You are on page 1of 11

პრიორიტეტების დასახვა

თუ გსურთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ მიიღოთ მომგებიანი


თამაში, ეს თემა დაგეხმარებათ მის შექმნაში. განიხილავს მოკლე და გრძელვადიან,
პერსონალურ, პროფესიონალურ და სხვა სახის პრიორიტეტებს. გიჩვენებთ
შესაძლებლობის სხივს. გაგიშლით პრიორიტეტულ მიმართულებებს საიდანაც
თქვენ ამოირჩევთ. მიზანი: რანჟირების პროცესის მიღწევა, რომელიც სწორედ
თქვენს სტილზეა მორგებული.
დღე-ღამეში 24 საათია. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ადამიანი -
პოლიტიკოსია, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ დიასახლისი; ყველას ერთი
და იგივე დრო აქვს. დროის მენეჯმენტი ყველას გვჭირდება, რათა ხარისხიანად
შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, თანაც ისე, რომ დავზოგოთ საკუთარი სასიცოცხლო
ძალები და დრო განტვირთვისა და დასვენებისთვისაც დაგვრჩეს.
თუ ადამიანს ბევრი საქმე აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ბევრს აკეთებს. შედეგი უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესი და ამ შედეგის მისაღწევად საჭიროა საქმიანობის
გონივრულად დაგეგმვა. ასე რომ, დროის მენეჯმენტი დაგეგმვით უნდა დავიწყოთ.
გამოვყოთ პრიორიტეტები და მათი ურთიერთშეფარდება გავარკვიოთ.
მაგალითად, ავიღოთ წრე და გავყოთ მას იმდენ ნაწილად, რამდენი პრიორიტეტული
მიმართულებაცაა თქვენს ცხოვრებაში:
. სამსახური;
. ოჯახი;
. პიროვნული და პროფესიული განვითარება;
. ჰობი;
. გართობა, დასვენება.
ყველა თვითონ წყვეტს, რომელ მიმართულებას რამდენი დრო დაუთმოს.
მთელი წრე 100%-ია. ეს პროცენტები პირობითად ისე უნდა გავანაწილო, რომ ყველა
მიმართულება გავითვალისწინო და ყველას თავ-თავისი სამყოფი დრო გამოვუყოთ.
ანბანური სისტემა
დროის მენეჯმენტის ყველა ექსპერტის მითითებითა და მრავალი
ორგანიზაციის გამოცდილებით ანბანური სისტემა არის პრიორიტეტული
სტრატეგიული დაგეგმვის ყველაზე უკეთესი სისტემა. უნდა ითქვას, რომ ის
გვილაგებს ყველა ამოცანას ანბანური ღირებულების მიხედვით.
ყოველი პროფესიის ადამიანისთვის სხვადასხვა საქმეა მნიშვნელოვანი. ვერავინ
გიკარნახებთ, რა მნიშვნელოვანია და რა - მეორეხარისხოვანი. ეს თქვენზე უკეთ
არავინ იცის. თუმცა არსებობს მეთოდი გასაკეთებელი საქმეების პირველ და
მეორეხარისხოვან პრიორიტეტებად დასაჯგუფებლად.

 A კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი ქმედებები, რომელიც უნდა


