You are on page 1of 36

ივანე ჯავახიშვილის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნეს-გეგმა:“გილგამეში“

საგანი:მენეჯმენტის საფუძვლები

ლექტორი: ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი

ავტორები:

2022

1
სარჩევი
ანოტაცია...............................................................................................................3
1.ბიზნესის აღწერილობა...................................................................................6
2.პროდუქტის დახასიათება და ბაზრის ანალიზი.........................................8
3.პროდუქციის (წარმოების) დაგეგმვა..........................................................11
4.მარკეტინგი და გასაღება.............................................................................14
4.1მარკეტინგული სტრატეგია.....................................................................14
4.2 საფასო და სასაქონლო პოლიტიკა.....................................................15
4.3 გასაღების პოლიტიკა..............................................................................18
4.4 ონლაინ მარკეტინგი და გაყიდვები.....................................................19
4.5 საწარმოო გეგმა.......................................................................................20
5. მენეჯმენტი და ოპერაციები.........................................................................21
6. ფინანსური გეგმა...........................................................................................26
7.რისკების მართვა და შეფასება...................................................................32
8.დასკვნა.............................................................................................................35

2
ანოტაცია
ანოტაცია ბიზნეს გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან იგი ქმნის ზოგად
წარმოდგენას ბიზნესის შესახებ. მასში წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია იმის
შესახებ თუ რა სახის ბიზნესი იქნება წამოწყებული. სწორედ ამიტომ, ანოტაციის
ნაწილში განხილული იქნება ჩვენი ბიზნესის არსი და პრიორიტეტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის სწორი მოქმედებები იმ


საწარმოო ბაზარზე, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის პროდუქციით. ასეთ
პირობებში სამიზნე ბაზრის სწორი სეგმენტაცია მოგვცემს საშუალებას ზუსტად
დავადგინოთ ჩვენი შესაძლებლობები.

საქართველოში ადგილობრივი და განსაკუთრებით, უცხოელი მომხმარებლის


მხრიდან მზარდია მოთხოვნა ნატურალურ პროდუქციაზე, მათ შორის, ღვინისა და
ალკოჰოლური სასმელების სფეროში.რამაც განაპირობა ის ფაქტი რომ კომპანია აპირებს
წარმოების დაწყებას და მომავალში გაფართოებას უნიკალური ხილის მათ შორის

ფეიხოა,კომშის,მარწყვის და მცენარეების პიტნისა და ტარხუნის არყის წარმოებითა და გაყიდვაში

ჩაშვებით.კომპანია აპირებს სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას.

ზემოთხსენებული პროდუიქციაა ჩვენი მთავარი სამიზნე. ჩვენი ძირითადი ყურადღება

გადატანილია ხარისხიანი, სანდო, უნიკალური და ყველასათვის სასურველ პროდუქციის წარმოებასა და

რეალიზაციაზე.

აუცილებელია ანოტაციაში წარმოდგენილი იყოს კომპანიის მიზნებიც,როგორც


მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი. მრავალფეროვანი პროდუქცის ადგილობრივი
მოსახლეობისთვის გაცნობა ჩვენი მოკლევადიანი მიზანია. ხოლო გარკვეული
პერიოდის შემდეგ, პროდუქციას გავიტანთ ევროპის ქვეყნებში და უცხოელ
მომხარებელს შევთავაზებთ ქართულ უნიკალურ პროდუქტს. ეს უკანასკნელი
კომპანიის გრძელვადიანი მიზანია, რომელიც სამომავლო გაფართოებას ხელს
შეუწყობს.

3
მომხარებელი ფასების ცვლილებას ნეგატიურად აფასებს, გამომდინარე აქედან
კომპანია ორიენტირებული იქნება პროდუქციის ფასებზე, რომელიც ბაზრის
შესაბამისი იქნება. საწყის ეტაპზე არყის ფასი შეადგენს 40-55 ლარს . აუცილებელია
ავღნიშნოთ, რომ თითოეული არომატის არყის ფასი განისაზღვრება მისი სეზონით.

საწარმო პროდუქციის გასაღების რამდენიმე ხერხს მიმართავს, მათ შორის


პირდაპირ გაყიდვას კლიენტებზე და ბითუმად მოვაჭრეებზე, ასევე პროდუქციის
ნაწილი მიეწოდება დისტრიბუტორებს.

მაღალტექნოლოგიური წარმოება, პროდუქციის ხარისხის და თვისებების მკაცრი


კონტროლი, მომხმარებლის მოლოდინების მაქსიმალური დაკმაყოფილება და
მოთხოვნების კვლევა არის ჩვენი გამორჩეული კონკურენტული თავისებურებები.
წარმატების გადამწყვეტი ფაქტორები, ჩვენი აზრით, უნდა გახდეს სწორი
მენეჯერული გუნდისა და ისეთი სტრატეგიების შერჩევა, რომელთა მიხედვითაც
მოხდება ინვესტიციების სწორი განაწილება და პოზოტიური უკუგების რეალიზება.

იმისათვის,რომ საწარმომ 130000 ლარის ოდენობის საწყისი კაპიტალი მოიპოვოს


აუცილებელია ჩაერთოს სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში. ასევე ბიზნეს-გეგმა
წარედგინება ინვესტორებს, რათა დავარწმუნოთ ბიზნესის უპირატესობაში, რის
შედეგადაც სახსრების მოწოდებასთან დაკავშირებული ეჭვები გამყარდება.

შპს “გილგამეში” საქმიანობის დაწყების პირველ, მეორე და მესამე წელს გაყიდის


ერთნაირი რაოდენობის პროდუქციას რომელიც სეზონურად მოიცავს 1500, ხოლო
წლიურად 6000 ბოთლს.პროდუქციის წარმოების ზრდა დამოკიდებული იქნება
საწარმოს წარმატებაზე.

თავდაპირველად კომპანიის მფლობელები შევითავსებეთ ტოპ მენეჯერის


ფუნქციების და გარდა ამისა საწარმო საქმიანობის სხდასხვა მოვალეობებსაც
გავინაწილებთ. საწარმოს ზრდა პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს
ორგანიზაციის სტრუქტურაზეც.

4
ყველა ბიზნეს თან ახლავს რისკები, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით
ერთიანი ძალებით უნდა შევძლოთ ამ რისკების პრევენცია. საწყის ეტაპზე ბევრი
სისუსტე იჩენს თავს და ჩვენი მიზანია ეს სისუსტეები გარდავქმნათ ჩვენს ძლიერ
მხარეებად.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანი არ არის მხოლოდ მაღალი შემოსავლის


მიღება, ჩვენი მიზანია არყის წარმოების ხელოვნების დონემდე აყვანა და არყის
წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უამრავი სიახლის
დანერგვას ამ სფეროში. საქართველოში მაღალი სოაციალური პასუხისმგებლობის
მქონე ფირმები ნაკლებად არსებობს, ამ პრობლემის გამწვავებას ხელი რომ
შევუშალოთ გვსურს შევქმნათ ისეთი საწარმო, რომელიც მაგალითის მიმცემი იქნება.

მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რათა


მეტად თვალსაჩინო გახდეს ჩვენი კომპანიის სამოქმედო გეგმა, სამომავლო მიზნები
და სტრატეგიები!

5
1.ბიზნესის აღწერილობა

არყის მწარმოებელი კომპანია “გილგამეში” განთავსდება სამეგრელოში,


კერძოდ წალენჯიხაში, სადაც ყველაზე ხელსაყრელი პირობებია ნედლეულის
შესაძენად. თავდაპირველად კომპანია იქირავებს 60კვ.მ ფართს, სადაც ვაწარმოებთ
სხვადასხვა არომატის მქონე არაყს. კომპაანის იურიდიული ფორმა შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადეობაა. საწარმოს დამაარსებლები იქნებიან: ნიკოლოზ
ექიზაშვილი, თათა ჟამერაშვილი, ვანო ტვილდიანი, ქეთო ჭიჭიაშვილი. რაც შეეხება
საწარმოს ელექტრონულ მისამართს-Shpsgilgameshi@gmail.com.

მოგეხსენებათ, ისეთი ბიზნესის წარმართვას, როგორიც შპს გილამეში იქნება,


დიდი დრო სჭირდება. გამომდინარე აქედან, კომპანია ფუნქციონირებას 2024 წელს
დაიწყებს, მანამდე კი მოვიძიებთ ინვესტორებს და სხვადასხვა საჭირო ინვენტარს.

