You are on page 1of 7

1 ფასიანი ქაღალდების ფუნქციებს არ მიეკუთვნება

ა). კაპიტალზე უფლების მინიჭება;


ბ). საკრედიტო-საანგარიშსწორებო ინსტრუმენტის როლის შესრულება;
გ). ბიუჯეტისთვის საგადასახადო რესურსების მობილიზება;
დ).კაპიტალზე შემოსავლის მიღების ან თვით კაპიტალის დაბრუნების უზრუნველყოფა.
2 ფულადი ბაზრის ინსტრუმენტია:
ა). გირავნობის სიგელი;
ბ). კომერციული ფასიანი ქაღალდი;
გ). კორპორაციული ობლიგაცია;
დ). მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ობლიგაცია.
3 პრეფაქციები ორგვარია:
ა). დაუბრუნებელი და დაბრუნებადი;
ბ). პრივილეგირებული და ჩვეულებრივი;
გ). პრეფერენციული და პრივილეგირებული;
დ). საწესდებო და ჩვეულებრივი.
4 სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდს მიეკუთვნება:
ა). მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდები;
ბ). მხოლოდ სასესხო ფასიანი ქაღალდები;
გ). როგორც წილობრივი ასევე სასესხო ფასიანი ქაღალდები;
დ). ყველა მათგანი მცდარია.
5 საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველის ფუნქცია აკისრია:
ა). ფინანსთა სამინისტროს;
ბ). ფასიანი ქაღალდების კომისიას;
გ). ეკონომიკის სამინისტროს;
დ). ეროვნულ ბანკს.
6 ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება)
ა). პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს;
ბ). პროცედურა, რომელიც ამცირებს ორმაგ დაბეგვრას;
გ). პროცედურა, რომელიც ზღუდავს კაპიტალის მოზიდვას და საპროცენტო განაკვეთის
რეგულირებას;
დ). ყველა მათგანი სწორია.
7 კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს მიეკუთვნება:
ა). სავალო ვალდებულებები და აქციები, რომელთა დაფარვის ვადა აღემატება ერთ წელს;
ბ). სავალო ვალდებულებები და აქციები, რომელთა დაფარვის ვადა არ აღემატება ერთ
წელს;
გ). სავალო ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა არ აღემატება ერთ წელს;
დ). ყველა პასუხი სწორია.
8 ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს გააჩნიათ შემდეგი უფლებები და
უპირატესობები:
ა). კომპანიის მიერ გასაცემი მაღალი პროცენტების მიღების უფლება;
ბ). შედარებით სასურველი საგადასახადო დაბეგვრა;
გ). სახსრების ეფექტიანი განაწილება;
დ). ინვესტორებისთვის ლიკვიდობის უზრუნველყოფა.
9 აშშ -ს სახელმწიფო ვალი ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად აღწევს:
ა). 200 მლრდ აშშ დოლარს;
ბ). 2 ტრილიონ აშშ დოლარს;
გ). 12 ტრილიონ აშშ დოლარს;
დ). 18 ტრილიონ აშშ დოლარს.
10 საჯარო ფასიანი ქაღალდებია:
ა) სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების საშვთა სისტემა;
ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე;
გ) ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 10-ზე მეტი
მფლობელი;
დ) ყველა მათგანი მცდარია.
11 ფასიანი ქაღალდების გავრცელებას საჯარო ხელმოწერით საფინანსო შუამავლების
მეშვეობით ეწოდება:
ა). ფასიანი ქაღალდების კერძო გავრცელება;
ბ). ვოლანტილობა;
გ). ანდერრაიტინგი;
დ). სექიურიტიზაცია.
12 საფონდო ბირჟა ეწოდება:
ა). ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარს;
ბ). ტრანსაქციური დანახარჯების შემცირებას;
გ). კომპანიის მიერ გასაცემი მაღალი პროცენტების მიღების უფლებას;
დ). შედარებით სასურველ საგადასახადო დაბეგვრას.
13 ჩვეულებრივ აქციებზე წარმოებს:
ა). მუდმივი გადასახადები ფიქსირებული პროცენტის სახით;
ბ). პერიოდული გადახდები დივიდენდების სახით;
გ). პერიოდული გადახდები კუპონის სახით;
დ). სახსრების ეფექტიანი განაწილება.
14 საქართველოს სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციის გადაყიდვა მეორად
ბაზარზე ხორციელდება:
ა) საქართველოს საფონდო ბირჟაზე;
ბ) ლონდონის საფონდო ბირჟაზე;
გ) საქართველოს კომერციულ ბანკებში;
დ) იუსტიციის სამინისტროში.
15 პრივილეგირებული აქცია უფლებას აძლევს მის მფლობელს მიიღოს ყოველწლიურად
გარკვეული თანხა:
ა). ფიქსირებული გადასახდელის სახით;
ბ). პროცენტისა და ფიქსირებული გადასახდელის სახით;
გ). პერიოდული გადახდები პროცენტის სახით;
დ). ყველა მათგანი მცდარია.