გავაკეთოთ სწრაფად და აუცილებლად. აm კატეგორიის ამოცანებმა შესაძლოა
მოგვცეს საინტერესო შედეგები. მისმა შეუსრულებლობამ კი გამოიწვიოს
სერიოზული უსიამოვნება და არეულობა.დაუყოვნებლივ შესრულება არის
მიზეზი, რაც გვიბიძგებს პირველ პრიორიტეტად დასახვისკენ.
 B კატეგორიაში მოხვდება ის ამოცანები, რომელიც ძალიან
მნიშვნლოვანია, მაგრამ არა ისეთივე სასწრაფო, როგორც A კატეგორიის
საქმეები. ის შეგვიძლია გადავდოთ მოგვიანებით შესასრულებლად. მაგრამ არა
ხანგრძლივად. მცირე დროის გასვლის შემდეგ, მარტივად შეიძლება
გადაინაცვლონ მათ A კატეგორიაში. რა თქმა უნდა, პირველი კატეგორიის
საქმიანობის შესრულების შემგომ.
 C კატეგორიაში მოხვდება ისეთი საქმეები, რომელიც არის სასწრაფო
მაგრამ A კატეგორიასთან შედარებით არამნიშვნელოვანი, ანუ პრიორიტეტების
დასახვისა მნიშვნელოვან საქმეებს შორის უნდა გადავარჩიოთ სასწრაფო და
არასასწრაფო მნიშვნელოვანი საქმეები. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ
აუცილებლად გადაინაცვლებს პირველ კატეგორიაში, რადგან სასწრაფო
გახდება, ხოლო მნიშნელოვნებას შეინარჩუნებს.
 რაც შეეხება D კატეგორიას, აქ ხვდება ისეთი საკითხები რომელიც არც
მნიშვნელოვანია დაა არც სასწრაფო. თეორიულად შესაძლებელია არც
გავაკეთოთ ასეთი საქმეები, კარგი იქნება, თუ შევასრულებთ, მაგრამ რეალურად
მისი იგნორირებით არაფერი არ შეიცვლება. თუმცაღა შესრულებამ შეიძლება
მოგვიტანოს სასიამოვნო შედეგები. ასე მაგალითად, ძველი ჟურალი მოიცავს
ღირებულ სტატიას. ახალი ნათურის შეძენა გაგიუმჯობესებთ სამუშაო გარემოს,
საკანცელარიო მაღაზიის დათვალიერებისას შესაძლოა აღმოაჩინოთ რაიმე
ნივთი, რომელიც გაგიმარტივებთ საქმეს, ან მობილური ტელეფონის
ინსტრუქციის ხელახლა წაკითხვისად შესაძლოა აღმოაჩინოთ ახალი და
საინტერესო ფუნქციები, რომლის შესახებაც არ იცოდით უწინ.
ანბანური სისტემის მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის
გვარიდებს ემოციურ ფონს, რომელიც გვაქვს შესასრულებელ საქმეებთან
მიმართებაში. თუმცა ანბანურ სისტემას აქვს სუსტი მხარეც. მაგალითად
შეიძლება დახარისხებისას აღმოგვაჩნდეს ბევრი A კატეგორიის საქმეები. ამ
შემთვევაში შეგიძლიათ კიდევ დაყოთ A1,B1 სისტემად პრიორიტეტები.

ანბანური სისტემა
A. კატეგორია: ნიშვნელოვანი და სასწრაფო
B. კატეგორია: მნიშვნელოვანი მაგრამ ნაკლებად სასწრაფო ვიდრე ა
C. კატეგორია: ჯერ არ არის სასწრაფო.
D. კატეგორია: მომხიბვლელია, მაგრამ არც მნიშვნელოვანი და არც
სასწრაფო.
სასწრაფო არასასწრაფო