ჩვენი საქმიანობა სეზონურია და გამომდინარე აქედან, თითოეულ სეზონზე


შევიძენთ ნედლეულს.

 შემოდგომა ფეიხოას არყის წარმოება;


 ზამთარი კომშის არყის წარმოება;
 გაზაფხული ტარხუნა, პიტნა არყის წარმოება;
 ზაფხული მარწყვის არყის წარმოება.

თითოეულ სეზონზე შეძენილ ნედლეულს მზა პროდუქციად გარდავქმნით და


თითოეული პროდუქტის რეალიზება მთელი წლის განმავლობაში მოხდება.
სეზონურობა არ განაპიროებს იმას, რომ შემოდგომას მხოლოდ ფეიხოას არაყს
ვაწარმოებთ, პროდუქციის დიდი წილი დაეთმობა ჩამოთვლილ არყებს, ბაზარზე კი
მარაგში არსებულ ყველა ტიპის არაყს გავიტანთ. თითოეული სახის არყის ფასი

6
განისაზღვრება მისი სეზონით. რასაკვირველია, ზამთარში მარწყვის არყის
ღირებულება შედარებით მეტი იქნება ვიდრე სხვა დანარჩენი სეზონის არყის.

საწყისი კაპიტალის ნაწილს პირადი სახსრები შეადგენს, ასევე ინვესტორებს


შევთავაზებთ კომპანიის წილს, რაც საგრძნობლად შეამცირებს ხარჯებს. ასევე
გრანტების და სესხის მოსაპოვებლად ბიზნეს-გეგმას გავაცნობთ სტარტაპერ
ორგანიზაციებს.

ქართულ ბაზარზე ალკოჰოლურ სასმელზე დიდი მოთხოვნაა, რაც კომპანიის


მომავალი წარმატების დიდი საფუძველია. ასევე მთავარი ფაქტორი რაც მას
გამოარჩევს სეზონურობაა. კომპანია უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში
მიაწვდის მომხმარებელს სხვადასხვა ასორტიმენტის არაყს და ბაზრის დიდ წილს
საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან მალევე მოიპოვებს.

პროდუქცის გასაღების დიდი წილი ალკოპოლური მაღაზიები და რესტორნები


იქნება. მაგალითად მაღაზია “ალკორიუმი”.

კომპანიის მოკლევადიანი მიზანია, რომ მრავალფეროვანი პროდუქცია


ადგილობრივ მოსახლეობას გააცნოს. ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ როცა
შევძლებთ სტატუსის გამყარებას, პროდუქციას გავიტანთ ევროპის ქვეყნებში და
უცხოელ მომხარებელს შევთავაზებთ ქართულ უნიკალურ პროდუქტს. ეს
უკანასკნელი კომპანიის სამომავლო გაფართოებას ხელს შეუწყობს.

7
2.პროდუქტის დახასიათება და ბაზრის ანალიზი

მსოფლიო ბაზარზე მოქმედი მწარმოებლები იყენებენ თავიანთ უზარმაზარ


გამოცდილებას მარკეტინგში, უპურატესობებს ფინანსების ხელმისაწვდომობაში,
მაღალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, სიახლოვეს.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი პროდუქტის უპირატესობები არის:

 უპირატესობა ტექნოლოგიებში
 განსხვავებული ჯიშის არომატები
 პროდუქციის ნოვატორული დიზაინი და გაპიარება

ჩვენი კომპანია აპირებს წარმოების დაწყებას და მომავალში გაფართოებას უნიკალური ხილისა და

მცენარის არყის წარმოებითა და გაყიდვაში ჩაშვებით, ესენია: ფეიხოა, , კომში, პიტნა, მარწყვი, ტარხუნა.

სწორედ ზემოთხსენებული პროდუიქციაა ჩვენი მთავარი სამიზნე. ჩვენი ძირითადი ყურადღება

გადატანილია ხარისხიანი, სანდო, უნიკალური და ყველასათვის სასურველ პროდუქციის წარმოებასა და

რეალიზაციაზე. არაყი მოთავსდება მინის ბოთლებში(750მლ და 375მლ ბოთლებში), ბოთლზე


დატანილი იქნება კომპანიის ლოგო, დასახელება და პროდუქტის დასახელება.

არყის დამზადების ორი მეთოდი არსებობს:

პირველი მეთოდით არაყი მზადდება შემდეგნაირად: კარტოფილის ან


მრექტიფიცირებულ ეთილის სპირტს.აზავებენ წყლით და გააქტივებული ნახშირისა
და სილის ფილტრებში ატარებენ. ამგვარად მიღებული არაყი შეიცავს 40,5 ან 56%
ეთილის სპირტს. გემოს გასაუმჯობესებლად მას უმატებენ შაქარს, ძმარმჟავა
ნატრიუმს და სხვ.

მეორე სახის არაყს ამზადებენ შაქრის ან სახამებლის შემცველი ნედლეულის


უშუალო გამოხდით; შაქრის შემცველ ნედლეულს ხდიან ალკოჰოლური დადუღების,
სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების

8
შემდეგ. ამგვარი გზით მიიღება ხილის, ჭაჭის სანთლის, პურისა და სხვა არაყი. ასე
მიღებულ არაყს შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის გემო და არომატი.
ჩვენ გამოვიყენებთ მეორე მეთოდს.

ბაზრის ანალიზის შედეგაგ დაგინდა,რომ ჩვენს ხელში ძალიან დიდი შესაძლებლობები იყრის თავს,

მაგრამ დიდ შესაძლებლობებთან ერთად არსებობს დიდი გამოწვევებიც , რომელიც აუცილებლად უნდა

გავაანალიზოთ. კერძოდ, მნიშვნელოვანია რომ სწორად იქნას შერჩეული საბაზრო სექტორი და მოხდეს

მისი სწორი აქტივიზაცია. საჭიროა საზოგადოების მომზადება მისი მოხმარებისთვის. ამიტომ

ვფიქრობთ რომ ჩვენი პროდუქტები ჯერ რესტორნებსა და ალკოჰოლური მაღაზიის ობიექტებში

შევიტანოთ. ეს დაგვეხმარება მოთხოვნის შესწავლაში, ასევე, ჩვენი პროდუქციისა და ფირმის

საზოგადოებისათვის გაცნობაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობა

ყველაზე დიდ მნიშნელობას ხარისხთან ერთად სწორედ ფასს ანიჭებს. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად

შეეცდება მომხმარებელს პროდუქტის შესაბამისი ფასი შესთავაზოს. წარმოების მოცულობის

გადიდების პირობებში შესაძლოა ჩვენი პროდუქციის გატანა უცხოურ ბაზარზე,კერძოდ ევროპაში

რადგან ევროპაში ძალიან მოსწონთ ფეიხოასა და კომშის არომატის პროდუქცია. თუმცა ჯერ მხოლოდ

საქართელოს ბაზრის დაკმაყოფილებას შევძლებთ და უცხოურ ბაზარზე გასვლა უბრალოდ დროის

საკითხია.

საქართველოში ადგილობრივი და განსაკუთრებით, უცხოელი მომხმარებლის


მხრიდან მზარდია მოთხოვნა ნატურალურ პროდუქციაზე, მათ შორის, ღვინისა და
ალკოჰოლური სასმელების სფეროში. ამას მოწმობს სხვადასხვა ახალი კერძო
სუბიექტების დაარსება, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნატურალურ
წარმოებას.კომპანია “რირავო” და კომპანია “ანასეული”.მათი საქმიანობა სანიმუშოა ქართული
არყისმწარმოებლებს შორის, მაგრამ თითოეულ მათგანს უხდება დიდი ბრძოლა საკუთარი ადგილის და

იმიჯის დასამკვიდრებლად.

