You are on page 1of 3

შუალედური გამოცდის ტიპიური ამოცანების ნიმუშები

ყველა ამოცანა 2 ქულიანი


ამოცანა 1.
სააქციო საზოგადოების საკუთარი კაპიტალი წლის დასაწყისში 45000 ფე-ს, წლის
ბოლოს კი 65400 ფე-ს შეადგენს. წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები 18350
ფე-ს, ხოლო ხარჯები 15260 ფე- ს შეადგენს . სააქციო საზოგადოებას გააჩნია 80000 ფე
აქტივები. დივიდენდის სახით განაწილებულია 7240 ფე.
წლის განმავლობაში ინვესტირებული თანხა შეადგენს (ფე):
 24550
 23460
 52340
 20400

ამოხსნა:
კაპიტალის ზრდა: 65400 – 45000 = 20400 ფე

ამოცანა 2.
წლის ბოლოს საწარმო ფლობს შემდეგი სახის აქტივებს: შენობები 500000 ფე, მანქანა-
დანადგარები 85000 ფე, სატრანსპორტო საშუალებები 35000 ფე და ოფისის
აღჭურვილობა 7000 ფე. წლის განმავლობაში საქონლის გაყიდვიდან მიღებულმა
შემოსავლებმა 65700 ფე, ხოლო გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ 42400 ფე
შეადგინა. მას გადასახდელი აქვს 22000 ფე სესხი და მუშა-მოსამსახურეებისათვის
12000 ფე ხელფასი. წლის ბოლოს გასცა დივიდენდი 5500 ფე. საწესდებო კაპიტალი
შეადგენს 578000 ფე.
საწარმოს საკუთარი კაპიტალი წლის ბოლოს შეადგენს (ფე):
 593000
 612800

1
 578700
 641300
ამოხსნა:
აქტივები = 500000 + 85000 + 35000 + 7000 = 627000 ფე
ვალდებულებები = 22000 + 12000 = 34000 ფე
კაპიტალი = 627000 – 34000 = 593000 ფე

ამოცანა 3.
მიმდინარე თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულია 1300 ფე მომსახურება, ნაღდი
ანგარიშსწორებით განაღდებულია 600 ფე ხარჯები, ხოლო შემდგომი გადახდის
პირობით გაწეულია 400 ფე ხარჯები. საბანკო ანგარიშის საწყისი ნაშთია 320 ფე.
მიმდინარე თვის ტრანზაქციების შედეგად რამდენად გაიზრდება (ფე):
1. ფულადი სახსრები არის:

700

2. კრედიტორული დავალიანება:

400

ამოხსნა:
ფულადი სახსრები = 1300 – 600 = 700 ფე
კ/დავალიანება = 400 ფე

ამოცანა 4.
საწარმოს შემოსავლებმა საანგარიშგებო პერიოდში შეადგინა 100000 ფე, საიდანაც 10000 ფე
საქონლის რეალიზაცია მოხდა შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული თანხის დაფარვა
გათვალისწინებული იყო წლის ბოლომდე. იგივე საანგარიშგებო პერიოდში გაწეულია 70000

2
ფე-ს ხარჯი, საიდანაც მხოლოდ 65000 ფე-ია გადახდილი. დარჩენილი თანხა საწარმომ უნდა
დაფაროს წლის ბოლომდე. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით გაიანგარიშეთ საწარმოს
საანგარიშგებო პერიოდის მოგება (ფე):
 30000
 25000
 35000
 20000

ამოხსნა:
მოგება = 100000 – 70000 = 30000 ფე

ამოცანა 5.
საწარმო სექტემბრიდან აქირავებს თავის ერთ-ერთ შენობას, წლიური საიჯარო ქირა
შეადგენს 12600 ფე. ნოემბერში მან ავანსის სახით მიიღო 6300 ფე.
მიმდინარე წლის შემოსავალი არის (ფე):

4200

ამოხსნა:
12600/12 × 4 = 4200 ფე

You might also like