You are on page 1of 1

რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჩვენს ცხოვრებაში?

სპორტს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სპორტი


გვეხმარება ჩვენი ორგანიზმის მუშაობაში, მარტივი ვარჯიშის მერეც ჩვენი
გული უფრო კარგად მუშაობს, სისხლი ვრცელდება ჩვენს სისხლძარღვებში,
ყველა უჯრედი ჰაერით მარაგდება და საერთოთ თავს უკეთესად ვგრძნობთ.
ვარჯიში მოზარდებს ზრდაშიც კი ეხმარება. მაგრამ მარტო ვარჯიშიც არ
შეიძლება, იმისთვის ადამიანმა ვარჯიშისგან დადებითი ეფექტი რომ მიიღოს
მან უნდა მინიმუმ 8 საათი დაიძინოს და დაბალანსებული კვება უნდა
ფქონდეს. ამ საკითხში უფრო ღრმად რომ შევიედეთ ადამიანმა უნდა მიიღოს
ბევრი ცილა, ამოიღოს რაციონიდან სწრაფი ნახშირწყლები და შაქარი,
დალიოს ბევრი წყალი და მიიღოს ნაკლები ცხიმი. სპორტი ადამიანს არა
მარტო ფიზიკური არამედ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშ
ეხმარება. მარტივი აქტივობები მაგალითად დილით სირბილი ან
მეოგბრებთან ფეხბურთის თამაში ადამიანს აყენებს უფრო კარგ ხასიათზე და
ამცირებს დეპრესიის შანსებს. სპორტს კიდევ შეუძლია ადამიანი დეპრესიიდან
გამოიყვანოს მაგალითად: ახლობლის გარდაცვალების მერე, დაშორების
მერე, თავისთავის დაწუნების ან სხვა მიზეზების გამო, მის მეშვეობით
ადამიანს შეუძლია სხვა რაღაცაზე გადართვა, თავისთავის გაუმჯობესება და
ახალი მეგობრების პოვნა. სპორტის მეშვეობით მარტივად შეგიძლია იპოვო
თავის თანამოაზრეები და ხალხი რომელიც ცხოვრებაში დაგეხმარება.
სპორტი მთელ ერს აერთიანებს. ხალხი რომელიც არარის დაინტერესებული
სპორტში მაინც ყველასთან ერთად ზეიმობს გოლის გატანას და განიცდის
ნაკრების წაგებულ მატჩს. ჩვენ ყველანი ერთად ვუჭერთ მხარს საქართველოს
ეროვნულ ნაკრებებს და ერთ დიდ ოჯახს ვგავართ. სპორტი მშვენიერი რამეა
და მე პირადად გული მწყდება რომ ხალხის უმეტესობა ამას ვერ იგებს და
ფიქრობს რომ ის უბრალო გასართობია.

ავტორი: ნიკოლოზ ჯოხაძე

You might also like