კომპანია “რირავო”ხილის არყებს აწარმოებს ადგილობრივი მწიფე და ცოცხალი


სეზონური ხილისგან, ორჯერადი გამოხდის ტექნოლოგიით, ეს კი საინტერესო
არომატულ თავისებურებებს სძენს სასმელს, სადაც მკვეთრად ჩანს

9
ფეიხოას,კომშის,ვაშლის,კივის და ხურმის სასიამოვნო არომატები. კომპანია ცნობადია,
როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასეთი კონკურენტის არსებობა
ჩვენს საქმიანობას უფრო კოკურენტუნარიანს ხდის. კოკნურენტული უპირატესობის
მოსაპოვებლად აუცილებელია კონკურენტის სუსტი მხაარების აღმოჩენა, რაც
ნებისმიერ კომპანიას აქვს. „რირავო“ ორიენტირებულია ძირითადად ექსტორზე და
ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად ცნობადია. ეს ფაქტი გვაძვლევს სტიმულს, რომ
ადგილობრივი ბაზრის დიდი ნაწილი ჩვენ ავითვისოთ. გარდა ამისა კოპანია რირავო
თავის იმიჯზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს, რაც გამოიხატება მის
ონლაინმარკეტინგში. მათ არ აქვთ უწყვეტად მოქმედი სოციალური ქსელები, ასევე არ
აქვთ ონლაინ შოპები და მათი ატვირთული კონტენტი არ შეესაბამება დღევანდელ
სტანდარტებს. ჩვენ ვითვალისწვინებთ იმ ფაქტს რომ 21-ე საუკუნე ციფრული ეპოქაა
და გამომდინარე აქედან, აუცილებელია, კომპანია ციფრულ მარკეტინგზე მეტად
ორიენტირებული იყოს. გამართული სოციალური ქსელები და მოხმარებელთან
უწყვეტი კავშირი ჩვენი უპირატესობა იქნება. კომპანია რირავო თავის საქონელს
მაღალ ფასებში ყიდის (50-68₾). შედარებით დაბალი ფასი (40-55₾) საშუალებას
მოგვცემს უფრო მეტი მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხდეთ.

მეორე დიდი კონკურენტი კომპანია „ანასეულია“, რომელსაც რირავოსგან


განსხვავებით მოწესრიგებული სოციალური ქსელები აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის
ფაქტი, რომ საგოზადოებისათვის არყის დამზადების ტექნოლოგია ცნობილი არ არის.
ის თავის პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, რომლის ფასი 27-35
ლარებში მერყეობს. მართალია ეს ფაქტი, მას დიდ კონკურენტულ უპირატესობას
ანიჭებს, მაგრამ ბადებს ეჭვებს, რომ პროდუქტი არ არის მაღალი ხარისხის.

ორივე კომპანია სოციალური პასუხისმგებლობაზე ყურადღება გამახვილებული


არ აქვს, რაც გრძელვადიანი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი კონპონენტია.
მათგან განსხვავებით, ჩვენ საწარმოს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა ექნება და
ძირითადად ვიმოქმდებთ დაინტერესებული მხარის მიდგომით. კომპანია ჩაერთვება

10
სხვადასხვა ღონისძიებაში და საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ მოვლენებს
გამოეხმაურება.

3.პროდუქციის (წარმოების) დაგეგმვა

დიზაინი

შეფუთვა პროდუქტის შეთავაზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.


ნებისმიერი ნივთი, მისი ღირებულების მიუხედავად, უფრო მეტად ამაღელვებელია,
როდესაც მიმზიდველად არის შეფუთული. "გილგამეშს" ექნება დასამახსოვრებელი
და თვალშისაცემი ეტიკეტი, ეტიკეტის ტექსტი, ბოთლის ფორმა, საცობი, კაფსულისა
და ყუთის დიზაინი. თითოეულ ამ ელემენტს შეაქვს წვლილი მოხმარების ზრდაში
და დასახული მიზნების მიღწევაში.

ეტიკეტი

არყის ეტიკეტი არის პირველი რამ, რასაც მომხმარებელი ბოთლზე ამჩნევს.


მრავალი მარკეტოლოგი თვლის, რომ ეტიკეტი იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც
პროდუქტი ბოთლში. ეტიკეტები უნდა იყოს მიმზიდველი, ესთეტურად
მომხიბვლელი, ინფორმატიული და პასუხობდეს არყის ქარხნის იდენტურობას. ამ
მიზეზით შპს “გილგამეში” ქირაობს 1 დიზაინერს ეტიკეტის ალბომის შესაქმნელად.

ბოთლი

ჩამოსასხმელი ბოთლის შერჩევაში მსოფლიოს არყის ქარხნები მისდევენ ევროპულ


ტრადიციებს. არაყს ჩამოვასხამთ 750 მლ და 375მლ ბოთლში და გამოვიყენებთ
ტრადიციულად ბოთლის ფორმასა და ფერებს.

11
არყის ჩამოსასხმელი ბოთლების ძირითადი ზომები:

ბოთლის მოცულობა მლ- სიმაღლე გარე ყელის შიგა 100ბოთ


დასახელება ობით.ნომინალური, მმ-ობით დიამეტრი დიამეტრი ლის
სავსე. მმ-ობით მმ-ობით წონა კგ-
ობით
კონიაკი 500 540+_15 278+_3 69,5+_1 16+_0,5 46

საცობი

ყოველმა არყის ქარხანამ უნდა განსაზღვროს რომელი ტიპის საცობი


გამოიყენოს. არყისთვის გამოიყენება კორპის საცობი. კორპის საცობის ზომა არყის
ბოთლების დასახუფად 18x 30 მმ. უნდა იყოს. საცობის მხარე, რომელიც ბოთლში
დაბლაა ჩაშვებული უნდა იყოს სარკისებრი, არ უნდა ჰქონდეს ნაბზარი ჭიის
ნახვლელარი ან მსხვილი ფორმები.

კაპსულა

კაპსულით სრულდება შეფუთვის პროცესი. იგი ბოთლს პროფესიულ იერს


სძენს, რადგან კაპსულა წმინდა კოსმეტიკური ატრიბუტია, ყურადღება უნდა მიექცეს
იმას რამდენად ამდიდრებს იგი ბოთლის ეტიკეტსსა და შეფუთვის ფორმატს.
კაპსულების არჩევანი საკმაოდ ფართოა: უახლესი პლასტიკური კაპსულები,
დაბეჭდილი სურგუჩი, ტრადიციული ფოლგის კაფსულები. ფოლგის კაფსულები
განსაკუთრებით მიღებულია სტანდარტული მაღალი დონის არყებში ამიტომ შპს
“გილგამეში” ფართოდ გამოიყენებს ამ ტიპის კაფსულებს თავის წარმოებაში.

ყუთი

12
ყუთის ტიპი და მასში ბოთლების რაოდენობა შეფუთვითი გადაწყვეტილების
საბოლოო ეტაპია. არყის სხვადასხვანაირ ყუთებში შეიძლება შეიფუთოს: მუყაოს 12-
ბოთლიან ყუთებში, მუყაოს 6-ბოთლიან ყუთებში, ხის 12-ბოთლიან ყუთებში, ხის 6-
ბოთლიან ყუთებში, მუყაოს 3-ბოთლიან სანიმუშო ყუთში.აქედან ჩვენ გამოვიყენებთ
მუყაოს 12-ბოთლიან ყუთებს.

წარმოება

მაღალი პროდუქტის შეძენა და ასეთივე გამორჩეულად გემრიელი


არყისწაემოება იქნება “გილგამეში”-ის უპირველესი პრიორიტეტი. კომპანია
აწარმოებს სხვადასხვა არომატის არაყს სეზონურად.

არყის წარმოების პროცესი

არაყს დავამზადებთ შაქრის ან სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო


გამოხდით; შაქრის შემცველ ნედლეულს გამოვხდით ალკოჰოლური დადუღების,
სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების
შემდეგ. ამგვარი გზით მივიღებთ ფეიხოას,მარწყვის,კომშის,პიტნის და ტარხუნის
არომატის არაყს. ასე მიღებულ არაყს შენარჩუნებული აქვს გამოყენებული
ნედლეულის გემო და არომატი.

გამოვიყენებთ შემდეგ ჯიშებს:

 ფეიხოა:ჩოისეანა — მისი ნაყოფი დიდი ზომისაა, სიმეტრიული, ოვალური. აქვს


საუცხოო გემო. ადრეული ჯიშია. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. მოითხოვს
დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვას.
 კომში:ქართული მჟავე
 მარწყვი:ელსანატა

13
 პიტნა
 ტარხუნა

4.მარკეტინგი და გასაღება
4.1მარკეტინგული სტრატეგია

მარკეტინგზე ფიქრისას პირველი უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ


დააკმაყოფილებს საქონელი მომხმარებელთა მოთხოვნილებებს. მოგეხსენებათ
მსუბუქი, გემრიელი და არომატული არყის მომხმარებლები უმეტესწილად
ქალბატონები არიან, რომელთა ასაკია 27+. ანალიზის შედეგად დადგინდა რომ არაყი
გამოიყენება სადღესასწაულოდ ,ასევე კარგი საჩუქარია ნებისმიერი ადამიანისთვის.
ეს განხსვავებული, გამორჩეული არომატის მქონე არაყი კი თქვენს დღესსასწაულს
გამორჩეულს და დაუვიწყარს გახდის.

