You are on page 1of 18

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფინანსები და საბანკო საქმე

ვახო კოჩალიძე, ლინდა ანანიძე

რეფერატი

ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა და ელექტრონული ფულის


პერსპექტივები

საგანი: საერთაშორისო ფინანსები


ლექტორი: გიორგი აბუსელიძე

ბათუმი 2021
ანოტაცია
საბანკო სისტემა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძლიერ ცვლილებებსა და
განვითარებებს განიცდის და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების
გარეშე მისი ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
განიხილავენ ციფრული ვალუტის შემოღებას, რამდენადაც მსოფლიო საბანკო სივრცე
მაქსიმალურად ცდილობს დისტანციური მომსახურების შეთავაზების გაუმჯობესებას.

განვითარებული სახელმწიფოები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და ცდილოენ


დანერგონ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიური ინოვაციები. მათ შექმნეს
კრიპტოვალუტა, ციფრული ვალუტა, რომელიც კიდევ ერთი დიდი გადადგმული
ნაბიჯია საბანკო სივრცეში. ცდილობენ ციფრული შესაძლებლობების დანერგვასა და
გაუმჯობესებას, რაც პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა და მსოფლიოს უჩვენა მისი
დადებითი მხარეები.

ისევე როგორც მსოფლიოს წარმატებული სახელმწიფოები, საქართველოც


განიხილავს ციფრული ვალუტის შექმნასა და საბანკო სექტორის ახალ ეტპზე
გადასვლას.
სარჩევი
თემა..................................................................................................................................................................3
საქართველო-ციფრული ვალუტა...........................................................................................................6
ჩინეთის ციფრული ვალუტა - ციფრული იუანი..................................................................................8
ფედერალური სარეზერვო სისტემა..........................................................................................................11
ინგლისის ბანკი............................................................................................................................................13
იაპონიის ბანკი.............................................................................................................................................15
დასკვნა..........................................................................................................................................................16
ბიბლიოგრაფია............................................................................................................................................17

თემა
კაცობრიობის უძველესი პერიოდიდან მოსახლეობა ვაჭრობისას სხვადასხვა
საშუალებებს გამოიყენებდნენ. საქონლის ნატურალური გაცვლიდან, მონეტებზე (ქვის,
ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს..), მონეტებიდან შემდგომ ქაღალდის ფულის ერთეულები
შემოვიდა, მას მოჰყვა საკრედიტო ბარათები და გარკვეული პერიოდის გასვლის
შემდგომ საბანკო სფეროში შემოდის უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც თანამედროვე
განვითარებული მსოფლიოს მიერ ყველაზე მეტად გამოყენებული საშუალებაა.

მას შემდეგ რაც კომპიუტერი შეიქმნა და მას მოჰყვა ვირტუალური ონლაინ სივრცე,
რამაც ბიძგი მისცა ციფრული ვალუტების შექმნას, რისი საშუალებითაც მოსახლეობას
შეუძლია ონლაინ შეიძინონ ესა თუ ის საქონელი თუ მომსახურება. 2009 წელს შეიქმნა
პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი, რაც საბანკო სისტემის გამოწვევად იქცა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიქმნა და დღესაც იქმნება სხვადასხვა


კრიპტოვალუტა, ცენტრალური ბანკებიც ცდილობენ ეროვნულ ვალუტის
გაციფრულებას. ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო სადაც მაქსიმალურად
ეფექტური და შედეგიანი იქნება ციფრული ეროვნული ვალუტის შექმნა და გამოყენება.
(ტაბატაძე, 2020)

კრიპტოვალუტა საზოგადოებისთვის ახალი და უცხო შესაძლებლობაა, რომლის


საშუალებითაც შესაძლებელია როგორც საქონლისა და მომსახურების შეძენა, ასევე მათი
გაცვლა ეროვნულ ვალუტაზე, შესაბამისი კურსით. დღესდღეობით გვაქვს რამდენიმე
სახეობის კრიპტოვალუტა, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია:
ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში, რიპლი, ეოსი, დეში, სტელარი, ლაითკოინი და
სხვა.

