You are on page 1of 2

შუალედური გამოცდა

მაქს. ქულა - 30
ამოცანების რაოდენობა - 6
დრო - 2 საათი

ინსტრუქცია:

 შექმენით ექსელის ფაილი;


 ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი;
 კარგად გაეცანით პირობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ამოხსნა ექსელის
ფაილში;
 დროის გასვლიდან, მაქსიმუმ 2 წუთში გამოგზავნეთ ფაილი მეილზე:
m.korganashvili@alte.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

ამოცანები:

1. კომპანიამ დივიდენდების სახით გასცა $23 700 000. წლის ბოლოს კომპანიის


გაუნაწილებელი მოგება იყო $165 000 000, ხოლო წლის დასაწყისში $120 000 000.
გამოთვალეთ წმინდა მოგება.

2. კომპანიის საოპერაციო მოგება (EBIT) არის $3 720 000, მოგების გადასახადი 40%.


ინვესტირებული კაპიტალი შეადგენს $22 000 000-ს, ხოლო მოზიდული კაპიტალის
ღირებულება 10%-ს.
გამოთვალეთ კომპანიის დამატებული ეკონომიკური ღირებულება (EVA)

3. კომპანიის გაყიდვებია $15 600 000. უკუგება საკუთარ კაპიტალზე (ROE) 15%.


აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი 3,6 ხოლო საკუთარი კაპიტალის წილი მთლიან
აქტივებზე შეადგენს 45%-ს.
გამოთვალეთ კომპანიის წმინდა მოგება

4. მოცემულია შემდეგი კოეფიციენტები:


აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი 1,2
უკუგება მთლიან აქტივებზე (ROA) 10%
უკუგება საკუთარ კაპიტალზე (ROE) 12%
გამოთვალეთ სესხის წილი მთლიან აქტივებთან

5. კომპანიის გაყიდვებია $250 და ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს გაყიდვები


გაიზრდება 20%-ით. კომპანიის მენეჯმენტი მარაგების გამოსათვლელად იყენებს
წრფივ დამოკიდებულებას:
მარაგები = 21 + 0,3*გაყიდვები

მოცემული ინფორმაციის საშუალებით გამოთვალეთ კომპანიის ახალი მარაგები და


ახალი მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი.

6. კომპანიის გაყიდვები 2022 წელს იყო $4 400 000 და ვარაუდობენ, რომ 2023 წელს
გაიზრდება $5 300 000-მდე. მთლიანი აქტივები შეადგენდა $2 600 000-ს. ძირითადი
საშუალებები სრული დატვირთვით ოპერირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივები
გაყიდვების ზრდის პროპორციულად იზრდება. კომპანიის სავაჭრო
ვალდებულებებია $340 000, ხოლო დაგროვილი ვალდებულებებია $170 000. მოგების
მარჟა 6%, ხოლო წმინდა მოგებიდან 30%-ს ინარჩუნებს კომპანია.
გამოთვალეთ გარედან მოსაზიდი თანხის ოდენობა (AFN).

You might also like