16 ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიზანია:


ა). სააქციო კაპიტალის ღირებულების ზრდა;
ბ). ობლიგაციაზე შემოსავლის შემცირება;
გ). დანაზოგების ეფექტურად განთავსება;
დ). ინფლაციის კონტროლი.
17 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ფინანსური შუამავალი:
ა). კომერციული ბანკები;
ბ). სადაზღვევო კომპანიები;
გ). საინვესტიციო ბანკები;
დ). ყველა პასუხი არასწორია.
18 ფინანსური შუამავლების ფუნქციაა:
ა). კრედიტორებისა და მსესხებლების ერთმანეთთან დაკავშირება;
ბ). კრედიტორებსა და მსესხებლებს შორის ფულადი სახსრების მოძრაობის
უზრუნველყოფა;
გ). ტრანსაქციური დანახარჯების შემცირება;
დ). ყველა პასუხი სწორია.
19 ლიცენზირებულ რეგულირებად საქმიანობას არ მიეკუთვნება
ა). საბროკერო საქმიანობა;
ბ). რეგისტრატორული საქმიანობა;
გ). ინვესტიცია ფასიან ქაღალდებში;
დ). ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა.
20 საბირჟო ბაზარი ეწოდება
ა). ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცებს, რომელიც ბირჟის სავაჭრო
დარბაზში იყიდება;
ბ). ბირჟის სავაჭრო დარბაზის მიღმა დადებული გარიგებების ერთობლიობას;
გ). ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვის ოპერაცებს ფულად ბაზარზე;
დ). ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვის ოპერაცებს ბანკთაშორის ბაზარზე.
21 ფასიანი ქაღალდების პირველადი ემისია ხორციელდება შემდეგი ფორმით:
ა). ფასიანი ქაღალდების ნაწილობრივი და მთლიანი განთავსება;
ბ). ფასიანი ქაღალდების საჯარო და საბაზრო განთავსება;
გ). ფასიანი ქაღალდების ღია და დახურული განთავსება;
დ). ყველა მათგანი სწორია.
22 კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს მიეკუთვნება:
ა). შეთანხმებები უკან გამოსყიდვის შესახებ;
ბ). ევროდოლარი;
გ). გირავნობის სიგელით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდი;
დ). ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის სახსრები.
23 აქციის მფლობელი ღებულობს კორპორაციული მოგების ნაწილს, რომელსაც ეწოდება:
ა). დივიდენდი;
ბ). აქტივი;
გ). პროცენტი;
დ). საკრედიტო ფული.
24 საქართველოს სახაზინო ობლიგაციის გამოშვების მიზეზი იყო:
ა) საქართველოს მთავრობის ვალის დაფარვა ეროვნული ბანკის მიმართ;
ბ) ბიუჯეტის პროფიციტის შევსება;
გ) კომერციული ბანკების გაძლიერება;
დ) ყველა მათგანი მცდარია.
25 სავალდებულო სატენდერო შეთავაზება მოითხოვს:
ა) აქციონრერებისგან აქციების უპირობო გაყიდვას;
ბ) აქციების 50-ზე მეტი წილის შემძენისგან შესთავაზოს სხვა აქციონერებს აქციების
გამოსყიდვა;
გ) ელექტრონული სატენდერო წესით აქციების ყიდვის გაცხადებას;
დ) ყველა მათგანი მცდარია.
26 ფასიანი ქაღალდების ბაზარი ესაა:
ა). მხოლოდ კაპიტალის ბაზარი;
ბ). მხოლოდ ფულის ბაზარი;
გ). ბაზარი, რომლის მეშვეობითაც ხდება აქტივების საბოლოო მყიდველებთან
გადაადგილება;
დ). ყველა პასუხი სწორია.
27 არსებობს სამი ტიპის საფინანსო შუამავალი:
ა). სადეპოზიტო დაწესებულებები, სადაზღვევო დაწესებულებები, საკონტრაქტო-
შემნახველი დაწესებულებები;