არყის ინდუსტრია მეტისმეტად დივერსიფიცირებული, ძალზედ


კონკურენტული და გადაჯერებულია. არყის ქარხნებს უწევთ არა მარტო
შიდაკონკურენციის გადალხვა, არამედ გიგანტურ საგარეო კონკურენციის პირობებში
ბრძოლა. პრობლემა იქმნება ადგილობრივი ქარხნების ერთობლივი ეროვნული
სტრატეგიის არარსებობის პირობებში. ადგილი აქვს არა ექსპანსიას საერთაშორისო
ბაზარზე, არამედ სუსტ გარღვევებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებსაც ადვილად
ანეიტრალებენ მძლავრი მარკეტინგის მქონე მწარმოებლები.

რაც შეეხება მომხარებლების სეგმენტს და კომპანიის სამიზნე აუდიტორიას, ეს


იქნება ქალბატონების სეგმენტი, რომლებიც არიან 27+, არყის შემადგენლობიდან
გამომდინარე, პროდუქტის ფასი იქნება საშუალოზე ონდავ მაღალი, ამიტომ ისეთი
სეგმენტი გვჭირდება, რომელსაც შეეძლება თავისუფლად შეძენა.

14
4.2 საფასო და სასაქონლო პოლიტიკა
როგორც უკვე ავღნიშნეთ ალკოჰოლურ სასმელებზე ქართულ ბაზარზე დიდი
მოთხოვნაა, გამომდინარე აქედან ფასის დადგენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაზარზე არსებული პოპულარული კომპანიების
“რირავო” და “ანასეულის” საფასო პოლიტიკა :

კომპანია “რირავო” თავის პროდუქციას საშუალოდ 58-68 ლარამდე ყიდის,


თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს უკანაკნელი უმეტესწილად აწარმოებს
ნახევარ ლიტრიან არყებს. ანასეულის პროდუქცია დაფასოებულია 27-35 ლარებში.

ქართული ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგი დასკვნა


გამოვიტანოთ: მომხარებელს სურს იყიდოს ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც არ
იქნება დაკავშირებული დიდ თანხებთან. სწორედ ამიტომ მომხარებელს შევთაზებთ
, საკამოდ კარგი ხარისხის პროდუქციას ხელმისავწდომ ფასში. საწყის ეტაპზე არყის
ფასი შეადგენს 40-55 ლარს. ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ
მომხარებელი ფასების ცვლილებას ნეგატიურად აფასებს, გამომდინარე აქედან
კომპანია ორიენტირებული იქნება პროდუქციის ფასებზე, რომელიც ბაზრის
შესაბამისი იქნება. თითოეული სახის არყის ფასი განისაზღვრება მისი სეზონით.
რასაკვირველია, ზამთარში მარწყვის არყის ღირებულება შედარებით მეტი იქნება
ვიდრე სხვა დანარჩენი სეზონის არყის.

წლების მიხედვით დაგეგმილი არყის პროდუქციის წარმოება-გაყიდვა

წარმოებული ფეიხოას კომშის მარწყვის პიტნის ტარხუნის


პროდუქცია არაყი არაყი არაყი არაყი არაყი
Iწელი 1500 1500 1500 750 750
IIწელი 1500 1500 1500 750 750
IIIწელი 1500 1500 1500 750 750
IVწელი 2500 2500 2500 1750 1750
Vწელი 3500 3500 3500 2750 2750

15
როგორც ავღნიშნეთ, შემოდგომას ვაწარმოებთ ფეიხოას მაგრამ მხოლოდ 50%
ვყიდით ხოლო დანარჩენ 50% მარაგში ვინახავთ სხვა სეზონებზე გასაყიდად.
ანალოგიური იქნება დანარჩენ პროდუქციებზეც:კომშეც,მარწყვზეც,პიტნასა და
ტარხუნაზეც.

ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი იქნება პირველი წელი,რადგან საწარმო


ფუნქციონირებას შემოდგომას იწყებს, ამგვარად პროდუქცია შემდეგნაირად გაგვაქვს
ბაზარზე :

 შემოდგომა-50% ფეიხოა
 ზამთარი-15% ფეიხოა, 50% კომში
 გაზაფხული-15 % ფეიხოა, 15 % კომში, 50 % პიტნა, 50% ტარხუნა
 ზაფხული-20% ფეიხოა, 15 % კომში, 15% ტარხუნა, 15%პიტნა, 50%
მარწყვი

სეზონები ფეიხოა კომში პიტნა ტარხუნა მარწყვი


შემოდგომა 50%
ზამთარი 15% 50%
გახაფხული 15% 15% 50% 50%
ზაფხული 20% 15% 15% 15% 50%

დანარჩენი წლები:

 შემოდგომა-50% ფეიხოა, 20% კომში, 15% პიტნა, 15 %ტარხუნა, 15%


მარწყვი
 ზამთარი-50% კომში, 20% ტარხუნა, 20% პიტნა, 15% მარწყვი 15% ფეიხოა

16
 გაზაფხული- 50% პიტნა, 50% ტარხუნა, 15% ფეიხოა, 20% მარწყვი, 15%
კომში
 ზაფხული- 50% მარწყვი, 20%ფეიხოა, 15%ტარხუნა, 15% პიტნა, 15%
კომში

სეზონები ფეიხოა კომში პიტნა ტარხუნა მარწყვი


შემოდგომა 50% 20% 15% 15% 15%
ზამთარი 15% 50% 20% 20% 15%
გაზაფხული 15% 15% 50% 50% 20%
ზაფხული 20% 15% 15% 15% 50%
სულ სულ სულ 100% სულ 100% სულ 100%
100% 100%

4.3 გასაღების პოლიტიკა

17
პირველი და საკმაოდ პოპულარული მარკეტინგული არხი არის პირდაპირი
გაყიდვები კლიენტებზე. მრავალ არყის ქარხანას მოსწონს ეს გზა, რადგანაც ეს
იძლევა საშუალებას საცალო ფასებში გაიყიდოს არაყი. ჩვეულებრივი მიღებული
ფორმაა გაყიდვები სადეგუსტაციო დარბაზიდან.

მეორე მარკეტინგული არხი არის ბითუმად მოვაჭრეებზე გაყიდვები ქვეყნის


შიგნით. შესაძლებელია პირდაპირი გაყიდვები რესტორნებზე და ალკოჰოლური
სასმელების მაღაზიებზე. ამ გაყიდვების დროს იზრდება მარჟა, თვითპრეზენტაცია
და შესაძლებლობა-განვითარდეს ურთიერთკავშირები საცალო მოვაჭრეებთან.

მესამე მარკეტინგული არხი გულისხმობს გაყიდვებს დისტრიბუტორებზე, რაც


აუცილებელი და გარდაუვალი ფაქტორია საზღვარგარეთ ვაჭრობაში. თავიანთი
ფართო კონტაქტებით საცალო მოვაჭრეებთან დისტრიბუტორები ერთ-ერთი
ყველაზე მძლავრი მარკეტინგული იარაღია. დისტრიბუტორები კომპანიას
საშუალებას აძლევენ ხელმისაწვდომი გახადოს თავისი პროდუქცია უცხოეთის
რესტორნებისა და მთლიანად არყის ბაზრისათვის.