მნიშვნელოვანი A ახლავე გააკეთე B დაგეგმე

არამნიშვნელოვანი C სხვას გადააბარე D თავი დაანებე

ამ სიტუაციის საკუთარ თავზე გამოცდა გაგიმარტივებთ მისი მუშაობის


აღქმას. მაგალითად, აიღეთ საქმეების ჩამონათალი, რომელიც გინდათ
შეასრულოთ ხვალისათვის. შემდეგ შეარჩიეთ 3–4 მათგანი, რომელიც
აუცილელად უნდა შეასრულოთ. დაალაგეთ მათი მნიშვნელოვნების მიხედვით.
პირველი 2 იქნება A კატეგორია, მეორე 2 B კატეგორია. ახლა აიღეთ შემდეგi 2
საკითხი, რომელიც გექნებათ მხედველობაში ხვალ, მაგრამ შესაძლებელია მისი
გადადება საჭიროების შემთხვევაში. ასეთი საკითხები მიეკუთვნება C
კატეგორიას.
დარჩენილი საკითხები, რომელიც ჩამონათვალში დაგრჩათ, არის D
კატეგორიის თემები, რომლის შესრულება კრგი იქნება, მაგრამ სტრესის გარეშე.
თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება ხვალ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაგჩებათ
თავისუფალი დრო.
ამ პატარა სავარჯიშომ შესაძლოა შეცვალოს თქვენი ქცევა როგორც
ფაქტობრივი და ბევრად აქტიური.
 გააკეთეთ თქვენი აქტივობების პირველი შემთხვევითი შერჩევის
ჩამონათვალი ლოგიკური პროგრესიის მიხედვით? რას გეუბნებათ ის თქვენი
აზროვნებს შესახებ?
 მოგცათ თუ არა ანბანურმა დალაგებამ მოვალეობების
მნიშნელოვნების მიხედვით დალაგების საშუალება? თუ არა რატომ?
 ხომ არ გადადეთ A კატეგორიაში საკითხები, რომელიც არის
არასასიამოვო შედარებით? თუ ასეა, გირჩევთ პირველ კატეგორიაში
გადაიტანოთ, რადგან ასე უფრო მოახერხებთ სწორი გზით სიარულს.
 სწრაფად გადმოინაცვლებს თქვენი C კატეგორიის საქმეები Aან B
კატეგორიაში?
 გაქვთ თუ არა რაიმე D კატეგორიის საკითხები?
 ხვალ სამუშაო დღე გაქვთ? თუ ასეა, მოიფიქრეთ რა პირადი საქმეები
გექნებოდათ A,B,C,D კატეგორიაში, თუ ხვალ დასვენების დღე იქნებოდა
რამდენი მათგანი მოიცავს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს? პირად მიზნებს?
 პირიქით, თუ ჯერ არასამუშაო დღე დაგეგმეთ, რას დაწერდით
სამუშაო დღე რომ ყოფილიყო ხვალ?
 შესაძლოა ამ კითხვებზე პასუხმა შეცვალოს თქვენი მიდგომები და
სხვაგვარად დაალაგოთ პრიორიტეტები.

ამის შემდეგ დახარჯული დრო უნდა გავაანალიზოთ, რათა ვიცოდეთ, როგორ


და რაში იხარჯება ძვირფასი დრო. ამის განსაზღვრისთვის აუცილებელია,
შევადგინოთ ე.წ. დროის პროტოკოლი, რომელშიც გავწერთ საქმიანობას მთელი
დღის განმავლობაში.
სასურველია, დროის ხარჯვის ამგვარი აღწერა რამდენიმე დღის განმავლობაში
ჩავატართ. ეს საქმიანობა თავისთავად მოითხოვს დამატებით დროს, მაგრამ, როგორც
გამოცდილი ხალხი ამბობს, მეთოდი ძალიან მომგებიანია და ძალიან აზარტულიც.
სხვათა შორის, ზოგიერთ ორგანიზაციაში ხელმძღვანელები პერიოდულად ავალებენ
ხელქვეითებს ამგვარი დროის პროტოკოლების შედგენას. ამის მიზანია, ერთი მხრივ,
თანამშრომლების შრომისუნარიანობის დადგენა და, მეორე მხრივ, ხარისხის
კონტროლი ორგანიზაციაში.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის დახარჯულ-დაკარგული დროის აღწერა
შევადგინეთ, უკვე ხელთ გვაქვს შავით თეთრზე ნაწერი საბუთი იმისა, სად წავიდა
ძვირფასი დრო, რაში დავხარჯე ის და რისთვის არ გვეყო.
თქვენს ორგანაიზერში ჩანიშნულ ამოცანებს მიანიჭეთ პრიორიტეტები და
შემდეგ გაწერეთ რა დრო გჭირდებათ ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ასეთი
პროგრამებიც არსებობს, თუმცა შეგიძლიათ ფურცელი და კალამი გამოიყენოთ. ამის
გაკეთება თქვენ მოგცემთ საშუალებას ხელახლა გადაალაგოთ თქვენს მიერ
ჩანიშნული ამოცანები დროითი შესრულების მიხედვით.
• ჩამოწერეთ საქმეები შემთხვევითი შერჩევით და მიანიჭეთ ქულები.
ჩამონათვალი ქულების მიხედვით გიჩვენებთ საქმეების თანმიმდევრობას.
• მოათავსეთ თქვენს სამუშაო მაგიდაზე ფოლდერები, თითოეულ მათგანში