ბ). სადეპოზიტო დაწესებულებები, საინვესტიციო შუამავლები, საკონტრაქტო-
შემნახველი დაწესებულებები;
გ). სადეპოზიტო დაწესებულებები, საინვესტიციო შუამავლები, სადაზღვევო
დაწესებულებები;
დ). ყველა პასუხი არასწორია.
28 ყველაზე დიდი დამზოგველები არიან
ა). ბიზნესები;
ბ). სახელმწიფო;
გ). საოჯახო მეურნეობები;
დ). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
29 რომელი კანონით რეგულირდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია
საქართველოში:
ა) კანონით ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ;
ბ) კანონით სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების ემისიის შესახებ;
გ) კანონით სახელმწიფო ვალის შესახებ;
დ) კანონით ეროვნული ბანკის შესახებ.
30 მეორადი ბაზარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა). ბანკთაშორისი და ფულადი ბაზარი;
ბ) საბირჟო და არასაბირჟო ბაზარი;
გ) საფონდო და ბანკთაშორისი ბაზარი;
დ). ფულადი და სავალუტო ბაზარი.
31 ფასიანი ქაღალდები უპირატესად სამი სახისაა:
ა). ობლიგაციები, თამასუქები, წარმოებული ფასიანი ქაღალდები;
ბ). აქციები, თამასუქები და მათგან წარმოებული ფასიანი ქაღალდები;
გ). აქციები, ობლიგაციები და მათგან წარმოებული ფასიანი ქაღალდები;
დ). არცერთი ზემოჩამოთვლილი.
32 საფონდო ბირჟის უპირატესობაა:
ა). მეანაბრეები ადვილად აბანდებენ სახსრებს გრძელვადიან ინვესტიციებში;
ბ). აადვილების კაპიტალის ცენტრალიზაციას;
გ). მეანაბრეები დაზღვეული არიან თავიანთი დანაზოგის დაკარგვისაგან;
დ). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია.
33 აქცია არის:
ა).   ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდები;
ბ).  საკრედიტო ფული;
გ).  ფასიანი ქაღალდი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით;
დ)  ფასიანი ქაღალდი, რომელიც მის მფლობელს აძლევს კომპანიის მართვასა და მოგების
განაწილებაში მონაწილეობის მიღების უფლებას.
34 საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზში ყველაზე დიდი ფულადი ბრუნვა
დაფიქსირდა:
ა). 2000 წელს;
ბ). 2006 წელს;
გ). 2013 წელს;
დ). 2014 წელს.
35 წილობრივი ფასიანი ქაღალდი ეს არის ისეთი ფასიანი ქაღალდი:
ა). რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში;
ბ). რომელიც სახელმწიფოს მიერაა გამოშვებული, ბიუჯეტის დეფიციტის
დასაფინანსებლად;
გ). რომელიც უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია რისკთან;
დ). რომელიც პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია რისკთან.
36 ფულადი ბაზარი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნაწილია, რომელზედაც ვაჭრობენ,
მხოლოდ:
ა). გრძელვადიანი სავალო ვალდებულებებით;
ბ). საშუალოვადიანი სავალო ვალდებულებებით;
გ). მოკლევადიანი სავალო ვალდებულებებით;
დ). ყველა პასუხი სწორია.
37 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არის ფინანსური შუამავალი:
ა). კომერციული ბანკები;
ბ). სადაზღვევო კომპანიები;
გ). საინვესტიციო ბანკები;
დ). ყველა პასუხი სწორია.
38 ქვემოთ მოყვანილიდან რომელი არ არის წამყვანი მონაწილე ფინანსურ ბაზარზე?
