You are on page 1of 13

PR პროექტი BALANCE

PR პროექტი

ქართული ჯანსაღი საკვები

Balance-ის პიარ-კამპანიის დაგეგმვა.

პროექტი მომზადებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის

საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავლის კურსისთვის

ავტორი: გვანცა ბუცხრიკიძე

ხელმძღვანელი: ნინო აბუსერიძე

თბილისი

2022
PR პროექტი BALANCE

1. სიტუაციის აღწერა

ჯანსაღად კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. „თქვენ ხართ


ის, რასაც მიირთმევთ“- ეს ცნობილი ფრაზაა, რომელიც აღნიშნავს, რომ ჩვენი კვება ძალიან
მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მოგეხსენებათ რამდენი Fast Food-ი არის ქართულ და არა
მარტო ქართულ ბაზარზე. ფაქტობრივად, ქართულ ბაზარზე არ იყო ჯანსაღი საკვების ხაზი,
რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა ეკვებათ დაბალანსებულად, ჯანსაღად და
გემრიელად. ამ დროს გამოჩნდა კომპანია Balance. ის შეიქმნა 2022 წელს, ნუცა სურგულაძისა
და გაბრიელ მაჰგოუბის მიერ. ისინი პროფესიონალი შეფები არიან, მრავალ წლიანი
გამოცდილებით და ზუსტად იციან რა როგორ უნდა გაკეთდეს. ეს არის ქართველისა და
ფრანგი შეფების კომბინაცია, რომელიც უამრავ საინტერესო გემოებს გვთავაზობენ.
ყველაფერს აკეთებენ თვითონ. საზოგადოებაში ნუცა სურგულაძეს უკვე აქვს ნდობა და
ცნობადობა მოპოვებული, რადგან ის არის ერთ-ერთი ქართული, ყველაზე მაღალ
რეიტინგული შოუს “Master Chef”-ის გამარჯვებული. Balance საზოგადოებას სთავაზობს
გემრიელ, დაბალანსებულ და მრავალფეროვან ჯანსაღ საკვებს გამოძახებით. ხაზგასასმელია,
რომ მომხარებელს მიაწვდის მთელი დღის რაციონს. გარდა ამისა, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია არის ის, რომ სთავაზომს ვეგანურ საკვებს. Balance საშუალებას აძლევს
საზოგადოებას აირჩიონ კალორიების ის რაოდენობა, რომელიც სურთ, რომ მიიღონ მთელი
დღის განმავლობაში. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჯანსაღი საკვებია, მათთვისაც არის
გათვლილი ეს პროდუქტი, ვისაც სურს წონაში კლება სწორი გზით და არანაირი შიმშილით.
მცდარია მოსაზრება, რომ ჯანსაღი საკვები გემრიელი არ არის. ამ მოსაზრებას სრულიად
გაგიქრობთ Balance, რადგან გთავაზობთ უამრავ განსხვავებულ, ახალ თუ ძველ გემოებს,
რომლებიც ერთმანეთთან ძალიან კარგადაა შერწყმული.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჯანსაღი კვება ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ჩაღრმავებულმა ინტერვიუმ საინტერესო შედეგები გვაჩვენა. რესპოდენტები ფიქრობენ, რომ
ჯანსაღად კვება ყველასთვის მნიშვნელოვანია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით იმ
ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლისთვისაც ჯანმრთელობა პრიორიტეტია.
საინტერესოა რამდენიმე რესპოდენტის პასუხი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯანსაღად კვება,
აუცილებელია, მაგრამ, როდესაც არაჯანსაღ საჭმელს მიირთმევენ აღარ ფიქრობენ
სიჯანსაღეზე. კითხვაზე ახერხებენ თუ არა ჯანსაღად კვებას, ასევე საინტერესო პასუხები
PR პროექტი BALANCE