ჩააწყეთ საქმეები კატეგორიების მიხედვით. ზოგიერთ კომპიუტერული პროგრამა


მარტივად გვთავაზობს ასეთი ფოლდერების ელექტრონულად მართვას. ყოველ
დილით უუნდა გადახედოთ ა და ბ კატეგორიას და ამოწიოთ საქმეები ზემოთ.
ხოლო პარასკევს დილით გამოავლინეთ ის ამოცანები რომელიც უნდა გადაანაცვლოთ

ინვენტარული სისტემა
ანბანური სისტემის სახესხვაობაა ინვენტარული სისტემა, რომელიც უაღრესად
შედეგზე ორიენტირებულია. ანბანური ღირებულების მინიჭების ნაცვლად
ინვენტარული სისტემა გვთავაზობს გადავხედოთ, როგორ ვიქცეოდით დღეს.
ნაცვლად იმისა, დავგეგმოთ ხვალინდელი დღე. უკვე მიღებულ შედეგებზე
დაყრდნობილი ანალიზი მიდგომა არის ბევრად რეალისტური, მოსალოდნელი
ცვლილებებითა და შედეგებით, ვიდრე ღირებულებათა ძიება.
ყოველდღიური ქმედებების პროდუქტიულობის შეფასება არის ამ სისტემის
ცენტრი. მნიშვნელოვანია დასაწყისშივე გაათვითცნობიეროთ, რა შედეგზე გსურთ
გასვლა, რათა იცოდეთ რამდენად წარმატებულია თქვენი მეთოდები და რა
ცლილებები გაგიუმჯობესებთ პრაქტიკას.
რადგან ეს მეთოდები არ არის დროის დაზოგვის ინსტრუმენტი, მას შეუძლია
მიგიყვანოთ დროის დამზოგველი ქცევის გამომუშავებისკენ. მიხვდებით თუ
რომელი ქმედებები არის მეტად პროდუქტიული და ეფექტური და დაიწყებთ ქცევის
მორგებას შესაბამისად. ამის გაკეთების შემდეგ, თქვენ დაიწყებთ ყოველი წუთის
ღირებულების დათვლას და დაგეგმვას. ქცევითი მოდიფიკაცია არის დროის
მენეჯმენტის მნიშვნელოვანი სტრატეგია. მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ ინვენტარულ
სისტემას და დახვეწავთ პრაქტიკაში იმაზე, დაყრდნობით თუ რა ისწავლეთ ამ
მეთოდით, შედეგი იქნება დროის უკეთესად ხარჯვა.

