერესების მიხედვითაც:
- წარმოების მესაკუთრეები;
- მომხმარებლები;
- წარმოების შრომითი კოლექტივი;
- საზოგადოება;
- სახელმწიფო.
ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება დაიყოს გეოგრაფიული, ეკონომიკური დარგებისა და
ეროვნული კრიტერიუმების მიხედვითაც.
- ეკონომიკური დარგების მიხედვით: სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სამშენებლო,
სატრანსპორტო, სავაჭრო და ა.შ.
- გეოგრაფიული კრიტერიუმების მიხედვით: ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა,
ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და ა.შ.
- ეროვნული კრიტერიუმით: შიდაეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის.
ეკონომიკური საქმიანობა ტანამედროვე ეტაპზე წარმოდგენილია მიკროდონისა და
მაკროდონის მიხედვით. მიკროდონეს მიეკუთვნება ცალკეულ სამეურნეო სუბიექტთა საწარმოები,
ხოლო მაკროდონეს - ბიზნესი საზოგადოებრივი მსშტაბით.
არ არსებობს ერთიანი შეხედულება ტერმინის „ეკონომიკური სქქმიანობის“ განმარტებისა.
ზოგიერთი ეკონომისტი ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებს საქმიანობას, რომლის შედეგადაც იწარმოება
საზოგადოებრივად სასარგებლო პროდუქცია. სხვები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური საქმიოანობა
ვლინდება მაშინ, როცა სხვადასხვა რესურსები, ისეთი, როგორიცაა მოწყპბილობები, ტექნოლოგია,
სამუსაო ძალა, ნედლეული, ენერგია, მასალები, ინფორმაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
გაერთიანებულია საწარმოო პროცესში. პროცესის არსია პროდუქციის გამოშვება ან მომსახურების
გაწევა. „ეკონომიკური საქმიანობის“ გარდა ამ განსაზღვრებისა, გვხვდება შემდეგიც: ინდივიდთა
ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მიმართულია პროდუქციის წარმოებისა და განაწილებისაკენ
სასაქონლო-ფულადი გაცვლის ფარგლებში. ასეთი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს გამოყენება,
ფლობა, განკარგვა იმისათვის, რათა დაკმაყოფილდეს როგორც საკუთარი, ისე სხვისი მატერიალური
მოთხოვნილებები. ყოველივე ზემოთქმულიდან შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობის
განმსაზღვრელად მივიჩნიოთ:
- მოქმედებათა ერთობლიობა;
- შრომის დანაწილება;
- ცალკეული ინდივიდების თუ ჯგუფების სულიერი და მატერიალური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება;
- მატერილური და სულიერი სიკეთეების წარმოება, გაცვლა, განაწილება.
1
ეკონომიკური საქმიანობის ცნება შესაძლებელია სხვადასხვა მნიშვნელობით განიმარტოს.
აღნიშნული ცნება განიმარტება საქართველოს მეწარმეთა კანონით, რომლის მიხედვითაც
ეკონომიკური საქმიანობის მცნება მოიცავს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების,
შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებისთვის, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა 1.
საქართველოს საგადსახადო კოდექსი, რომელიც მოქმედებდა 1997-2005 წლებში, განასხვავებდა
სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას.
სქემა 1.1

წყარო: გადასახადები და საგადასახადო სისტემა, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, თბ. 2006

იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა


მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს მოგების ან შემოსავლის
მიღებას. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობად შეიძლება
ჩაითვალოს ისეთ საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო
ოპერაციების სახით (მათ შორის ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების შეძენა და რეალიზაცია), თუ
არსებობს ერთერთი შემდეგი პირობა:
1. ასეთი საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად და განმახორციელებელი პირის
პროფესიული საქმიანობაა;
2. ასეთი ოპერაციები ხორციელდება სავაჭრო ან საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში;
3. გამყიდველის მიერ ხდება მიწოდებული საქონლის თუ გაწეული მომსახურების
რეალიზაცია.
მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება:
საქონლის მიწოდება გულისხმობს პირის მიერ სხვა პირისთვის საქონელზე საკუთრების
უფლების გადაცემას სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან
ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის
საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას უთანაბრდება გადასახადის გადამხდელის მიერ
საქონლის/მომსახურების გამოყენება საკუთარი მოხმარებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა როცა
საქონლის/მომსახურების ღირებულება არ მიეკუთვნება წარმოების, მიმოქცევის ან ადმინისტრაციულ
ხარჯს.
მომსახურების გაწევად ითვლება სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ
ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:
- სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო და სარესტავრაციო;
- საცდელ-საკონსტრუქტორო და გეოლოგიურ-საძიებო;

