You are on page 1of 2

ამოცანა 1

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში 1)განსაზღვრეთ შემოსავლის ტიპი(ხელფასის სახით მიღებული, ეკონომიკური


საქმიანობით მიღებული, სხვა შემოსავალი) 2) დაადგინეთ იბეგრება თუ არა საშემოსავლო გადასახადით
აღნიშნული შემოსავალის მიმღები ფიზიკური პირი? 3) თუ იბეგრება, ხომ არ არის გათავისუფლებული?
1) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ბინის გაყიდვა, რომელიც შეიძინა 3 წლის წინ?
ეკონომიკური საქმიანობაა; 82-ე მუხლში, გათავსუფლებულია 2 წელზე მეტი თუ აქვს საკუთრებაში ბინა!
2) კომპანიის დამფუძნებელმა კომპანიისაგან მიიღო უპროცენტო სესხი
101-ე მუხლია, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია - თუ თან თანამშრომელია, თუ არადა სხვა შემოსავალია.
იბეგრება. გათავისუფლებულიც არაა.
3) ქველმოქმედების მიზნით მოხუცებულს გაეწია მატერიალური დახმარება
სხვა შემოსავალია, იბეგრება. გათავისუფლებულია, თუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირისგანაა მიღებული.
4) თანამშრომლებისათვის პირადი სატელეფონო საუბრების ანაზღაურება
ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია. იბეგრება.
5) თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემა
ესეც ხელფასია!
6) თანამშრომლებისათვის მივლინების ხარჯების ანაზღაურება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი
ნორმების ფარგლებში
ნორმის ფარგლებში არ ითვლება შემოსავლად, არ იბეგრება.
7) ფიზიკური პირის მიერ ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია
ეკონომიკური საქმიანობაა, გათავისუფლებული არაა.
8) კომპანიის მიერ თანამშრომლის სწავლების ღირებულების ანაზღაურება, თუ ეს ხდებოდა მისი სამუშაო
კვალიფიკაციის ასამაღლებლად
სამუშაო კვალიფიკაციასთან რაცაა კავშირში, ის არ ითვლება შემოსავლად და არ იბეგრება, შესაბამისად.
9) კომპანიის მიერ თანამშრომლების საახალწლოდ დასაჩუქრება
ხელფასთან გათანაბრებულია, იბეგრება
10) თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება
ესეც ხელფასთან გათანაბრებულია, იბეგრება
11) თანამშრომელთა უფასო კვება;
ხელფასთან გათანაბრებული, იბეგრება
12) მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული აქტივების რეალიზაცია;
ეკონომიკური საქმიანობა, იბეგრება.
13) კომპანიის დირექტორის ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება;
კი, ბრატ
14) კომპანიის მიერ არადაქირავებული რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის ავეჯის ტრანსპორტირების
ღირებულების ანაზღაურება;
არადაქირავებულისთვის ეს ეკონომიკური საქმიანობაა. იბეგრება.
15) ლატარეაში მანქანის ან სხვა ქონების მოგება;
სხვა შემოსავალია, იბეგრება (1000-ლარზე ნაკლებია გათავისუფლებული)
16) მემკვიდეობით ქონების მიღება;
სხვა შემოსავალია, მაგრამ I/II თაობა გათავისუფლებულია, III/IV 150 000 ლარამდე გათავისუფლებულია.
17) რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა განქორწინების საფუძველზე მიიღო ქონება;
სხვა შემოსავალია, მაგრამ გათავისუფლებულია!
18) რეზიდენტი ფიზიკური პირის უცხო ქვეყნის საელჩოში დაქირავებით მუშაობა;
ჩვეულებრივად სახელფასოა (რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი),
რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს გათავისუფლებულია)
19) რეპეტიტორის მიერ მოსწავლეთა მომზადება;
ეკონომიკური საქმიანობაა
20) საკუთარი ბინის გაქირავება.
ეკონომიკური საქმიანობაა, იბეგრება
ამოცანა 2
დაქირავებით მუშაობის შედეგად ნინის ხელფასი თვეში 290 ლარს შეადგენს. იანვრის თვეში ნინიმ სამსახურიდან
აიღო 10 000 ლარი უპროცენტო ცხრათვიანი სესხი. სესხის აღების დღისათვის სესხებზე საბაზრო განაკვეთი 15%-
ია წლიური.
დავალება გამოთვალეთ ხელფასთან დაკავშირებული გადასახადები იანვარში.
290*20% - იბეგრება სახელფასო;
20%-ზე ნაკლები რაც აიღო, ყველაფერი სარგებელია; ანუ 10000*20%(სარგებელია მისი)/12*20%(საშემოსავლო)
რამდენი „გაპატია“ დამქირავებელმა, ის უნდა დაბეგრო 20%-ით, ვთქვათ, 5%-ში მოგცა, (20-5), 15% იქნება
სარგებელი

