You are on page 1of 15

აპლიკაცია „DOGGO“- მარკეტინგული გეგმის შემუშავება

აშშურ ბიტკაში

იამზე ბარბაქაძე

თორნიკე თურმანიძე

ვახტანგი ხუნჯუა

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
სარჩევი
კომპანიის შესახებ..................................................................................................................................3
მისიის განაცხადი...................................................................................................................................3
მისია......................................................................................................................................................3
ხედვა.....................................................................................................................................................3
ღირებულება........................................................................................................................................3
მიზნები/ამოცანები.................................................................................................................................4
პროდუქტები/მომსახურებები..............................................................................................................4
SWOT ანალიზი..........................................................................................................................................5
ძლიერი მხარეები...............................................................................................................................5
სუსტი მხარეები....................................................................................................................................5
შესაძლებლობები...............................................................................................................................5
საფრთხეები.........................................................................................................................................6
უნიკალური გასაყიდი პოზიცია............................................................................................................6
მომხმარებლები და სამიზნე აუდიტორია..........................................................................................6
კონკურენცია............................................................................................................................................8
ბაზრის კვლევა და მიზნები...................................................................................................................9
რეკლამა და გაყიდვები.......................................................................................................................11
ფასი.........................................................................................................................................................12
მოსალოდნელი გაყიდვები................................................................................................................12
მარკეტინგული ბიუჯეტი.......................................................................................................................13
საქმიანობის კონტროლი/შეფასება.................................................................................................14
კომპანიის შესახებ

დღესდღეობით ყველა ადამიანის ძირითადი პრობლემა არის დრო, რადგან ის


არასდროს აღარ არის საკმარისი. ამიტომ ადამიანები მზად არიან დაზოგონ დრო და
ამაში გადაიხადონ. გამომდინარე აქედან ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა ახალი
პროდუქტი Doggo, რომელიც წარმოდგენილია მობილური აპლიკაციის სახით, მისი
საშუალებით იმ ადამიანებს ვისაც ყავთ შანური ცხოველები, შესაძლებლობა
ეძლევათ, დაზოგონ საკუთარი დრო და ენერგია. მათ შეუძლიათ სახლიდან
გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შეიძინონ ყველა
სახის პროდუქტი და მომსახურება,რაც შეიძლება დასჭირდეთ ოთხფეხა
მეგობრისთვის (მედიკამენტების და საკვების საკურიერო მომსახურება,
ვეტერინალური მომსახურება, ონლაინ კონსულტაცია, გასეირნება, გრუმინგი). გარდა
ამისა, Doggo-ს აპლიკაციაში პროფესიონალი ვეტ-ექიმების მიერ იქნება ატვირთული
სხვადასხვა სახის ვიდეო რგოლები,რომელიც კონსულტაციას გაუწევს
მომხმარებლებს შინაური ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით.

მისიის განაცხადი
მისია
დოგოს აპლიკაციის მისიაა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა
მეგობრებს, შინაური ცხოველების პატრონებს გავუმარტივოს ცხოველების მოვლა -
დაზოგოს მათი დრო და ენერგია,რომ შინაური ცხოველების ყოლა აღარ იყოს
მათთვის დაბრკოლება.(როგორც ეს გამოკითხვებიდან გამოიკვეთა).

ხედვა
დოგო წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით ერთადერთ აპლიკაციას რომელიც
საზოგადოებას სთავაზობს ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული
მომსახურებების ფართო სპექტრს.

ღირებულება
დოგოს მთავარი ღირებულბაა განვითარება და ინოვაციურობა, რომ აპლიკაცია იყოს
გამართული და მოქნილი, რომელიც საქართველოს ბაზარზე დაიკავებს წამყვანს
პოზიციას და ვიზრუნოთ მუდმივად მისი შესაძლებლობების დახვეწაზე,
მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მომსახურების სეგმენტის
გაფართოებაზე.