“გილგამეში” -ის არყის გაყიდვები მოხდება შემდეგი წერტილებიდან:

 რესტორნები
 ალკოჰოლური მაღაზიები

4.4 ონლაინ მარკეტინგი და გაყიდვები


ონლაინ მარკეტინგი დაეხმარება კოპანიას სხვადასხვა მიზნების მიღწევაში ესენია:

18
1. იმიჯი- კვლევის თანახმად დადგინდა რომ გაყიდდვების მოცულობა
დამოკიდებულია იმიჯზე, მას 70% ეკუთვნის. ამიტომ დიდ ყურადღებას
დავუთმობთ ონლაინ მარკეტინგსაც. აუცილებლად კომპანიას ექნება
სოციალური ქსელები: FACEBOOK, INSTRAGRAM, TIKTOK.ასევე გვექნება
ვებგვერდიც და პროდუქტის გაყიდვა მოხდება ამ გვერდიდან. ასევე
განვიხილეთ ისიც რომ ჩვენი პროდუქცია განვათავსოთ მიტანის სერვისის
კოპმანიებთანაც როგორებიცაა GLOVO, WOLT, BOLT , მაგრამ რადგან 20%
მიაქვს გაყიდვის, ჩვენი ბოთლების რაოდენობა კი თავიდან არის ცოტა,
ამისგამო თავდაპირველად არ ვითანამშრომლებთ მსგავსი მომსახურების
კომპანიებთან. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაც უფრო მეტ
სოციალურ ქსელში ხარ და რაც უფრო ბევრ თვალს ხვდება კოპმანიის სახელი
და პროდუქტი, მით მეტია ცნობადობა, შესაბამისად მეტი გაყიდვა და
სხვადასხვანაირი სეგმენტის მოზიდვაა შესაძლებელი.
2. გაყიდვების სტიმულირება-

აუცილებელია ძლიერი პრომოუშენისათვის მარკეტინგის დაფინანსება.


რამდენიმე ათასი ლარია გათვლილი ბილბორდის შესაქმნელად, ასევე პერიოდული
განახლებისათვის. შპს “გილგამეში” -ის ამბიციური მიზნებიდან გამომდინარე მისი
მარკეტინგის ამოცანა იქნება ორიგინალური სარეკლამო და პრომო სვლების
გაკეთება.

4.5 საწარმოო გეგმა


იმისთვის რომ ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია გვჭირდება
შესაბამისი ხარისხის ნედლეული. მაღალი ხარისხის ნედლეულს შევიძენთ
სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში. არიან ოჯახები, რომლებიც ყიდიან

19
პროდუქტს პირდაპირ ბაზარზე ან ბითუმად მოვაჭრეებს აბარებენ დიდ ოდენობას.
ჩვენ შევიძენთ მთლიან მოსავალს 2 ან 3 ოჯახისგან და იქვე ვიქირავებთ ფართს,
რომელიმე ადგილობრივი ოჯახისგან. იმასთვის, რომ განვსაზღროთ წარმოებისათვის
საჭირო ნედლეულის რაოდენობა, დავიქარევბთ სპეციალისტს, რომელიც საწარმოს
ფუნქციონირების დაწყებამდე დაგვაკვალიანებს მოცემულ საკითხში, გარდა ამისა
შეგვასწავლის არყის წარმოების ტექნოლოგიას. რადგან წალენჯიხაში მოდის მეტი
ფეიხოა, ამიტომ არაყს დავამზადებთ იმავე სოფელში.

არაყს დავამზადებთ შაქრის ან სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო


გამოხდით; შაქრის შემცველ ნედლეულს გამოვხდით ალკოჰოლური დადუღების,
სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების
შემდეგ. ამგვარი გზით მივიღებთ ხილის, ჭაჭის სანთლის, პურისა და სხვა არაყს. ასე
მიღებულ არაყს შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის გემო და
არომატი.კონკრეტულად კი ფეიხოას, კომშის, პიტნის, ტარხუნისა და მარწყვის
არომატები.

შესაბიმისი მეთოდით წარმოებისათვის დაგვჭირდება დესტილატორი, რომლის


ღირებულება 1920 ლარია და ტევადობა 150 ლ შეადგენს. საწყის ეტაპზე მხოლოდ
ერთი მოდელი დაგვჭირდება.

ექსპორტი

ჩვენი კომპანია “გილგამეში” წარმატების შემთხვევაში არაყს (არომატებით:ფეიხოა,


კომში, პიტნა, ტარხუნა და მარწყვი) გაყიდის არამხოლოდ საქართველოში,
(საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორება მოხდება ლარში, ეროვნული კურსის
გათვალისწინებით,რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი ტიპის
ვაჭრობა აშშ დოლარში,ევროში და ა.შ.) არამედ გავიტანთ საერთაშორისოზე
ბაზარზე, კონკრეტულად კი: ესპანეთში, პორტუგალიაში,იტალიაში, საფრანგეთსა და
ავსტრიაში. წარმატების შემთხვევაში პროდუქციას ასევე გავიტანთ ამერიკაშიც.
საწყის ეტაპზე მხოლოდ მცირე ნაწილს გავიტანთ ექსპორტზე მოთხოვნის

20
შესასწავლად, ხოლო ადგილის დაკვიმდრების შემდეგ, განვსაზღვრავთ გასატან
რაოდენობას. ( ექსპორტზე ვაჭრობა, ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომლის
პროგნოზირებას ვერ შევძლებთ სანამ ადგილობრივ ბაზარზე არ მივაღწევთ შესაბამის
შედეგს რაც მოიცავს 3-4 წელიწადს.)

5. მენეჯმენტი და ოპერაციები

წარმატებული ორგანიზაციის წინაპირობა თავისთავად მოიაზრებს კარგ


მენეჯმენტს.ვინაიდან და რადგანაც,ჩვენი ბიზნესი ,საწყის ეტაპზე, ფართო მასშტაბს
არ მოიცავს ,ორგანიზაციული სტრუქტურაც უფრო მარტივია. ჰორიზონტალური
დანაწილება, რაც გულისხმობს იერარქიულ დაქვემდებარებას,გაამარტივებს საწყის
ეტაპზე არსებულ გაუგებრობებს. მაგალითად:მფლობელი, მაღალი რგოლის
მენეჯერი, უშუალოდ უხელმძღვანელებს დაქირავებულ მომუშავე პირებს.
თავდაპირველად, მენეჯერის საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კონტროლსა და
ფიზიკური შრომის კოორდირინებას. მოტივაციის ასამაღლებლად,გამოვიყენებთ
მსოფლიოში აკრედიტირებულ მეთოდს,რაც გულისხმობს 5 ქულიანი სისტემით
შეფასებას,შესრულებული გეგმისა და კოლეგიალურობის გათვალისწინებით.ამ
სისტემის მიხედვით ,მოწინავე ადგილზე მყოფი პირი დაჯილდოვდება და
წახალისდება ფულადი ჯილდოთი,დაწინაურებით,რაც კარგ გავლენას მოახდენს მათ
მწარმოებლურობაზეც.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მართვის ცენტრალიზაციასა და


გადაწყვეტილების მიღების საკითხს. როგორც ცნობილია, შრომის ნაყოფიერების
ასამაღლებლად საჭიროა მუშაკთა სპეციალიზება ფიზიკურ შრომაზე,ამის

21
მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართვა კომპანიის მართვისას.
სრულიად შესაძლოა მათ არ ჰქონდეს საკმარისი ცოდნა მართვასთან დაკავშირებით,
თუმცა მათი აზრის მოსმენა ძალიან დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების
მიღებაში და დიდ როლსაც ითამაშებს მუშაკთა სტიმულირებაში, რადგან აზრის
გამოხატვისას თანამშრომლები თავს უფრო მეტად გრძნობენ კომპანიის ნაწილად და
უფრო მეტი მონდომებითა და ენთუზიაზმით უდგებიან სამუშაოს. სწორედ ამიტომ
გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებალდ უნდა იყოს ნათელი,ლოგიკური და
კომპანიის წევრებისთვის მისაღები, მათი უშუალო მონაწილეობით უნდა იქნეს
მიღებული, რათა მომავალში ამ ფაქტმა არ შექმნას რაიმე გაუგებრობა და არ
გამოწვიოს ჯაჭვური რეაქცია. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა გამოიწვიოს
მწარმოებლურობის დაქვეითება სტიმულირების დაქვეითებასთან ერთად. შეკრება
პერსონალთან მოხდება კვირაში ერთხელ ,სადაც განისაზღვრება მკაფიო მიზნები და
გაეცნობიან სიახლეებსაც.

მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ორგანიზაციული განვითარების


დაგეგმვა. კომპანია “გილგამეში”-ს აქვს დიდი გეგმები, რაც გულისხმობს ბაზრის
გაფართოებას.ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად საჭიროა მისი მენეჯმენტისა
და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებაც. კომპანიის ზრდასთან ერთად
საჭირო გახდება,რომ ჩამოყალიბდეს ჯერ დაბალი,ხოლო შემდეგ საშუალო რგოლის
მენეჯმენტი. იქიდან გამომდინარე,რომ კადრების რაოდენობა ორგანიზაციის
გაფართოების შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება, ტოპ მენეჯერი უკვე ვეღარ
შეძლებებს რომ ყოველ მუშაკს უხელმძღვანელოს რის გამოც საჭირო იქნება დაბალი
და საშუალო რგოლის მენეჯერების დაქირავება. პროდუქციის ზრდასთან ერთად
მოხდება სპეციალიზაცია პროდუქტისა და პროცესების მიხედვით. წარმოების
მოცულობის ცვლილება გამოიწვევს მომუშავეთა გაზრდასაც, რაც შრომით
რესურსებზე მოთხოვნასაც გაზრდის.

22
მენეჯმენტის გუნდი(საკადრო პოლიტიკა):

საწყის ეტაპზე კომპანიას ექნება: გასაღება-წარმოების, მარკეტინგის,


მენეჯმენტისა და ფინანსების დეპარტამენტები, რომლებსაც ჩვენ საწარმოს
დამაარსებლები ვუხემძღვანელებთ.

 მარკეტინგი თათა ჟამერაშვილი


 მენეჯმენტი ქეთო ჭიჭიაშვილი
 ფინანსები ნიკა ექიზაშვილი
 წარმოება-გასაღება ვანო ტვილდიანი

ქეთო ჭიჭიაშვილი უხელმძღვანელებს კომპანიის მენეჯმენტს. იგი იქნება


კომპაანის მაღალი რგოლის მენეჯერი. მისი უფლება-მოვალეობებია:

კომპანიის მიზნების და სტრადეგიების განსაზღვრასხვების სამუშაოს კორდინირება


და ზედამხედვველობა აესევე მისი მოვალეობა იქნება გადაწყვეტილების მიღებასთნ
დაკავშირებული როლები: მოლაპარაკებები ინვესტორებთან, პრობლემის
აღმოფხვრა, რესურსების სწორად გამანაწილებელი და მომუშავე პერსონალის
ზედამხედველობა.

კომპანიის მიზნების და სტრადეგიების განსაზღვრა,სხვების სამუშაოს კორდინირება


და ზედამხედვველობა. ასევე მისი მოვალეობა იქნება გადაწყვეტილების მიღებასთნ
დაკავშირებული როლები: მოლაპარაკებები ინვესტორებთან, პრობლემის
აღმოფხვრა, რესურსების სწორად განაწილება და მომუშავე პერსონალის
ზედამხედველობა.

ფინანსებს გააკონტროლებს ნიკა ექიზაშვილი და შეითავსებს ბუღალტრის


ფუნქციებს . ბუღალტერს ევალება ფინანსური მდგომარეობის ანალიზი,
შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა.

23
აგრეთვე გადასახადებთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება. შპს-ს
დეკლარაციების შევსება და გადასახადების დროული გადახდა.

მარკეტინგს უხემძღვანელებს თათა ჟამერაშვილი, მას ევალება რეაგირება


მომხმარებელთა გემოვნების ცვლილებაბე. ასევე იმუშავებს პროდუქტის
განვითარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება ორგანიზაციის საერთო
შედეგები. მას ევალება ეფექტური კონკურენტული სტრატეგიის შექმნა, რაც
მოითხოვს კონკურენტული უპირატესობის გააზრებას, რომელიც ორგანიზაციას
გამოარჩევს, ეს განმასხვავებელი ნიშანი წარმოიშვება ორგანიზაციის მთავარი
კომპეტენციების წყალობით, ანუ იმის კეთებით, რასაც სხვები ვერ ახერხებენ ან
უფრო უკეთ კეთებით.

წარმოება-გასაღებას უხელმძღვანელებს ვანო ტვილდიანი. მისი მოვალეობა იქნება


გააკონტროლოს საწარმოში მიმდინარე წარმოების პროცესები, წარმოებასთან
დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და დროული რეაგირება. მას ასევე ევალება
ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიების აღმოჩენა, შესწავლა და საწარმოში მისი
დანერგვა. ხოლო რაც შეეხება გასაღებას მან ზუსტად უნდა განსაზღვროს როგორ და
რა რაოდენობის არაყს მიაწოდებს რესტორნებსა და ალკოჰოლურ მაღაზიებს.

თავდაპირველად გვეყოლება მცირე მომუშავე პერსონალი. რაც შეეხება მუშა


ხელს, თავდაპირველად ვიქნებით ჩვენ, ანუ ბიზნესის მფლობლები 3-4 კაცი. ასევე
შესაძლებელია მაქსიმუმ 2 მუშა ხელის დაქირავება, ეს შეიძლება იყოს ფართის
მფლობელი ან რომელიმე ადგილობრივი ოჯახის წევრი. რაც შეეხება როლების
განაწილებას 1 კვირა დაგვჭირდება რომ დავლაგდეთ და გავაანალიზოთ ვის რომელი
საქმე უკეთ გამოსდის, თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ მომუშავეებს მოუწევთ
თითქმის ერთნაირი, მარტივი საქმის კეთება,ასე რომ დიდად არ ექნება მნიშვნელობა
ვინ რომელ საქმეს გააკეთებს(ესენია:ნედელეულის გადმოტვირთვა შემდეგ
მოთავსება და ა.შ) აუცილებელია 2 მა კაცმა მაინც ისწავლოს თანამედროვე სახდელი
არყის მოხმარების წესი, რათა ახალ დაქირავებულ მუშაკებს გაუზიარონ ცოდნა და

24
არგახდეს ხელახლა ექსპერტის დაქირავება აუცილებელი. რაც შეეხება დეტალურად
როლების განაწილებას და დეპარტამენტებს იქნება შემდეგნაირად. კომპანიის
დაამარსებლები იქნებიან საწარმოს დირექტორთა საბჭოს წევრები ისინი ერთად
განიხილავენ და გადაწყვეტენ საწარმოში არსებულ პრობლემებს. თავდაპირველად
საბჭოს წევრები გაინაწილებენ დეპარტამენტების საქმიანობას. რაც რესურსების
დაზოგვას ხელს შეუწყობს

არაყს დავამზადებთ შაქრის ან სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო


გამოხდით; შაქრის შემცველ ნედლეულს გამოვხდით ალკოჰოლური დადუღების,
სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების
შემდეგ. ამგვარი გზით მივიღებთ ფეიხოას,მარწყვის,იომშის,პიტნის და ტარხუნის
არომატის არაყს. ასე მიღებულ არაყს შენარჩუნებული აქვს გამოყენებული
ნედლეულის გემო და არომატი.

წალენჯიხაში არსებული ფეიხოას პლანტაციები და დანარჩენი ხილის არსებობა


სხვადასხვა ლოკაციებზე (ზუგდიდის მიმდებარე სოფლები), სხვადასხვა აგრობაზრები
საშუალებას გვაძლებს საწარმო ნედლეულით მოვამარაგოთ.

უფრო დეტალურად წარმოების პროცესი ასეთია: შეძენილი ნედლეულის


შემოწმების, გადარჩევის და მოწესრიგების შემდეგ, აუცილებელია მათი
დაკეპვა(დანაწევრება). ეს დანაწევრებული ხილი მოთავსდება
დესტილატორში,დაესხმება წყალი და გარკვეული რაოდენობის შაქართან შეზავების
შემდეგ დაიწყებს დუღილს. ნებისმიერ ხილს გარკვეული ტემპერატურის
შენარჩუნება სჭირდება დუღილის დროს. როცა ნიშნული ამ ტემპერატურას მიაღწევს
იწყება არყის გამოხდა. დესტილატორი ძალზედ ხელსაყრელი აპარატია,რომელიც
მრვალ ფუნქციას ითავსებს ერთდროულად და აადვილებს წარმოების პროცესს.

მას შემდეგ რაც ჩვენ მიერ წარმოებული არაყი გაივლის ხარისხის კონტროლს,
მოხდება მისი შეფუთვა(აღსანიშნავია, რომ ქარხანაში შენახული იქნება გარკვეული
არყის მარაგიც),შემდეგ კი რეალიზაცია და განაწილება ყველა იმ მაღაზიათა ქსელში,

25
რომლებთანაც შეთანხმება გვაქვს. თუმცა ხარისხის კონტროლის დროს შესაძლოა
მოხდეს ე.წ „დაწუნებული“ პროდუქციის აღმოჩენა, რომელიც დაემქვედებარება
განადგურებას, ან შესაძლოა მისი სხვა კუთხით გამოყენება, თუნდაც გადამუშავება.