1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 9, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სსმ, 54, 12/10/2010
2
- სატრანსპორტო, მათ შორის გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო და
თბოენერგიის ტრანსპორტირება;
- ქონების იჯარით, ლიზინგით ან ქირით გადაცემა;
- საშუამავლო და პერსონალის შერჩევასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების,
ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლებების გამოყენებზე უფლების
გადაცემა;
- ვალდებულების შესრულება - არ მიიღოს ან დაუშვას რაიმე მოქმედება (სიტუაციები);
- კავშირგაბმულობის, საყოფაცხოვრებო, საბინაო-კომუნალური, სარეკლემო, საინოვაციო,
ფინანსური, სადაზღვევო, საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული,
მარკეტინგული, მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმციო უზრუნველყოფის მომსახურება;
- საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება (პარტიის დანაწილება, გასაგზავნად
ფორმირება, დახასიათება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა);
- საქონლის ან საქონლის შენახვისა და დაცვის მომსახურება;
- დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება, მათ შორის
ნედლეულის/საქონლის წარმოება, დამზადება, გადამუშავება, დამუშავება ან აღნიშნული
ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესში როგორც ნედლეულის
(მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული
(მასალები) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის
წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას
წარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა
კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული
მომსახურების ღირებულებაში);
- სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება (საექსპედიტორო, ჩატვირთვა, გადმოტვირთვა,
გადატვირთვა);
- საზღვაო გემების მომსახურება (საპორტო და საპორტო ფლოტის გემების მომსახურება);
- საჰაერო ხომალდების მომსახურება (საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო და კოსმოსურ
სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება);
- სხვა მომსახურება.
მომსახურების ერთ-ერთი სახეობაა ფინანსური მომსახურება, რომელიც აერთიანებს მრავალ
საფინანსო ოპერაციას. ფინანსური მომსახურების სახეობებია: კრედიტების (სესხების) გაცემა;
კრედიტებზე (სესხებზე), საკრედიტო (სასესხო) გარანტიებსა და ფულად-საკრედიტო (ფულად-
სასესხო) ოპერაციებზე უზრუნველყოფის საშუალებების გაცემა, მათ შორის, პირის მიერ გაცემული
კრედიტების (სესხების) და საკრედიტო (სასესხო) გარანტიების მართვა; ოპერაციები, რომლებიც
დაკავშირებულია კლიენტების დეპოზიტებისა და ანგარიშების მომსახურებასთან,
ანგარიშსწორებებთან, ფულად გზავნილებთან, სასესხო ვალდებულებებთან და საგადამხდელო
ინსტრუმენტებთან.
ფინანსური მომსახურება გულისხმობს აგრეთვე: საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების,
ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების
მიმოქცევასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მათ მომსახურებას; წარმოებულ და სინთეზურ
ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ფორვარდულ შეთანხმებებთან, ოფციონებსა და სხვა მსგავს
ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და მათ მომსახურებას; საინვესტიციო ფონდების
მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციებსა და გადახდის
კანონიერი საშუალებების (ვალუტის, ფულის, ბანკნოტების (გარდა ნუმიზმატიკური მიზნით
გამოყენებულისა)) მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციებს, გარდა საინკასაციო მომსახურებისა.
ლიზინგი არის მომსახურების ერთ-ერთი სახეობა იგივე ფინანსური იჯარა. ლიზინგის
ხელშეკრულებით ერთი პირი გადასცემს მეორეს სარგებლობაში რაიმე კონკრეტულ ქონებას
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს ამ
ქონებით სარგებლობის საფასური პერიოდულად. თუ პირი ლიზინგით გასცემს ამორტიზაციას
დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებას ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად, ხოლო საიჯარო
გადასახდელი შედგება ბასს-ის მიხედვით დისკონტირების გზით გამოყოფილი ძირითადი თანხისა

