You are on page 1of 2

გადავწყვიტეთ შეგვექმნა სარეკლამო კომპანია

კომპანიის სახელად შევარჩიეთ- ად-ით - AD-IT


სახელი ჩვენი აზრით უნდა იყოს სახასიათო, მარტივი, ადვილად
დასამახსოვრებელი, შეესაბამებოდეს კომპანიის საქმიანობას და ამავდროულად არ
აქცევდეს ჩარჩოებში - AD-IT ანუ „გაარეკლამე“ ზუსტად გამოხატავს ამ ყველაფერს.

ჩვენი საქმიანობის სფეროა - მარკეტინგი და რეკლამა, რომელსაც თავდაპირველად


იქნება მხოლოდ ბეჭდური და ციფრული სახე.

სარეკლამო სფერო პირველ რიგში არის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი,


აქვს ძალიან ბევრი მიმართულება, საკმაოდ მომგებიანი და მზარდი ბიზნესია.
სწორად პოზიციონირების შემთხვევაში შეიძლება დაიჭირო საკმაოდ მაღალი
მარჟები. მარკეტინგულ და სარეკლამო მომსახურებაზე საკმოად დიდი მოთხოვნა და
კონკურენციაა. თუმცა ბაზრის და მოთხოვნის სიდიდიდან გამომდინარე არის ნიშა,
რომელიც შეგვიზლია ჩვენ დავიკავოთ და გავუწიოთ კონკურენცია მოქმედ
მოთამაშეებს. იმის მიუხედავად, რომ არიან დიდი კომპანიები, რომლებსაც უკავიათ
ბაზრის საკმაოდ დიდი წილი, მაინც საკმაოდ დაბალია მომსახურების ხარისხი. ჩვენი
მიზანია, დავნერგოთ თანამედროვე და საუკეთესო მომსახურების სტანდარტები და
ძირითადი აქცენტი გავაკეთოთ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.

მოკლევადიანი გეგმები, რომელბიც პრიველი ორი წლის განავლობაში უნდა შესრულდეს:

 ერთგული სამომხმარებლო ბაზის შექმნა და შენარჩუნება


 დიდი ბრენდებისთვის მიმზიდველი პორტფელის შექმნა, რომელიც მათთან
ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსეპქტივას უზრუნველყოფს
 ციფრული მარკეტინგის პლატფორმის ათვისება და საქმის აქტიურად წარმოება
 სამომხმარებლო ბაზარზე პოზიციების გამყარება და მისი 5-10 პროცენტის მოპოვება

საშუალო ვადიანი გეგმები, რომელბიც უნდა შესრულდნენ 3-5 წლის განმავლობაში :

 ჩვენი კომპანიის გატანა მთელი საქართველოს მასშტაბით, ოფისი იქნება არამხოლოდ


დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც
 თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლება და უახლესსი სტანდარტებისა და
მარკეტინგული სტრატეგიების შესაბამისად მათი დატრენინგება, თანაშრომლების
ანაზღაურების ამაღლება კომპეტენიციის შესაბამისად
 სამომხმარებლო ბაზრის წილის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, 15-20 პროცენტის
ფარგლებში
 ინოვაციური და ახალი ტექნიკის შესყიდვა და გამოყენება მარკეტინგული
პროდუქციის წარმოებაში
გრძელვადიანი გეგმები, რომლებიც უნდა სერულდნენ 5-10 წლის განმავლობაში:

 მომსახურებათა სპექტრის კიდევ უფრო გამრავლაფეროვნება, ბეჭდური და ციფული


მარკეტინგის გარდა, მედია რეკლამის უზრცუველყოფა, ბაზრის კვლევებისა და
სრული მერკეტინგული პაკეტის უზრუველყოფა.
 ბაზარზე ლიდერის პოზიციის დაკავება და 40-45 პროცენტის ფლობა
 ტექნოლოგიების მუდმივი დახვეწის ხარჯზე, საწარმოო დანახარჯების შემცირება
 მოგების ყოველწლიური ზრდის უზრუნველყოფა

You might also like