You are on page 1of 1

ყოველდღე ტვინი უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას ამუშავებს.

მას
ყოველდღიურ საქმიანობაზე კონცენტრაცია. ახალი ამოცანების შესრულება და
რაღაც ახლის შესწავლა უწევს. სწორედ ამიტომ ადამიანმა კარგ მდგომარეობაში
უნდა შეინარჩუნოს მეხსიერება და ნერვული სისტემის სწრაფი რეაქცია. ყველა ეს
პროცესი შეუფერხებლად რომ გაგრძელდეს, ჩვენი მთავარი ორგანო მუდმივად
უნდა ვავარჯიშოთ. ვარჯიში იმდენად მარტივია, რომ თქვენ ყოველგვარი მომ
ზადების გარეშე მარტივად შეასრულებთ.

საღამოობით, სანამ დაიძინებთ, გაიხსენეთ ყველაფერი რაც დღის განმავლობაში


გადაგხდათ თავს მას შემდეგ, რაც ადექით.კომფორტისთვის დახუჭეთ თვალები,
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ
ნელა, რაც შეიძლება დეტალურად გაიხსენეთ ყველა წრვილმანი დეტალიც,
მაგალითად ადექით ლოგინიდან, ჩაიცვით ჩუსტები, წახვედით აბაზანაში,
გაიწმინდეთ კბილები, როგორი ფერის იყო ჯაგრისი, რა ჩაიცვით, რა
მიირთვით საუზმეზე, სად იყავით. აუცილებელია ყველაფერი ნელ-ნელა
ტვინში დაახარისხოთ.
ეს ვარჯიში წვრთნის მეხსიერებას, ყურადღებას, გააზრებას და ნერვული ქსელი
ნორმაში მოჰყავს.
გარდა ამისა, ნერვული სისტემის ტონუსის გასაუმჯობესებლად უბრალოდ
შესანიშნავია კლასიკური მუსიკა, მუსიკის მოსმენას მეცნიერები აზროვნების
გაუმჯობესების თითქმის მთავარ საშუალებად თვლიან. ისინი გვირჩევენ მუსიკას,
ზოგჯერ რეპერტუარის შეცვლით, ყოველდღე მოვუსმინოთ.

ისეთი რთული ორგანო, როგორიცაა ტვინი რომ წარმატებით ავარჯიშოთ,


გჭირდებათ სურვილი, ცოტა ძალისხმევა და დისციპლინა.მაგრამ, რათქმა უნდა, ეს
იმად ღირს რომ გქონდეთ ძლიერი ნერვები, ჯამრთელი სისხლძარღვები და
შესანიშნავი მეხსიერება.

You might also like