3
და პროცენტებისაგან. იმისათვის, რომ ქონების იჯარით გაცემა იყოს ლიზინგი, იგი აუცილებლად
უნდა აკმაყოფილებდეს 4 ძირითადი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს:
იჯარის ვადის გასვლისას მის მიმღებს უფლება ჰქონდეს საბოლოოდ გამოისყიდოს
კონკრეტული ქონება ფიქსირებულ ან იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფასად;
იჯარის ვადა უნდა აღემატებოდეს ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის
75%-ს;
იჯარით აღებული ქონების ნარჩენი ღირებულება ვადის დასრულებისას უნდა იყოს 20%-ზე
ნაკლები ვიდრე ვადის დასაწყისში;
მინიმალური საიჯარო გადასახდელის მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება
ლიზინგის მთლიანი პერიოდისთვის უნდა იყოს ქონების საბაზრო ღირებულების მინიმუმ 90%,
გარდა იჯარისა, რომლის ვადის დასაწყისიც მოდის ქონების სარგებლობის ვადის ბოლო 25%-ზე.
საიჯარო გადასახდელის მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების განსაზღვრისათვის
გამოყენებული საბაზისო საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს კრედიტისთვის
(სესხისთვის) ამ კოდექსით დადგენილ 24%-ს, რომელიც იხდება შესაბამისი პერიოდის
პროპორციულად (იხ. საგადასახადო კოდექსი, მუხლი 1791).
ლიზინგის პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს, რომლის დროსაც იჯარის მიმღებს
ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს განაახლოს ლიზინგი. ლიზინგის ხელშეკრულების
პერიოდში იჯარით აღებული ქონება უნდა აისახოს მისი მიმღების ბალანსზე, რაც მას საშუალებას
მისცემს განახორციელოს ამ ქონებასთან დაკავშირებული საამორტიზაციო და ძირითადი
საშუალებების რემონტის ხარჯების გამოქვითვები.
რაც შეეხება არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას, მას მიეკუთვნება ისეთი საქმიანობები
როგორიცაა:
- პირის მიერ სხვა პირისათვის ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების დროებით
სარგებლობაში გადაცემა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მისი შემდგომი გაყიდვის ან გასხვისების
უფლების გარეშე;
- დაქირავებით მუშაობა;
- ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში;
- ქონების იჯარით გადაცემა (თუ იგი არ წამოადგენს სამეწარმეო საქმიანობას);
- ქონების მართვა მინდობილობით;
- ფიზიკური პირის მიერ სახელოვნებო, სამეცნიერო, საკონსულტაციო და სხვა მსგავსი
საქმიანობები.
- არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობასთან გათანაბრებულია საწარმოს საწესდებო
კაპიტალში წილის, ფასიანი ქაღალდების, საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის, ობლიგაციებისა და
სხვა სავალო ვალდებულების შეძენა/რეალიზაცია, ასევე გამყიდველის საკუთრებაში არსებული
საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლების რეალიზაცია2.
ეკონომიკური საქმიანობის ცნება განმარტებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
კლასიფიკატორის მიხედვით. ეროვნული სტატისტიკური კლასიფიკატორის ოფიციალური ვერსია
შემუშავებულია ევროკავშირის ეკონომიკური საქმეების კლასიფიკატორის NACE Rev. 2 Statistical
classification of economic activities in the European Community-ს ბაზაზე.3
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად საჯარო რეესტრის სისტემაში შეიქმნა ახალი რეესტრი, რომელიც მოახდენს ეკონომიკურ
საქმიანობათა რეგისტრაციას. ცვლილებები ძალაში 2016 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაცია მიზნად ისახავს ევროკავშირის დირექტივების,
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების და
საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მოთხოვნათა და
რეკომენდაციათა აღსრულებას. ქვეყანაში ერთიანი საქმიანობის რეესტრის ფორმირება, ხელს
შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის ბაზრის კვლევას, ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვას,
უზრუნველყოფს უტყუარი სტატისტიკის წარმოებას ქვეყანაში.

1
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 13
2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი
3
ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რედაქცია 2, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბ. 2006 წ.
4
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ჩამოყალიბება და ეკონომიკური საქმიანობების
სახეების კლასიფიკატორის ევროპული სტანდარტის გამოყენება უზრუნველყოფს საერთაშორისო
დონეზე ბიზნესის შესახებ საიმედო სტატისტიკური მონაცემების შექმნას, რაც საქართველოსა და
ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებთ მიაწვდის რელევანტურ
ინფორმაციას და მისცემს საშუალებას მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული
გადაწყვეტილებები.
ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული
კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი წარმოადგენს რეგისტრირებულ ეკონომიკურ
საქმიანობათა, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის შესეხებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის
ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემების ერთობლიობას.
მეწარმეები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებულული
არიან მოახდინონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი განახორციელებს მეწარმეების და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების ეკონომიკურ საქმიანობათა და მათი განხორციელების
ადგილის (მისამართის) შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა,
რეგისტრირებულად ჩაითვლება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის
სახეები განისაზღვრება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული
ეროვნული კლასიფიკატორით. ამავდროულად, სუბიექტი უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ
ეროვნული კლასიფიკატორით გათალისწინებული საქმიანობის სახეების რეგისტრაცია.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მაქსიმალური
სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით,  კანონმდებლობით დადგენილია სუბიექტის ვალდებულება,
მიაწოდოს მარეგისტრირებელ ორგანოს დაზუსტებული ინფორმაცია მისი საქმიანობის კონკრეტული
სახეებისა (საქმიანობის ქვეკლასებისა)  და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ.
სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის  რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარდგენილ უნდა
იქნას უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის   რეგისტრაციის შესახებ და
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებულ საქართველოს ეროვნულ
კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მყოფი ინფორმაცია საქმიანობის კონკრეტულის სახეებისა და
საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ ელექტრონული ფორმით.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი,
რომელიც ასახავს ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ძალაში მყოფ  მონაცემებს. ეკონომიკური
საქმიანობის შესახებ ამონაწერის მომზადების გზით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სუბიექტის საქმიანობისა სახეებისა და
საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ
პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული
მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი საფასურის გადახდისას. 
ეკონომიკურ საქმიანობათა სახეები იყოფა ორ კატეგორიად: 
1. სავალდებულო სარეგისტრაციო - საქმიანობათა ის სახეები, რომელიც
კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. 
2. ნებაყოფლობითი - საქმიანობათა სახეები, რომლის რეგისტრაცია
სავალდებულო არ არის. 
სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის: 
 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული
პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას,

5
პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას. 
 ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა,
რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და
შრომით მოწყობაში დახმარებასთან 
 ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება
ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები. 
ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ
ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ
დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.
ამგვარი რეგულირება მიზნად ისახავს უზრუნველყოს მონაცემთა განახლება და რეგისტრირებული
სუბიექტის მიერ  რეალურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეესტრში ზუსტი, სანდო
მონაცემების ასახვა მესამე პირებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით1.
ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის
დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების
შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა და სხვა
სამეწარმეო საქმიანობისა;
ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;
გ) რელიგიური საქმიანობა. (იხ. სქემა1.1.)
ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება
მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა 2.

