You are on page 1of 3

,,მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“

დღესდღეობით ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვები ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

უამრავი ადამიანი მოგვიწოდებს რომ ამ წესს მივყვეთ და იმაზე ჯანსაღად

ვიცხოვროთ, ვიდრე ვცხოვრობთ. ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს

იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ე.ი ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს ,

რომელთა მიზანია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის

გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე მოიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი

რისკ ფაქტორების თავიდან აცილების გზებს. საიდუმლოს არ წარმოადგენს,

რომ აქტიური ცხოვრების წესი და სწორი კვება, გვიუმჯობესებს ჯანმრთელობას

და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ფიზიკური

ვარჯიში, დაბალანსებული კვება... ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების

გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ის არ გულისხმობს მკაცრ აკრძალვებს. ჯანსაღი

საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან

გვიყვარს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული მათ შორის პურეული,

თხილეული, ხორცი, თევზეული, რძის ნაწარმი.ხილი და ბოსტნეული

ორგანიზმისთვის წარმოადგენს ვიტამინების და მინერალების სასიცოცხლო წყაროს.

რეკომენდირებულია, რომ ყოველდღიურად, დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ

არანაკლებ ხუთი ულუფა ხილისა და ბოსტნეულისა. ხორცი, თევზი, კვერცხი და

პარკოვანი კულტურები - ცილების შემცველი საკვები

ეს ყველა პროდუქტი საკმაოდ კარგი წყაროა ცილების მისაღებად, რაც ჩვენს

ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და რეგენერაციისთვის. ეს პროდუქტები ასევე

გვევლინება გარკვეული ვიტამინების და მინერალების წყაროდაც. მაგ.

ხორცი შეიცავს ცილებს, ვიტამინებს და მინერალებს, როგორიცაა თუთია, რკინა და B

ვიტამინები. ხორცი ასევე ძირითადი წყაროა B12 ვიტამინის.


თევზი ცილოვანი საკვების ასევე მნიშვნელოვანი წყაროა და უხვად შეიცავს

ვიტამინებსა და მინერალებს. თევზის ქონი კი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი

მჟავებით.არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ

მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით,

მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული.

სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს,

სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს. აღნიშნულში

არა მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, არამედ ნებისმიერი

ფიზიკური ძალისხმევა იგულისხმება - ფეხით, ველოსიპედით სიარული, ბაღში,

ბოსტანში მუშაობა ...

ნაჯერი, უჯერი და ტრანს ცხიმები

ნაჯერი ცხიმები გვხვდება ყველში, ძეხვეულში, ცორცის პროდუქტებში, კარაქში...

ნაჯერ ცხიმებს შეუძლია გაზარდოს სისხლში ქოლესტერინის დონე და გულ-

სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

უჯერი ცხიმებს კი თავის მხრივ შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე და

მოგვამარაგოს აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომ შევინარჩუნოთ

ჯანმრთელობა. თევზის ქონი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ავოკადო, ზეითუნი და

სხვადასხვა მცენარეული ზეთები არის უჯერი ცხიმების წყარო.

ტრანს ცხიმები დაბალი შემცველობით გვხვდება ბუნებრივად, ზოგიერთ საჭმელში,

როგორებიცაა ცხოველური საკვები (ხორცისა და რძის პროდუქტების ჩათვლით).

ჯანსაღი ცხოვრების ნათელი მაგალითებია სპორცმენების ცხოვრებაა. ისინი

ცდილობენ ფიზიკური აქტივობით, ასევე ჯანსაღი კვებით გაიმყარონ იმუნიტეტი.

ასევე შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ცნობილი კინომსახიობები, რომლებმაც

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით დაამარცხეს ორგანიზმის მავნე მტერი


რომელსაც ჭარბწონიანობა ეწოდება. მავნე ჩვევებს მიეკუთვნება კომპიუტერული ~

თამაშები, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, დიდი

რაოდენობით ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება. ალკოჰოლის ჭარბი

რაოდენობით მოხმარება ნიშნავს სასმელის გადამეტებული რეკომენდირებულზე

მეტი დოზის მიღებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლით მოწამვლა, ღვიძლის

ციროზი.

ამგვარად, ცხოვრების ჯანსაღი წესი აუბჯობესებს ჯანმრთელობას და ამცირებს

ზოგიერთი დაავადების რისკს.

ავტორი: ნინი გველებიანი

You might also like