You are on page 1of 1

7 სავარჯიშო ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

ტვინი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ორგანოა და მასზე ყველაზე დიდი


დატვირთვაც მოდის. იმისთვის, რომ ტვინმა “არ იზარმაცოს” და, ამასთან,
თავისი შესაძლებლობები მეტად გამოავლინოს, ექსპერტები რამდენიმე რჩევას
გვთავაზობენ:

1. ფიზიკური ვარჯიში მუშაობაში არა მარტო სხეულს, ტვინსაც ეხმარება. ამ


დროს ფართოვდება სისხლძარღვები და ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება,
მასთან ერთად კი მიეწოდება მეტი ჟანგბადიც, რაც მას გაცილებით უკეთ
მუშაობის საშუალებას აძლევს.

2. დილით აუცილებლად ისაუზმეთ. საუზმის გარეშე დარჩენილი ადამიანის


ტვინი მალე იღლება.

3. ეცადეთ, ტვინი დილიდანვე “დაქოქოთ”, თუნდაც ამოხსნათ კროსვორდის


რამდენიმე სიტყვა. ასეთი ვარჯიში ტვინს მთელი დღის სამყოფი ენერგიით
დამუხტავს.

4. მიირთვით თევზი. მას ექიმები ყველაზე “ჭკვიან” საკვებს უწოდებენ. ყველაზე


სასარგებლო კი თევზის ქონია.

5. დღემ ნაყოფიერად რომ ჩაიაროს, წინა ღამით დაწერეთ მისი გეგმა . ძილის
დროს ტვინი ამ გეგმას გადაამუშავებს და დილით საუკეთესო ვარიანტს
შემოგთავაზებთ.

6. თუ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაგავიწყდათ, თავის გაუტოკებლად


გაიხედეთ ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ – რამდენიმე წამში დავიწყებული
გაგახსენდებათ. რატომ? საქმე ის არის, რომ ტვინი ორი ნახევარსფეროსგან
შედგება. აზროვნების დროს ისინი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. ზოგჯერ
ეს კავშირი დუნდება, თვალების სწრაფი მოძრაობა კი მის აღდგენას უწყობს
ხელს. ტვინის ასე “შესაჯანჯღარებლად” სულ 5-10 წამი დაგჭირდებათ.

7. კარგი ძილი, სასიამოვნო მუსიკა და საჭირო რაოდენობის წყალი ასევე


შეუწყობს ხელს ტვინის გამოცოცხლებას.

You might also like