1.2. ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების არსი და სახელმწიფო გარანტიები

ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტს


წარმოადგენს, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გარანტირებულია. საწარმოები ფლობენ
კომერციულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას წარმოების ორგანიზაციის მხრივ. თვითონვე
განსაზღვრავენ წარმოებული საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ხერხებს, არჩევენ შუამავალ
პირებს, ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ ხელშეკრულებებით. კომერციული თავისუფლების
მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს თავისუფალი ფასწარმოქმნა. დამოუკიდებლობა, როგორც
წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, არ შეიძლება მიღებულ იქნეს უპირობოდ. ეკონომიკაში
ბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საწარმოებს გააჩნიათ
სრული დამოუკიდებლობა იმ გაგებით, რომ არ არსებობს ისეთი ინსტანცია, რომელიც ერევა მის
სამეურნეო საქმიანობაში. თუმცა, შესაძლებელია არსებობდეს საქმიანობის ისეთი სახე, რომელიც
გარკვეულ სახელმწიფო რეგულირებას მოითხოვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის
შეზღუდვას. საწარმოები დამოკიდებულნი არიან ბაზარზე და ვალდებულნი არიან შეასრულონ
ბაზრის კანონები. ამიტომ, როცა საწარმოო დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, საჭიროა აღინიშნოს,
რომ ეს დამოუკიდებლობა აბსოლუტური არ არის.
ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ სამუელსონი აღნიშნავს: „ეკონომიკური წარმოება
შეზღუდულია ეკონომიკის რესურსებით და ტექნიკური ცოდნით.... თითოეულმა საზოგადოებამ
უნდა განსაზღვროს რომელი საქონელი აწარმოოს, როგორ აწარმოოს და ვისთვის 3“. ცნობილი
ამერიკელი ეკონომისტები მაკკონელი და ბრიუ აღნიშნავენ: „იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ
ფუნქციონირებს საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია ვაღიაროთ .... კითხვები: რამდენი უნდა

1
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური საიტი - https://napr.gov.ge
2
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი
3
სამუელსონი, ნორდჰაუსი - ეკონომიკა, მე-15 გამოცემა, ტ.1, ქართული თარგმანი, თბ. 2000, გვ. 47
6
ვაწარმოოთ? რა უნდა ვაწარმოოთ? როგორ უნდა ვაწარმოოთ?....“ 1 სწორედ ეს კითხვებია, რომელზე
პასუხის გაცემის გარეშე შეუძლებელია პროდუქციის წარმოება, სწორედ ეს კითხვებია, რომლებიც
გარკვეულ ჩარჩოებში აქცევენ წარმოებასა და ბიზნესს, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ საწარმოო
დამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტური დამოუკიდებლობა მიზნის
მიღწევისათვის არ გამოდგება. წარმოება შემოფარგლულია იმ ძალებით, რომელთა გათვალისწინება
აუცილებელია და მნიშვნელოვანი წარმოების სიკეთისათვის.
სამეწარმეო საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტია შესაძლებელია მოცემულ იქნას
უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე, მაგ. დაფიქსირებულ იყოს კონსტიტუციაში, ან თვით
სახელმწიფოს ეკონომიკური წყობა იყოს გარანტი თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობისა.
ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციით, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების პრინციპი
წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართლის უნივერსალურ (ინტეგრირებულ) პრინციპს, რომელიც
აერთიანებს სხვადასხვა დამოუკიდებელ პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივად არეგულირებენ
სამეწარმეო საქმიანობას. ასეთებს მიეკუთვნება: მოლაპარაკებათა წარმოების თავისუფლება,
მონოპოლიების შეზღუდვის პრინციპი, კონკურენტული გარემოს გარანტირება და ა.შ. გარდა ამისა,
ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება შესაძლებელია გარანტირებულ იქნას შემდეგი ნორმებით:
- საქმიანობის სახის არჩევანის თავისუფლების გარანტია, ეს ნორმა იძლევა არჩევანის
თავისუფლებას, შესაძლებელია პირო იყოს დამქირავებელი, ან დაქირავებული;
- ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილებისაა და საცხოვრებელი ადგილის
თავისუფლად არჩევის ნორმა, ამის მიხედვით გარანტირებულია შრომის ბაზრის თავისუფლება;
- ეკონომიკური საქმიანობისათვის, ორგანიზციულ-სამართლებრივი ფორმის არჩევის
თავისუფლება. მაგ. საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“, ნებისმიერი სახის საქმიანობისათვის,
შესაძლებელია არჩეულ იქნეას ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. რა თქმა უნდა,
არსებობს მცირე გამონაკლისი, კერძოდ საადვოკატო საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ან
„ინდივიდუალური მეწარმის“ ფორმით (როცა ერთი პირი საქმიანობს), ან „სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოების“ ფორმით (როცა ადვოკატურას რამდენიმე ფიზიკური პირი
ჩამოაყალიბებს), ანუ ადვოკატთა გაერთიანება არ შეიძლება გვევლინებოდეს მაგ. შეზღუდული
პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სახელით;
- საკუთრების ფლობის გარანტია, ნებისმიერ პირს აქვს უფლება ფლობდეს და განკარგავდეს
კანონიერი გზით მიღებულ საკუთრებას როგორც ერთპიროვნულად, ისე საზოგადოებრივად;
- საკუთრების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების უფლება, ნიშნავს, რომ პირს
შეუძლია საკუთრება გამოიყენოს ეკონომიკური საქმიანობისათვის, ყიდვა-გაყიდვისათვის,
გაცვლისათვის და ა.შ.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების,
მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. ამ მუხლის მიხედვით:
1.  საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია
საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ
პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია
კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან
ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და
სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და
მოსაკრებლისაგან.2 
„კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და
გასხვისებაც. 21-ე მუხლით დაცულ სფეროში ექცევა ასევე მემკვიდრეობის უფლება. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია აღიარებს საკუთრების უფლებას,