6. ფინანსური გეგმა

მას შემდეგ რაც განვიხილავთ მარკეტინგულ სტრატეგიას და მენეჯმენტის


სტრუქტურას განვსაზღვრათ, აუცილებელია საფინანსო გეგმის შედგენა. იგი მოიცავს
იმის განსაზღვრას, თუ რა რაოდენობის ფინანსური რესურსებია საჭირო კომპაანის
საქმიანობისთვის. საწყისი კაპიტალი, რომელიც კომპანიის დაარსებისთვის საჭიროა
შეადგენს 130 000ლარს. საწყისი კაპიტალის ნაწილს პირადი დანაზოგები შეადგენს,
ხოლო დანარჩენი ინვესტორებისგან მოზიდული თანხები.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ვაპირებთ 80000 ლარის ნედლეულის შეძენას


სოფლებში, კერძოდ წალენჯიხაში და ამიტომ უკეთესია, რომ ფართი ვიქირავოთ
ამავე სოფელში რომელიმე ოჯახისგან. შესაბამისად დანახარჯები იქნება შედარებით
მცირე, ფართის იჯარით აღებისგან განსხვავებით. სავარაუდო თვიური ხარჯია 2 000
ლარი. ეს მოიცავს ფართის ქირას და კომუნალურებს(გაზი,დენი წყალი). დიზაინი,
ლოგო, დესტილატორი(ტრანსპორტირება),სპეციალისტის ქირა ერთჯერადი
ხარჯებია, რომლებიც ჯამურად შეადგენს 5580 ლარს შეადგენს. ასევე ტარა და ტარა
მასალების წლიური ხარჯი 16600 ლარია.

დაგეგმილი ხარჯები

ხარჯები ლარი
ქირა და კომუნალურები 2000₾
ბოთლი 1ც 5₾

26
ყუთი 1ც 1₾
ლოგო და დიზაინი ერთჯერადად 500₾
სპეციალისტი ერთდჯერადად 3000₾
დესტილატორი 1 ც 1920₾+ტრანსპორტ.150₾(ერთჯერადად)
ნედლეული
ფეიხოა 9 ტ (სეზონზე) 31050₾
მარწყვი 9ტ (სეზონზე) 36000₾
კომში 9 ტ (სეზონზე) 13500₾
პიტნა/ტარხუნა 1000₾

 მოგახსენებთ, რომ ნედლეულის რაოდენობა არის მიახლოებული. ზუსტი


რაოდენობის დათვლა მოხდება ექსპერტთან კონსულტაციის შემდეგ.

შემოდგომის სეზონი

 ფეიხოას არაყი 750მლ 48₾ 375მლ 26₾


 კომშის არაყი 750მლ 45₾ 375მლ 24₾
 მარწყვის არაყი 750მლ 52₾ 375მლ 28₾
 პიტნა/ტარხუნა 750მლ 45₾ 375მლ 24₾

ზამთრის სეზონი

 ფეიხოას არაყი 750მლ 54₾ 375მლ 29₾


 კომშის არაყი 750მლ 43₾ 375მლ 22₾
 მარწყვის არაყი 750მლ 55₾ 375მლ 30₾
 პიტნა/ტარხუნა 750მლ 47₾ 375 მლ 26₾

გაზაფხულის სეზონი

 ფეიხოას არაყი 750მლ 50₾ 375მლ 27₾

27
 კომშის არაყი 750მლ 45₾ 375მლ 24₾
 მარწყვის არაყი 750მლ 50ლ 375მლ 27₾
 პიტნა/ტარხუნა 750მლ 40₾ 375მლ 21₾

გაფხულის სეზონი

 ფეიხოას არაყი 750მლ 52₾ 375მლ 28₾


 კომშის არაყი 750მლ 40₾ 375 მლ 21₾
 მარწყვის არაყი 750მლ 45₾ 375მლ 23₾
 პიტნა/ტარხუნა 750მლ 41₾ 375მლ 21₾

პირველი სამი წლის დაგეგმილი შემოსავლები

იანვ თებ მარტ აპრი მაისი ივნ ივლ აგვის სექ ოქტ ნოემ დეკ
ლ ტო
2024 _ _ _ _ _ _ _ _ 10167 10167 10167 1083
8

28
2025 10838 10838 11438 11438 11438 14174 14174 14174 15150 15150 15150 1447
2
2026 14472 14472 13554 13554 13554 14174 14174 14174 15150 15150 15150 1447
2
2027 14472 14472 13554 13554 13554 14174 14174 14174 15150 15150 15150 1447
2

2024-2025(სეზონიდან სეზონამდე)

შემოსავალი 139851

ხარჯები

კომუნალურები და ქირა 24000₾

ნედლეული 31150+36000-+13500+1000=81 650₾

ლოგო და დიზაინი 500₾

დესტილატორი 2080₾

ტარა და ტარა მასალები 13825+2765=16590₾

დისტრიბუცია 1000₾

მარკეტინგის ხარჯები 3000₾

ხელფასები 9600 ₾

საერთო მოგება 2431₾

მოგების გადასახადი 486₾

მოგება -ზარალი 1945₾

29
2025-2026(სეზონიდან სეზონამდე)

შემოსავალი 172050₾

ხარჯები

კომუნალურები და ქირა 24000₾

ნედლეული 81650₾

ტარა და ტარა მასალები 16590₾

დისტრიბუცია 1000₾

ხელფასები 12000₾

საერთო მოგება 36810₾

მოგების გადასახადი 7362₾

მოგება-ზარალი 29448₾

2026-2027(სეზონიდან -სეზონამდე)

შემოსავალი 172050₾

ხარჯები

კომუნალურები და ქირა 24000₾

ნედლეული 81650₾

ტარა და ტარა მასალები 16590₾

დისტრიბუცია 1000₾

ხელფასები 12000₾

საერთო მოგება 36810₾

30
მოგების გადასახადი 7362₾

მოგება-ზარალი 29448₾

შპს “გილგამეში”-ს SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები

1.კარგად შერჩეული შესასყიდი 1.დამწყების პოზიციები


ნედლეული მაღალკონკურენტულ ბაზარზე
2.მაღალტექნოლოგიური წარმოება 2.საკანონმდებლო სირთულეები
3.ფართო კონტაქტები ყველა დონეზე 3.ქვეყანაში მომავალი მდგომარეობის
4. მაღალი ხარისხის ბიზნეს-გეგმა შესახებ არაინფორმიულობა
4.ხედვის და მისიის გაუცნობიერებლობა
მომავალი პერსონალის მიერ

შესაძლებლობები საფრთხეები

1.ტრენინგები მენეჯმენტსა, 1.ცვლილებები საგადასახადო სისტემაში


საზოგადოებასთან ურთიერთობასა და 2.პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში
მარკეტინგში
2. გახდეს რეგიონალური ლიდერი
მაღალი დონის არყის წარმოებაში
3.სრულყოფილი ტურისტული პაკეტის
ფორმირება
4.უძრავი ქონების განვითარების და
რეკონსტრუქციის შესაძლებლობა

31
7.რისკების მართვა და შეფასება

ბიზნეს-გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკების შეფასება და


მათი შემცირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. რა თქმა უნდა, ბიზნესი
წარმოუდგენელია რისკების გარეშე, განსაკუთრებით რისკის შემცველი ბიზნესი
მაშინაა როცა საქმე ახალი ბიზნესის დაწყებას ეხება. ახალი ბიზნესისა და
პროდუქტის შექმნა დაკავშირებულია საბაზრო რისკებთან, რადგან ხშირ
შემთხვევაში ასეთი რისკების დაზღვევა არ ხდება სადაზღვეო კომპანიების მიერ.

შესაძლო რისკები:

 ინვესტორის დაკარგვა
 ნედლეულის ვერ მოპოვება
 ბაზარზე გამოჩენილი ახალი კონკურენტები
 ინფლანციური მოვლენები
 ქურდობა
 ხანძარი საწარმოში
 მუშახელის ჯანმრთელობის მდგომარეობა
 მომხმარებლის დაკარგვა

ინევსტორის დაკარგვის დროს შეგვიძლია თანხა ვისესხოთ ბანკიდან, მაგრამ ეს


საფრთხე რომ თავიდან ავიცილოთ საჭიროა დავარწმუნოთ ჩვენი საქმის
გამართულობაში და მასთან ხშირი კონტაქტი დავამყაროთ.