ამოცანა 3
ანას წლიური ხელფასი შეადგენს 60 000 ლარს. დამქირავებელი კომპანია. ანას ჯამრთელობის დაზღვევისათვის
ყოველწლიურად 1600 ლარ პრემიას ანაზღაურებს. თანამშრომლებს უფლება აქვთ უფასოდ ისადილონ კომპანიის
სასადილოში მათი ხელფასის 7%-ის ოდენობით. ანამ წლის განმავლობაში სრულად გამოიყენა უფასო
სადილებისათვის გამოყოფილი თანხა.
დავალება გამოთვალეთ ანას საშემოსავლო გადასახადი. ვინ იხდის და როდის?
4200 ლარის საკვები მიიღო უფასოდ. ესაა ხელზე გასაცემი თანხა და დასაბეგრია, სარგებელია ეს მისთვის. 4200
ავგროსოთ - (4200/0.8)*20%. ანუ გამოდის, რომ 60 000*7% 25%-ით დაიბეგრება. ხელზე გასაცემიდან 25% გამოვა
ყოველთვის! ! - ალბათ, დამქირავებელი
1600 ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია, 20%-ით იბეგრება - ალბათ, დამქირავებელი
60000*20% - ანა იხდის

ამოცანა 4
მარიკას წლიური ხელფასი შეადგენს 50 000 ლარს. მას შვილი დაჰყავს თავისი კომპანიის საბავშვო ბაღში,
რომელიც თანამშრომელთა შვილებისათვის უფასოა. ერთი ბავშვის შენახვა წლის განმავლობაში 7 000 ლარი
ჯდება. ანალოგიურ ბაღში ბავშვის გადასახადი კი შეადგენს 9 500 ლარს. თანამშრომლებს შეუძლიათ კომპანიის
პროდუქცია შეიძინონ შეღავათიან ფასებში. წლის განმავლობაში მარიკამ 5 000 ლარად შეიძინა 7 000 ლარის
საცალო ფასის მქონე პროდუქცია.
დავალებაგამოთვალეთ მარიკას საშემოსავლო გადასახადი. ვინ იხდის და როდის?
ეს ბაღი მარიკასთვის შემოსავალია. მარიკას სარგებელი: 9500 და 2000. ხელზე ასაღები თანხაა ესეც, ანუ
(9500+2000)*25% დაიბეგრება.

ამოცანა 5
კომპანიის მიერ 31 მაისს თნამშრომლებისათვის ვიზა ელექტრონზე გადარიცხული მაისის ხელფასი შეადგენს 533
632 ლარს. გარდა ამისა, 1 მაისს თანამშრომლებს გადასცეს 41 096 ლარის საკვები ტალონები, რომლებიც
სრულად იქნა გამოყენებული ამავე თვეში თანამშრომელთა მიერ.
დავალებაგამოთვალეთ საშემოსავლო გადასახადი ხელფასებზე
ორივე ხელზე ასაღებია. პირდაპირ ჩარიცხული ხელფასია ის 533 632. მოკლედ, (41096+533632)*25%

You might also like