1
მაკკონელი, ბრიუ - ეკონომიკსი, პრინციპები, პრობლემები და პოლიტიკა. ტ 1, ქართული თარგმანი, თბ. 1993, გვ.163
2?
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ.გვერდი.
http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/constitution-of-georgia-68
7
მიუხედავად მისი გამოვლინებისა. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
მოიცავს ასევე საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებას“1.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით განმტკიცებულია შრომის თა-
ვისუფლება:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის
განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე
სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი
პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით 2. 
„შრომის თავისუფლების კონსტიტუციურად განმტკიცება პოსტსაბჭოთა ეპოქაში
დამკვიდრებული მოვლენაა. იგი არ იყო დამახასიათებელი სოციალისტური ძირითადი
კანონებისათვის და საქართველოს კონსტიტუციაშიც შემდგომ პერიოდში აისახა. შრომითი
თავისუფლების ცნებაში მოიაზრება ნებისმიერი სახის კანონიერი შრომითი საქმიანობა. დადგენილია
სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის
განვითარებას. ამ ფუნქციას სახელმწიფო მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშემწყობი
საკანონმდებლო ბაზის შექმნითა და სრულყოფით ახორციელებს. თავისუფალი მეწარმეობისა და
კონკურენციისათვის ხელის შეწყობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთათვის
განვითარებისა და ბაზარზე ზემოქმედების თანაბარი უფლებების დადგენას. მონოპოლიური
საქმიანობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე
წინადადებით“3.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია არის ერთ-ერთი უძველესი დაწერილი
კონსტიტუცია, რომელშიც გაწერილია სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებები. შესწორებების
მიხედვით, დაკონკრეტებულია სამეწარმეო ურთიერთობები. მაგ.: შესწორება VIII-ის მიხედვით,
რომელიც რატიფიცირებულია 1791 წლის 15 დეკემბერს,  არ უნდა იყოს მოთხოვნილი გადამეტებული
გადასახადები ან გადამეტებული ჯარიმები და არ უნდა იქნას გამოტანილი სასტიკი და უჩვეულო
სასჯელი.4
ადამიანის უფლებათა კონვენციის კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი,
რომელიც მიღებულ იქნა 1952 წლის 20 მარტს, პარიზში, აღიარებს საკუთრების უფლებას. ამ
დებულების მიხედვით, „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით
შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება
ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი
პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში, ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს
სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს
საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან
გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“5.

1
ფირცხალაიშვილი ა. - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის განმარტება, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მე-
2 თავი, ნაშრომის მომზადება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით
უზრუნველყო კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა.
2
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 30, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ.გვერდი.
http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/constitution-of-georgia-68
3
ფუტკარაძე ი. - საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის განმარტება, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მე-2 თავი,
ნაშრომის მომზადება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით
უზრუნველყო კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა.
4
აშშ-ს კონსტიტუციის 10 შესწორება, მოგვიანებით ცნობილი როგორც „უფლებათა ბილი“, მიიღეს შეერთებული შტატების
პირველი კონგრესის ხმათა ორი მესამედით და შემდეგ მისი რატიფიცირება მოხდა შტატების საკანონმდებლო ორგანოების
ხმათა აუცილებელი სამი მეოთხედით.

5
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1. თარგმანი
კორექტირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის N 3251 – Iს დადგენილებით

8
ზოგადად, ეკონომიკური თავისუფლება არის სუბიექტთა ქცევა, საკუთრების უფლების
არჩევისა და საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნისა და ქონების რეალიზაციის პროცესში. სამეწარმეო
საქმიანობის ფარგლებში ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს თავისუფალ წარმოებას,
ვაჭრობას, დაზოგვას, ინვესტირებას, გამოყენებას, კონტრაქტების დადებას როგორც ქვეყნის შიგნით,
ისე - საზღვარგარეთ. სამეწარმეო საქმიანობის წარმატებული განხორციელება დიდადაა
დამოკიდებული საბაზრო ეკონომიკის ეფექტურიბაზე. თავის მხრივ, ეფექტური საბაზრო ეკონომიკა -
ეს არის არჩევანის თავისუფლება, რომლის ფარგლებშიც, ხდება მოთხოვნილებათა დკმაყოფილება.