მივიღეთ. პასუხების უმრავლესობა, იქიდან გამომდინარე, რომ იციან რამდენად


მნიშვნელოვანია სწორი კვება, მაინც ვერ ახერხებენ ჯანსაღად კვებას. რამდენიმე
რესპოდენტი ახერხებს და ცდილობს, რომ იკვებონ სწორად. ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ
ჯანსაღი საკვების მიღება უფრო ზაფხულზე გამოდის მაშინ, როცა ძალიან ბევრი და
მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული შემოდის ბაზარზე. ერთ-ერთ პასუხში კი ჩანს, რომ
ცდილობს დაბალანსებულად კვებას, თუმცა გარემო-პირობები ამაში ხელს არ უწყობს. არ
აქვს საკმარისი დრო, რომ იკვებოს ისე, როგორც საჭიროა. ეს სრულიად გასაგებია, რადგან
უნივერსიტეტსა და სამსახურის გრაფიკი ყოველთვის არ არის ისეთი მოსახერხებელი, რომ
დრო წყნარად გადავანაწილოთ საკვების მომზადებაზე და სწორად კვებაზე. შემდეგ
კითხვაზე, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას ჯანსაღ საკვებ ობიქტებს თუ Fast Food-ს
პასუხების უმრავლესობა გვიჩვენებს, რომ Fast Food-ს უფრო ირჩევენ. წერენ, რომ უფრო
გემრიელია, იმის და მიუხედავად, რომ იციან არაჯანსაღია. ასევე საინტერესოა, რომ
არასაკმარისი დროის გამო ირჩევენ Fast Food-ს. ასევე იმის გამო ანიჭებენ უპირატესობას, რომ
უფრო ხელმისაწვდომია და კომფორტულია, თუმცა ერთ-ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ
კარგი იქნება, თუ ჯანსაღი საკვებიც ხელმისაწვდომი იქნება. გამოკითხულთა 40% აღნიშნა,
რომ ჯანსაღ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას. ერთმა რესპოდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ ჯანსაღ საკვებს იღებს. რაც შეეხება
დროის საკითხს. იმის გამო, რომ მუდმივად მრავალი საქმე არსებობს ყველა ადამიანის
ცხოვრებაში ვერ ახერხევენ მთელი დღის რაციონის მომზადებას და შემდეგ მირთმევას. ესეც
არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ამჯობინებენ სწრაფი კვების ობიექტებს. ძალიან
მალე იღებთ საკვებს და არც ისე მაღალ ფასად. ამ შედეგებით ვხედავთ, რომ მიუხედავად
იმისა, რომ უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღად კვებას და იციან რამდენად
მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მაინც Fast Food-ს ირჩევენ, ფასის, სისწრაფისა და
კომფორტულობის გამო. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია თუ რა კრიტერიუმების
მიხედვით ირჩევენ საკვებ ობიექტებს და რას აქცევს მომხარებელი ყურადღებას, როდესაც
ირჩევს თუ სად უნდა ისაუზმოს, ისადილოს თუ ივახშმოს. პასუხებიდან გამომდინარე
ნათელია, რომ უმთავრესია სისუფთავე და ხარისხი. რესპოდენტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ
მნიშვნელოვანია პროდუქტის ხასისხთან ერთად მისი ფასიც. ყურადღებას აქცევენ ხალხის
შეფასებებს და რეკომენდაციებს, ვინაიდან სოციალურ ქსელებში მრავალი ჯგუფია
შექმნილი, სადაც ერთმანეთ უზიარებენ ამა თუ იმ ობიექტის შეფასებებს და საკუთარ
PR პროექტი BALANCE

