You are on page 1of 3

იმისათვის რომ წარდგენილი ფინანსური ინფორმაცია იყოს მაღალი ხარისხის და სანდო,

საჭიროა ის აკმაყოფილებდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების


საბჭოს მიერ შემუშავებულ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის
კონცეპტუალურ საფუძვლებს.ვიცით რომ ინფორმაცია საწარმოს ეკონომიკური რესურსების
ან მის მიმართ მოთხოვნების შესახებ სისტემატიზირებულია ანგარიშგებაში,რომელსაც
ბალანსს ვუწოდებთ. ეკონომიკურ რესურსებში ცვლილებები ხდება სამეურნეო გარიგებების
შედეგად და აუცილებელია აისახოს მოგება-ზარალის ანგარიშგებაში. ყველა ტრანზაქციას
მოაქვს ფულადი ნაკადების ცვლილება,რომელიც ფულადი ნაკადების ცვლილების
ანგარიშგებაში აისახება.ამის შედეგად კი ხდება საწარმოს კაპიტალის სიდიდის
ცვლილება.ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს საწარმოს ფინანსური
მდგომარეობა,საქმიანობის ფინანსური შედეგები და ფულადი ნაკადები.სამართლიანი
წარდგენა მოითხოვს სამეურნეო ოპერაციების და სხვა მოვლენების კეთილსინდისიერ
ასახვას.ფინანსური გეგმის მომზადება მრავალ პრინციპს ეფუძნება,თუმცა საერთაშორისო
პრაქტიკით აღიარებულია შემდეგი პრინციპები: დარიცხვის მეთოდი,ფუნქციონირებადი
საწარმოს,სამეურნეო ერთეულის, საანგარიშგებო პერიოდის პრინციპის,
პირვანდელი(ისტორიული) ღირებულების,თანმიმდევრულობის უცვლელობის,ფულადი
შეფასების,წიმდახედულების,ორმხრივობის,იურიდიულ ფორმაზე ეკონომიკური შინაარსის
უპირატესობის.განვიხილოთ თითოეული მათგანი: 1.ფუნქციონირებადი საწარმოს
პრინციპები-ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს აქვს
თუ არა საწარმოს საქმიანობის გაგრძელების უნარი.ფინანსური ანგარიშგების მომზადების
ძირითად შემთხვევაში საწარმო ფუნქციონირებს და თავის საქმიანობას გააგრძელებს
მომავალშიც.ის არ საჭიროებს ლიკვიდაციას ან საქმიანობის მასშტაბები საგრძნობლად
შემცირებას.და თუ ასეთი შემთხვევა მაინც ხდება აუცილებელია ის აღინიშნოს ფინანსური
ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. 2.დარიცხვის მეთოდი-საწარმოს ფინანსური
ანგარიშგება უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდით.გარდა ფულადი სახსრების მოძრაობის
შესახებ ინფორმაციისა.დარიცხვის მეთოდი არეგულირებს შემოსავლისა და ხარჯების
აღიარების პრინციპებს.ამ პრინციპს აქვს ორი შემადგენელი ნაწილი:შემოსავლების
აღიარების პრინციპი და შესაბამისობის პრინციპი. შემოსავლების აღიარების პრინციპი
ნიშნავს რომ შემოსავალი აღიარდება იმ საანგარიშგებო პერიოდში,როდესაც ის
გამომუშავებულია.მიუხედავად იმისა საქონლის გაყიდვის ღირებულება არის მიღებული
თუ არა.შესაბამისობის პრინციპის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში აისახება ის ხარჯები,
რომელთა გაწევით გამომუშავებულია შემოსავალი.ხარჯების აღიარების პრინციპებია:თუ
ხარჯები დაკავშირებულია მიმდინარე პერიოდის შემოსავლების მიღებასთან, ისინი
მიეკუთვნებიან მიმდინარე პერიოდს.თუ ხარჯები დაკავშირებულია მომავალში მისაღებ
შემოსავალთან,ისინი მიეკუთვნებიან მომავალი პერიოდის ხარჯებს და ითვლება
აქტივებად.თუ ხარჯები არ არის დაკავშირებული შემოსავალთან,ისინი აღიარდებიან
მიმდინარე პერიოდის ზარალად,ხარჯად.3.სამეურნეო ერთეულის პრინციპი-სამეურნეო
ერთეული(სუბიექტი) ეკონომიკური საქმიანობის იდენტიფიცირდება ცალკე
დამოუკიდებელ ანგარიშვალდებულ ერთეულად.საწარმო სხვა ბიზნეს ერთეულებისა და
ბიზნესის მესაკუთრეს საქმიანობისგან სრულიად განცალკევებულია.საწარმოს ფინანსური
ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მოცემული ბიზნეს ერთეულში მომხდარ ოპერაციებს და არ
აქვს კავშირი მის მფლობელთან.თუ ბიზნესის მფლობელი გაიტანს ეკონომიკურ რესურსებს
პირადი მოხმარებისათვის ეს იქნება ინვესტიციების შემცირება და არა ხარჯი.ეს
განცალკევება აშკარად ჩანს კორპორაციებში.მესაკუთრეები (აქციონერები) არ იღებენ
მონაწილეობას კომპანიის მართვაში.სამეურნეო ერთეული განისაზღვრება ფინანსური