წყარო: https://www.mycoins.ge

კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე მეტად პოპულარული და ცნობილია ბიტკოინი


და მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მისი
ღირებულება არ აღემატებოდა ერთ დოლარს, თუმცა მიმდინარე პერიოდში მისი
ღირებულება შეადგენს დაახლოებით 40 000 დოლარს. მისი შემქმნელის სახელი დღესაც
უცნობია, ის შექმნა უცნობმა პროგრამისტმა. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მისი
რეგულირება არ ხდება ბანკების მიერ, არცერთ სახელმწიფოს ხელისუფლებას არ
შეუძლია მასში ჩაერიოს და აკრძალოს. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს
წარმოადგენს ის, რომ ის ინახავს ყველა ინფორმაციას ტრანზაქციის შესახებ რამდენადაც
ანონიმურობა არაა დაცული, შესაბამისად ჰაკერების მიერ ბიტკოინების გამოძალვისა
თუ მოპარვის შემდგომ რთული იქნებოდა მათი გამოყენება, რამდენადაც ის ასახავს
ტარნზაქციის ინფორმაციებს.

ცენტრალური ბანკებიც აქტიურად არიან ჩართული კრიპტოვალუტის საკითხში,


რამდეადაც ის ვალუტის ციფრული მოდელია. სისტემის ფუნქციონირება კი ხდება
დეცენტრალიზებულად გადანაწილებულ კომპიუტერულ ქსელში.

ზოგიერთ ქვეყანაში ასევე განხორციელდა გარკვეული ტერმინალების განთავსება


მაღაზიებში, რისი საშუალებითაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებოდათ
ანგარიშსწორება განეხორციელებინათ ბიტკოინების საშუალებით.

კრიპტოვალუტების ნაირსახეობას ასევე შეუერთდა ქართული კრიპტოვალუტაც,


სახელად „ოქროს საწმისი“, თუმცა სებ-ის განცხადებით ის არ იყო სანდო, რამდენდაც
მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არ იყო მისი რეგულაციები. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,
რომ კრიპტოვალუტები არ არის გამყარებული რაიმეთი და ისინი შექმნილია არა
სახელმწიფოს არამედ კერძო პირების მიერ. შესაბამისად მისი ღირებულება
განსაზღვრულია ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების კანონით. რაც მეტია მოთხოვნა
მით მეტია მისი ღირებულება, რაც ბოლო პერიოდში მეტად აღინიშნება და
შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ დაიწყოს კლება. ის შეიძლება
შევადაროთ „საპნის ბუშტს“, რადგან ამ პერიოდში მისით დაინტერესებული პირების
რაოდენობა იზრდება, თუმცა მუდამ ასე არ გაგრძელდება და რამდენადაც ის არ არის
გამყარებული რეალური ღირებულებით და დაფუძნებულია მოთხოვნა-მიწოდების
კანონზე, შესაბამისად როდესაც მისით დაინტერესება შემცირდება, მისი ღირებულებაც
დაიწყებს კლებას აქტიურად. შესაძლებელია მისი ღირებულება მკვეთრად შემცირდეს
ერთ თვეში, ერთ კვირაში ან თუნდაც ერთ დღეში.

მოცემული დიაგრამის მიედვით, დღესდღეობით, კრიპტო ვალუტის საბაზრო წილის


მესამედი ათვისებული აქვს ბიტკოინს 34%, რაც შეეხება დანარჩენ ციფრულ ვალუტას,
ისინი ბაზარზე წარმოდგენილია 65,6%_ს. ასაკობრივ ჭრილს რაც შეეხება, ციფრული
ვალუტით დაინტერესებულთა ყველაზე მეტ პროცენტულ რაოდენობას წარმოადგენს
25-44 წლამდე ადამიანები 76,33%. 18-24 წლამდე დაინტერესებულთა ოდენობა არის
8,36% ხოლო კრიპტო ვალუტით ოპერაციების განმახორციელებელი ადამიანების 16 %
წარმოადგენს 45 წელს ზევით ადამიანები.

მოცემული სტატისტიკის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიპტო


ვალუტით მოვაჭრე ადამიანთა საკმაოდ დიდი წილი უჭირავთ, შედარებით ხანდაზმულ
ადამიანებს, რომელთა ინტერესის სფეროსას წარმოადგენს ციფრულ ვალუტაში
ინვესტირება.

ცენტრალური ბანკები და სახელმწიფოები ცდილობენ კრიპტოვალუტის


ალტერნატივის შექმნას ციფრული ვალუტის სახით და მის ჩანაცვლებას, რომელიც
უფრო მეტად საიმედო და მყარი იქნება ვიდრე კერძო პირების მიერ შექმნილი
კრიპტოვალუტები. მათ შორის არიან საქართველო და მსოფლიო ეკონომიკაში ერთ-
ერთი წამყვანი სახელმწიფო ჩინეთი, რომელიც ციფრული იენის დანერგვას ცდილობს.
(თეთრაული ც., 2018)

საქართველო-ციფრული ვალუტა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოც არ ჩამოუარდება სხვა წამყვან
სახელმწიფოებს, რომელებიც ცდილობენ კერძო გამოგონებებს ფეხი აუწყო და
განავითარონ. საქართველოსთვის ეს ერთობ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
სახელმწიფომ უნდა შეძლოს და მოახერხოს თვალყური ადევნოს კერძო და სამოქალაქო
პირების მიერ თუ იქნება შესაძლებელი ახალი კრიპტოვალუტის შექმნა და ასევე
საზოგადოებამდე მიიტანოს მაქსიმალური ინფორმაცია კრიპტოვალუტის დადებით და
უარყოფით მხარეებსა და რისკებზე, რამდენადაც ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტის
შესყიდვა, რეალიზაცია თუ შენახვა ადამიანების ინდივიდუალური საკითხია.