ა). ბიზნესები;
ბ). სახელმწიფო;
გ). საოჯახო მეურნეობები;
დ). სამხედრო უწყებები.
39 აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველის ფუნქცია აკისრია:
ა) ფედერალურ სარეზერვო ბანკს;
ბ) ფასიანი ქაღალდების კომისიას;
გ) ფინანსთა სამინისტროს;
დ) ფედერალურ საგაზმოძიებო სამსახურს
40 ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ფუნქციებს შორის მთვარია:
ა). საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით გამოწვეული ფასის ცვლილება;
ბ). ფასიანი ქაღალდების ლიკვიდობის უზრუნველყოფა;
გ). პერიოდული გადახდები პროცენტის სახით;
დ). პერიოდული გადახდები კუპონის სახით
41 განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ფუნქციონირებს ფასიანი
ქაღალდების შემდეგი ძირითადი ბაზარი:
ა). პირველადი და მეორადი;
ბ). პირველადი, მეორადი და შავი ბაზარი;
გ). არასაბირჟო, საფონდო და ქუჩის;
დ). ყველა მათგანი სწორია.
42 სავალო ვალდებულება მოკლევადიანი თუ ის არ აღემატება:
ა). 6 წელს;
ბ). 1 წელს;
გ) 10 წელს;
დ). ყველა მათგანი მცდარია.
43 რომელი ქვემოთჩამოთვლილი ფინანსური ინსტრუმენტი არ არის სავალო
ვალდებულება?
ა). ობლიგაცია;
ბ).  პაი და აქცია;
გ). თამასუქი;
დ). გადასაყვანი თამასუქი.
44 რა ბედი ეწია NASDAQ OMX წინადადებას საქაღტველოს საფონდო ბირჟის შეძენის
თაობაზე:
ა). ბირჟა შეძენილ იქნა და დღეს მისი სახელია NASDAQ OMX GEORGIA;
ბ). NASDAQ OMX უარი ეთქვა ბირჟის შეძენაზე საქაღტველოს მთავრობისა და
კომერციული ბანკების მიერ;
გ). ასეთ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია;
დ). საქართველოს საფონდო ბირჟა იყიდა ლონდონის საფონდო ბირჟამ
45 დაფარვის თარიღი არის დრო, როცა ხორცილედება ვალის
ა). პროცენტის დაფარვა;
ბ). საბოლოო გადახდა;
გ). ნაწილობრივი გადახდა;
დ). არცერთი პასუხი არაა სწორი.
46 ფასიანი ქაღალდების ემიტენტი
ა). პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს;
ბ). პირი, რომელიც ფლობს აქციების პროპორციულ ღირებულებას, რომელიც
კრედიტორული დავალიანების ღირებულებას შეადგენს;
გ). პირი, რომელიც ფლობს აქციების პროპორციული ღირებულებას;
დ). ყველა მათგანი მცდარია.
47 ფულადი ბაზრის ინსტრუმენტია:
ა). გირავნობის სიგელი;
ბ). საბანკო აქცეპტი;
გ). კორპორაციული ობლიგაცია;
დ). მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ობლიგაცია.
48 აქციები ორი სახისაა:
ა). საწესდებო და ჩვეულებრივი;
ბ). პრეფერეციული და პრივილეგირებული;
გ). პრეფერენციული და ჩვეულებრივი;
დ). არცერთი ზემოდჩამოთვლილი.
49 საქართველოს სახაზინო ვალდებულება გამოშვებულ იქნა:
ა). 2006 წელს;
ბ). 1997 წელს;
გ). 2003 წელს;
დ). 2005 წელს.

50 ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი:


ა). ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი
ქაღალდების რეესტრს;
ბ). სააქციო საზოგადოება, რომელიც ახდენს აქციებზე გარიგებების რეგისტრაციას;
გ). იუსტიციის სამინიტრსო თანამშრომელი, რომელიც აღრიცხვას საბირჟო გარიგებებს;
დ). ყველა მათგანი მცდარია.

You might also like