 
მიზნები/ამოცანები

ჩევნი მიზანია:

 მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი აპლიკაციის


გამოყენებისას,
 ჩვენი მომსახურებები იყოს მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისი
 გავუწიოთ მომხმარებლებს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება
 გვქონდეს მუდმივად მზარდი მოთხოვნა აპლიკაციაზე

გამომდინარე აქედან, ჩვენი ამოცანაა აპლიკაცია იყოს გასაგები ყველასთვის და


ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს ორ ენაზე: ქართულ და ინგლისურ ენაზე,
მარტივად აღქმადი - რაც შესაძლებელი იქნება თუ ოფციებს და მომსახურებებს თან
დართული ექნება შესაბამისი ვიზუალური (ფოტოსურათი) აღწერა.

ჩვენი გამოკითხვიდან გამომდინარე გამოიკვეთა ყველაზე მოთხოვნადი


მომსახურებები (მედიკამენტების და საკვების საკურიერო
მომსახურება,ვეტ.მომსახურება,ინფორმაციის მიღება/ონლაინ კონსულტაცია)
შესაბამისად აქცენტი უნდა გავაკეთოთ აღნიშნულ მომსახურებებზე და რესურსები
მეტად მოვმართოთ სწორედ ჩამოთვლილ მომსახურებებზე.

სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ საჭირო


კადრების მოძიება, საკმარისი კურიერების, რომელთა პასუხიმგებლობაში იქნება
გარკვეული რაიოონულ ერთეულებს (ისანი სამგორი; ვაკე -საბურთალო და ა.შ). ასევე
აქტიური მოლაპარაკებები ვეტ.მომსახურების კლინიკებთან, აფთიაქებთან და
ზოომაღაზიებთან.

აპლიკაციაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნისთვის ჩვენი ამოცანაა


მომხმარებლებიგან მივიღოთ უკუკავშირები, შეფასება, რეკომენდაციები და
მოვახდინოთ მათი მუდმივი ანალიზი. რის საფუძველზეც მოხდება ახალი
მომსახურებების დანერგვა აპლიკაციაში, ასევე დაფიქსირებული ხარვეზებზე
მუშაობა და აღმოფხვრა.

პროდუქტები/მომსახურებები

დოგოს აპლიკაცია მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს შინაური ცხოველების


პატრონებს. მათ შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სალონებისგან გრუმინგის
მომსახურება, ასევე შეუკვეთონ ცხოველის საკვები/მედიკამენტები და ჩვენი
კურიერი მათ ადგილზე მიუტანთ, მიიღონ ონლაინ კონსულტაცია პროფესიაონალი
ვეტ.ექიმებისგან, გაეცნონ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოუარონ სხვადასხვა
ჯიშის შინაურ ცხოველებს, აპლიკაციაში ატვირთული ვიდეო ტუტორიალების
საშუალებით. მოითხოვონ შინაური ცხოველის გასეირნება და თავად ამაში დრო აღარ
დახარჯონ.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები
მსგავსი აპლიკაცია ქართულ ბაზარზე არ არსებობს

ყველაფერი შინაური ცხოველებისთვის ერთ აპლიკაციაში

აპლიკაცია სწრაფი და მარტივი გამოსაყენებელია

24 საათიანი მომსახურება

აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი წერტილიდან

ცხოვრების აჩქარებული

სუსტი მხარეები
მსგავსი გამოცდილება ჯერ არ არსებობს ქართულ ბაზარზე

ახალი პროდუქტზე ნდობა და მოთხოვნა ნაკლებია

შეზღუდული ლოკაცია (თბილისის მასშტაბით)

შესაძლებლობები
მომსახურების არეალის გაფართოება

სხვა მომსახურებების დამატება

უფრო მეტი პარტნიორ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება

საფრთხეები
საწვავის ფასის ზრდა (გაზრდილი ხარჯები)
დროში გაიწელოს კადრების მოძიება

მუდმივმა საცობებმა შესაძლოა შეაფერხოს სწრაფი მომსახურება

ბაზარზე კონკურენტი პროდუქტის გამოჩენა.