გამოცდილებზე. ამას კი, რა თქმა უნდა დიდი გავლენა აქვს ჩვენს გადაწყვეტილებაზე.
ყურადღებას ამახვილებენ სისუფთავეზე და მოწესრიგებულობაზე. ასევე რამდენიმე
რესპოდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარ ამოწმებენ მენიუს და საკვების მიხედვით იღებენ
გადაწყვეტილებას. ერთ-ერთმა კი აღნიშნა, რომ ყურადღებას აქცევს არის თუ არა საკვები
ობიექტის პროდუქტი მოდიფიცირებული. ნაწილმა აღნიშნა, რომ ყურადღებას გარდა
სისუფთავისა და ფასისა ასევე აქცევენ ინგრედიენტებს, საკვების შემადგენლობას, თუ
რამდენად ანაყრებს არჩეული საკვები. ყურადღებას ასევე ამახვილებდნენ პროდუქტის
შეფუთვაზე. რა თქმა უნდა, ყველა კრიტერიუმი მნიშვნელოვანია. ფასიც, ხარისხიც,
ჰიგიენურობა და ხალხის შთაბეჭდილება. საინტერესოა პასუხები კითხვაზე:ახსენდებათ თუ
არა რომელიმე ქართული პროდუქცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღი კვების
რაციონს. პასუხები თითქმის ორად გაიყო. გამოკითხულთა ზოგი ამბობს, რომ მსგავსი
პროდუქცია ქართულ ბაზარზე არ ახსენდებათ. ერთ-ერთმა კი დაასახელა Avocado.ge.
ნახევარი კი ასახელებს Balance-ს, რომელიც ჯანსაღთან ერთად გემრიელ საკვების
მომზადებაზე არის ორიენტირებული. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან
ბაზარზე ახალი შემოტანილია ეს პროდუქტი, თუმცა ეს შედეგი ხაზს უსვამს, რომ
საზოგადოებას აქვს გარკვეული ინფორმაცია Balance-ზე. ინტერვიუში ასევე დავსვით
კითხვა, თუ გაუგიათ Balance-ის შესახებ და თუ კი საიდან. რესპოდენტა რაოდენობამ,
რომლებმაც მიუთითეს, რომ გაუგიათ ამ პროდუქციის შესახებ, ინფორმაციის წყაროდ
ასახელებენ ინსტაგრამს. ზოგმა კი ახსენა ნუცა სურგულაძე, რომელსაც თვალს „Master Chef“-
იდან ადევნებენ თვალს. საინტერესოა რამდენიმე რესპოდენტის პასუხი, რომლებიც
აცხადებენ, რომ Balance-ის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ინფლუენსერებისგან გაიგეს,
რომლებმაც დაიწყეს ამ პროდუქტის გამოყენება და საკუთარ მიმდევრებს ურჩევენ, რომ
მათთაც გამოცადონ. მათი შთაბეჭდილებები კი ძალიან დადებითი იყო და რეკომენდაციას
უწევდნენ Balance-ს. შემდეგი კითხვა სწორედ იმათთვის იყო, ვისაც გაუგიათ ამ პროდუქტის
შესახებ. კითხვა კი ასეთი იყო: გამოცადეს თუ არა თავად ეს პროდუქცია და თუ კი რა
შთაბეჭდილებები ჰქონდათ, რა მოეწონათ და რას შეცვლიდნენ. რესპოდენტთა მხოლოდ
რამდენიმეს თუ აქვს გამოცდილი ეს პროდუქცია და მათი დამოკიდებულება საკმაოდ
დადებითია. მოეწონათ, რომ ძალიან ესთეტიკურად არის შეფუთვა, მიტანის სერვისის
სწრაფი აქვთ, ფასი ხარისხის შესაფერისია და რაც შეეხება საკვებს. გამოიხატა, რომ საკვები
მათ მთელი დღის განმავლობაში აქვთ, შესაბამისად თუ დრო არ აქვთ საჭმლის
PR პროექტი BALANCE

გასამზადებლად, პრობლემა არაა, რადგან მზა არის თითქმის ყველაფერი. მთელი დღე თავს
გრძნობენ დანაყრებულად, საკვებიც არ ბეზრდებათ, რადგან მრავალფეროვანია და თავს
ენერგიულად გრძნობენ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული საკვები სრულიად ჯანსაღია
და არჩეულია მომხარებლის გემოვნებიდან გამომდინარე.

2. კამპანიის მიზნები და ამოცანები

ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში გავზარდოთ ცნობადობა Balance-ის შესახებ, ვინაიდან


შედეგებიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ იმის და მიუხედავად, რომ საზოგადოების
გარკვეულმა ნაწილმა იცის Balane-ის შესახ, ფართო აუდიტორიისთვის მაინც უცხოა, ამიტომ
ჩვენი მიზანია გავზარდოთ ცნობადობა. ასევე კამპანიის მიზანია, რომ მოიპოვოს
მომხმარებლის კეთილგანწყობა და სანდოობა, რადგან უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.
გარდა ცნობადობის გაზრდისა, საზოგადოებას უნდა დავანახოთ, თუ რამდენად დადებითი
მხარეები აქვს პროდუქციას, რომ დავაწრმუნოთ შეძენაში და რა თქმა უნდა,
უმნიშვნელოვანესია, რომ არ გავუცრუოთ იმედები.

