You are on page 1of 2

დავალება 1

✧ ბრენდი/პროდუქტი

ტექნიკის მაღაზია

✧ მოკლე აღწერა

ახალი ბრენდი, რომელიც შემოდის ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან და იწყებს აქტიურ
პოზიცირებას წამყვან ტექნიკის ბრენდებს შორის.
✧ მიზანი

ჩვენი მიზანია, შევქმნათ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, 5


წელიწადში აღმოვჩნდეთ ქართული ტექნიკის ბრენდების ტოპ ხუთეულში.

✧ უნიკალური უპირატესობა

ინოვაციური პროდუქტი და კომუნიკაცია. ჩვენ ვიქნებით მსოფლიო ბრენდების


ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, ამავდროულად, შევინარჩუნებთ
ქართული ბაზრისთვის მისაღებ ფასებს.

ჩვენი ღირებულებები ეფუძნება ინოვაციის, ადამიანზე ორიენტაციის და ხარისხის


შეგრძნების პრინციპებს.

გვაქვს მზაობა სიახლეებისა და თამამი ნაბიჯებისკენ. ვართ ორგანიზებულები და


მოქნილები.

ვეცდებით, ვიზრუნოთ მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მუდამ


ვისწრაფვით ინოვაციისკენ და შევთავაზებთ მათ გამორჩეულ, სანდო, ინდივიდუალურ
გამოცდილებას.

✧ კონკრეტული დავალება

- ბრენდის უპირატესობებიდან გამომდინარე, კონკრეტულად გაიწეროს ბრენდის მისია,


ხედვა და უპირატესობები.

- შეირჩეს ბრენდისთვის არქეტიპი (დასაბუთებულად, თუ რატომ ავირჩიეთ ეს არქეტიპი)

- შეიქმნას ბრენდის პერსონა (პრეზენტაციაში ჩამოთვლილი მახასიათებლების


მიხედვით)

✧ სამიზნე სეგმენტი

20+, პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობა, შემდეგ კი საქართველოს სხვა დიდი


ქალაქები

✧ კამპანიის/კრეატივის ტიპი

სტრატეგია

✧ Deadline

26 სექტემბერი 19:00, 2023

✧ დამატებითი დეტალები

სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოიფიქროთ ბრენდისთვის სახელი და სლოგანი.


დავალება 2

პრეზენტაციაში ჩამოთვლილ ბრენდის არქეტიპებს შეუსაბამეთ ქართული ბრენდები.


ჩამოწერეთ, რატომ შეესაბამება ესა თუ ის ბრენდი მითითებულ არქეტიპს.

You might also like