1.3. სამეწარმეო თავისუფლების საკანონმდებლო უზრუნველყოფა

საბაზრო ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს,


სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას. როგორც წინა თავში აღინიშნა,
ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც არჩევანის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, სხვადასხვა
ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა გარანტირებული. ძირითადად გარანტია ემყარება ქვეყნის უპირველეს
კანონს - კონსტიტუციას, მაგრამ ყველა ნიუანსის კონსტიტუციაში გათვალისწინება შეუძლებელია,
ამიტომ არსებობს კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც აკონკრეტებენ ეკონომიკურ თავისუფლებას.
თავის მხრივ, ეკონომიკური თავისუფლების სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს ის
უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ბაზა, რომელიც ხელს უწყობს საბაზრო მეურნეობის
ფუნქციონირებასა და განვითარებას. სამართლებრივი ბაზა პირველ რიგში უზრუნველყოფს
ეკონომიკურ თავისუფლებას, კონკურენტულ გარემოს, ხოლო მეორეს მხრივ, აწესებს და
არეგულირებს „თამაშის წესებს“ საბაზრო ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტებს შორის.
„ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესისთვის არსებობს მარეგულირებელი კანონმდებლობა.
აღნიშნული კანონმდებლობა ერთგვარ ბარიერებს უქმნის ნებისმიერ ბიზნეს და ზოგიერთ
შემთხვევაში წარმოადგენს ბიზნესისთვის ადმინისტრაციულ ტვირთს. კანონმდებლობის
შემუშავებისას წინასწარ შეუძლებელია სრულად განისაზღვროს თუ რა ბარიერებს შეუქმნის იგი
ბიზნესებს, თუმცა ზოგადი პროგნოზირება შესაძლებელია. ამისათვის ქვეყნის მთავრობაში იქმნება
სპეციალური დეპარტამენტი ან სხვა რაიმე დანაყოფი, რომელიც მოახდენს ბიზნესზე
მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენის შეფასებას. აღნიშნული მეთოდი გავრცელებულია
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მას უწოდებენ RIA-s (Regulatory Impact Assasment).
RIA არის ახალი საკანონმდებლო და სხვა ინიციატივების ბიზნესის მარეგულირებელ
გარემოზე ზეგავლენის შეფასება, რომელიც ძირითადად ხორციელდება კვლევის მეშვეობით. RIA-ს
მეშვეობით საკანონმდებლო ტვირთის გავლენა ბიზნესზე ფასდება ისეთი ასპექტების ანალიზით
როგორიცაა ხარჯი, მოგება და რისკები. RIA-ს მიზანია ასევე გამოავლინოს საკანონმდებლო
რეგულაციის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.
RIA-ს შექმის მიზანია ბიზნეს-გარემოს გაუარესების პრევენცია და გაუმჯობესების
ხელშეწყობა, ასევე კერძო სექტორისათვის რეგულირების ტვირთისა და შესაბამისობის ხარჯების
შემცირება. აღნიშნული მიზანი ხორციელდება სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას
მარეგულირებელ გარემოზე ზემოქმედების კუთხით სპეციალური კითხვარის საშუალებით. RIA ანუ
მარეგულირებელ გარემოს გავლენის შეფასება ეხება ყველა ნორმატიული აქტის პროექტს:
კანონპროექტებს, პრეზიდენტის ბრძანებულებებს, მთავრობის დადგენილებებს, უწყებრივ
ბრძანებებს.
RIA-ს მიმდინრეობის პროცესში ხდება მრავალი ფაქტორის გამოვლენა, რომელიც
მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესისთვის და აუცილებელია მისი რეგულირება. პროცესი
გვეხმარება გამოვავლინოთ ალტერნატიული ვარიანტები და მოვახდინოთ მათი შეფასება, ასევე
განვსაზღვროთ რამდენად განსხვავებულად აწვება საკანონმდებლო ტვირთი სხვადასხავა სფეროში
არსებულ ბიზნესებს.
RIA ავლენს ქვეყანაში მიმდინარე საკანონდებლო პროცესების საერთო სურათს სამთავრობო
დონეზე, ასევე კვლევის საფუძველზე ავლენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების სტადიას და უფრო
მეტად გამჭირველეს ხდის ბიზნესების და მთავრობის ურთიერთობას საკანონმდებლო კუთხით. ასევე