აქედან გამომდინარე კამპანიამ უნდა დაისახოს რამდენიმე ამოცანა, ესენია:

1. გაზარდოს ცნობადობა ხალხში. უნდა მიაწვდინოს ხმა ადამიანებს, რომლებაც არ


იციან Balance-ის შესახებ. უნდა დავაინტერესოთ ისინი, გავაცნოთ ჩვენი თავი და
მივიზიდოთ. დაინტერესების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მოვიპოვოთ მათი
ინტერესი, კეთილგანწყობა, სანდოობა და შევინარჩუნოთ ის.
2. შევინარჩუნოთ იმ მომხმარებლის ერთგულება, კეთილგანწყობა და სანდოობა,
რომლებმაც უკვე გამოსცადეს ეს პროდუქცია და აუცილებლად უნდა დავისახოთ
მიზნად, რომ ისინი ჩვენი მუდმივი მომხმარებლები გახდნენ.
3. დავაინტერესოთ საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი კონკურენტებით.
ჩვენი ამოცანაა, რომ შევცვალოთ მათი დამოკიდებულება და ქცევა. უნდა დავანახვოთ
რატომ ვართ უკეთესები, რითი ვჯობივართ და რატომ უნდა აგვირჩიონ ჩვენ.
4. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გავზარდოთ გაყიდვები, ვინაიდან სწორედ
ამაზე არის დამოკიდებული Balance-ის წარმატება, განვითარება და გაზრდა.
PR პროექტი BALANCE

5. ბალანსს მიზნად უნდა დავუსახოთ, რა თქმა უნდა, განვითარება და ზრდა, ამიტომ


ცნობადობის გაზრდისა და მომზარებლის ზრდის შემდეგ, მნიშნელოვანია, რომ
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გავხსნათ Balance-ის ობიექტები.

3. მიზნობრივი აუდიტორია
ბალანსი შექმნილია ადამიანებისთვის, ვისაც სურთ ჯანსაღად კვება, ვისაც დრო არ
აქვთ იმისათვს, რომ გაამზადონ საკვები მთელი დღისთვის ან კვირისთვის და იმ
ადამიანებისთვის, ვისაც მიზნად აქვთ დასახული, რომ დაიკლონ წონაში ჯანსაღად.
შესაბამისად ბალანსის აუდიტორია შემდეგნაირია:
 ადამიანები, ვისაც ჯანსაღად კვება სურს. ზოგი ახერხებს მუდმივად მიყვეს
ჯანსაღი ცხოვრების წესს და რა თქმა უნდა, მათთვის საინტერესოა ბალანსი,
მაგრამ ზოგს ახლა გაუჩნდ სურვილი და ბალანსი დაეხმარება ამ მიზნის
განხორციელებაში.
 ადამიანები, ვისაც დრო არ აქვთ, რომ მოამზადონ ჯანსაღი საკვები. სამსახური,
უნივერსიტეტი და სხვადასხვა საქმეები ადამიანებს არ აძლევს იმის
საშუალებას, რომ მუდმივად იყვნენ რაციონში და მთელი დღისთვის ან
კვირისთვის მოამზადოს საკვები. მართლაც, რომ არც ისე მარტივია ყოველ
დღე გაამზადო მრავალფეროვანი ჯანსაღი კვების რაციონი თქვენთვის.
ბალანსი სთავაზობს აუდიტორიას, რომ მიაწვდის იმ რაოდენობის რაციონს,
რომელსაც მოისურვებენ.
 ბალანსის სამიზნე აუდიტორია არის ასევე ადამიანები, რომლებიც არიან
ვეგანები. დღესდღეობით არც ისე მარტივია საქართველოს ბაზარზე იპოვო
ბევრი ვეგანური პროდუქტი, რომელიც ჯანსაღთარ ერთად ნოყიერიც იქნება.
Balance-ის ვეგანური რაციონი სავსეა სიჯანსაღითა და არც შიმშილოს გრძნობა
არ გაგიჩნდებათ.
 ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ჯანსაღად და სასიამოვნოდ დაიკლონ
წონაში. ვიცით დღეს დღეობით რამდენად არის გავრცელებული შიმშილი და
არასწორად წონაში კლება, განსაკუთრებით მოზარდებში. შიმშლი კი ძალიან
ცუდად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბალანსი საზოგადოებას
PR პროექტი BALANCE