„გადახდის“ სისტემა
რას ნიშნავს გადახადა? სტეფანი უინსტონი, ავტორი წიგნისა - გახდი
ორგანიზებული“ გვარწმუნებს, რომ ეს კითხვა არის არსებითი პრიორიტეტების
დასახვისას. ეს მიდგომა ძირითადად კარგად ერგება ტრადიციას, რომელიც
განიხილავს დროს როგორც ვალუტას. დრო ფულია. განაცხადა ბენჟამენ ფრანკლინმა.
ახლა, როდესაც ინფორმაციის, მოვალეობებისა და აქტივობებს პიკია
ყოველდღიურად, დრო გახდა ბევრად უფრო ღირებული საქონელი. თუ
მოეპყრობით თქვენს დროს, როგორც ფინანსური ღირებულებისა და ამონაგების
მქონეს, მიიღებთ ბევრად უფრო ამაღლებულ და გაზომვად შეგრძნებას.
იმის სამაგალითოდ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, წარმოსახვითი ამოცანებია
ქვემოთ მოცემული, რომელიც ასახავს ღირებულების პექტრს „მაღალი გადახდიდან“
„დაბალ გადახდამდე“. მიღებული შედეგი შესაძლოა ყოველთვის არ იყოს
ფინანსური, რადგან არსებობს სხვა მრავალი ღირებულება, რომელიც შეიძლება
განვიხილოთ. მაგ, ემოციური, სოციალური, პრაქტიკული, სასიამოვნო, და სხვა.
დაფიქრდით როგორ მიუდგებოდით თითოეულ მათგანს, როგორც „მაღალ
გადახდას“, „საშუალოს“, თუ „დაბალს“.
• გამოიტანეთ ბანკომატიდან ფული
• დაუწერეთ საჩივარი სასტუმროს მეპარტონეს
• მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო კუთხე
• გადაიხადეთ სავალდებულო ჩეკები
• მიიღეთ ზარი ქველმოქმედების თაობაზე, მაგრამ არ გსურთ
მონაწილეობა
• ივაჭრეთ ახალი მაცივრის შესავსებად
• თქვენი საცოლის/საქმროს მოსმენისას აღმოაჩენთ, რომ არ
გაინტერესებთ საკითხი.
• ესაუბრეთ მეზობელს საერთო ღობის შეასახებ
• წადით გასტრონომში ოჯახისთვის სადილის მოსამზადებლად
• დაუბრუნეთ 3 ზარი მეგობრებს
• წაიკითხეთ სტატია ჟურნალში ჰავაის შესახებ, რადგან თქვენ იქ
დასვენებაზე ფიქრობთ
• წადით სემინარზე საღამოს, რომელიც ეხება პირადი ფინანსების
დაგეგმვას.
• მოისმინეთ თინეიჯერი ქალიშვილის ჩივილი იმის თაობაზე, რომ არ
აცხოვრებთ მეგობრებთან ერთად

მარტივი არ იყო ამ წარმოსახვითი სიის პრიორიტეტიზირება, ხომ? ეს


დამოკიდებულია თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და თვითოეული ქმედების
კონტექსტზე.

როგორც აღვნიშნეთ დაგეგმვა უნდა იყოს ლოგიკური. თქვენ შესაძლოა


ფიქრობთ, რომ მეტად მნიშვნელოვანია გასტრონომში წასვლა საკვების
საყიდლად, თუმცა თუ თქვენ არ გაქვთ ფული და ბანკომატი ამისთვის
გჭირდება, აღმოჩნდება, რომ ბანკომატი მეტად პრიორიტეტულია ამ
შემთხვევაში. თუ ერთი ამოცანის შესრულება დამოკიდებულია მეორეზე მეორე
ამოცანა პირველზე მეტ მნიშვნელოვანებას იძენს შესაბამისად. ამდენად,
მიუხედავად იმისა, რომ გსიამოვნებთ ჟურნალში სტატიის კითხვა ჰავაის
შესახებ, არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთოთ პირველ რიგში.
პირადი საქმეების წარმოსახვითი ჩამონათვალს შეუძლია დაგაგეგმინოთ
რეალური სამუშაო.
გასაკვირია, რომ ხშირად ბიზნესში უაღრესად მოწესრიგებული
ადამიანები, მოუწესრიგებელნი არიან პირად ცხოვრებაში. ზოგჯერ ოჯახის
წევრები ასწორებენ თქვენს ქცევას, მაგრამ კოლეგები - ვერ.
„გადახის“ სისტემის ბოლო პრინციპი: რა თანხას გამოიმუშავებთ ერთ
საათში? ამიერიდან, როდესაც მოგიწევთ უნაყოფოდ დროის დახარჯვა,
გაიხსენეთ თქვენს მიერ იგივე დროში გამომუშავებული თანხა და მიხვდებით
რომ კარგავთ მას.