9
კვლევების საფუძველზე ვლინდება თვითონ საკანონმდებლო აქტების ხარისხი და ნათლად ჩანს ის
პრობლემები, რაც შეიძლება გამოიწვიოს საკანონმდებლო აქტებში არსებულმა ხარვეზებმა.
არსებობს RIA-ს რამოდენიმე მოდელი. იმისათვის რომ ანალიზი ვაწარმოოთ რომელიმე
მოდელის მიხედვით, საჭიროა სწორედ განვსაზღვროთ თუ რა მაჩვენებლების ანალიზია
მნიშვნელოვანი და რომელი მოდელის გამოყენება იქნება უფრო ეფექტიანი და მოგვცემს ობიექტურ
შეფასებებსა და შედეგებს. არსებობს რიას ხუთი ძირითადი მოდელი, ესენია:
1. შემოსავლების და ხარჯების ანალიზი, რომლის ძირითადი მიზანია სწორედ გამოთვალოს
ხარჯები და შემოსავლები. ორი შემთხვევიდან უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევას, სადაც მეტია
მოგება;
2. ხარჯების ეფექტიანობის ანალიზის დროს ძირითადად რთულია სარგებლის ასახვა
ფულად ექვივალენტში, ამიტომ ორი შემთხვევიდან უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევას სადაც უფრო
დაბალია ხარჯი.
3. ხარჯების შეფასების მოდელის გამოყენების დროს სარგებელი განისაზღვრება სხვადასხვა
ბიზნესის შეფასების საფუძველზე.
4. რისკების ანალიზი კი საშუალებას გვაძლევს უფრო ნათლად გავიგოთ თუ რა ადამიანური
და ეკოლოგიური რისკების წარმოქმნა ხდება საკანონმდებლო ტვირთის დაწესების შედეგად.
აღნიშნული მოდელებიდან ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად ფოკუსირებულია სპეციალურ
სეგმენტსა და სექტორზე, მაგრამ ასევე ზოგიერთი მოდელის მიხედვით ანალიზი მიმდინარეობს
ზოგადად სპეციალურად შექმნილი კითხვარის მეშვეობით, რომელსაც საერთაშორისო
გამოცდილებით ასევე უწოდებენ უბრალოდ საკონტროლო ნუსხას (checklist)
ბიზნესის მარეგულირებელი ადმინისტრაციული ბარიერების განსაზღვრა ხდება
სპეციალურად შემუშავებული მექანიზმების საშუალებით. მარეგულირებელი კანონმდებლობის
გავლენის შეფასება ბიზნესზე გამოიკლევა SCM-ის (Standart Cost Model) მეშვეობით, თუმცა
მეთოდოლოგიები განსხვავებულია სხვადასახვა ქვეყნის მიხედვით.
RIA-ს განხორციელებისას ტარდება სხვადასხვა კვლევები, ფოკუს ფგუფები და
ინტერვიუები, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები,
რათა სწორედ მოხდეს ადმინისტრაციული ტვირთების იდენტიფიცირება. მაგალითად თუ საქმე ეხება
ევროკავშირის მასშტაბით ადმინისტრაციული ტვირთების განსაზღვრას მაშინ ევროკომისია
სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე
შეიმუშავებს ისეთ საკანონმდებლო აქტებს, სადაც მაქსიმალურად გამოირიცხება ადმინისტრაციული
ტვირთის გაზრდა და პრობლემების წარმოქმნა. ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად
ევროკომისიის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები მაქსიმალურად მოქმედი, ლეგიტიმური,
მოქნილი და მისაღებია.
ნორმატიული აქტების მარეგულირებელ გარემოზე გავლების შეფასებისთვის ფოკუს-
ჯგუფებისა და კონსულტაციების გარდა ასევე არსებობს სხვა თანმხლები მეთოდები. მათ შორის
ძალზედ მნიშვნელოვანია RIA-ს კითხვარი. კითხვარი ივსება ბიზნესის წარმომადგენლების მიერ და
მოიცავს ბიზნესის წარმოების ყველა ეტაპის შესახებ დეტალურ აღწერას. კითხვარი წარმოადგენს
განმარტებითი ბარათის ნაწილს და ივსება ინიციატორის მიერ (იხ. დანართი). ინიციატორი ამ
შემთხვევაში არის იმ დეპარტამენტის წარმომადგელი რომელის პრეროგატივაცაა RIA-ს
განხორციელება. განმარტებითი ბარათის შევსების შემდეგ ინიციატორს მიაქვს იგი RIA-ს
დეპარტამენტში, სადაც ბარათს დასკვნის სახით ემატება პასუხისმგებელი დეპატრამენტის დასკვნა.
RIA არის ისეთი შეფასების სისტემა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. RIA დანერგილია ა.შ.შ.-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიაში,
გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, მექსიკაში, კორეაში, თურქეთსა და
სხვა ქვეყნებში. RIA ასევე დანერგილია ჩეხეთში, პოლონეთში, უნგრეთში, სერბეთში, ხორვატიაში,
რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში“1.
საქართველოში არსებობს კანონთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა მიხედვითაც
ხორციელდება ბიზნესის სახელმწიფო რეგულირება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ - მიღებულია 1994 წლის 28 ოქტომბერს,
ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტიდან. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ აწესრიგებს სამეწარმეო
საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ნორმებს.

