You are on page 1of 6

1.

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი


ეფექტური საგადასახადო სისტემის მეშვეობით, ერთი მხრივ უნდა
განხორციელდეს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის ფორმირება, ხოლო, მეორეს
მხრივ, საგადასახადო სისტემა მასტიმულირებელი უნდა იყოს სამეწარმეო
აქტივობისა, რომ შემდგომში გაზრდილი და განვითარებული ბიზნესის
წყალობით, საგადასახადო ბაზაც გაიზარდოს. ზოგადად რომ ვთქვათ,
საგადასახადო სისტემა, ეკონომიკის განვითარებისა და სტიმულირების
ხელშემწყობ მექანიზმს უნდა წარმოადგენდეს.
მსოფლიოში მრავალი სახის საგადასახადო სისტემა მოქმედებს. ამასთან
მეცნიერებს, პოლიტიკოსებსა თუ ეკონომისტებს შორის მუდმივად
მიმდინარეობს დავა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ყველაზე
ოპტიმალური საგადასახადო მოდელი ქვეყნისთვის. შეიძლება ითქვას, რომ
ყველასათვის მოსაწონი დაბეგვრის სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა
სრულყოფილებასთან ახლოს მყოფად ესტონურ მოდელს განიხილავენ,
რომლის გარკვეული ელემენტებიც ამოქმედდა ჩვენს საგადასახადო
მოდელში,  რამაც მნიშვნელოვნად უნდა გაუმარტივოს საქართველოში
მოქმედ ბიზნესს ფუნქციონირება.

2. რას გულისხმობს ესტონური მოდელი?

  მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა საქართველოში


გულისხმობს, რ იმას, რომ მოგების გადასახადი მთლიანად გაუქმდება
გაუნაწილებელ მოგებაზე და საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება
მხოლოდ ის თანხა, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებელი გაიტანს
დივიდენდის სახით კომპანიიდან – “ეს ნიშნავს იმას, რომ რეინვესტირებული
მოგება არ დაიბეგრება მოგების გადასახადით. ზოგადად ორი სახის
რეინვესტიციის განთავისუფლება არსებობს, ერთი რეინვესტიციის
განთავისუფლება, რომელიც შეზღუდულია გარკვეული ვადით, ხოლო მეორე
არის ესტონური მოდელი, რომლის დროსაც ბიზნესის მიერ არ ხდება
დადასტურება იმის, თუ რაში გააკეთა მან რეინვესტირება და ბიზნესი
თავისუფალია არჩევანში, სწორედ ამის დანერგვა ხდება საქართველოში.

განაწილებული მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება:

1. საკუთრივ განაწილებული მოგება;


2. თანამშრომლების სახელფასო სარგებელი;
3. ჩუქება, შეწირულობა და წარმომადგენლობითი ხარჯები;
4. ზოგიერთი ხარჯი ან/ და განაცემი, რომელიც არ არის დაკავშირებული
კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან.

3. საშემოსავლო გადასახადის აქტის თანახმად, მოგების


განაწილება მოიცავს: ფულადი და არაფულადი სახით
დივიდენდის გაცემას, კაპიტალის შემცირებას,
წილის/აქციის გამოსყიდვას ან კაპიტალის
სალიკვიდაციო განაწილებას, თუ ის აღემატება
შენატანებს.ესტონური მოდელის თავისებურებაა ისიც,
რომ ზოგიერთი ტიპის ხარჯი მოგების გადასახადით
იბეგრება, რაც, სავარაუდოდ, ხარჯების გავლით
მოგების შეფარულად განაწილების პრევენციაა. ეს ჩვენი
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული იმ
ხარჯების ანალოგია, რომლებიც არ გამოიქვითება
დასაბეგრი შემოსავლებიდან და მოიცავს შემდეგ
კატეგორიებს:

– ხარჯები (მათ შორის, უძრავი ქონების შეძენისთვის) ან განაცემები,


რომლებიც არ არის დაკავშირებული კომპანიის ბიზნესსაქმიანობასთან;

– ხარჯები ან განაცემები, რომლებიც არ არის სათანადოდ


დოკუმენტირებული;

– გაცემული სესხები ან ავანსები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში


რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის და სხვა.