თავაზობს, რომ სწორი გზით და არც ისე დიდ დროში მივიდნენ სასურველ
წონამდე, ყოველგვარი ტანჯვისა და ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე.
 საზოგადოება, რომელსაც ინფორმაცია არ აქვს ბალანსის შესახებ. მათ უნდა
მივაწვდინოთ ხმა და გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია, რათა გავზარდოთ
ინტერესი, მომხმარებლის რაოდენობა და კეთილგანწყობა.
 ბალანსის მიზმობრივ აუდიტორიას ასევე შეადგენს ინოვატორები, რომლებიც
ეძებენ ახალ გემოებს, ვინაიდან Balance გვთავაზობ ახალი და განსხვავებული
გემოების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლოა ადამიანის
ორგანიზმისთვის.

აუდიტორიასთან, რომელსაც ბალანსი მოემსახურება, აუცილებელია, რომ


მუდმივი კონტაქტი და უკუკავშირი გვქონდეს, ვინაიდან სწორედ აქედან
გავიგებთ რა მოსწონთ და რა არა. მათი რჩევები დაგვეხმარება გაუმჯობესებაში და
განთვითარებაში.

4. მთავარი მესიჯი

ბალანსის უმთავრესი მიზანია, რომ ხალხს დაეხმაროს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებაში
და იმათ, ვისაც სურთ რომ სწორი გზით დაიკლონ წონაში. მოგეხსენებათ, რამდენად
მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.
ამაზეა დამოკიდებული მრავალი რამ: ჩვენი ჯანმრთელობა, ფიზიკური მდოგმარეობა,
ენერგია, ჩვენი განწყობა და მცირედიც კი: ჩვენი მოტივაციები, ურთიერთობები, ბედნიერება
და მთლიანი ცხოვრება. სწორ კვებას უჭირავს ძალიან დიდი როლი. ვარჯიში და ფიზიკური
აქტოვობაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ჩვენს კვებას.

Balance-ის მესიჯები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:

 ბალანსი- სწორი კვება, შენი თავის გრძნობა


 ბალანსი- საკუთარი თავის პოვნა
 ახალი ჩვევები-ახალი ცხოვრება
PR პროექტი BALANCE

 დააბალანსე ცხოვრება
 კვებაშიც კია ოქროს შუალედი
 ჩვენ გთავაზობთ, შენ ირჩევ
 შეგიძლია დაიწყო დღეიდან
 არ დაელოდო ორშაბათს
 ჩვენ გეხმარებით იზრუნოთ თქვენ თავზე
 სწორად კვება-საკუთარი თავის პატივისცემაა
 Balance გეხმარებათ მიზნების მიღწევაში
 ირჩევ Balance-ს, ირჩევ სწორ ცხოვრებას
 Balance მიზნის მიღწევის გზაა
 Balance ჯანსაღი ცხოვრებაა
 Balance სწორი გადაწყვეტილებაა
 Balance ჯანსაღი გადაწყვეტილებაა
 Balance ეს არის თქვენი საწვავი
 გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია
 Balance-სთან ერთად ვაშენებთ ჩვენს თავს

ასევე აუდიტორიას ვფიქრობ დააინტერესებს და ადვილად დაამახსოვრდება თუ


გამოვიყენებთ ჰაშთაგებს, მაგალითად:

 #Balanceცხოვრებისწესია
 #Balanceსწორიარჩევანი
 #დავაბალანსოთცხოვრება
 #ერთადმიზნისკენ
 #აირჩიებალანსი
 #ახალიცხოვრება
 #ახალიჩვევები
 #იპოვესაკუთარითავი
PR პროექტი BALANCE

5. სამოქმედო გეგმა მიზნის მისაღწევად

იმისათვის, რომ ბალანსი გაიზარდოს, განვითარდეს და გაფართოვდეს


აუცილებელია, რომ საზოგოადოებამ გაიცნოს ეს პროდუქტი. იმისათვის, რომ
დაინტერესდეს აუდიტორია და მოვიპოვოთ მათი კეთილგანწყობა, გავზარდოთ
გაყიდვები, საჭიროა ხალხს ხმა მივაწვდინოთ სხვადასხვა გზით. ეს გზებია:

 სოციალურ ქსელებში სამოტივაციო პოსტების ატვირთვა


 სარეკლამორგოლების გავრცელება სოციალურ ქსელებში და ტელევიზიაში
 ინფლუენსერებისთვის პროდუქტის გაგზავნა
 ქალაქში ბანერების გამოკვრა
 გადაცემებში მისვლა
 ჟურნალებში გამოჩენა

ტაქტიკა N1- საჭიროა, რომ სოციალურ ქსელებში, როგორებიცაა: ინსტაგრამი, ფეისბუქი და


ტიკ-ტოკი, გავავრცელოთ ჩვენს შესახებ ინფორმაცია. აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება,
თუ ინსტაგრამზე და ფეისბუქზე გავრცელდება სამოტივაციო მესიჯები პოსტერების სახით,
რომლებიც მოუწოდებს მათ, რომ ცხოვრება გააუმჯობესონ და უკეთესობისაკენ შეცვალონ.
ესეთი მესიჯები შეიძლება იყოს:

 ბალანსი ახალი ცხოვრების წესს დაგიმკვიდრებს.


 ბალანსი დაგეხმარება, რომ იპოვო საკუთარი თავი.
 ბალანსი შეიქმნა იმისთვის, რომ გააუმჯობესო საკუთარი თავი.
 ბალანსი დაგეხმარება, რომ მიაღწიო დასახულ მიზნებს.
 ბალანსი მოგცემს ენერგიას, რომ გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
 ბალანსი საშუალებას გაძლევს იყო უკეთესი ვიდრე იყავი გუშინ.
 ბალანსისთვის მნიშვნელოვა არ აქვს ორშაბათია, თუ არა, დაიწყე დღესვე.

ტიკ-ტოკ-ში გავავრცელებთ მოტივაციურ შეტყობინებებს ანიმატური ან გრაფიკული


დიზაინის საშუალებით.
PR პროექტი BALANCE

ტაქტიკა N2- სარეკლამორგოლის გაკეთება. ვიდეორგოლების გამოყენება ერთ-ერთი


საუკეთესო გზაა, რომ საზოგადოებას გააცნო შენი პროდუქტი, დააინტერესო და მიიზიდო. ამ
მიზნით შესაძლოა, რომ გაკეთდეს რამდენიმენაირი ტიპის ვიდეორგოლი.

სარეკლამორგოლი N1

გოგო/ბიჭი იღვიძებს შაბათს, დილას დაღლილი და ყველანაირი მოტივაცია დაკარგული,


შედის აბაზანაში წესრიგდება შემდეგ შედის სამზარეულოში. აღებს მაცივარს. მაცივარში
დევს მხოლოდ რომელიმე გაზიანი სასმელი და კვერცი ან დაკონსერვებული საჭმელი,
რომელიც გახსნილია და ცოტაღაა დარჩენილი. შემდეგ იმედგაცრუებული სახით კეტავს
კარებს. მიდის კარადასთან. აღებს კარადას, რომეშიც წაქცეულია ჩიფსი და ცოტა
გადმოყრილია. გოგონა ამოისუნთქებს დაღლილი, აიღებს ჩიფს და დაიწყებს ჭამას.
გადააგდებს ნაგავში. ჩართავს ტელევიზორს, ჯდება დივანზე და კიდევ უხასიათოდაა,
ნათელი უნდა იყოს, რომ ვერ დანაყრდა და შია. იღებს ტელეფონს, რომ ასქროლოს, ამ დროს
ინსტაგრამზე შეხვდება ფოტო, სადაც ასახულია ბალანსის ერთი დღის მთლიანი რაციონის
პროდუქტი. გადადის მათ გვერდზე, უცებ აათვალიერებს პოსტებს, შემდეგ მიწერს და
შეუკვეთავს. შეკვეთიდან ერთ წუთში, კარებზე ზარია, კარების გაღებისას იღებს პროდუქტს
და შედის სამზარეულოში. ალაგებს და ბედნიერი სახით უყურებს მრავალფეროვან საკვებს.
დაიწყო საუზმით და მირთმევის შემდეგ რთავს სიმღერას და იწყებს ცეკვას, იცინის და
ბედნიერია, ჩანს ასევე მისი ენერგიაც.

