You are on page 1of 2

რიცხვებში მოქცეული მექანიკური ცხოვრება — რატომ არ უნდა ვითვლიდეთ ყველაფერს ?

ბოლო პერიოდში ჩვენი თითოეული ქმედება რიცხვებთან ასოცირდება , რასაც დიდწილად


თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქა უწყობს ხელს. ჩვენ მხოლოდ დროსა და ფულს აღარ
ვითვლით , არამედ ნებისმიერი აქტივობა თუ ფიქრი ზუსტად ფიქსირებული რიცხვების სამყაროს
ნაწილი ხდება . ჩვენ ვითვლით სოციალურ ქსელებში რეაქციებისა თუ გამომწერების რაოდენობას ,
მიღებულ ქულებს , კალორიებს , საჭირო თუ ზედმეტ კილოგრამებს , მოსაუბრის შეტყობინებებს შორის
დროის სხვაობას , დღის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებს , წაკითხული გვერდების რაოდენობას
და გაუცნობიერებლად ამ საკითხებზე ფიქრის დროც კი განსაზღვრული გვაქვს , რომ შემდეგ ისევ
რუტინას დავუბრუნდეთ .

ერთი შეხედვით , მუდმივი კონტროლი იმის განცდას გვიტოვებს , რომ ყველაფრის გაუმჯობესება და
შეცდომების მარტივად აღმოჩენა შეგვიძლია , მაგრამ , მეორე მხრივ , რიცხვებისადმი თანამედროვე
საზოგადოების ობსესიური მიდრეკილება სრულიად საპირისპირო ვითარებაზე მიგვითითებს .

თუ რამდენიმე ათეული წლის წინ გამოთვლისა და გაზომვის კულტურა არ არსებობდა , ადამიანებს


ამის გამო მუდმივი შფოთვა არ აწუხებდათ . მაგრამ რა მოხდება ჩვენს შემთხვევაში ? რამდენადაა
შესაძლებელი , რომ ერთ დღესაც ყველა ჩვენი გამომთვლელი მოწყობილობა გვერდით გადავდოთ
და ამ მანკიერი წრისგან თავის დაღწევა ვცადოთ ? დიდი შანსია , რომ მტკიცე სურვილის მიუხედავად ,
ჩვენი გონება მაინც გააგრძელებს გამოთვლას , კონტროლსა თუ რიცხვებზე დაკვირვებას , რადგან იმ
აკვიატებისგან გამოწვეული შფოთვა , რომ რაღაც მნიშვნელოვანს გამოვტოვებთ , არ არის მარტივად
გადასალახი .

ამიტომ, მნიშვნელოვანია , რომ შეკითხვა სწორად დავსვათ , რათა მართებულ გადაწყვეტილებამდეც


მივიდეთ : ყველაფრის გამოთვლა და კონტროლი მეტ თავდაჯერებულობასა და კომფორტს გვიქმნის
თუ , პირიქით , ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება ნაკლებად სტრესული იქნებოდა ? კარგი იქნება , თუ ასე
ფორმულირებულ კითხვას ჩვენს თავებს ხშირად გავუმეორებთ . მე კი ჩემი მხრიდან იმის ახსნას
შემოგთავაზებთ , თუ რატომ არ უნდა ვითვლიდეთ ყველაფერს და ჩვენ მიერ მოხელთებული
რიცხვები , რეალურად , რას გვაკარგვინებს :

1. იდეალურობის სტანდარტი ყოველთვის ზრდადია


2. ყველაფრის გამოთვლა მეტ სტრესს იწვევს
3. შეჯიბრს იქ ხედავ , სადაც ამის საჭიროება არ არის
4. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე რიცხვები არაფერს გვეუბნება

