You are on page 1of 3

ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარება არის საწარმოს ბალანსში ან მოგება-

ზარალის ანგარიშგებაში იმ მუხლის სიტყვიერად და თანხმობრივად ასახვის


პროცესი,რომელიც აკმაყოფილებს მოცემული ელემენტის განმარტებას და აღიარების
კრიტერიუმებს. სანამ განვიხილავთ აღიარების კრიტერიუმებს,უნდა განვიხილოთ ბალანსის
ელემენტები:აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი.აქტივი არის არსებული
ეკონომიკური რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს წარსულში მომხდარი
მოვლენების შედეგად.ეკონომიკური რესურსი არის უფლება რომელსაც გააჩნია
ეკონომიკური სარგებლის შექმნის პოტენციალი.აქტივებს საფუძვლად უდევს შემდეგი
კრიტერიუმები: ეკონომიკური რესურსი,ეკონომიკური სარგებლის შექმნის პოტენციალი,
რესურსების კონტროლი.საწარმო იმ შემთხვევაში აკონტროლებს ეკონომიკურ რესურსს თუ
მას შეუძლია დაადგინოს ეკონომიკური რესურსის გამოყენების წესი და მიიღოს
ეკონომიკური სარგებელი. ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლებებს აქვს სხვადასხვა
ფორმა და ყოველი მათგანი არის დამოუკიდებელი აქტივი.ესენია:სახსრების მიმღებს
უფლება, საქონლისა და მომსახურების მიღების უფლება, ფიზიკური ობიექტის გამოყენების
უფლება,სხვა მხარეთა ეკონომიკური რესურსების გაცვლის უფლება ხელსაყრელი
პირობებით.მრავალ აქტივს აქვს ფიზიკური ფორმა.თუმცა უფრო მნიშვნელოვანია
სარგებლის პოტენციალი, მისი მიღების უფლება.ზოგიერთი აქტივი, მაგალითად
მოთხოვნები და ქონება, დაკავშირებულია სამართლებრივ და საკუთრების
უფლებასთან.აქტივის საკუთრების უფლება არ არის აღიარების კრიტერიუმი.ვალდებულება
Აარის საწარმოს ეკონომიკური რესურსების გადაცემის მიმდინარე მოვალეობა,რომელიც
წარმოიქმნა წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად.მიმდინარე მოვალეობა არის საწარმოს
ეკონომიკური რესურსის გადაცემის პასუხისმგებლობა,რომლის თავიდან არიდება
პრაქტიკულად შეუძლებელია. ვალდებულებების აღიარებისათვის დაცული უნდა იყოს
შემდეგი 3 კრიტერიუმი:არსებობს მიმდინარე მოვალეობა, მიმდინარე მოვალეობა
წარმოიქმნა წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად, ითვალისწინებს ეკონომიკური
რესურსების გადაცემის პასუხისმგებლობას. ვალდებულება ხშირ შემთხვევაში იქმნება
ყოველდღიური სამეურნეო საქმიანობის პირობებში.ვალდებულებები შეიძლება
სამართლებრივად შევიდეს ძალაში სავალდებულო წესით შესრულებული ხელშეკრულების
ან საკანონმდებლო მოთხოვნის ძალით.ვალდებულებების დაფარვა ხდება სხვადასხვა გზით,
მაგალითად ფულადი სახსრების გადახდით, მომსახურების გაწევით, ერთი ვალდებულების
მეორეთი შეცვლით და ასე შემდეგ. საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივების ის
ნაწილი რომელიც რჩება საწარმოში ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ.იგი
შეიძლება ქვეჯგუფებად დაიყოს.მაგალითად საწესდებო კაპიტალი ან სააქციო კაპიტალი,
გაუნაწილებელი მოგება.ასეთი კლასიფიკაცია შეიძლება სასარგებლო იყოს ფინანსური
ანგარიშგების Მომხმარებლებისათვის გადაწყვეტილების მიღების დროს.გარდა აღნიშნული
ელემენტებისა მოგება-ზარალის ანგარიშგების ელემენტებია შემოსავალი და ხარჯები.
შემოსავალი არის აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირება, რომელიც იწვევს
საკუთარი კაპიტალის ზრდას. მასში არ შედის მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში
განხორციელებულ დამატებით შენატანი. ხარჯი არის აქტივების შემცირება ან
ვალდებულებების ზრდა,რომელიც იწვევს საკუთარი კაპიტალის შემცირებას.ის არ არის
დაკავშირებული მესაკუთრეთა შორის კაპიტალის განაწილებასთან. შემოსავლებისა და
ხარჯების ამ განმარტებით ჩანს, რომ მესაკუთრეთა შენატანები არ წარმოადგენს შემოსავალს
ხოლო განაწილება მესაკუთრეთა შორის არ არის ხარჯი. აღსანიშნავია რომ ფინანსური
ანგარიშგების ელემენტების აღიარებისათვის მათი მხოლოდ განმარტებასთან შესაბამისობა
არ არის საკმარისი. აუცილებელია ისინი იყოს რელევანტური და სამართლიანად
წარმოდგენილი.რადგან ფინანსური ანგარიშგების მიზანია მომხმარებლებისთვის
სასარგებლო ინფორმაციის წარდგენა.ამიტომ ფინანსური ანგარიშგების ელემენტების
განმარტების კრიტერიუმებთან ერთად აღიარების კრიტერიუმებია ამ ინფორმაციის
ხარისხობრივი მახასიათებლები: რელევანტურობა და სამართლიანი წარდგენა.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასება.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები ფასდება ფულადი გამოსახულებით, რომლის


მიხედვითაც ისინი აღიარდება და აისახება საწარმოს ბალანსი და მოგება-ზარალის
ანგარიშგებაში. შეფასების პროცესი შეფასების გარკვეული მეთოდის შერჩევას
მოიაზრებს,რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შესაფასებელი ინფორმაციის ბუნების
გათვალისწინება.ანგარიშგების მომზადების კონცეპტუალური საფუძვლებით დადგენილია
შემდეგი მეთოდები:1.ისტორიული ღირებულება,2.მიმდინარე ღირებულება,რომლის
საფუძველია რეალური ღირებულება,აქტივის გამოყენებისა და ვალდებულებების
შესრულების ღირებულება და დანახარჯების მიმდინარე ღირებულება.