სარეკლამორგოლი N2

რეკავს მაღვიძარა, ქალი სწრაფად იღვიძებს, ჩქარა ემზადება და მიდის სამსახურში. საუზმე
ვერ მოასწრო, თუმცა სამსახურში შესვლისას მაინც ყველას გაუღიმა. ჯდება კაბინეტში,
იწყებს მუშაობას. მოდის შესვენების დრო, როცა უნდა ისადილოს. გადის გარეთ. ხედავს,
რომ დიდი საცობია, შესაბამისად ვერ მოასწრებს გარეთ ჭამას, შედის ოფისში. ჩადის
კაფეტერიაში ამ დროს ხვდება თანამრომელი უწყებს ლაპარაკს. ქალი იხედება საათზე და
ამოწმებს რამდენი დარჩა შესვენების დრო. თანამშრომელს ვეღარ უსმენს. მიდის
კაფეტერიაში, არის დიდი რიგი. ამ დროს სახეზე ეტყობა აღელვება. მიდის ყავის აპარატთან,
ისხამს ყავას და ამ დროს შესვენების დროც ეწურება. შედის კაბინეტში და უენერგიოდ
აგრძელებს მუშაობას. ხან მაგიდაზე დებს თავს, ხან საათს უყურებს. დღის ბოლოს
PR პროექტი BALANCE

უენერგიოტ მიდის სახლში. მომზადების თავი არ აქვს და გუშინდელ საჭმელს ითბობს. ჭამს
და უენერგიოდ წვება საწოლზე. იღებს ტელეფონს და ფეისბუქზე ხვდება ბალანსის პოსტი,
რომელის მესიჯიც არის: „თქვენ ირჩევთ, ჩვენ გაწვდით. დაზოგე დრო.“ გადადის მათ
გვერდზე და იძახებს რაციონს ხვალინდელი დღისთვის. მეორე დილას იღვიძებს, იღებს
შეკვეთას და ჩანს როგორ მიაქვს სამსახურში საკვები. შესვენების დროს მიირთმევს მას და
მუშაობას აგრძელებს ენეგიულად და ღიმილით.

სარეკლამორგოლი N3

მამაკაცს უნდა, რომ ჩადგეს ფორმაში. კადრი იწყება, როგორ გადის სახლიდან და იწყებს
სირბილს. შემდეგ ადის სახლში. და დილას იწყებს ჯანსაღად, თუმცა სადილის დროს ბევრ
სასუნავს იღებს, რადგან ვერ ნაყრდება. სავახშოდ იძახებს Fast Food-ს და შემდეგ თავს
მოწყენილად და ცუდად გრძნობს, იმედგაცრუებულად. იწყება მეორე დღე. გადის ისევ
სარბენად. სირბილის დროს დაინახავს ბანერს, სადაც წარმოდგენილია ბალანსი და ჯანსაღი
საკვები. მიდის სახლში, იძახებს ბალანს და ამჩნევს, რომ ვარჯიშთან ერთად სწორმა კვებაც
გამოიღო შესამჩნევი შედეგი.

ტაქტიკა N3- ბალანსი რამდენიმე ინფლუენსერს, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის


მიმდევრები ჰყავს ინსტაგრამზე და ტიკ-ტოკზე, გაუგზავნის ერთი დღის რაციონს.
ინფლუენსერები ბუნებრივად გახსნიან მას, აჩვენებენ თითოეულ პროდუქტს და მონიშნავენ
Balance-ს გვერდს. გვერდზე კი მიმდევრები გადავლენ და რა თქმა უნდა, დაინტერესდებიან
პროდუქტით.

ტაქტიკა N4- ქალაქში ბანერების გამოკვრა, სადაც ასახულია ერთი დღის რაციონი, ან
გაყოფილია ოთხად და თითოეულში ასახულია შესაბამისი კალორიის რაციონი, ან როგორ
აწვდის ნუცა და გაბრიელი საკვებს მომხარებელს (ანუ იმათ, ვინც ბანერს შეხედავს) და
ქვემოთ მათი სლოგანი აწერია, რომელიც იქნება ზემოთხსენებული სლოგანებიდან
რომელიმა.
PR პროექტი BALANCE

ტაქტიკა N5- გადაცემაში მისვლა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომ საზოგადოებამ


გაგვიცნოს. ნუცა და გაბრიელი ისაუბრებენ, როგორ შეიქმნა Balance და რას სთავაზობს ის
საზოგადოებას.