ვერ უარვყოფთ , რომ უმრავლესობის აზრები ჩვენს გადაწყვეტილებებზეც ხშირად ახდენს გავლენას ,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ რასაც ბევრი ეთანხმება , ის ავტომატურად სწორი პოზიციაცაა .
არსებობს გარკვეული აბსტრაქტული ღირებულებები , რომლებიც ათი მცნებასავით მზამზარეული
არავის მოუცია , თუმცა შინაგანად გვჯერა , რომ ეს სწორია და მათ შესაბამისად ვმოქმედებთ . ამის
კარგი მაგალითი მორალთან დაკავშირებული საკითხებია : შეიძლება , უმრავლესობას საერთოდ არ
ადარდებდეს ან მეტიც , თვალს ხუჭავდეს იმ ფაქტზე , რომ ჩვენს ლანგარზე მორთმეული ცხოველური
წარმოშობის პროდუქტები ამ არსებების ტანჯვას პირდაპირპროპორციულად უკავშირდება , მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს , რომ მათი გადაწყვეტილება სწორია და ამ საკითხს ეჭვის თვალით არ უნდა
ვუყუროთ .

5. თანდათან იდენტობას კარგავ


მონეტის ერთი მხარეა , რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი იდეალური რიცხვებისკენ მივისწრაფვით ,
მაგრამ მეორეა , თუ საერთოდ საიდან გაჩნდნენ ეს ნიშნულები ჩვენს ცხოვრებაში . ვინ გვითხრა , თუ
როგორი უნდა იყოს იდეალური სხეული ? ან რა წანამძღვრების დაკმაყოფილება გულისხმობს იმ
დასკვნას , რომ წარმატებული ცხოვრება გვაქვს? რამდენი ასეული " ლაიკის" შემდეგ ითვლება
ადამიანი პოპულარულად ან მისი აზრი გავლენიანად ? ჩვენ უმეტესად ამ სტანდარტებით
ვხელმძღვანელობთ და კმაყოფილებას განვიცდით , თუ ჩარჩოებში მცირე გადაცდომებით
მოვთავსდით , თუმცა უფრო დიდ ხანს თუ დავფიქრდებით , იყო ეს ნამდვილად ჩვენი სურვილი ?

რთულია ამის გაცნობიერება , მაგრამ ხშირად თუ " როგორი გვინდა ვიყოთ " მაინც იმას ახმოვანებს ,
თუ " როგორი უნდა საზოგადოებას , რომ ვიყოთ ". ეს ფორმები , რიცხვები , სტანდარტები და
კატეგორიები ჩვენს ცნობიერებაში ყოველწამიერად შემოდის და რა თქმა უნდა , დიდი ნაწილის
გაფილტვრას ვერ ვასწრებთ . შემდეგ კი გვეჩვენება , რომ ეს ჩვენი მიგნებები და სურვილებია , რაზეც
სხვადასხვა იდენტობას ვაშენებთ , რომლითაც თავს განვსაზღვრავთ . ჩვენ, თითქოს , ვიცით , როგორია
"წარმატებული ადამიანი ", "ნამდვილი მამაკაცი ", " მოდის ქალღმერთი ", "ცნობილი ინფლუენსერი "
და ასე შემდეგ , რომელთა მიხედვითაც საკუთარ თავს მუდმივად ვზომავთ და ამას დასასრული არ
უჩანს. ამ პროცესში კი ის გვეკარგება , თუ რა გვინდა რეალურად და როგორი იქნებოდა ამ
იარლიყების გარეთ არსებული ნამდვილი ცხოვრება .

ყველა ეპოქასა თუ ტექნიკურ მიღწევას თავისი დადებითი მხარე აქვს, მთავარი მისი სწორად აღქმა ,
ჩვენ სასიკეთოდ გამოყენება და ზომიერების პრინციპის დაცვაა , რაც ცხოვრების გაუმჯობესებაში
იმაზე მეტად დაგვეხმარება , ვიდრე უსიცოცხლო რიცხვების მუდმივი დარაჯი .

You might also like