1
ბიზნესზე მარეგულირებელი კანონმდებლობის ზეგავლენის შეფასება, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.
10
2. საქართველოს საგადასახახდო კოდექსი - პირველი საგადასახადო კოდექსი მიღებულ იქნა
1997 წლის 13 ივნისს. ამ კოდექსმა უმრავი ცვლილება განიცადა. დღეისათვის მოქმედებს 2010 წლის 17
სექტემბერს მიღებული საგადასახადო კოდექსი. საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს
საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის
გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო
სამართალდარღვევის სახეებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას,
საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა
გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს
საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
აღნიშნული კანონით დგინდება ყველა გადასახადი, რაც კი დაკავშირებულია ეკონომიკურ
საქმიანობასთან. ყველა სხვა სახის გადასახადი უკანონოა.
3. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“
- მიღებულია 1996 წლის 12 ნოემბერს. განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც უცხოური,
ისე ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებსა და მათი დაცვის
გარანტიებს. ამ კანონის მიზანია, დაადგინოს ინვესტიციების ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი.
4. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ - აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის
სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით
სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
ძირითად პრინციპებს. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.
ურთიერთობები დაზღვევის სფეროში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო
კოდექსით, ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით. თუ
საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს საქართველო,
განსაზღვრულია ამ კანონის წესებისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო
ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.
5. საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ - მიღებულ იქნა 1998 წლის
29 მაისს. განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და
მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ - მიღებულია 1998 წლის 24
დეკემბერს. კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი
ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების
საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის
ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და
თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.
7. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ - მიღებულია 2001
წლის 8 ივნისს. კანონი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის წარმოებისა და ზოგ შეთხვევაში, მისი
შეზღუდვის წესებს
8. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ - მიღებულ
იქნა 2003 წლის 12 აგვისტოს, ამ კანონის მიღებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა „სალიცენზიო
მოსაკრებლის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონები. კანონი
განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო /სანებართვო საქმიანობის
განხორციელების ან / და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს 
მიერ გაწეულიგარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და 
განაკვეთებს,  მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.
9. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ - მიღებულ იქნა 2005
წლის 24 ივნისს. კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება
პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის
მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ
ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. 
10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ - მიღებულია
2007 წლის 3 ივლისს. კანონი ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისა და

11
ლიკვიდაციის წესს, განსაზღვრავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვისა და ამ ზონების
ფარგლებში მმართველობისა და მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოების შექმნისა და
საქმიანობის წესს, ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის დამატებით
პირობებს, საგადასახადო შეღავათებსა და ამ ზონების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის
შესახებ“ - მიღებულია 2010 წლის 26 ოქტომბერს.  კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის
განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ
ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა
შეღავათებს.
12. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ - მიღებულია
2010 წლის 26 მარტს. კანონი არეგულირებს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის
დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო
შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და
განხორციელებისათვის.
13. საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ - მიღებულია
2011 წლის 1 ივლისს. ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი
თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და
თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა
შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და
დადგენილ ფარგლებში. სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს,
რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და
ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.
14. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ -
მიღებულია 2016 წლის 8 ივნისს. კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების
შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების,
მმართველობის ანგარიშგების და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიმართ
განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, პროფესიული
სერტიფიცირების, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების და მისი ხარისხის
უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და
პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.
თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც
გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და 
დაბალ გადასახადებში.
გარდა ამ კანონებისა, არსებობს სხვადასხვა კანონები, რომლებიც არეგულირებენ ბიზნესს
საქართველოში. შესაძლებელია, კანონებმა შესაძლებელია განახორციელონ სხვადასხვა სფეროს
დარგობრივი რეგულირება. მაგ.: ტრანსპორტის სფეროს რეგულირების შესახებ, ტურიზმის სფეროს
რეგულირების შესახებ, მარეგულირებელი ორგნოების შესახებ,
უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ რეგულირება არ განხორციელდეს ისეთი სახით,
რომელიც ხელს შეუშლის ბიზნესის საბაზრო პრინციპებით განვითარებას

თავი II

ბიზნესის სახელმწიფო რეგულირება: თეორია და


პრაქტიკა
12
2.1. რეგულირების არსი

საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორისათვის ეფექტიანი მუშაობის


დაძალების მცდელობისას, ძირითადად მეტოქეობისა და კონკურენციის ძალებს ეყრდნობიან -
შოლტისა და თაფლაკვერის მეთოდის თავისებურ განსახიერებას, სადაც შოლტის როლს გაკოტრება
ასრულებს, თაფლაკვერისას - მოგება.1
ამერიკული მრეწველობის რეგულირების ისტორია ასოცდაათ წელზე მეტს ითვლის და
სათავეს იღებს შტატებშორისი ტრანსპორტისა და ვაჭრობის კომიტეტის შექმნის (ICC) მომენტიდან.
1887 წელს ეს კომიტეტი სეიქმნა საფასო ომების თავიდან ასაცილებლად, მცირე ქალაქების
მომსახურებით უზრუნველსაყოფად და მონოპოლიათა გაკონტროლებისთვის. მოგვიანებით, 1913
წელს, ფედერალური რეგულირება გავრცელდა ბანკებზე, 1920 წელს - ელექტროობასა და
კომუნიკაციებზე, 1930-იანი წლების განმავლობაში - ფასიანი ქაღალდებისა და შრომის ბირჟებზე,
სატვირთო გადაზიდვებსა და ავიახაზებზე. მე-20 საუკუნის ბოლოს, სამთვრობო რეგულირების ქვეშ
მოექცა წარმოების ისეთი დარგები, როგორიცაა საკაბელო ტელევიზია.2

1
სამუელსონი, ნორდჰაუსი - ეკონომიკა, მე-15 გამოცემა, ტ.2, ქართული თარგმანი, თბ. 2000, გვ. 340
2
დასახელებული ლიტერატურა, გვ. 342
13
http://www.aup.ru/books/m236/14_1.htm

14

You might also like