ტაქტიკა N6- იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოების უმრავლესობამ გაიგო


ბალანსის შესახებ საჭიროა გამოვჩნდეთ ჟურნალებშიც. ჟურნალში იქნება ნუცასა და
გაბრიელის ფოტო, ბალანსის ლოგო და პატარა ინტერვიუ ნუცასთან და გაბრიელთან თუ
რატომ შექმნეს, რას სთავაზობენ აუდიტორიას და რა სამომავლო გეგმები აქვთ.

აქტივობა დრო

იანვარი თებერვალი მარტი

I II III IV I II III IV I II III IV

სოციაულურ ქსელებში
სამოტივაციო პოსტების
ატვირთვა

სარეკლამო რგოლების
გავრცელება
ინფლუენსერებისთვი

პროდუქტის გაგზავნა
ქალაქში ბანერების
გამოკვრა
გადაცემებში მისვლა

ჟურნალებში გამოჩენა

6. კალენდარი
PR პროექტი BALANCE

7. შეფასება

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ, რომ Balance-ს შეუძლია დიდი და
გადამწყვეტი როლი ითამაშოს ადამიანების ცხოვრებაში. ის მომხარებელს
საშუალებას მისცემს, რომ აირჩიოს ცხოვრების ახალი სტილი, მიაღწიონ მიზანს. ეს
მიზანია ჯანსაღი საკვების მირთმევა თუ წონაში კლება. ასევე გათვლილია
ვეგანებისთვის, რომლებსაც არც თუ ისე ფართო და მრავალფეროვანი საკვების
არჩევანი აქვთ საქართველოს ბაზარზე. ჯანსაღი საკვები თითოეულ მომხარებელს
აჩვენებს, თუ როგორ შეცვლის მათ გაწყობას, ენერგიას და დღის მთლიან რეჟიმს. ეს კი
უკუკავშირში და შეფასებებში გამოჩნდება. კითხვარში გამოჩნდა, რომ საზოგადოების
გარკვეული ნაწილი უკვე იცნობს Balance-ს და მათ შესახებ გარკვეული ინფორმაცია
მოეპოვებათ. ასევე გამოჩნდა, რომ რამდენიმე რესპოდენტს უკვე გამოცდილი ჰქონდა
პროდუქტი და შეფასებებიც დადებითი იყო.

Balanc-მა მიზნად დაისახა, რომ ხმა მიაწვდინოს უფრო დიდ აუდიტორიას, გააცნოს
თავი და მოიპოვოს მათი მხარდაჭერა, კეთილგანწყობა და ნდობა, რაც სხვადასხვა
გზებით უნდა მოახერხოს. გარდა ახალი მომხარებლის შეძენისა, ყოველთვის უნდა
ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ერთგული მომხმარებლის
კეთილგანწყობა და მოპოვებული ნდობა.

Balanc-სმა სამომავლოდ უნდა დაისახოს დიდი გეგმები. გაფართოება და გაზრდა


ერთ-ერთი მთავარია. როგორც უკვე ვახსნეთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში
ობიექტების გახსნა. როგორც Balance-ის გუნდისთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც
მომგებიანი იქნება.

საბოლოო ჯამში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავზარდოთ Balance-ის გაყიდვები და


რეიტინგი. მთავარია, რომ კრიზისის შემთხვევაში, მზად ვიყოთ მის დასაძლევად და
სწრაფად მოვბილიზდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გვქონდეს კონტაქრი
მომხარებელთან და გავიგოთ მათი შთაბეჭდილებები, გავითვალისწინოთ მათი
შეფასებები და რჩევები, რადგან სწორედ ეს დაგვეხმარება, რომ დავიხვეწოთ,
განვვითარდეთ, გავიზარდოთ, გავხდეთ უკეთესი და ყველაფერი გავაუმჯობესოთ.

You might also like