რადგანაც განაწილებული მოგების გადასახადის გამოთვლა არ მოითხოვს


ცალკეული შემოსავლებისა და ხარჯების დეტალურ ანალიზს და აქცენტი
გადატანილია ფულადი განაცემების კონტროლზე, მასზე დაფუძნებული
მოდელი მნიშვნელოვნად ამარტივებს გადასახადების ადმინისტრირებას.
მართალია, საჭიროა კონტროლი, რომ არ მოხდეს მოგების ხარჯებად შენიღბვა,
მაგრამ, მოგების გადასახადის კლასიკური მოდელისგან განსხვავებით,
საერთოდ არ არსებობს ისეთი ხარჯების კონტროლის საჭიროება, რომლებიც
კომპანიიდან ფულის გადინებას არ უკავშირდება. ასეთ ხარჯებს მიეკუთვნება:
ცვეთა და ამორტიზაცია, დარიცხული პროცენტები, გადაფასების ზარალი და
სხვა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაწილებული გადასახადის მოდელში კომპანიის


საგადასახადო მოგება ფინანსური მოგების ტოლია (ქართული მოდელისგან
განსხვავებით). ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება შეიძლება თითქმის
სრულად დაეფუძნოს კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რაც
ამცირებს საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო დროსა და ხარჯებს.

4. მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოს


ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს
დადებით გავლენას:

• დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში;

• პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის


შემცირების კუთხით;

• ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის


ზრდას. განსაკუთრებით ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს;

• რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;

• გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;

• გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;

• შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;

• ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;

• ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების


კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას
საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის,
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;

• გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;

• გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორი, რომელიც მოიცავს საბანკო


სექტორს, სადაზღვევო სექტორს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს,
ჩართული არ იქნება

5. განსხვავება დღეს არსებულ მოდელსა და ესტონურ


მოდელს შორის:  

ესტონური მოდელის არსი ის არის, რომ კომპანია იბეგრება მაშინ, როდესაც


მისი მოგება კომპანიიდან გადის, მაგრამ თუ ეს მოგება კომპანიაში რჩება,
მაშინ კომპანია მოგების გადასახადს არ გადაიხდის ანუ თანხა, რომლის
დაგროვებაც კომპანიამ მოახერხა, უნდა დარჩეს კომპანიაში. ამ ახალი
მოდელით ბიზნესს უჩნდება მოტივაცია, რომ ეს თანხა ბიზნესის
გაფართოებისთვის გამოიყენოს. ესტონური მოდელის მომხრეთა აზრით,
ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ მოდელს აქვს, ის არის, რომ
თავდაპირველად ბიუჯეტს 300-400 მილიონი ლარი მოაკლდება.
.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, განაწილებული მოგების გადასახადზე


გადასვლიდან პირველი ორი წლის განმავლობაში (2000–2001), მოგების
გადასახადიდან მიღებული შემოსავლები თითქმის ორჯერ შემცირდა, მაგრამ
უკვე 2003 წელს გადაუსწრო რეფორმამდელ ნიშნულს (პირველ წლებში კლება,
ნაწილობრივ, იმდროინდელი ეკონომიკური კრიზისითაც იყო გამოწვეული).

როგორც მიხვდით ეს მოდელი სჰედეგს ვერ მოგვცემს მოკლევადიან


პერიოდსჰი რადგან ის გატვლილია გრძელვადიან პერიოდზე.შემოსავლები
პირველ წლებსჰი სჰესაძლოა შემცირდეს თუმცა გრძელვადიან პერიოდში ის
საუკეტესო შედეგებს აჩვენებს რაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს.
6. დასკვნა

რეფორმის შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო


ბიზნესისთვის უფრო გაიოლდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ზოგადად
უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს განვითარების, შესაბამისად,
კრიზისულ პერიოდებში უფრო მდგრადი იქნება, რაც მთლიანობაში
ეკონომიკისთვის ძალიან კარგია. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგადასახადო
ადმინისტრირების და აღრიცხვის გაიოლება, არსებულ მოდელშიც,
რომელსაც დღეს ვიყენებთ საკმაოდ იოლია საგადასახადო ადმინისტრირება,
თუმცა, ბევრად უფრო გაიოლდება ეს პროცესი, როგორც ბიზნესისთვის, ისე
სახელმწიფოსთვის, რაც ნიშნავს დაზოგილ თანხას ბიზნესისთვის და
შემცირებულ ხარჯებს სახელმწიფოსთვის

You might also like