ისტორიული ღირებულება ასახავს აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და


ხარჯების ფულად შეფასებას.იმ ინფორმაციის საფუძველზე რომელიც მიღებულია
ტრანზაქციისა და სხვა მოვლენების ფასებიდან.ის არის ფაქტიური ღირებულება.მაგ.
აქტივების შეძენის დროს გადახდილი ფულადი სახსრები.ვალდებულებები ფასდება
ვალდებულებების სანაცვლოდ მისაღები თანხებით ან დავალიანების დასაფარავად
დარიცხული თანხით.ისტორიულ ღირებულებას ასევე უწოდებენ პირვანდელ ღირებულებას
და თვითღირებულებას.ასეთი შეფასება უფრო მარტივია,რადგან ის ეფუძნება
დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს და არ მოითხოვს რთულ გათვლებს.თავდაპირველად
ისტორიული ღირებულება ტოლია რეალური ღირებულების. დროთა განმავლობაში
იცვლება საბაზრო და ეკონომიკური პირობები.ისტორიული ღირებულება კი არ ასახავს
ღირებულების ცვლილებას,ამიტომ საჭირო ხდება არსებული ინფორმაციის განახლება.ამის
გამო საწარმო აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ რეალური სურათის შესაქმნელად
იყენებს მიმდინარე შეფასებას.ისტორიული ღირებულებით შეფასებული აქტივები შემდგომ
ფასდება მიმდინარე ღირებულებით. მიმდინარე ღირებულება ეფუძნება დროის ფაქტორს
აწმყოს,მოცემულ მომენტს. შეფასების საფუძველია მიმდინარე დროს ბაზარზე მოქმედი
ფასები.

აქტივებისა და ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებით შეფასების საფუძველია


რეალური ღირებულება,აქტივების გამოყენებისა და ვალდებულებების შესრულების
ღირებულება, დანახარჯების მიმდინარე ღირებულება. რეალური ღირებულება არის ის ფასი,
რომელიც მიღებული იქნებოდა აქტივის გაყიდვიდან ან გადახდილი იქნება ვალდებულების
გადაცემისას, მონაწილე მხარეებს შორის ნებაყოფლობით შესრულებული ოპერაციის
დროს.რეალური ღირებულება შეიძლება განსაზღვროთ აქტიური ბაზრის დაკვირვებადი
ფასების მეშვეობით.თუმცა როდესაც ეს შეუძლებელია ვიყენებთ განსაზღვრის არაპირდაპირ
გზას.ასეთ შემთხვევაში გამოიყენება აქტივის შეფასება გამოყენებითი ღირებულებით, ხოლო
ვალდებულების -შესრულების ღირებულებით. გამოყენების ღირებულება არის ფულადი
ნაკადების და სხვა ეკონომიკური სარგებლის დღევანდელი ღირებულება, რომლის მიღებაც
საწარმოს შეუძლია აქტივის გამოყენებისას. შესრულების ღირებულება არის ფულადი
სახსრების ან სხვა ეკონომიკური სარგებლის დღევანდელი ღირებულება,რომელიც
გადაცემის აუცილებლობასაც საწარმო ვარაუდობს ვალდებულების შესრულებისას.

დღევანდელი ღირებულება--დღევანდელი ღირებულება წარმოადგენს ინსტრუმენტს,


რომელიც გამოიყენება მომავალი პერიოდის თანხების არსებულ თანხებთან
დასაკავშირებლად. მას საფუძვლად უდევს ფულის დროითი ღირებულების კონცეფცია.რაც
გულისხმობს: დღეს მიღებულ ნებისმიერ თანხას აქვს უფრო მეტი ღირებულება ვიდრე იგივე
თანხას მიღებულს მომავალში.დღევანდელი ღირებულების მისაღებად მომავალი ფულადი
ნაკადები კორექტირდება ფულის დროის ღირებულების კოეფიციენტით.ამიტომ ზოგჯერ მას
უწოდებენ დისკონტირებული ღირებულებას.

დანახარჯების მიმდინარე ღირებულება.-დანახარჯის მიმდინარე ღირებულება არის


ანაზღაურება,რომელიც მიღებული იქნებოდა ეკვივალენტური
ვალდებულებისათვის,გარიგების იმ ხარჯების გამოკლებით რომელიც მოცემულ დროს
იქნებოდა გაწეული.დანახარჯის მიმდინარე ღირებულება, პირვანდელი ღირებულების
მსგავსად,არის შემოსვლის ღირებულება.იგი ასახავს იმ ბაზრის ფასს,სადაც საწარმო
შეიძენდა აქტივს ან აიღებდა ვალდებულებას.დანახარჯების მიმდინარე ღირებულება
ასახავს შეფასების დროს არსებულ პირობებს.იმ აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება,
რომელთა ბაზარი არ არსებობს,ხდება დანახარჯების მიმდინარე ღირებულების მეთოდით.ის
ასახავს მიმდინარე დანახარჯებს,რომელიც გადახდილი იქნებოდა ანალოგიური აქტივებია
შესაძენად ან მიღებული იქნებოდა ანალოგიური ვალდებულებების ასაღებად.

You might also like