You are on page 1of 12

აპლიკაცია - რომლის საშუალებითაც

შეგიძლიათ შეიძინოთ საკვებ ობიექტებზე


მორჩენილი ან გაუყიდავი საჭმელი
ავტორი: დავით გელაძე
განსახილველი საკითხები

 პროექტის მოკლე აღწერილობა


 აქტუალობის დასაბუთება
 პროექტის განხორციელების პერიოდი
 მიზანი (მიზნები)
 მიზნის მიღწევის შეფასების ინდიკატორები
 პროექტის პროდუქტის დეტალური აღწერა შესაბამისი
ინდიკატორებით
 პროექტის კომპონენტები/პროექტის ფარგლებში
განსახორციელებელი აქტივობები
პროექტის მოკლე აღწერილობა

 შეიქმნება აპლიკაცია, სადაც პარტნიორი რესტორნები, ონლაინ რეჟიმში


მოახდენენ ინფორმაციის ატვირთვას რესტორნაში არსებული მორჩენილი
ან გაუყიდავი მზა საკვების შესახებ
 აპლიკაცია მოიცავს ისეთ საკვებ პროდუქტს რომელიც ერთის მხრივ
რეალიზებაში ვერ მოხვდა, მაგალითად სხვადასხვა ტიპის სალათი,
რომელიც დღის განმავლობაში დამზადდა მეტი ვიდრე შესაძლოა დღის
ბოლომდე გაიყიდოს, შესაბამისად რესტორანი ატვირთავს მონაცემებს ამ
საკვების შესახებ
 აპლიკაცია ასევე მოიცავს სუფრაზე დარჩენილ, მზა საკვებს, რომელიც
მომხმარებელმა შეუკვეთა მაგრამ მისი ათვისება ვერ მოხდა
 როგორც სტატისტიკები მეტყველებს, საქართველოში ყოველწლიურად
თითქმის მილიონი ლარის საკვები იყრება. აპლიკაცია ხელს შეუწყობს
საკვები პროდუქტების ეფექტურ ათვისებას.
პროექტის მოკლე აღწერილობა

 რესტორნებისთვის მორჩენილი საკვები ზარალია, აპლიკაცია მათ


საშუალებას მისცემს პროდუქტების ეფექტური რეალიზება მოახდინონ
 აპლიკაცია ხელმისაწვდომს გახდის ადამიანებისთვის, მათ შორის
ძვირადღირებული რესტორნებიდან, მათთვის სასურველი კერძების
დაგემოვნების
 აპლიკაცია უმეტეს წილად გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც
აღელვებს საკვები პროდუქტის გამოყენების გარეშე განადგურება.
ასევე იმ ადამიანებზე ვისაც ხელი არ მიუწვდება სხვადახვა საკვები
ობიექტის კერძებზე.
აქტუალურობის დასაბუთება
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 218 მილიარდის
ღირებულების მზა საკვები პროდუქტი გამოუყენებლად ნადგურდება.
საქართველოში კი თითქმის ერთი მილიონი ლარის გამოუყენებელი მზა
საკვები პროდუქტი ნადგურდება. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ
არსებობს აუთვისებელი მზა საკვების რეალიზების რაიმე მექანიზმი, რაც
აბსურდულ მდგომარეობას ქმნის. საკვები, რომელიც მზა მდგომარეობაშია
და ვარგისია, იყრება, მაშინ როდესაც მისი ათვისება აბსოლტურად
შესაძლებელია.
ასეთი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს მზა საკვების ეფექტურ
მოხმარებას, ერთი მხრივ რესტორენბს საშუალებას მისცემს საკუთარი
მოგება გაზარდოს, მეორეს მხრივ კი ადამიანებს ვისაც აღელვებს მზა
საკვების გაფლანგვის პრობლემა, შესაძლებლობა ექნება, ხელი
შეუშალოს მზა საჭმლის გადაყრის პროცესს.
აქტუალურობის დასაბუთება
ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს ხელი არ მიუწვდება კონკრეტული
რესტორნის კერძებზე. აპლიკაცია მას საშუალებას მისცემს გაცილებით
იაფად შეიძინოს სასურველი კერძი.
გარდა ამისა, აპლიკაცია საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის
გაჭირვებულ მოსახლეობას, მისთვის ფუფუნებათ ქცეული კერძები,
შეღავათიან ფასად მიირთვას. მაშინ როდესაც ქვეყანას 800 000მდე
სოციალურად დაუცველ ყავს და ამავდროულად იმ ქვეყანაშ
წელიწადში მილიონი ლარის ღირებულების საკვები იყრება , მეტად
უსამართლოა.
პროექტის განხორციელების
პერიოდი
 ნახევარი წელი

გამომდინარე იქედან რომ, ერთი მხრივ სამუშაოა გამართული


აპლიკაციის შექმნაზე, მეორეს მხრივ კი საჭიროა კომუნიკაცია
რესტორნებთან საქართველოს მასშტაბით, რათა მოხდეს მათი ჩართვა
აპლიკაციაში, პროექტზე მუშაობა საჭიროებს საშუალოთ 6 თვეს
პროექტის მიზნები

 გამოუყენებელი, ვადიანი მზა საკვები პროდუქტების


ათვისება
 რესტორნებში არსებული კერძების
ხელმისაწვდომობის გაზრდა
 რესტორნებისთვის მოგების გაზრდა
მიზნის მიღწევის შეფასების ინდიკატორები

■ რესტორნების გაყიდვების შეფასება, აპლიკაციაში ჩართვამდე და


მის შემდეგ
■ სტატისტიკის შეფასება, მორჩენილი მზა საკვების აუთვისებლობის
შესახებ
■ რესტონების მოგების შეფასება, აპლიკაციაში ჩართვამდე და
აპლიკაციაში ჩართვის შემდეგ
პროექტის პროდუქტის დეტალური
აღწერა
 აპლიკაცია, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
 აპლიკაციაში რესტორნების ჩართვა მოხდება მათი სურვილიდან
გამომდინარე.
 აპლიკაციაში განთავსებული იქნება ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში
პარტნიორ რესტორნებში არსებული მორჩენილი მზა საკვების
შესახებ. ასევე დატანილი იქნება პროდუქტის დეტალური აღწერა:
დამზადების თარიღი, ვიზუალური მდგომარეობა და ასე შემდეგ.
 აპლიკაციაში რეგისტრაცია იქნება მარტივი ავტორიზაციის გზით.
სურვილის შემთხვევაში აპლიკაციაში არსებული განახლებები
მომხმარებელს მიუვა ელ.ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე.
პროექტის კომპონენტები

 თანამშრომლობის დამყარება რესტორნებთან


 აპლიკაციის ეფექტური მუშაობისთვის, მათთვის ინსტრუქციების ახსნა
 ინფორმაციის შეგროვებისა და დახარისხების მარტივი და სწრაფი
მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მოსახერხებელი იქნება როგორც
რესტორნისთვის ისე მომხმარებლისთვის
 აპლიკაციის ცნობადობის გაზრდა
 აპლიკაციის სწორი მენეჯმენტი, მუდმივად გაფართოებასა და ხარისხის
გაუმჯობესებაზე ორიენტირებული
 მზა საკვები პროდუქტის აღების ნაწილში, თანამშრომლობა მიტანის
სერვისებთან.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like