საქართველოს ცენტრალური ბანკისთვისაც შეიქმნა აუცილებლობა ეროვნული


ვალუტის ლარის ციფრული ვერსია შექმნას, რათა არ ჩამორჩეს მსოფლიოს ახალ
გამოწვევებს და მოერგოს ახალ ციფრულ ეკონომიკას. სები განიხილავს ციფრული
ვალუტის გამოშვებას და ის მზადაა ფინტექ კომპანიებთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა მიიჩნევა, რომ გაზრდის ფინანსურ
ეფექტანობას ფინანსური შუამავლების, ასევე ის დააჩარებს სხვადასხვა ფინანსური
ტექნოლოგიების დანერგვას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობდა ფინანსურ ჩართულობას.
(საქართველოს ეროვნული ბანკი, 2021)

ციფრული ლარი -რას ნიშნავს ეს–რა უპირატესობები გააჩნია


მომხმარებლებისთვის და რა მიზნებზე იქნება ორიენტირებული

ციფრული ვალუტა არის, ფაქტობრივად, ლარის გაციფრულებული ვერსია,

ოღონდ არა – ელექტრონული. ციფრული ვალუტა არის წმინდა ციფრულ

ტექნოლოგიებზე აგებული ვალუტა, რომელიც არანაირ პირდაპირ კავშირში არ არის

ეროვნულ ვალუტასთან. გამომცემელი, რა თქმა უნდა, არის ეროვნული ბანკი და

ასეც დარჩენა, თუმცა, იგი განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი.

ციფრული ვალუტის დამახასიათებლეი ნიშან-თვისება გახლავთ ის, რომ იგი

აუცილებლად იქნება გარკვეულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი და ფინანსური

ტექნოლოგიების მეშვეობით მოხდება მიმოქცევაში მისი ჩაშვება. მას არ ექნება

მატერიალური ფორმა. რა თქმა უნდა, ღირებულების თვალსაზრისით ერთი ერთში

იქნება, როგორც ჩვეულებრივი ლარი. თუმცა, ექნება მოხმარების განსხვავებული წესი

– მხოლოდ ციფრული არხების მეშვეობით მოხდება მისი გამოყენება

მის მიმოქცევას არ ეყოლება შუამავლები, ე.წ. ფინანსური ინსტიტუტები. დღეს

ჩვეულებრივ ელექტრონულ ფულს გააჩნია შუამავალი და ეს არის კომერციული ბანკი.

ციფრული ლარის შემთხვევაში, ჩვენ უკვე ფიზიკურად აღარ დაგვჭირდება

შუამავალი და გვექნება პირდაპირი ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ შუამავლების არარსებობა, თავის

მხრივ, გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას იქედან გამმომდინარე, რომ ჩვენ ვიცით,

ნებისმიერი ტიპის მომსახურებაში, ჩვეულებრივ, საბანკო საკომისიოები ფარულად


არის დამალული და გათვალისწინებულია ფასებში. მეორე მხრივ, თვითონ ბანკსაც კი

ვუხდით ჩვენ გარკვეულ საკომისიოებს იმისთვის, რომ ჩვენი ფული გარკვეულ

ანგარიშებზე იყოს განთავსებული და ა.შ. ციფრული ფულის შემთხვევაში მსგავსი

ტრანზაქციული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს ის, რომ იგი შეიძლება, კიდევ ერთი

იარაღი იყოს ინფლაციის კონტროლისთვის ეროვნული ბანკისთვის, რადგან ჩვენ

ვიცით, ინფლაციასთან ბრძოლის დროს ეროვნული ბანკი იყენებს თავის

ინსტრუმენტებს. თითოეული მათგანის გამოყენებას სჭირდება გარკვეული დრო,

რადგან ეს პროცესო მიმდინარეობს ბანკების მეშვეობით

ჩინეთის ციფრული ვალუტა - ციფრული იუანი


არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი ლიდერობს ეროვნული ციფრული ვალუტის
შემუშავებაში, ისინი ამ პროექტზე 2014 წლიდან მუშაობენ.

ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) მუშაობს ციფრულ იუანზე, ე.წ ცენტრალური


ბანკის ციფრულ ვალუტაზე. რომელიც მიზნად ისახავს მიმოქცევაში ნაღდი ფულის
ციფრული ვალუტით ჩანაცვლებას.

რა არის ციფრული იუანი?

ეს არის ცენტრალური ბანკის, მიმოქცევაში არსებული ბანკნოტებისა და


მონეტების, გაციფრულების ეფექტური საშუალება. დღესდღეობით ჩინეთის ბაზარზე
საკმაოდ გავრცელებულია უნაღდო ანგარიშსწორება, ციფრული იუანი კი იქნება ამ
პროცესის დაჩქარების გზა. ის ლეგალური გადახდის საშუალება იქნება ჩინეთში
რომელზეც პროცენტი არ დაირიცხება.

რატომ ხდება მისი ჩანაცვლება?


ფულის ელექტრონული ვალუტით ჩანაცვლების ბევრი სხვადასხვა მიზეზი
არსებობს მათშორისაა: 1) ის რომ ფულის გამოშვება და შენახვა საკმაოდ დიდ
ხარჯებთანაა დაკავშირებული. 2)ნაღდი ფულისა და მონეტების გამოყენება არ არის
მარტივი ასევე დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მისი გაყალბება და მათი
ანონიმურობის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა უკანონო მიზნებისთვის.

ასევე ბევრი სხვადასხვა სარგებლის მოტანა შეუძლია ციფრულ იუანს :

1) ის ეხმარება ცენტრალურ ბანკს უკანონო ქმედების გამოძიებაში და მის


გამოაშკარავებაში .
2) შემდეგი სარგებელი გახლავთ კონკურენციის გაზრდა გადახდის სივრცეში და
სისტემური რისკების შემცირება, დღესდღეობით ონლაინ გადახდის მთავარ
პლატფორმებს ჩინეთში წარმოადგენენ Alipay, და WeChat Pay ეს ორი კომპანია
კერძო საკუთრებას წარმოადგეს რომელთა გაკოტრების შემთხვევაშიც
შესაძლოა წარმოიქქმნას სისტემური რისკი.

როგორ იმუშავებს ციფრული იუანი ?

კითხვას ორი ასპექტი აქვს განაწილება და მისი დახარჯვა.

დისტრიბუცია განხორციელდება ე.წ ორსაფეხურიანი სისტემით, ეს ნიშნავს რომ


PBOC ციფრულ იუანს კომერციულ ბანკებში გაანაწილებს. ხოლო კომერციული ბანკები
პასუხისმგებელნი იქნებიან ვალუტის მომხმარებლების ხელში მოხვედრაზე. ეს
შეიძლება მოიცავდეს სერვისებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები გაცვლიან
თავიანთ მონეტებს და ნაღდ ფულს ციფრულ იუანში.

ციფრული იუანის ხარჯვა

ჯერ ჯერობით უცნობია თუ როგორ მოხერხდება მომხმარებლების მიერ ციფრული


იუანის დახარჯვა, როცა ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ციფრული იუანით გადახდა
მოხდება მობილურის საშუალებით ანუ ე.წ სწრაფი რეაგირების (QR) კოდების
მეშვეობით . დღესდღეობით ის ფუნქციონირებს შემდეგნაირად : გადახდის დროს
მომხმარებლებს შეუძლიათ აჩვენონ მათი Alipay_ს ან WeChat Pay_ს შტრიხკოდი და
შემდგომ მოლარე დაასკანერებს მას. ასევე ეს აძლევს სმარტფონების მწარმოებლებს
საშუალებას შექმნან სპეციალური ელექტრონული იუანის საფულეები თავიანთი
მოწყობილობისთვის.

ციფრული იუანი და კრიპტო ვალუტა მაგ ბიტკოინი

ბიტკოინი და ციფფრული ვალუტა ამ შემთხვევაში ციფრული იუანი განსხვავდება


ბევრი რამით, მაგალითად ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ ის რომ
ბიტკოინი არის ე.წ დეცენტრალიზებული ვალუტა, რაც ნიშშნავს იმას რომ მას არ
აკონტროლებს არცერთი ცენტრალური ორგანო, როგორიცაა ცენტრალური ბანკი,
განსხვავებით ციფრული იუანისგან რომელიც გამოიცემა PBOC_ს მიერ. მეორე
განმასხვავებელი ნიშანი არის Blockchain რომელზეც აგებულია ბიტკოინი და სხვა
კრიპტო ვალუტები, ხოლო ციფრული იუანის ტექნიკური შემადგენლობა ჯერჯერობით
უცნობია. ასევე ციფრულ იუანს ექნება კონტროლირებადი ანონიმურობა, რაც
გულისხმობს იმას, რომ ერთადერთი მესამე მხარე იქნება PBOC (ჩინეთის სახალხო
ბანკი)