უნიკალური გასაყიდი პოზიცია

იქიდან გამომდინარე რომ “DOGGO”-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა


მის ინოვაციურობაში, მრავალმხრივობასა და ამავდროულად სიმარტივეშია, ჩვენ
შევეცადეთ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი წინადადება , რომელიც
ამ უპირატესობებს გამოკვეთილად აჩვენებს.
“DOGGO”-ს უნიკალური გასაყიდი პოზიცია (USP unique selling proposition) ასე
გამოიყურება: “ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენი შინაური ცხოველის
სრულყოფილი მოვლისათვის, თქვენ კი დროა შინაური ცხოველის ყოლისგან
მიიღოთ მხოლოდ დადებითი ემოციები და არ იფიქროთ იმ მრავალმხრივ
გამოწვევაზე, რომლებზეც აქამდე ფიქრობდით “

მომხმარებლები და სამიზნე აუდიტორია


იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია საწყის ეტაპზე ოპერირებს ქალაქ
თბილისის მასშტაბით ჩვენი მომხმარებელი იქნება თბილისში მაცხოვრებელი ის
ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები და მათი მოვლა მათთვის
პრობლემატური და საკმაოდ კომპლექსური საკითხია. რაც შეეხება ჩვენს სამიზნე
აუდიტორიას, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით შევეცადეთ მკაფიოდ
გამოგვეყო მომხმარებელთა ის ნაწილი, რომლებისთვისაც ჩვენი აპლიკაცია მეტად
ღირებული და სასარგებლო იქნება მათი დროისა და რესურსის უკეთ
გამოსაყენებლად. კვლევის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენთვის რელევანტურ
სამიზნე აუდიტორიას ძირითადად წარმოადგენს 18-დან 45 წლამდე სოციალურად
აქტიური და ფინანსურად დამოუკიდებელი ინდივიდები, რომლებსაც აქვთ
საშუალო ან საშუალოზე მაღალი შემოსავალი და ვინაიდან მათი დრო საკმაოდ
ძვირად ფასობს, ისინი მეტად ინტერესდებიან ისეთი აპლიკაციით, რომელიც
ყველანაირი სახის მომსახურებას გაუწევს მათ შინაურ ცხოველებს, შესაბამისად
ექნებათ მეტი დროისა და რესურსის დაზოგვის საშუალება.

კონკურენცია

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აპლიკაცია არის ინოვაციური პროდუქტი ქართულ


ბაზარზე, მას არ ჰყავს პირდაპირი კონკურენტები. რაც შეეხება არაპირდაპირ
კონკურენტებს, არაპირდაპირ კონკურენტებად შეგვიძლია განვიხილოთ ის
ინდივიდუალური პირები, რომლებიც სურვილს გამოხატავენ შინაური ცხოველების
გასასეირნებლად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ასევე არაპირდაპირ
კონკურენტებად შეიძლება განვიხილოთ ის დაწესებულებები, სადაც შინაური
ცხოველებს უტარდებად ვეტ მომსახურებები, ჰიგიენური სახის მომსახურებები და
ა.შ.. თუმცა ისეთი ტიპის აპლიკაცია, რომელსაც წარმოადგენს “DOGGO”- ქართულ
ბაზარზე არ არსებობს, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიყენებთ ე.წ „ლურჯი
ოკეანის სტრატეგიას“, ეს წარმოადგენს თვისობრივად ახალი ბაზრის სეგმენტს,
სადაც არცერთი კონკურენტი არ ოპერირებს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ
სულაც არაა საჭირო არსებულ ბაზრებზე შევიდეთ და უამრავი ფული და რესურსი
ვხარჯოთ კონკურენციისთვის, უბრალოდ საჭიროა გამოვნახოთ ახალი
ასათვისებელი სივრცე ბაზარზე და სწორედ იქ დავიწყოთ ოპერირება. სწორედ ასე
შეგვიძლია გავხადოთ კონკურენცია არააქტუალური და სწარაფად მოვიპოვოთ
წარმატება. ამ პოზიციას გვიმყარებს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა, რის
საფუძველზეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი აპლიკაცია ბაზარზე
არამხოლოდ ინოვაციურია, არამედ საკმაოდ აქტუალური და მაღალი
საზოგადოებრივი მოთხოვნა შეიქმნება მასზე მას შემდეგ, რაც ჩვენი აპლიკაცია
სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას.