ნედლეულის ვერ მოპოვების შემთხვევაში ვერ ვაწარმოებთ საჭირო რაოდენობის


არაყს ეს რომ თავიდან ავიცილოთ საჭიროა წინასწარ შევუთანხმდეთ მათ ვისგანაც
ვიყიდით ნედლეულს,გავუფორმოთ კონტრაქტი ნედლეულის მიწოდებაზე. თუ
განსაზღვრული ნედლეული ვერ მოვიპოვეთ მას ჩავანაცვლებთ სხვა არომატით.

32
ბაზარზე გამოჩენილი ახალი კონკურენტები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს
ჩვენთვის რადგან შესაძლებელია მათ უკეთესი პროდუქცია აწარმოონ და უკეთ
დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნილებები. ეს საფრხეები თავიდა, რომ
ავიცილოთ საჭიროა კონკურენტების დროული შესწავლა.

ამგვარად, ჩვენს კომპანიას კარგად აქვს გააზრებული ის, თუ რამდენად


მნიშვნელოვანია მისთვის ხარისხი. შეკვეთის დაკარგვა საქონლის დაბალი ხარისხის
მიზეზით გაცილებით უარესი შედეგების მომტანია, ვიდრე მაღალი ფასის გამო: ასე
მომხმარებელი შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს; ამიტომ ჩვენი პროდუქცია
ხარისხის კონტროლს გაივლის წარმოების ყველა სტადიაზე, დაწყებული
ნედლეულის შესყიდვით, დამთავრებული მზა პროდუქციის შენახვით.

ამ სახის რისკის აცილების საუკეთესო გზაა კონკურენტებსა და ბაზარზე


შექმნილი ვითარების შესახებ მაქსიმალურად ყოვლისმომცველი ინფორმაციის
მოპოვება. თუმცა,ინფორმაციის მოპოვება გარკვეულ სირთულეებთან არის
დაკავშირებული. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თუ ჩვენ წარმატების შემთხვევაში
გავიტანთ ექსპორტზე არაყს, ჩვენი კომპანიის კონკურენტებად განიხილებიან
უცხოელებიც. აღსანიშნავია რომ, შეიძლება ჩვენი პროდუქციის რეცეპტისა და
ტექნოლოგიების იურიდიულად დაცვაც, რაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება
პოტენციური კონკურენტების ბაზარზე შემოსვლაში.

აგრეთვე,მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს ინფლაციური


მოვლენების საფრთხის შეფასება და მართვა. ცნობილია,რომ ინფლაცია აძვირებს
წარმოების ფაქტორებს,თანაც საქართველოში საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევებით ინფლაციის მაჩნებელი 12,5%-
ია,რაც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელია. ინფლაციის შედეგად ძვირდება წარმოების

33
ფაქტორები. მაგალითად: ვალუტის კურსის ცვლილება მოქმედებს იმ მასალებისა და
ბოთლების ფასზე, რომლითაც უნდა მოხდეს ჩვენი პროდუქციის შეფუთვა.

მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი რისკებიც


როგორიცაა:ხანძარი საწარმოში. ამ მხრივ,კომპანია გეგმავს საწარმო აღჭურვოს
თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით ,აგრეთვე კომპანიის
თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, თუ როგორ მოიქცნენ ექსტრემალურ
სიტუაციაში და როგორ გამოიყენონ სახანძრო ტექნიკა. რაც ყველაზე მთავარია,
მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია. ასევე მოხდება კომპანიის სატვირთო
ავტომანქანების დაზღვევაც, რათა თავიდან იქნას აცილებული ტვირთის
ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი უსიამოვნებებით შექმნილი ზედმეტი ხარჯები.

ბოლოს კი აღსანიშნავია, რომ მუშახელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და


მათი დაცვა რაიმე სახის დაზიანებისაგან პრიორიტეტულია კომპანიისთვის.
მომავალში, როდესაც ჩვენი მუშების რაოდენობა გაიზრდება ამასთან დაკავშირებით,
კომპანია გეგმავს,შტატში მყოფი მუშაკების დაზღვევას სხვადასხვა კერძო
სადაზღვევო კომპანიებში, რათა თავიდან ავიცილოთ მათი ჯანმრთელობის
ნებისმიერი გაუარესება . ხოლო დაქირავებული მუშებისთვის კომპანია შექმნის
სპეციალურ რეზერვებს, რათა რაიმე დაზიანების შემთხვევაში მოხდეს მათთვის
სრულყოფილი და დროული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. მოხდება
სამუშაო პირობების უსაფრთხოების მაქსიმიზაციაც.

8.დასკვნა

ჩვენს მიერ წარმოდგენილ ბიზნეს გეგმაში, მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული


ჩვენი ბიზნესის მიზნები და განვითარების ეტაპები. როგორც მოგეხსენებათ, არაყი

34
სხვადასხვა არომატებით ძალზედ მოთხოვნადია და მისი წარმოება ერთ-ერთ წამყვან
ბიზნეს სექტორად ითვლება.

არყის ბაზარი საკმაოდ ათვისებულია დღევანდელ საქართველოში, თუმცა


ჩვენი შეთავაზება მომხმარებლისთვის საინტერესოა. საექსპორტო ბაზარზე გასვლა
და ჩვენი საქონლის მიწოდება , რეალიზება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ჩვენ
მიერ დაგეგმილ პიარ კამპანიასა და ბრენდის რეკლამირებას შევძლებთ.

ჩვენს მთავარ კონკურენტებად “რირავო”და “ანასეული”ითვლება, რომელთაც


უკვე დამკვიდრებული აქვთ თავი ბაზარზე და წლებია მომხმარებლებს საკუთარ
პროდუქტს სთავაზობენ. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მათი წარმოებული
პროდუქცია მრავალ სეგმენტზე გათვლილი არ არის, რაც გვაძლევს იმის
უპირატესობას რომ აუთვისებელი სეგმენტი ჩვენ ავითვისოთ.

ვინაიდან, ჩვენი კომპანია ჯერ ახლა გადის ბაზარზე და მცირე საწარმოა, მისი
ორგანიზაციული სტრუქტურა მარტივია და ეკონომიურიც. მფლობელი ტოპ
მენეჯერის როლშია და უშუალო ურთიერთობა აქვს არამენეჯერ პოზიციაზე მყოფ
პერსონალთან. ვაპირებთ მასტიმულირებელი მოქმედებების განხორციელებასაც, რაც
მომუშავეთა გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობით, მათი ფინანსური და სხვა
სახის წახალისებით გამოიხატება.

ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია სახსრების მოძიება, თუმცა ის დიდ


წინაღმდეგობას არ წარმოადგენს, რადგან უკვე არსებობს დიდი შანსი
ინვესტორებისგან დახმარების მიღებისა, რაც საერთო ხარჯების დიდ წილს მოიცავს.
დანარჩენი თანხებს საკუთარი დანაზოგები შეადგენს, მაგრამ უნდა მივაქციოთ
ყურადღება გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რაც ყველა საწარმოში იჩენს თავს. ეს
პრობლემა რომ თავიდან ავირიდოთ უნდა ვცადოთ სხვა ფინანასების მოზიდვის
ხერხებიც მათ შორის ეფექტური და შეღავათიანი კრედიტის აღება.

35
ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ვიზრუნებთ რომ შევქმნათ ისეთი
ორგანიზაციული კულტურა, რომელიც დასაქმებულს კომფორტულ და მყუდრო
სამუშაო გარემოს შესთავაზებს, რაც ცხადია აისახება სამუსაოს ხარისხზე.

აგრეთვე, კომპანიისთვის პრიორიტეტული იქნება გარემოზე ზრუნვა და


დაცვა, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საქმიანობით ზიანი არ მივაყენოთ გარემოს
რომელშიც ვმოღვაწეობთ . ეს უკანასკნელი გათვალისწინებული იქნება კომპანიის
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამგვარად “გილგამეში” არის დამწყები
კომპანია დიდი მიზნებით და ამბიციებით.

36

You might also like