აღსანიშნავია ისიც რომ სააგენტოები ან ბანკები რომლებიც მუშაობენ ციფრული


იუანის მეშვეობით დროულად უნდა წარუდგინონ ტრანზაქციული მონაცემები
ცენტრალურ ბანკს „ასინქრონული გადაცემის გზით“ ეს საშუალებას მისცემს PBOC-ს
„ადევნოს თვალყური აუცილებელ მონაცემებს“ ფულის გათეთრებისა და სისხლის
სამართლის დანაშაულების აღმოსაფხვრელად.

მაგრამ ამჟამად, ციფრულ ვალუტას აქვს შიდა აქცენტი და საერთაშორისო


გამოყენება „არ არის დაუყოვნებელი პრიორიტეტი“, მაგრამ PBOC-მა დაიწყო ციფრული
ვალუტის გამოყენება საზღვრისპირა ტრანზაქციებში. გასულ თვეში, PBOC შეუერთდა
ცენტრალურ ბანკებს ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და ჰონგ
კონგიდან, რათა ერთად შეისწავლონ ციფრული ვალუტის ტრანსსასაზღვრო გადახდის
პროექტი. (cnbc.com/2021/03 /05)

1)ციფრული ვალუტის უპირატესობები სახელმწიფო და საჯარო სექტორში.


ციფრულ ვალუტაზე დაფუძნებული მთავრობა უფლებამოსილიია მონაცემების დაცვის,
პროცესების გამარტივების და ფინანსური მაქინაციების შემცირების. ასევე ციფრულ
მთავრობას შეუძლია 0 ამდე დაიყვანოს არამიზნობრივი ხარჯები და მისი ბოროტად
გამოყენება, მოიპოვოს ხალხის ნდობა მთავრობისადმი. ბლოქჩეინზე დაფუძნებული
მთავრობის მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების გაწერა და მისი გადარიცხვა ხორციელდება
ციფრული ვალუტის საშუალებით. მოცემული სისტემა გამორიცხავს ხარვეზებს და
უზრუნველყოფს ასიგნებებისა და ტრანსფერების დროულად მიწოდებას.

ციფრულ ვალუტაზე დაფუძნებულ სამთავრობო სისტემას შეუძლია


ხელისუფლების, მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის მონაცემების უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, ჭარბი საქმიანობის შემცირება, დამატებითი დანახარჯების დაზოგვა,
რომელიც დაკავშირებულია ანგარიშვალდებულების მენეჯმენტთან, ასევე კორუფციის
შემცირება და თანხის არამიზნობრივი ან ბოროტად გამოყენების შემცირება. ლეჯერის
განაწილებული ფორმა გამოსადეგია სამთავრობო და საჯარო სექტორის ინფორმაციის
მოძიებისათვის, ციფრული ვალუტის ან გადასახადების, მიწი რეგისტრაციის,
ჯანდაცვის,დაბეგვრისთვის და მათ შორის იურიდიული პირების მართვისთვის.
(consensys.net, 2021)

ფედერალური სარეზერვო სისტემა


ცენტრალური ბანკის ფულს ტრადიციულად აქვს ორი ფორმა: ნაღდი ფული და
რეზერვები, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილი ფინანსური ინსტიტუტები ცენტრალურ
ბანკში. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) არის ზოგადი ტერმინი
ვალუტის მესამე ვერსიისთვის, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული
ჩანაწერი ან ციფრული ჟეტონი ქვეყნის ვალუტის ციფრული ფორმის წარმოსაჩენად.
CBDC გამოშვებულია და იმართება უშუალოდ ცენტრალური ბანკის მიერ და შეიძლება
გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის ფიზიკური პირების, ბიზნესისა და
ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

დღემდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ს გადახდის სისტემაში CBDC-ის


გაცემის შესახებ. თუმცა, გლობალურად დოლარის მნიშვნელოვანი როლის
გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა სრულად
იყოს ჩართული CBDC კვლევასა და პოლიტიკის შემუშავებაში. ფედერალური
სარეზერვო სისტემა ორიენტირებულია ძირითადი ტექნოლოგიებისა და მათი
პოტენციალის უკეთ გააზრებაზე, ასევე CBDC-თან დაკავშირებული პოლიტიკის
საკითხებზე. საბჭოში და ბოსტონის ფედერალურ სარეზერვო ბანკში მიმდინარე
პროექტების გარდა, ფედერალური სარეზერვო ბანკი თანამშრომლობს საერთაშორისო
დონეზე ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის
კოალიცია CBDC.