ბაზრის კვლევა და მიზნები


იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია საწყის ეტაპზე ოპერირებს მხოლოდ
თბილისის მასშტაბით, ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვლია უშუალოდ თბილისის ბაზარი
და არსებული გამომწვევები. გამოჩნდა, რომ ბაზრის ზომა საკმაოდ რელევანტურია,
რადგან გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაციით
ისარგებლებდა და ასევე საკმაოდ დამაკმაყოფილებელია იმ თანხის რაოდენობა,
რასაც ისინი საშუალოდ ხარჯავენ შინაური ცხოველების მოსასვლელად. ცხადია რომ
თბილისის და ზოგად საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა ისეთი გაქანების და
შესაძლებლობების მქონე აპლიკაციისთვის, რომელსაც “DOGGO”- წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, ის მონაცემები, რაც ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად
მივიღეთ გვაძლევს მოტივაციასა და იმედს, რომ მეტად ვირწმუნოთ ჩვენი
აპლიკაციის წარმატებაში, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა თუ საშიშროების,
რომელიც ახასიათებს მცირე ბაზარს და ნაკლებად აქტიურ ეკონომიკურ გარემოს.
ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ბაზრის გასაზრდელად და
არამხოლოდ ბაზარზე არსუბული მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ, არამედ
თავად შევქმნათ დამატებითი მოთხოვნა, რისი წინაპირობაცაა „ლურჯი ოკეანის
სტრატეგიის გამოყენება“.

რეკლამა და გაყიდვები

რეკლამისა და გაყდვებისთვის მთავარი არხი იქნება როგორც ფეისბუქი,ინსტაგრამი


და აპლიკაცია ასევე პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიები.

ვფიქრობთ რეკლამისა და გაყიდვებისთვის აუცილებელი იქნება საიმიჯო კლიპების


შექმნა , გადავიღებთ ვიდეოს სადაც ნაჩვენები იქნება ჩვენი თანამშრომლის 1 დღე
თქვენს შინაურ ცხოველთან ერთად. ასევე ვაპირებთ მივმართოთ ტელევიზიას და
გაკეთდეს ჩვენზე სიუჟეტი რომელიც ცნობადობის გაზრდაში დაგვეხმარება .

გაყიდვებისთვის ყველაზე მეტად დაიტვირთება ფეისბუქი რადგანაც სწორად


ფეისბქუზე იყიდება პროდუქტი ყველაზე კარგად , შექიმნება კომპანიის ფეისბუქ
გვერდი , სადაც სხვადასხვა სახის კამპანიებს ჩავუშვებთ , კამპანიები იქნება როგორც
საიმიჯო სახის ასევე კომერციული სახის.

რეკლამისთვის ასევე ვაპირებთ ბილბორდის გამოყენებას, ბილბორდი განთავსდება


ისეთ ადგილას სადაც ხშირად არის საცობები რადგანაც ამდროს ადამიანებს
საშუალება ექნებათ ჩვენს ბილბორდს კარგად დააკვირდნენ , ხშირად მოხვდეთ ის
თვალში და დასამახსოვრებელი იყოს ის მათთვის. ასევე ეს ადგილი იქნება
ფსიქოლოგიური მათთვის რადგანაც საცობში ყოფნის დროს ისინი მათ შინაურ
ცხოველზე ფიქრს დაიწყებენ.

ფასი

იმისთვის რომ კომპანია სწორად ოპერირდეს ბაზარზე საჭიროა სწორად იქნეს


შეფასებული კონკურენტი კომპანიის ძალები. წარმოგიდგენთ ჩვენი კომპანიის
ფასებს:

გასეირნება - 15 ლარი ( 1 საათი)

გრუმინგი - 50 ლარი

ვეტ მომსახურება - 50 ლარი მინიმალური ( სხვადასხვა მომსახურების შემთხვევაში


ემატება თანხა)

მედიკამენტების და საკვების საკურიერო მომსახურება- 10 ლარი

ინფორმაციის მიღება/კონსულტაციის მიღება -20 ლარი

მოსალოდნელი გაყიდვები

# დასახელება ერთეულის რაოდ.თვეში რაოდ.წელში სულ


ფასი შემოსავალი
1 გასეირნება 15 300 3600 54000

2 გრუმინგი 50 400 4800 240000

3 ვეტ 10 650 7800 78000


მომსახურება
4 მედიკამენტებ 10 2000 24000 240000

5 ინფორმაციის 20 1000 120000 240000
მიღება

*სულ შემოსავალი 1 წელში - 852 000 წელში

# დასახელება თვის ხარჯი წლის ხარჯი ხარჯი სულ


1 აპლიკაცია 5000 5000
2 რეკლამა 10000 120000
3 იჯარა 10000 120000
4 ხელფასები 30000 360000
5 გაუთვალისწინებელ 5000 60000