პარეტოს პრინციპი
ამ ხერხის საფუძველს წამოადგენს პარეტოს პრინციპი 80/20-ზე წესი. ეს პრინციპი
გვეუბნება, რომ თუ ყველაფერს განვათავსებთ მათი ღირებულებების მიხედვით, მაშინ
მივიღებთ, რომ ღირებულების 80 % განეკუთვნება იმას, რაც საერთო რაოდენობის 20%ს
შეადგენს, მაშინ როცა 20%ღირებულებისა განეკუთვნება იმას, რას საეერთო რაოდენობის 80
%ს შეადგენს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია 10 საქმე,
მხოლოდ 2 ისეთი საქმეა, რომელიც 80%იან წარმატებას მოგიტანთ. ასეთ საქმეებს უუნდა
მიენიჭოს მეტი პრიორიტეტი.
იტელიელმა ეკონომისტმა ვილფრედო პარეტომ 1906 წელს დაასკვნა, რომ
იტალიელების 20% ფლობდა ეროვნული ქონების 80%-ს. მას შემდეგ ეს შეფარდება ბევრ
სხვადასხვა სიტუაციაში იქნა გამოცდილი და იქცა წესად.

ცნობილია, რომ ნაბისმიერ ნივთებში 80%იანი ღირებულება აქვს მხოლოდ მის


20 %-ს. თუ ავტომობილის მფლობელს სთხოვთ ჩამოთვალოს 20 მახასიათებელი,
თქვენ მიიღებთ კმაყოფილების 80%ს ამ მანქანის შეძენით. ბევრი ადამიანი იყენებს ამ
მიდგომას პრიორიტეტების დასახვაში.
არსებობს რამდენიმე კონკრეტული და ძალიან ნაცნობი მაგალითი, თუ როგორ
მუშაობს პარეტოს პრინციპი.
 თქვენს მიერ მიღებული მეილების 20% არის 80%-ით ღირებული
თქვენთვის. დარჩენილი 80 % კი - არის მხოლოდ ვიზუალური ღირებულების
მქონე.
 კომპანიის გაყიდვების 80% არის მისი კლიენტების 20 %იდან.
 სატელეფონო საუბრებისას თქვენი დროის 80% იხარჯება ადამიანთა
20%ზე, რომელსაც ურეკავთ წლის განმავლობაში.
 უმრავლესობა იღებს 80% ღირებულებას კომპიუტერული ფუნქციების
მხოლოდ 20 %-დან.
 თქვენი გარდერობის 20%ია მხოლოდ ის, რაც გაცვიათ რეგულარულად
80%.
პარეტო პრინციპი გთავაზობთ ძლიერ ინსტრუმენტს ცვლილებებისთვის. მეტი
ღირებულებას შექმნით იმ კლიენტებიდან, რომელსაც დაუთმობთ დროის 20%ს
ვიდრე დანარჩენ 80%დან. თქვენი ტელეფონის სწრაფი დარეკვის პანელი
დაააკომპლექტეთ იმ 20 % კონტაქტებით, რომელთან დარეკვისას რეგულარულად
დროის 80 %ს ხარჯავთ .
იმ დროს, როდესაც ხალხს ჰქონდა 3 -4 სატელევიზიო არხი, პარეტოს პრინციპი
მხოლოდ მცირე ხალხს ეხებოდა. მაგრამ ახლა?
განიხილეთ ქვემოთ მოცემული სტატისტიკა;
 ამერიკელები იღებენ 15 მლნ ფაქსს წელიწადში. ეს ციფრი ორმაგდება
ყოველ ორ სამ წელიწადში ერთხელ.
 ამერიკაში ყოვლეწლიურად იბეჭდება 50 000 წიგნი
 ამერიკელ მკითხველ საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება 11 000
ჟურნალს შორის.
 საშუალო საკაბელო სატელევიზიო სისტემა მოიცავს 100 არხს და
თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია მოგაწოდოთ 500 მდე არჩევანი.
 თქვენი ცხოვრები დაახლოვებით 8 თვეს თქვენ გაატარებთ მეილების
წერაში.
ამ პირობებში უნდა დაკონცენტრირდეთ მხოლოდ იმ 20 %ზე, რომელიც
თქვენთვის ღირებულია და უგულვებელყოთ სხვა.
ეს პრინციპი იმდენად ვრცელია, ამოუწურავია მაგალითები. თქვენი კოპმპანია
იღებს ღირებულების 80%ს თქვენი მუშაობის მხოლოდ 20%-დან.
რეალური პროდუქტიულობა გამომდინარეობს იმის შემეცნებიდან თუ როგორ
ვმართოთ პარეტო პრინციპი.

You might also like