ფედერალურ რეზერვს აქვს მანდატი, ხელი შეუწყოს მონეტარული და ფინანსური


სტაბილურობისა და ქვეყნის გადახდის სისტემის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ამ
მანდატში შედის ვალდებულება, უზრუნველყოს საზოგადოებას წვდომა გადახდის
მრავალფეროვან ვარიანტზე და რომ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ ეფექტურად
უზრუნველყონ გადახდის სერვისები. (ფედერალური სარეზერვო სისტემის
მმართველთა საბჭო, 2022)

CBDC-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ცენტრალური ბანკისთვის,


რადგან ამას შეიძლება დასჭირდეს სრულიად ახალი გადახდის ინფრასტრუქტურა,
შესაძლოა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ამის საპირისპიროდ, სხვა მიდგომები
უფრო ცნობილია ცენტრალური ბანკებისთვის, რადგან ისინი წარმოადგენენ მზარდი
გაუმჯობესებას მარეგულირებელი ჩარჩოსა და გადახდის სისტემების ტექნიკურ
მახასიათებლებში. თუმცა, CBDC-ის არგამოცემით, ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა
შესაძლოა საბოლოოდ დატოვოს თავისი როლები ცენტრალური ბანკის ფულის
საზოგადოებისთვის მიწოდებაში და ციფრული გადახდები მთლიანად დატოვოს კერძო
სექტორზე.

რა არის CBDC-ის გაცემის უნიკალური უპირატესობები უფრო სტანდარტულ


გადაწყვეტილებებთან შედარებით? კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით,
ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება შეავსონ იაფი კონფიდენციალურობის დაცვის
ელექტრონული გადახდების ვაკუუმი CBDC-ის გამოცემით, რაც მომხმარებლებმა
შეიძლება სარგებელს მოუტანოს კონფიდენციალურობის მონეტიზაციის საშუალებას.
CBDC შეიძლება ასევე იყოს სასურველი, თუ ძველი სისტემის ტექნიკური დიზაინი
ხელს უშლის ინოვაციას. მემკვიდრეობით სისტემასთან შედარებით, CBDC შეიძლება
დაეხმაროს სტანდარტიზაციას და ჩართოს ახალი ფუნქციები, როგორიცაა
პროგრამირებადობა (ჭკვიანი კონტრაქტები) და ფრაქციონალიზაცია (მაგალითად,
მანქანიდან მანქანიდან მიკროგადახდებისთვის).

რამდენადაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ახალია მსოფლიოსთვის და


შეუძლებელია ითქვას თუ რამდენად მზად არის ის გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ
და მომავალში წარმოჩენილ გამოწვევებს, საჭიროა კვლევისა და განვითარების
პროცესში ჩართვა რათა ბანკებმა მოახერხონ მათ შესახებ მეტი გაიგონ. ჯერ კიდევ არ
ვიცით შესაძლებელი იქნება თუ არა და გაამართლებს თუ არა ცენტრალური ბანკების
ციფრული ვალუტა. (https://libertystreeteconomics.newyorkfed.org/, 2021)

ინგლისის ბანკი
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ინგლისის ბანკის მიერ გამოშვებულ
ელექტრონულ ფულს ხელმისაწვდომს გახდის ყველა ოჯახისთვის და ბიზნესისთვის. ეს
ყველას საშუალებას მისცემს განახორციელოს ელექტრონული გადახდები ცენტრალური
ბანკის ფულით.

თუ CBDC შემოღებული იქნებოდა, ის იქნება დენომინირებული ფუნტ სტერლინგში,


ისევე როგორც ბანკნოტები, ამიტომ CBDC-ის 10 ფუნტი ყოველთვის იგივე ღირდა, რაც
10 ფუნტის კუპიურა. CBDC ზოგჯერ განიხილება, როგორც ციფრული ბანკნოტის
ექვივალენტი, თუმცა გარკვეულწილად მას შეიძლება ჰქონდეს საერთო საბანკო
დეპოზიტთან. ნებისმიერი CBDC დაინერგება ნაღდი ფულის და საბანკო დეპოზიტების
ნაცვლად.

წყარო: https://www.bankofengland.co.uk/

CBDC შეუძლია შექმნას ახალი შესაძებლობები და გზა, რომ მოახერხოს


შეინარჩუნოს ბანკების ფასები და მთელი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემა
სტაბილურად. თუმცა მიუხედავად ამისა მას ასევე შუძლია შექმნას გამოწვევები,
რომელთა გამკლავებაც ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს.