6 665 000

*კომპანიის მოგება პირველ წელს შეადგენს 187 000 ლარს

მარკეტინგული ბიუჯეტი

ნებისმიერი ბიზნეს იდეისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გათვლილი


ბიუჯეტი. სწორად ამ საკითხში ბევრი ახალი იდეა თუ წამოწყება ძალზე დიდ
პრობლემებს აწყდება, რადგანაც ხდება ბიუჯეტის არასწორად განსაზღვრა. ჩვენ
შევეცადეთ მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეგვეფასებინა ჩვენი აპლიკაციისათვის და
სერვისების ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრები.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროექტი ახალია შესაბამისად საწყისი ხარჯები


უფრო დიდი იქნება ვიდრე პროექტის შემდგომ ეტაპებზე. პირველ რიგში, ეს არის
თვითონ აპლიკაციის შექმნა- აქ ფასები დიდად მერყეობს აპლიკაციის
ფუნქციონალიდან გამომდინარე, საშუალოდ 5-10 ათას ლარს შორის არის
მოთავსებული. გამომდინარე იქიდან რომ ვფირობთ ჩვენი აპლიკაცია არ არის
რთული სრტუქტურის საშუალოდ მოვიაზრებთ 5000 ლარს.შემდეგი პუნქტი არის
მარკეტინგული კამპანიისათვის საჭირო სახსრები. ამ შემთხვევაშიც საწყის ეტაპზე
ხარჯები მაღალი იქნება, რადგან დაგვჭირდება ბევრი მარკეტინგული აქტივობის
ჩატარება, რათა გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის ცნობადობა. მარკეტინგული
კამპანიის ხარჯები შემადგენელი ნაწილები იქნება რეკლამები სოც ქსელები,
როგორიცაა ფეისბუკი, ინსტაგრამი და ტიკ-ტოკი, რადგანაც სამიზნე აუდიტორიის
უდიდესი ნაწილი ამათ იყენებს. აქედან გამომდინარე ამ პლატფორმებზე
განვათავსებთ რეკლამას. ამისათვის საშუალოდ თვეში დაგვჭირდება 5000 ათასი
ლარი. ბილბორდებს ვფიქრობთ განვათავსოთ მინიმუმ ორ ადგილზე: იუსტიციის
სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და წერეთლის ხიდთან, სადაც ხშირი საცობებია.
საშუალოდ ყოველთვიური ბილბორდების ხარჯში (დამზადების და ადგილის
ჩათვლით) გათვალისწინებული გვაქვს 5000 ლარი.

საქმიანობის კონტროლი/შეფასება

კონტროლი და შეფასება ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორგანიზაციის


ნორმალური და სწორი ფუნქციონირებისათვის. ის უნდა ხდებოდეს მუდმივად,
რადგანაც პრომლემა შეიძლება შეიქმნას პროექტის განხორციელების ნებისმიერ
მომენტში. კონტროლი გვეხმარება დავადგინოთ თუ რამდენად ვართ გეგმასთან
თანხვედრაში. არის თუ არა რაიმე გადახრა/პრობლემა, თუ არის მაშინ რამდენად
სწაფად შეგვიძლია მასზე რეაგირება და გამოსწორება. ამაში დაგვეხმარება
ანგარიშები როგორც წლიური ასევე საწყის ეტაპზე ნახევარწლიანი ანგარიშები. ეს
მონიტორინგი დაგვეხმარება შევაფასოთ სიტუაცია კომპანიის შიგნით, მაგრამ ასევე
ძალზე მნიშვნელოვანია მომხმარებელთა აზრი, რათა ვიცოდეთ რა სურს
მომხარებელს, რა არ მოსწონს, კმაკოფილია თუ არა ჩვენი სერვისით,
თანამშრომლებით. ამაში დაეხმარება აპლიკაციაში ჩაშენებული ფიდბექის ფუნქცია.
ასევე გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება მომხმარებელთა გამოკითხვები,
რომლებიც დაგვეხმარება სწორი მიმართულებით განვითარებაში.

You might also like