ანგარიშგების სახის მიხედვით. ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების ფორმირების
მიზნით აღიარდება ცალკე საწარმო. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიზნით საწარმოთა
ჯგუფი, რომლის ანგარიშგება უნდა იყოს კონსოლიდირებული(ერთიანი). 5 .საანგარიშგებო
პერიოდის პრინციპი-ვინაიდან საწარმოს საქმიანობა არის უწყვეტი პროცესი, აუცილებელია
შერჩეულ იქნას კონკრეტული მომენტი, როდესაც განისაზღვრება საწარმოს ფინანსური
შედეგი. ორ საანგარიშგებო თარიღს შორის პერიოდში შეიძლება განისაზღვროს მოცემულ
დროში მიღწეული ფინანსური შედეგები.ძირითად საანგარიშგებო პერიოდად ითვლება
ერთი წელი.ამიტომ ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი უნდა მომზადდეს სულ მცირე
წელიწადში ერთხელ. 6.ფულადი შეფასების პრინციპი-ფულადი შეფასება ინფორმაციის
მომხმარებლებისთვის მარტივი ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა.მისი მეშვეობით
შესაძლებელია განსხვავებული მოვლენებისა და ოპერაციების საერთო საზომით
გამოხატვა.ეს ნიშნავს რომ გარიგებების აღრიცხვაში ყურადღება გამახვილებულია
რაოდენობრივ და არა ხარისხობრივ ინფორმაციაზე.ისეთი მოვლენები,რომელთა შეფასება
შეუძლებელია,თუმცა გავლენას ახდენენ კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, ვერ აისახება
კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.მაგალითად თანამშრომელთა კვალიფიკაცია, სამუშაო
პირობები,ლომპანიის იმიჯი. 7.ისტორიული ღირებულების პრინციპი-ისტორიულ
ღირებულება არის თანხა, რომელიც თავდაპირველად გადახდილია აქტივის შეძენასა და
ვალდებულებების გაცემაში.საწარმოს აქტივები ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება
თავდაპირველი ღირებულებით.ეს მიდგომა არის ობიექტური,რადგან ის დაფუძნებულია
ფაქტორებსა და დოკუმენტებზე. მაგალითად,როდესაც ჩვენ რაიმე პროდუქციას
ვყიდულობთ დროთა განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება იცვლება.ისტორიული
პირობების კონცეფციის უპირატესობა არის ის, რომ მის საფუძველზე გაკეთებული
ჩანაწერები შესადარი,შემოწმებადი და საიმედოა. 8.თანმიმდევრულობის პრინციპი -
ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის კლასიფიკაცია და წარდგენის ფორმა უნდა იყოს
უცვლელი,ყოველ მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში.ინფორმაცია არ არის შესადარისი
როდესაც საწარმო ყოველდღიურად ცვლის ინფორმაციის მომზადების მიდგომებს და
წესებს.ახალი ტიპის მეთოდის შექმნა შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ ახალი ვერსია
სამართლიანად ასახავს ანგარიშგების ფინანსურ შედეგებს და საიმედო ინფორმაციას აწვდის
მომხმარებლებს. 9.ოპერაციის ეკონომიკური შინაარსის იურიდიულ ფორმაზე უპირატესობის
პრონციპი-შესაძლებელია გარიგების იურიდიული ფორმა განსხვავებული იყოს მისი
რეალური ეკონომიკური ფირმისგან.ამ დროს უპირატესობა ენიჭება ეკონომიკურ
შინაარსს.ასეთ შემთხვევაში გარიგება აისახება ფინანსური მდგომარეობაზე კომერციული
გავლენით, თუნდაც არ იყოს ზუსტი მისი იურიდიული მხარე. 10.წინდახედულების
პრინციპი-წინდახედულობის პრინციპი არის განუსაზღვრელობის პირობებში მოვლენათა
შეფასების სახელმძღვანელო მითითება.განუსაძღვრელობა არის სიტუაცია, რომელზეც
არასაკმარისი ცოდნაა.მას იყენებენ განსჯის დროს.წინდახედულობის პრინციპით
ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნა პოტენციური ზარალისთვის,ვიდრე მოგებისთვის.
11.ორმხრივობის პრინციპი-ყველა მოვლენა ბიზნესში სულ მცირე ორ გავლენას ახდენს
აღრიცხვის ობიექტზე.ზრდის და ამცირებს მას.აუცილებელია რომ ეკონომიკური მოვლენის
ორივე ასპექტი აისახოს აღრიცხვაში.მოვლენა-აქტივების, ვალდებულებების,კაპიტალის
ცვლილების მიზეზი.ის შეიძლება იყოს გარე და შიდა.ტრანზაქცია არის გარე
ღონისძიება,რომელიც გულისხმობს გადაცემას ან გაცვლას ორ პირს შორის.

You might also like