ინგლისის ბანკმა და HM Treasury-მ შექმნეს ცენტრალური ბანკის ციფრული


ვალუტის (CBDC) სამუშაო ჯგუფი, რათა კოორდინაცია გაუწიონ გაერთიანებული
სამეფოს პოტენციური CBDC-ის კვლევას. ბანკმა ასევე შექმნა ორი გარე ჩართულობის
ჯგუფი. CBDC Engagement ფორუმი, რომელსაც თავმჯდომარეობს HM Treasury-თან
ერთად, ჩაერთვება უფროსი დაინტერესებული მხარეებით და შეაგროვებს სტრატეგიულ
ინფორმაციას CBDC-ის ყველა არატექნოლოგიურ ასპექტზე. CBDC ტექნოლოგიური
ფორუმი ჩართავს დაინტერესებულ მხარეებს და შეაგროვებს წვდომას CBDC-ის ყველა
ტექნოლოგიურ ასპექტზე ექსპერტიზისა და პერსპექტივების მრავალფეროვანი
სექციიდან.
CBDC ფუნდამენტურად განსხვავდება კრიპტოვალუტებისგან ან
კრიპტოაქტივებისგან. კრიპტოაქტივები აერთიანებს ახალ გადახდის სისტემებს ახალ
ვალუტებთან, რომლებიც არ არის გამოშვებული ცენტრალური ბანკის მიერ.

ინგლისის ბანკის ფინანსური პოლიტიკის კომიტეტმა შეაფასა კრიპტოაქტივები და


დაასკვნა, რომ ისინი ამჟამად არ წარმოადგენს რისკს დიდ ბრიტანეთში მონეტარული ან
ფინანსური სტაბილურობისთვის. თუმცა, კრიპტოაქტივები ნამდვილად უქმნის რისკებს
ინვესტორებისთვის და ვინც ყიდულობს კრიპტოაქტივებს, მზად უნდა იყოს დაკარგოს
მთელი ფული. (ინგლისის ბანკი, 2021)

იაპონიის ბანკი
იაპონიის ბანკი რამდენიმე წლის განმავლობაში ენერგიულად ატარებდა კვლევებსა
და ექსპერიმენტებს CBDC-ზე. მაგალითად, მან 2016 წლიდან ევროპის ცენტრალურ
ბანკთან ერთობლივ პროექტში ჩაატარა ექსპერიმენტები DLT (დეცენტრალიზებული

მონაცემთა ბაზა, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტებში)-ის შესასწავლად,

რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საბითუმო CBDC-სთვის.

რაც შეეხება ზოგადი დანიშნულების CBDC-ს, ბანკმა მოაწყო სასწავლო ჯგუფი


ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხებზე
თავის მონეტარული და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტში 2018 წელს. ჯგუფმა
განიხილა სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები CBDC-სთან დაკავშირებით. უფრო
მეტიც, ბანკი აგრძელებს დიალოგს კერძო საწარმოებთან და ექსპერტებთან, რათა
განიხილონ ისეთი თემები, როგორიცაა ზოგადი დანიშნულების CBDC-ის გამოცემის
სარგებელი და რისკები, ასევე CBDC-ის ურთიერთობა კერძო გადახდის სერვისებთან
გადახდების მომავლის ფორუმებსა და სხვა შეხვედრებზე.

ვინაიდან ამ შეხვედრებზე დაფიქსირდა უნაღდო ტექნოლოგიის დაჩქარება, ბანკმა


2020 წლის ივლისში შექმნა ციფრული ვალუტის ჯგუფი თავის გადახდისა და
ანგარიშსწორების სისტემების დეპარტამენტში, როგორც ექსპერიმენტები საძიებო
პროცესის ნაბიჯი. 2020 წლის ეკონომიკური და ფისკალური მენეჯმენტისა და
რეფორმების ძირითადი პოლიტიკა - რომელიც იაპონიის კაბინეტმა ივლისში
გადაწყვიტა - ასევე ითვალისწინებს, რომ ბანკი შეისწავლის CBDC-ს, მაგალითად,
ტექნიკურ ასპექტებზე ექსპერიმენტების ჩატარებით სხვა ქვეყნებთან კოორდინაციის
დროს.

ბანკი შეისწავლის ზოგადი დანიშნულების CBDC-ს უფრო კონკრეტული და


პრაქტიკული გზით ექსპერიმენტების ჩატარებით, ვიდრე ადრე შემოიფარგლება
კონცეპტუალური კვლევებით. სხვადასხვა საკითხები მოითხოვს ტესტირებას
ექსპერიმენტებით და აუცილებელია მუდმივად პროგრესირებადი ტექნოლოგიური
ინოვაციების ჩართვა. ამრიგად, აუცილებელია ექსპერიმენტებში უახლესი
ტექნოლოგიებისა და კერძო სექტორის ცოდნის გამოყენება.

ტემპის შესანარჩუნებლად ბანკი განახორციელებს ექსპერიმენტებს ეტაპობრივად და


გეგმიურად. ბანკი პირველ რიგში შეამოწმებს CBDC-სთვის საჭირო ძირითადი
ფუნქციებისა და მახასიათებლების ტექნიკურ მიზანშეწონილობას კონცეფციის
დადასტურების (PoC) საშუალებით. შემდეგ ის განიხილავს საჭიროების შემთხვევაში
საპილოტე პროგრამის საჭიროებას. (იაპონიის ცენტრალური ბანკი, 2020)

დასკვნა

 კრიპტოვალუტა თანამედროვე მსოფლიოში საბანკო სფეროსათვის ერთობ


მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის საშუალებითაც ახალ საფეხურზე გადადის
მსოფლიო ეკონომიკა;
 საქართველო მნიშვნელოვნად არის ჩართული კრიპტოვალუტის საშუალებით
სხვადასხვა ოპერაციებისშესრულებაში. ასევე სებისათვის შეიქმნა გამოწვევა
საქართველოს ეროვნული ვალუტის გაციფრულების სახით;
 ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა რომელიც ცდილობს ეროვნული
ვალუტის ნაღდი ბანკნოტების ჩანაცვლებას ციფრული ვალუტის სახით,
რისთვისაც ის 2014 წლიდან ახორციელებს სამუშაოებს.
 აშშ-ს დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი ჩაერთოს თუ არა ცენტრალური ბანკის
ციფრული ვალუტის განხორციელებაში, თუმცა რამდენადაც დოლარი
მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებადი ვალუტაა, სავარაუდოა, რომ ისიც
აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესებში.
 ინგლისის ბანკმა და HM Treasury-მ შექმნეს ცენტრალური ბანკის ციფრული
ვალუტის (CBDC) სამუშაო ჯგუფი, რათა კოორდინაცია გაუწიონ
გაერთიანებული სამეფოს პოტენციური CBDC-ის კვლევას.
 იაპონიის ბანკი შეისწავლის ზოგადი დანიშნულების CBDC-ს უფრო
კონკრეტული და პრაქტიკული გზით ექსპერიმენტების ჩატარებით, ვიდრე
ადრე შემოიფარგლება კონცეპტუალური კვლევებით.

ბიბლიოგრაფია
consensys.net. (2021 წლის ივნისი). Blockchain in Government and the
Public Sector. მოპოვებული What are the Benefits of Blockchain in
Government and the Public Sector?: https://consensys.net/blockchain-use-
cases/government-and-the-public-sector/-დან
https://libertystreeteconomics.newyorkfed.org/. (2021 წლის 1 დეკემბერი). მოპოვებული
https://libertystreeteconomics.newyorkfed.org/2021/12/why-central-bank-digital-currencies/-დან

https://www.mycoins.ge. (2022). მოპოვებული https://www.mycoins.ge/index.php/main/welcome-დან

თეთრაული ც. (2018). კრიპტოვალუტის ზოგიერთი საკითხი ინოვაციური ეკონომიკის


პირობებში. თბილისი : ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივესიტეტი .

იაპონიის ცენტრალური ბანკი. (2020 წლის 9 ოქტომბერი). https://www.boj.or.jp/. მოპოვებული


https://www.boj.or.jp/en/announcements/release_2020/rel201009e.htm/-დან

ინგლისის ბანკი. (2021 წლის 15 დეკემბერი). https://www.bankofengland.co.uk/. მოპოვებული


https://www.bankofengland.co.uk/research/digital-currencies-დან

საქართველოს ეროვნული ბანკი. (2021 წლის 30 4). https://nbg.gov.ge/. მოპოვებული


https://nbg.gov.ge/media/news/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C
%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83-დან

ტაბატაძე, ე. (2020). კრიპტოვალუტა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში .


თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი .

ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო. (2022 წლის 10 იანვარი ).


https://www.federalreserve.gov/. მოპოვებული https://www.federalreserve.gov/faqs/what-is-a-
central-bank-digital-currency.htm-დან

https://www.cnbc.com/2022/01/18/chinas-digital-yuan-notches-8point3-billion-transactions-in-half-a-
year.html

(consensys.net, 2021)

You might also like